რუსულმა კომპანია „როსნეფტმა“ აფხაზეთში შვილობილი კომპანია - შპს „რნ-შელფ აბხაზიი“ დააფუძნა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იწყება. სოხუმში დარეგისტრირებული ახალი კომპანიის საწესდებო კაპიტალში „როსნეფტის“ წილი 100%-ია. „როსნეფტის“ პრეზიდენტის, სერგეი ბოგდანჩიკოვის განცხადებით, ახალი კომპანია 2,5 ათასი კვადრატული მეტის ფართობს შეისწავლის. სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის რესურსი 350-დან 500 მილიონ ტონამდეა. სეოსმოდაზვერვის პირველი ეტაპი 2011 წლის ბოლოსთვის განხორციელდება. აფხაზეთის ტეროტირიაზე ათამდე ბენზინგასამართი სადგურის აშენებაც იგეგმება. სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა გუშინ გაზეთ „ვრემია ნოვოსტეის“ განუცხადა, რომ სოხუმის „როსნეფტთან“ ნავთობის მოპოვების შესახებ შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მისივე თქმით, ეს შეთანხმება ადგილობრივ ბიზნესმენებს ხელს არ შეუშლის. ბაღაფშმა აღნიშნა, რომ „როსნეფტი“ აფხაზეთს ფიქსირებულ ფასებს პირდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. არ ჯობდა ჩვენ შევტანხმებულიყავით თავის დროზე აფხაზებთან და ერთობლივად მოგვეძებნა?!