Jump to content
Planeta.Ge

itnovations

პლანეტელი
  • პოსტები

    2
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

itnovations'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა... ხარჯები: 500 ფუნტ სტერლინგი(რაც განკუთვნილია რალის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად) ამ თანხაში არ შედის მგზავრობის ხარჯები და ყველას უნდა ქონდეს თავისი ბაიკი .... თანხა რომელიც მოგროვდება გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციებს... შეგიძლია შეხვიდე რალის საიტზე http://london2tbilisi.com/ სადაც უფრო მეტ ინფორმაციას ნახავ... რალის რუკა - http://london2tbilisi.com/?lan=ge&p=Njk= რალი იწყება 15 აგვისტოს ლონდონში თბილისში ჩამოვლენ 25 აგვისტოს
  2. რალი ლონდონი თბილისი ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიებაა, რომელიც დაარსდა ლევან ვასაძის და ლორდ გილფორდის მიერ. რალი აფინანსებს შემდეგ საქველოქმედო ორგანიზაციებს: საფეხურები, The Shooting Star-ი და SOS-ყაზახეთი. მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება განხორციელებულ საქმიანობაში და რალის მონაწილეთა უნიკალური სამოგზაურო გამოცდილების მიღება. რალი მოიცავს რთულ და თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობას ევროპაში, რომელიც ტრადიციულად მთავრედება მის საზღვარზე, თბილისში, ბარგატიონ 1882-თან, ცქრიალა ღვინის ქარხანა თბილისში, სადაც იმართება ლამაზი მიღება და ზეიმი, მონაწილეთა ახლობლები მიიჩქარიან ნახონ მოტოციკლისტთა ფინიში და მათთან ერთად იზეიმონ რომანტიული საღამო თბილისში. თუმცა, წელს რალი თბილისიდან სვლას აგრძელებს ასტანას მიმართულებით და იმატებს მეორე საფეხურს. თუ აღნიშნული ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის ტრადიციულ ლონდონი-თბილისის რალის 11-12 დღიან მარშრუტს შესაძლოა მომავალ წლებშიც დაემატოს შემდეგი ეტაპი. მოტოციკლისტებს შეუძლიათ შეუერთდნენ ორივე ეტაპს ან ერთ-ერთ მათგანს. თუ მეორე ეტაპს შეუერთდებიან, მაშინ მონაწილეებმა თავიანთი მოტოციკლეტები რალის პერსონალის დახმარებით თბილისში უნდა ჩაიყვანონ ან გააგზავნონ, შემდეგ მრბოლელები გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად გააგრძელებენ გზას ასტანას მიმართულებით. რალიში რეგისტრაციის ფასი 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენს (რაც განკუთვნილია რალის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად). თუ თქვენ გსურთ მონაწილეობის მიღება გთხოვთ იხილოთ გვერდი: - http://london2tbilisi.com/?lan=ge&p=NTA= და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.... ლონდონი - თბილისი - ასტანა 2009 თარიღები:: გასვლა ლონდონიდან: შაბათი 15 აგვისტო 2009 ჩამოსვლა თბილისში: სამშაბათი 25 აგვისტო 2009 ჩასვლა ასტანაში პარასკევი 4 სექტემბერი 2009 მოგზაურობა შემდეგი ქალაქების გავლით: ლონდონი-პარიზი-ჟენევა-ვენეცია-დუბროვნიკი-სტამბული-თბილისი-ბაქო-თურქმენბაში-სამარკანდი-ტაშკენტი-ალმატი-ასტანა Visit the Website of Charity Rally London2Tbilisi
×
×
  • შექმენი...