სასამართლოების მიერ არასაპატიმრო ღონისძიებების შეფარდების რაოდენობამ იმატა. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ უზენაესი სასამართლოდან განუცხადეს, 2009 წლის 6 თვის მონაცემებით, აღმკვეთი ღონისძიება სულ შეეფარდა 7649 ბრალდებულს. აქედან 3936 ბრალდებულს, ანუ (51,5 %) აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა არასაპატიმრო ღონისძიება. მათ შორის გირაოს შეფარდების მაჩვენებელმა 3815 შეადგინა. ეს კი საერთო არასაპატიმრო ღონისძიებების 96,9 პროცენტია. სასამართლოს ინფორმაციით, საგრძნობლად იმატა საპროცესო შეთანხმებების რაოდენობამაც. 2009 წლის პირველ ნახევარში საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეების რიცხვმა 4551 მიაღწია, ეს კი სულ განხილული საქმეების 55,7 % შეადგენს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1