ფაქტებს გმობს. შსს-ს ინფორმაციით, გუშინ ოსმა მაროდიორებმა, რომლებსაც რუსული საოკუპაციო ჯარების 10-კაციანი დანაყოფი და ჯავშანტრანსპორტიორი იცავდა, გორის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ დისევისა და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ქართული მოსახლეობის გადარჩენილი სახლების დაშლა დაიწყეს. აღნიშნული ფაქტი ქართველმა სამართალდამცავებმა რუსი მესაზღვრეების მეთაურის მოადგილეს, დიმიტრი ჩიგიროვს აცნობეს, თუმცა მათ მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. ქართული მოსახლების სახლების დაშლა და სამშენებლო მასალის გატანა ამჟამადაც მიმდინარეობს. საქართველოს შსს აღნიშნულ ქმედებებებს საოკუპაციური ძალების მიერ სიტუაციის გამწვავების მცდელობად აფასებს და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალებ, დაუყოვნებლივ აღკვეთონ აღნიშნული ქმედება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მთავარია არ ჩამოვიშალეთ!