გაზეთი ``ბანკები და ფინანსები`` განბაჟების გარეშე მხოლოდ 500 ლარის საქონლის შემოტანა იქნება ნებადართული ფიზიკური პირებისათვის საბაჟო კონტროლი კიდევ ერთხელ მკაცრდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების ნივთების განბაჟების გარეშე შემოტანის 1000 ლარიანი ლიმიტი 500 ლარამდე მცირდება. განბაჟების გარეშე საქონლის იმპორტს ფიზიკური პირები მხოლოდ თვეში ერთხელ შეძლებენ. სხვა შემთხვევაში, საზღვრის რამდენჯერმე გადაკვეთა ეკონომიკურ საქმიანობად ჩაითვლება და მათ საბაჟო გადასახდელების გადახდა მოუწევთ. შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრო დაბეგვრის რეჟიმს ამკაცრებს იმ პირების მიმართაც, ვინც ნივთებს უცხოეთიდან ინტერნეტით იწერს. განბაჟებას დაექვემდებარება ყველა გზავნილი, სადაც 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი იქნება. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10180&ct=17 პ.ს. ეს ნიშნავს ატასობით წვრილი მეწარმის უმუშევრად დარჩენას, ეს ნიშნავს ინტერნეტ ბიზნესის ჩაკვდომას, რავი რავი, მართლა ირწმუნეს ამ დებილებმა რომ მორჩა კინო! მივმართავ ხელისუფლებას, ნუ მიეცემით განცხრომას, ცუდად შემოგიტრიალდებათ ეს ყველაფერი!