ამ დევიზს რესპუბლიკური პარტია სექტემბრისთვის განახორციელებს. დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს მოულოდნელ საშემოდგომო არჩევნებს. „ჩვენ ყველა არჩევნებისთვის მზად ვართ", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. უსუფაშვილი არ გამორიცხავს კოალიციაში გაერთიანებას, თუმცა მას თავისი პირობები ექნება. ვისთან გაერთიანებაზე არ არის მზად, ჯერ არ აკონკრეტებს. გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრას დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. სამინისტროდან რესპუბლიკელების ლიდერს გუშინ გამოეხმაურნენ და როგორც გაირკვა, სამი რესპუბლიკელის საქმე გადაიხედება. http://itv.ge/?p=20203 პ.ს. იისც ფაქტია, რომ ხელისუფლება საეჭვოდ გააქტიურებულია, რეგიონებში შეხვედრას შეხვედრაზე ამრთავს, რაც ადგილობრივ არჩევნებამდე 10 თვით ადრე აშკარად ძალიან ნაადრევია!