“ქრისტიან-დემოკრატებისთვის” პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანის ინიციატივა ალოგიკურია და მას ქუთაისის მოსახლეობის მოტყუების მცდელობად აფასებენ. ალოგიკურობაზე განსაკუთრებული ყურადღება გიორგი ახვლედიანმა გაამახვილა და განაცხადა, რომ თურმე დეპუტატები ჯერ 11:00 საათზე რეგისტრაციას გაივლიან ქუთაისში, შემდეგ 14:00 საათზე თბილისში საკომიტეტო განხილვებისთვის დაბრუნდებიან და ამის შემდეგ კენჭის საყრელად ისევ ქუთაისში გაიქცევიან. “ეს არის ზღაპარი, რომელიც შეგიძლიათ ერთმანეთს ძილის წინ მოუყვეთ~, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. გიორგი თარგამაძემ კი აღნიშნა, რომ თუ ამ ინიციატივის მიზეზად ქუთაისის ეკონომიკური განვითარება სახელდება, უმჯობესი იქნება პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანისთვის საჭირო თანხის მეოთხედი მაინც, ქუთაისის ეკონომიკურ სტიმულირებას მოხმარდეს. მისივე თქმით, პარლამენტში შემოსულია პროფკავშირების 60 ათასიანი ინიციატივა, რომელსაც განხილვა არ “ეღირსა” http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ნუ როგორ ახერხებს ნაცმოძრაობა ყველა პერსპექტიული იდეის დასამარებას, ამასაც ნიჭი უნდა რა!