„რალი ლონდონი-თბილისი 2009“-ის რვა მონაწილე საქართველოს საზღვარს ხვალ გადმოკვეთს. მოხალისე მოტომრბოლერები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და საქველმოქმედო მოგზაურობაში ჩაერთვნენ, ლონდონიდან 15 აგვისტოს გამოაცილეს. რალის მონაწილეთა მიზანს საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება და უნიკალური სამოგზაურო გამოცდილების მიღება წარმოადგენს. წელს „რალი ლონდონი-თბილისი 2009“-ის საქველმოქმედო ორგანიზაციებს: “The Shooting star”-ი და “SOS ყაზახეთი” დააფინანსებს. მას შემდეგ, რაც რალის მონაწილეები საქართველოში შემოვლენ მათ შორის ტრადიციულად ბათუმი თბილისის გზაზე შეჯიბრი მოეწყობა. ის მოტომრბოლელი, რომელიც თბილისში პირველი შემოვა “რალი-ლონდონი-თბილისის” გარდამავალ თასს მიიღებს. რალის დასრულების აღსანიშნავად, ტრადიციულად “ბაგრატიონ 1882”-ში ყოველ წელს ლამაზი, სიურპრიზებით აღსავსე მიღება და ზეიმი ეწყობა. წელს რალი თბილისიდან სვლას ასტანას მიმართულებით აგრძელებს და იმატებს მეორე საფეხურს. თუ აღნიშნული ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის ტრადიციულ ლონდონი-თბილისის რალის 10-11 დღიან მარშრუტს, შესაძლოა, მომავალ წლებშიც დაემატოს შემდეგი ეტაპი. წელს მონაწილეები სამი კვირის განმავლობაში 14 ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ. “რალი ლონდონი-თბილისი” ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიებაა, რომელიც ლევან ვასაძის და ლორდ გილფორდის მიერ ერთობლივად დაარსდა. მოყვარული მოტომრბოლელები რთული გზის გასავლელად სხვადასხვა ქვეყნებიდან მომდევნო წლებშიც შეიკრიბებიან და უმწეოთა დასახმარებლად თანხებს შეაგროვებენ.