-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
liliko არ გეწყინოს, მარა საპროტესტო ტალღა ნაცებმა როგორ აითვისეს ეგ მაინტერესებს
-
analgin უარესს გეტყვი, მოვიდნენ მერიიდან და იმუქრებოდნენ, ვინც არ დათანხმდებაო, გავასახლებთო! ცეცხლს ეთამაშებიან, არა ბომბას ტროტილით გატენილს!
-
licemer ერთის მხრივ +1 მეორეს მხრივ ცარიელ ადგილს უპატრონოდ დიდხანს არავინ ტოვებს.... ამათმა ვერ ივარგეს, სხვა მოვა... და სამწუხაროდ ბევრად უფრო რადიკალი, ვიდრე თუნდაც მიშა იყო...ამ ხელისუფლების გადამკიდე
-
პარლამენტში სახალხო დამცველის ახალი კანდიდატურის შესახებ მსჯელობა დაიწყეს. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, ~სახალხო დამცველის შესახებ კანონის~ თანახმად, სოზარ სუბარს უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბრისთვის ეწურება. ამავე კანონის მიხედვითვე, სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს თანამდებობაზე მყოფი ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა. მაჭავრიანმა ფარქციებს კანდიდატურებზე დროული შეჯერება და წარმოდგენა სთხოვა. როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზევე გაირკვა, სახელისუფლებო ფრაქციას ~ნაციონალურ მოძრაობას~ უკვე შერჩეული ჰყავს საკუთარი კანდიდატურა, რომელიც ამ პოსტზე სოზარ სუბარის სანაცვლოდ წარადგენს, თუმცა უმრავლსობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ამ კანდიდატურის გახმაურება დღეს არ ისურვა. სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება კი აქვთ პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან. სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს.
-
თბილისი. 27 ივლისი. ~ინტერპრესნიუსი~ - საკონსტიტუციო ცვლილებით მანდატების აღდგენა არ შეეხებათ ოპოზიციის იმ კანდიდატებს, რომლებიც მაჟორიტარული სისტემით იყვნენ არჩეულნი. საკონსტიტუციო ცვლილების პრეზიდენტის წინადადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. როგორც ინიციატივის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, უფლებამოსილების აღდგენა შეეხებათ მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრებს გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ გამოკლებულ პარლამენტის წევრთა ადგილმონაცვლეების ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა და პარლამენტმა სცნო ამ ოლქებში არჩეულ კანდიდატთა უფლებამოსილება. “ამდენად, შეუძლებელია იმ წევრთა უფლებამოსილების აღდგენა, რომლებიც მაჟორიტარული სისტემით იყვნენ არჩეულნი” – ნათქვამი საკონსტიტუციო ცვლილების განმარტებით ბარათში. რაც შეეხება თავად პროექტს, პრეზიდენტის წინადადებით, კონსტიტუციას უნდა დაემატოს 104/2 მუხლი, რომლის თანამხდად, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღუდგებათ 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება არ არის ცნობილი და რომლებიც აღნიშნულის თაობაზე თანხმობას განაცხადებენ 2010 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, საკონსტიტუციო ცვლილების მიზეზებად პარლამეტში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის აღდგენაა დასახელებული, რათა ყველა პოლიტიკურ ძალას გააჩნდეს საკუთარი მოსაზრებების სრულად წარმოჩენისა და პოლიტიკურ და სხვა სახელმწიფოებრივ საკითხებზე წარმოებულ საპარლამენტო დებატებში საკუთარი პოზიციების უკეთ დაცვის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ განაცხადეს მანდატებზე უარი. კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა, ინიციატორი კი პრეზიდენტი. კანონპროექტი, განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. ამასთან, მის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ექსპერტებს, არასახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს და შესაბამისად, არც მათი ექსპერტული დასკვნა არსებობს. გაერთიანებული ოპოზიციიდან მაჟორიტარულ არჩვნებში გამარჯვებულები “მემარჯვენეები” დავით გამყრელიძე და დავით საგანელიზე იყვნენ.
-
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 15 მეურვისგან დაკომპლექტდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება დეპუტატებმა პავლე კუბლაშვილმა და მურთაზ ზოდელვამ მოამზადეს და მისი ინიცირება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განხორციელდა. ცვლილება “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შედის. კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 9 მეურვის ნაცვლად, 15 მეურვისგან შედგება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გაფართოების და მასში სამოქალაქო სექტორის მეტი ჩართულობის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას გამოვიდა.
-
ოპო - აქციების მარცხმა და უშედეგობამ ხელისუფლებას აფიქრებინა აწი რასაც გვინდა იმას გავაკეტებთო...შედეგად რა მივიღეთ?! 1. ბენზინი სასწაულად გაძვირდა, ეხლა ლამის უფრო ძვირია, ვიდრე მსოფლიო ფასების პიკზე! 2. წვრილ "ჩელნოჩნი" ბიზნესს ფაქტიურად კლავენ, ოჯახმა თუნდაც თურქეთიდან შემოტანილი ტავარით ორი კაპიკი რომ იშოვოს ეგ ბიზნესიც ფაქტიურად მოკვდა 3. გლეხებისთვის აძვირებენ წყალს 4. გაიზარდა სწავლის გადასახადი კატასტროფულად ჯერჯერობით ესაა, თქვენი აზრით მოვლენები როგორ განვითარდება?! ჩემი აზრით, გამოთქმაა ასეთი, "ცხვარი ცხვარიაო, მარა თუ გაცხარდაო...", ხელისუფლებამ ასე თუ გააგრძელა, შემოდგომაზე სერიოზულ აფეთქებას მიიღებს, და მტრისას ვინც წინ დაუდგება მას!!!
-
Эхо Москвы შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გათვლებით, რუსეთში 6,5 მილიონი უმუშევარია. მათგან ოფიციალურად დარეგისტრირებულია 2,15 მილიონი. უმუშევრობა რუსეთში აქტიურად იზრდებოდა გასული წლის ბოლოს და ამა წლის დასაწყისში. იანვარ–თებერვალში დარეგისტრირებული უმუშევართა რაოდენობა კვირაში 100 ათასით იზრდიმატებდა, აპრილის შუა პერიოდიდან კი ეს პროცესი შესუსტდა. ფედერაციას სხვა პრობლემაც აქვს: ამჟამად ქვეყანაში 73 მილიონი შრომის უნარის ასაკის მოქალაქე ცხოვრობს, თუმცა ეს რაოდენობა უახლოეს წლებში შემცირდება, რადგან პენსიაში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი გავა, შრომისუუნარო ასაკში კი უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფი შევა, რომლის წარმომადგენლებიც 90–იანი წლების დასაწყისის დემოგრაფიული გარღვევის პერიოდში არიან დაბადებულნი. სპეციალისტების აზრით, ეს გარემოება ნეგატიურად აისახება საპენსიო დატვირთვაზე.
-
ნატოში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელს რევაზ ბეშიძეს დიპლომატად იაპონიაში უშვებენ. რევაზ ბეშიძის კანდიდატურა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე შევიდა. რევაზ ბეშიძე ნატოში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გეგა მგალობლიშვილმა შეცვალა. იაპონიაში ამჟამად ელჩი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის ძმა ივანე მაჭავარიანია.
-
სერჟანტი მერე ეს კარგია?! თუ რაიმე არასწორედ გავიგე?!
-
წყალი მალე ბენზინზე ძვირი იქნება: bizzone.info კახელი გლეხები აპროტესტებენ მთავრობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სარწყავი წყლის ქურდობის გამო ჯარიმების გადახდას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ შესაბამისი ცვლილებები ``ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში`` შედის. კანონპროექტის თანახმად, სარწყავი წყლის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან სარწყავი წყლის დატაცება, ასევე, სამელიორაციო ასოციაციებისთვის მიწოდებული წყლის თვითნებურად მოხმარება ფიზიკური პირის 250, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმები გაორმაგდება. მთავრობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ``ხშირად ჩვენ ბაღებს უკითხავად ვწრყავთ, რომ რაღაც მოსავალი მაინც მოვიწიოთ, რომ მშივრები არ დავრჩეთ. ჯარიმების დაწესების შემთხვევაში კი ნაკვეთებს ვეღარ მოვრწყავთ და შიმშილით დავიხოცებით,`` – ამბობენ გლეხები.
-
http://burusi.files.wordpress.com/2009/06/7pj6qf7y6f4h5r4.jpg
-
Saturn შენ მაგით დაიმშვიდე თავი, ბენზინი კიდე გააძვირონ და ხალხი მიტინგებზე შემოდგომაზე საერთოდ აღარ მივა!
-
1 აგვისტოდან დაიწყება გათამაშება!
-
http://www.hard.ge/index.php?option=com_co...&Itemid=118 უახლესი სერია
-
What a Wonderful World Paris Blues Hello Dolly Live
-
licemer ამიტომ ეგ პრობლემა არც არასდროს არ უნდა მოგვარდეს?! kisa ვიცი და არ გეუბნები?!
-
ოპოზიციური პარტიები თელავის ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიციის თანამშრომლებს ნარკოტიკების მოხმარებაში სდებენ ბრალს. ახალი მემარჯვეენები და კონსერვატორები ორივე უწყებაში ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვენ. თელავის გამგეობაში ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ, სამართალდამცავები კი კომენტარს არ აკეთებს. თუ სამთავრობო უწყებები თანამშრომლების საქმიანობით არ დაინტერესდებიან, კონსერვატორები კონკრეტულ პერსონების დასახელებას თავად გეგმავენ. http://itv.ge/?p=17261 პ.ს. როგორ ფიქრობთ ოპოზიციის ბრალდების გამო უნდა გაიაროს თუ არა თანამშრომლებმა ნარკოლოგიური შემოწმება?!
-
http://itv.ge/?p=17300 სიღნაღის რაიონის სოფლების უმეტესობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს. ბოლო რამდენიმე წელია ათამდე სოფელი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. რა ღირს სასმელი წყალი პანჩიაანთ უბანში, ბოდბისხევსა და ზემო მაჩხაანაში. ნახეთ სოფლები, სადაც წყალი ღვინოზე ძვირად ფასობს. პ.ს. როდემდე?!
-
საკნების უსასრულო აქციის არაფერი შედეგი
newstudio replied to machkatela's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi საკნები კარგი იდეა იყო, მარა მანდ უნდა ჩამსდარიყვნენ ცნობადი სახეები და სულ სხვა დატვირთვა უნდა ქონოდა პ.ს. რევოლუციას თეთრი ხელთათმანებით არ აკეთებენ!!! -
Tbilisi აბა აქ სხვა არავინ ლაპარაკობს და))))
-
ტერორზმი ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველო
newstudio replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds აჰა, ეხლა გასაგებია -
ტერორზმი ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველო
newstudio replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds ქართველებშI ყველაფერში ცუდს ნუ ეძებ))) -
ტერორზმი ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველო
newstudio replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ალბათ სდამუშაოდ იყვნენ ჩასულები და მოყვნენ ამ ამბავში... ისე საოცარია არა, ამ აშენებული ქვეყნიდან გროზნოში მიდიან სამუშაოდ! -
BOO მე ბევრად უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ვარ, ვიდრე 17 წლის ასაკში, ასე რო...