ვდება. შეხვედრები ვიდეოკამერების გარეშე მიმდინარეობს, რაც ალასანიას განცხადებით, მოსახლეობას პოლიტიკოსთან უშუალო ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ირაკლი ალასანიამ დღეს შეხვედრები გამართა სენაკში, სადაც დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ რაიონს ეწვია და, ასევე, ქალაქის ცენტრში სენაკის მოსახლეობას შეხვდა. გარდა ამისა, ალასანიამ, დღესვე, ზუგდიდის რაიონის სოფლების კახათისა და ანაკლიის მოსახლეობასთანაც გამართა შეხვედრები. ~ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების~ ლიდერმა თითქმის მთლიანად მოიარა სამეგრელო და სვანეთი. ალასანია საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას გეგმავს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. როგორ ფიქრობთ გამოიღებს მისი რეგიონებისადმი ყურადღება შედეგს?! მე რაც მომწონს, ისაა რომ პარტიებმა როგორ იქნა ისწავლეს, რომ რეგიონები უყურადღებოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვონ!