Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Saturn რატომ არ უნდა ჩავთვალოთ?! თან პრეზომ 2010 წლის გაზაფხულზეო... Saturn არაა ეს მუქარა, გაიხსენე ირანი...
  2. ერთი ბრძენის გამონათქვამიდან: ქალს თუ ეტყვი რომ ნიანგს გავს, შეიძლება გაპატიოს, თუ ეტყვი რომ საშინელი ხასიათი აქვს ესეც, ან თუ ეტყვი რომ ბევრს და სისულელებს ლაპარაკობს და უტვინო ამასაც გაპატიებს, შეიძლება ღალატიც კი გაპატიოს! მაგრამ რას არ გაპატიებს ქალი სიცოცხლის ბოლომდე?!
  3. Saturn ჩიხია, თან სერიოზული, ნებისმიერი არჩევნები, თუ სამართლიანად ჩატარდა, შეცვლის ამ ხელისუფლებას, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სამართლიანი არჩევენბი გამორიცხულია, ალბათ ყველაფერი უბედურებით დამთავრდება... კი კი შეიძლება მიშამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მარა მსხვერპლის ფასად... და უცებ რომ აღმოჩნდეს შენი ახლობელი დაიღუპა, არ გაგიკვირდეს, საქართველო პატარაა
  4. Goddess როგორ გიყვართ ქალებს ეგ ლეგენდა რა)))))))))
  5. Saturn ბოდიში და გრეჩიხაქ-ბესელია-ძიძიგური უტრაკო კრეტინები იყვნენ, ეგ იმას არ ნიშნავს რომ მIშას ხელისუფლებაა ძლიერი
  6. სამარშრუტო ტაქსების ქუთაისელი მძღოლები აქციას რიყეზე მართავენ. აქციაში 300-მდე მძღოლი მონაწილეობს. იქ იმყოფება ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანიაც. მძღოლებს თან აქვთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პლაკატები წარწერით - “მიშა, გვიშველე”. :jump: როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ალანიამ განაცხადა, მძღოლებმა ვერ შეძლეს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე. ისინი აპირებენ, შეხვდნენ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს, ხელისუფლების სხვა პირებს, რათა წარმოქმნილი პრობლემა გადაწყდეს. ქუთაისელმა მძღოლებმა თბილისში აქციის გამართვის გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი ტენდერის გამო მიიღეს. ტენდერი აგვისტოში უნდა გაიმართოს და სატრანსპორტო საშუალებების შეცვლილ სამარშრუტო სქემას გამოავლენს. გარდა ამისა, ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა გადაყვანაზე პრიორიტეტი ავტობუსებს ენიჭება. შესაბამისად, ქუთაისში სექტემბრიდან მნიშვნელოვნად შემცირდება მიკროავტობუსებით მოძრაობა, რომელებსაც ახალი ავტობუსებით ჩაანაცვლებენ. მძღოლების განცხადებით, მათ ტრანსპორტი კრედიტებით შეიძინეს და ახალი ტენდერი მათ ოჯახებს დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს.
  7. აგვისტოში სიმშვიდე იქნება, ხელისუფლება კიდევ გაიჯეჯილებს აი მერე ვნახოთ
  8. dire არ არის ასე მარტივად საქმე, უკვე ეჭვი მაქვს რომ ეს ყველაფერი აგონიაა, ძალის გამოყენება ყოველტვის სიძლიერეს არ ნიშნავს!
  9. tb_parazitka ყველგან არიან ფარისევლები, მათ შორის სამღვდელოებაშიც, მაგრამ ეს არ გვაძლევვს უფლებას თავად რელიგიას შევუტიოთ
  10. Saturn დარჩა შენი ხედვიტ ვინმე საქართველოში ვინც ამაზრზენი არაა?!
  11. ცნობილი ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე ბიზნეს საქმიანობის გაგრძელებას ძირითადად უცხოეთში აპირებს. “ყაზბეგის” დამფუძნებელი საქართველოში დიდი ბიზნესის განხორციელებაზე უარს ამბობს. როგორც რადიო “კომერსანტს” თოფაძემ განუცხადა, საქართველოში ბიზნეს საქმიანობის საერთოდ შეწყვეტას ამ ეტაპზე არ აპირებს. თუმცა განმარტავს, რომ სურს მაქსიმალურად მცირე მაშტაბის ბიზნესი შეინარჩუნოს. ,,ძირითად აქცენტს სამომავლოდ უცხოეთზე გადავიტან. უცხოეთში იცნობენ ჩვენს პროდუქციას და საკმაოდ რეალურად არიან განწყობილნი. ქვეყანაში დღითიდღე შეუძლებელი ხდება ბიზნესის არსებობა, მაღალი გადასახადები, უცხოეთიდან შემოტანილი დაუბეგრვი პროდუქტი, რომელიც შედარებით დაბალ ფასად შემოდის და ფაქტიურად ჩრდილავს ეროვნულ ნაწარმს. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი აქცენტი უცხოეთზე გადავიტანო”, - დასძენს თოფაძე. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=10189&ct=2 პ.ს. ნელნელა ვუბრუნდებით შევარდნაძისეულ ეპოქას, როცა საქართველო ერთი დიდი ჭაობი იყო, სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი, თორემ აღარ დარჩება ამ ქვეყანაში აღარაფერი! რა გამოსავალი?! არ ვიცი ერთად ვიფიქროთ
  12. 7 აგვისტოს ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია ინტერნეტჯგუფი “რეაქცია~. მათი წარმომნადგენლების ინფორმაციით, აქციას ერთგვარი გამოფენის სახე ექნება და 2008 წლამდე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მცდელობის ყველა ისტორიული თარიღი და დეტალი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის - 9 აპრილის ფაქტებიც. ჩიტაძის ქუჩაზე 2 ჯავშანტრანსპორტიორი, ტიტები და ნიჩბები იქნება წარმოდგენილი. აქცია 14.00 საათზე დაიწყება და 24.00 საათამდე გასტანს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  13. ნელნელა მაგარმ შეუჩერებლად გრძელდება დაღმასვა :resent:
  14. dire საზოგადოება გამოცოცხლებულია, ზაფხულის პერედიშკის ნუ შეგეშინდება რაც შეეხება ნაგავს, საზოგადოებამ უნდა უთხრას, წადითო და წავლენ აბა რა დარჩენიათ
  15. რაც მეტწილად ოპოზიციამ შექმნა, იმენა გასაწმენდია რა! გრეჩიხები ბესელიები და ეგეთი მარაზმი და უტვინო ხალხი უნდა მოშორდეს!
  16. “ბაიდენის კარგი შეცდომა" - ასეთი სათაურით მოკლე სარედაქციო სტატიას ამერიკული გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალი” აქვეყნებს. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინამ და საქართველომ ბაიდენზე შთაბეჭდილება მოახდინა. აქვე მოყვანილია ბაიდენის ინტერვიუს ფრაგმენტები, რომელიც მან გამოცემას შაბათს მისცა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ინტერვიუში მიუთითებდა, რომ აშშ და რუსეთი სტრატეგიულად თანასწორნი არ არიან. “მიმაჩნია, რომ ჩვენ ზედმეტად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორს”, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა და მოსახლეობა ”ჭკნება”. “ისინი იმ სიტუაციაში არიან, როდესაც მსოფლიო მათ თვალწინ იცვლება, რუსეთი კი არასიცოცხლისუნარიან წარსულს ეჭიდება”. რაც შეეხება საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებულ არსენალს, ბაიდენმა განაცხადა, რომ “ისინი მას ვერ შეინახავენ”. ~გასაოცარი არ არის, რომ კრემლი მწყობრიდან გამოვიდა და კომენტარს “დამაფიქრებელი” უწოდა. არც ის არის გასაოცარი, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იმის დასარწმუნებლად, რომ “ჩვენ რუსეთს დიდ სახელმწიფოდ მივიჩნევთ” კვირას “პრესასთან შესახვედრად” გააგზავნა. ბაიდენის საღმა აზრმა ძირი გამოუთხარა ობამას “გადატვირთვას”, რომელიც შეირაღების კონტროლსა და ევრაზიის დემოკრატიებისადმი აშშ-ს მხარდაჭერის შერბილებას ემყარება~, - ნათქვამია სტატიაში. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ არ ესმით, რატომ უნდა შემცირდეს აშშ-ს ბირთვული ქობინები და გამშვები დანადგარები, როდესაც რუსეთს შეიარაღების ამ მარაგების შენახვის შესაძლებლობა არ გააჩნია. “რატომ წავაქეზოთ რუსეთის ილუზიები “პრივილეგირებული ინტრესების” სფეროზე აღმოსავლეთ ევროპაში იმით, რომ პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე უარი ვთქვათ. ამაზე კი, რუსეთს მივანიშნოთ მაშინ, როდესაც, ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის არსებული რეჟიმი წარსულში ცხოვრობს და თავისი იმპერიის აღორძინებაზე ოცნებობს? მართლაც, რას ელოდება აშშ ამ “დამჭკნარ” პარტნიორთან ასეთი დათმობების საპასუხოდ?~, - ნათქვამია სტატიაში. აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთზე სიმართლის ლაპარაკის სურვილით, ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკელ ჟურნალისტებს დიკ ჩეინი გაახსენა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. იტოგში რუსეთს უთხრეს "წადი ბიჭო ტოლი ნახეო", და ფაქტიურად ზესახელმწიფოებასაც გამოემშვიდობეო
  17. ძუკუ და შესაბამისად მიირებენ ქუთაისში 200 ოჯახს სუპერ ოპოზიციურს, ანუ დახლოებით 1 000 კაცს.... ასე გააგრძელონ
  18. დღეს დილით ქუთაისიდან 200-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლი საპროტესტო აქციის გასამართად თბილისისაკენ გაემართა. ეს გადაწყვეტილება ქუთაისელმა მძღოლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი ტენდერის გამო მიიღეს. ტენდერი აგვისტოში უნდა გაიმართოს და სატრანსპორტო საშუალებების შეცვლილ სამარშრუტო სქემას გამოავლენს. გარდა ამისა, ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა გადაყვანაზე პრიორიტეტი ავტობუსებს ენიჭება. შესაბამისად, ქუთაისში სექტემბრიდან მნიშვნელოვნად შემცირდება მიკროავტობუსებით მოძრაობა, რომელებსაც ახალი ავტობუსებით ჩაანაცვლებენ. მძღოლების განცხადებით, მათ ტრანსპორტი კრედიტებით შეიძინეს და ახალი ტენდერი მათ ოჯახებს დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს. თბილისში აქციებს მძღოლები დღის მეორე ნახევარში გამართავენ, თუმცა აქციის გამართვის ადგილი ჯერ უცნობია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ვინ თქვა რომ რეგიონებში მიშას მომხრეების პროცენტული მაჩვენებელი მეტია?! ძალიან ძალიან ეჭვი მეპარება
  19. lasalexx Goddess მე არ ვფიქრობ რომ საზოგადოება პასიურია.... უბრალოდ მიტინგებიდან ინფორმაციის მიწოდება-ათვისებაზეა გადასული ჯერ... გაგანია ზაფხულია, ესეც გასათვალისწინებელია ვფიქრობ შემოდგომიდან საინტერესო დღეები გველის
  20. გაზეთ ``ვერსიის`` მიხედვით გაზეთმა ``ვერსიამ`` მოიპოვა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისით დათარიღებული # 484 განკარგულება, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ მინისტრი აწერს და რიმელსაც ეწოდება ``ინა გუდავაძის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ UNჩIთღAL–ის (გაეროს საერთაშორისო სავაჭრო წესების) წესების თანახმად ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ.`` განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო ფონდიდან უნდა გამოიყოს 1,2 მილიონი დოლარი, რომლითაც ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს სასამართლო უნდა მოუგოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანხას ‘’საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფინდიდან, იუსტიციის სამინისტროს იურიდიული მომსახურების შესასყიდად გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ ეს 1,2 მილიონი ``დამატებითი`` თანხაა. უცნობია, ამ მიზნით მანამდე რა თანხაა გამოყოფილი. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=10186&ct=2 პ.ს. ასე იფლანგება სხვადასხვა რაღაცეებში მილიონობით დოლარი, ამ დროს კი კონფლიქტისპირა სოფლებს უკიდურესად უჭირს, მერე რა მოხდა არა?!
  21. გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge ინგლისური და რუსული ენების გამოცდების შედეგები და აბიტურიენტთა ნაშრომების ასლები განთავსდა. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგებისა და ნამუშევრების ასლების მოძიება შეუძლიათ, ასევე, ვებგვერდზე - www.2009.naec.ge. სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ, ამისათვის მათ 9-ციფრიანი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე - 62 32.
×
×
  • შექმენი...