საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უმცირესობის მომავალი. "დღეს საზოგადოებამ რამდენიმე ადამიანთან მიმართებაში დაპატიმრებების პირველი ტალღა იხილა, სადაც არ არსებობს მკაფიო პასუხი, თუ რატომ, როგორ და რაიანირად მოხდა ამ ფორმით მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. დღეს ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირი ზეწოლა თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახური შევიდა. ჩვენ კარგად გვახსოვს "რუსთავი 2"-ის მაგალითზე, რა ამოცანებსა და მიზნებს ემსახურებოდა ტელევიზიაში ასეთი ტიპის ფინანსური შემოწმებებით შესვლა. დღეს ყველამ იხილა უმრავლესობის გამოსვლები, რომელიც გაჟღენთილი იყო აგრესიით ოპოზიციის მიმართ, სადაც ჩვენი კოლეგები პირდაპირ საუბრობდნენ დასაჭერი ადამიანების სიაზე. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ მუშაობას თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება", - აცხადებს ბაქრაძე.