ამბობენ სითი პარკი უგულავას პატრონაჟIთ სარგებლობსო, იმასაც ამბობენ უგულავას წყალი შეუდგაო: და ეს: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე თბილისში პარკირების გადასახადის მოგვარების საკითხში ‘’ლეიბორისტულ პარტიასთან’’ თანამშრომლობას აპირებს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ ‘’ინტერპრესნიუსს’’ აცნობა. დეპუტატის თქმით, უპირველეს ყოვლისა, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სამსახურის გარეშე რჩება შპს ‘’ლიმიტების’’ ოთხი თასამდე თანამშრომელი, რომლებიც პარკირების მომსახურებაზე იყვნენ დასაქმებული. ამავე დროს კი, აღნიშნულ საკითხს სამართლებრივი მხარეც აქვს, რაც აუცილებლად საყურადღებოა. ‘’პარკირების მოსაკრებელი ჩვეულებრივი გადასახადია და ეს მნიშვნელოვანი შენატანი იქნებოდა ბიუჯეტში. სახელმწიფომ გადასახადის ამოღების უფლება გაასხვისა. პარკირებიდან მიღებული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი რჩება სახელმწიფოს, 40 პროცენტი კი - კერძო კომპანიას’’, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ. მისივე განცხადებით, გადასახადების ამოღება სახელმწიფოს პრეროგატივაა, ეს თავად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და არა - რომელიმე კონკრეტულმა კომპანიამ, მით უმეტეს 40-პროცენტიანი წილით. ამდენად, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ “ლეიბორისტულ პარტიასთან” აუცილებლად ითანამშრომლებს და მონაწილეობას მიიღებს პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო სამართლებრივ საკითხებში. ავტოპარკინგის უკვე ყოფილ თანამშრომლებთან ერთად “ლეიბორისტული პარტიის~ წარმომადგენლებმა საკრებულოს შენობასთან დღეს აქცია გამართეს. ისინი ავტოპარკნგის თანამშრომლების უმუშევრად დატოვების ფაქტსა და პარკინგისთვის დაწესებულ მაღალ გადასახდს აპროტესტებდნენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 თქვეწნ რას ფიქრობთ უზერებო?!