30 ივლისს, ზუგდიდის საკნების აქციის მონაწილეს, ნიკა პაჭკორიას სამი უცნობი მამაკაცი თავს მაშინ დაესხა, როცა იგი საკნიდან 50-მეტრში ფეხით გადაადგილდებოდა. ნიკა პაჭკორია: “ხელ-პირის დასაბანად ვიყავი გასული. ქალაქის საპირფარეშოსთან სამი ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნე, რომლებიც ქვაზე იყვნენ ჩამომსხდარნი. როგორც კი ჩავიარე, ერთმა მაგინა და თავში მუშტი ჩამარტყა. შემდეგ დანარჩენი ორი წამოიწია და ცემა დამიწყეს. სანამ ფეხზე ვიდექი, გაქცევას ვცდილობდი, მაგრამ ოთხ მეტრში წამაქციეს და ფეხებით ზედ შემადგნენ, წიხლებს მირტყამდნენ, უმოწყალოდ მცემდნენ”. როგორც ნიკა პაჭკორია იხსენებს, თავდამსხმელები ინციდენტის ადგილიდან თავქუდმოგლეჯილები გაუჩინარდნენ. იგი მათ კვალს მიჰყვა, მაგრამ უშედეგოდ. მას მხოლოდ ერთი თავდამსხმელის ამოცნობა შეუძლია. მომხდართან დაკავშირებით შეტყობინება ზუდიდის საპატრულო სამსახურმა რამდენჯერმე მიიღო, მაგრამ შემთხვევის ადგილზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში არავინ მისულა. მაშინ როცა დაშავებულს ექიმები დახმარებას უწევდნენ, მოძრავი ავტომანქანიდან აქციის მონაწილეთა მისამართით ხმა გაისმა: “არ მომკვდარა?!”... რამდენიმე წუთში ზუგდიდის საპატრულო სამსახურის უფროსი, ალიკა ბელქანია საკნის “პატიმარს”, პაატა სორდიას შუა თითის ჩვენებით მიესალმა... http://presa.ge/index.php?text=news&i=9017 პ.ს. მართალია ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თბილისში პასიურობის მიუხედავად, ზუგდიდში აქციები გრძელდება... აგერ ალასანიასაც მოუნახულებია იქაური მესაკნეები, არ მჯერა რომ ზუგდიდში და სამეგრელოში მიშას მომხრეები ბევრნი არიან, შეშინებულები და სულერთია განწყობის ხალხი კი ბატონო, მარა არა მიშას მომხრეები