ცნობილმა ისრაელელმა ბიზნესმენმა შმუელ ფლატო-შარონმა თბილისთან ახლოს მის კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ბურღვითი სამუშაოების შედეგად ნავთობის საბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ინტერნეტ-გამოცემა „ვალა“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ფლატო-შარონმა განაცხადა, რომ საბადოზე 80 მილიონი ბარელი ნავთობია, რომლის ღირებულებაც 5 მილიარდ დოლარს აღწევს. "1000 ჰექტარი მიწის ფართი თბილისიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვებაზე უფლება ამერიკულმა კომპანიამ შეიძინა და მასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მოგების გაყოფასთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც ამ მიწის ფართობის მფლობელებს, წილზე უფლება გაგვაჩნია",-განმარტავს გამოცემასთან საუბარში ფლატო-შარონი. ``საქართველოს ნავთობის საბადოები არ გააჩნია``, - ამ განცხადებას კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური რადიო „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისრაელელი ბიზნესმენის საპასუხოდ აკეთებს. „ისრაელელი ბიზნესმენის განცხადება საინტერესოა, მაგრამ ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველო დუბაი არაა და ნავთობის რესურსებს არ ფლობს“,–განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=10661&ct=2 პ.ს. ვერაფერი გავიგე, ბიზნესმენი იძახის არისო, მინისტრი არაო, მე ბიზნესმენს უფრო ვენდობი დავიჯერო ნავთობის "მოტეხვა" უნდა ხელისუფლებას?!