Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. გიორგი68 გვანცა ყუფარაძე? აქ ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია პოლიტიკაში, ყველამ იცის ამ გოგოს ამბავი... lasha1997 საქმე არა... დედამისს დაუდგა თქო აი ბოლომდე საქმე პოლიტ ლკიდერებს უნდა მიეყვანათ...მარა ჩემი ფეხები... FRIDRIX სასაცილოა...7 ნოემბერს დაშლილი იყო მიტინგი
  2. maka აუ კარგი რა....საზოგადოება ბოლომდე დაუდგა დედამისს გვერდზე ვაბშე საიდან გასკდა ეგ ამბავი იცით? იმ გოგომ მისცა დროებას ინტერვიუ ვის გამოც დაიღუპა გირგვლიანი შემდეგ იყო სასამართლოზე მეორე მოწმის ვაHკაცური აღიარება, მელნიკოვს რო დაადო ხელი... გინდა ჟურნალისტები..გინდა უბრალო ხალხი...ვისაც რა შეეძლო/....არა ოქრუაშვილმა გამოიყვანა ხო იცით ის ხალხი ნოემბერშI, კარგით რა და არ დაგავიწყდეთ რო ყოველგვარი აქტივობა აქ საფრთხის შემცველია, ან გცემენ, ან დაგიჭერენ ან მინიმუმ ცუდად დაგემუქრებიან... ხოდა არ გვინდა რა ჩმორობაზე ლაპარაკი! babuagiorgi +1
  3. asesino_141 აუ კარგი რა...ეხლა ვინმე ნორმალურმა ლიდერმა რო დაუძახოს ხალხს...გამოვა ხალხი და ტყვიაზეც წავა...თუ ესვრიან, აი ამის გაგება არ გინდა შენ 2009 წელსაც იყვნენ მზად... ლიდერი არაა ნორმალური!
  4. lasha1997 ხმა რო ამოვიღეთ იმიტომ იცის ეგ ამბავი მთელმა საქართველომ... პ.ს. მოვა მაგათი დროც!
  5. გიორგი68 აჩვენებს მაესტრო... უცხოეთშიც... http://maestro.ge/?address=live აქ შედით...
  6. დღეს 10 ოქტომერს 21:00 საათზე Mაესტროზე გირგვლიანის შესახებ ფილმი გავა. სუსტი გულის ადამიანები ნუ უყურებთ...არის მასალები რომლებიც ირინა ენუქიძემაც არ იცოდა, რადგან სანამ ცოცხალი იყო არ აძლევდნენ( ამ მასალებს). კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სუსტი გულის ადამიანები ნუ უყურებთ...
  7. თბილისი. 10 ოქტომბერი. “ინტერპრესნიუსი” – პარტია “თავისუფალ დემოკრატები” ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იწუნებს. პარტიაში არ ესმით, რატომ ვერ შევიდა ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის ნაწილის წუხილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების წინასწარ მოსაზრებებში. როგორც “ინტერპრესნიუსს” “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, ევროსაბჭო არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკეულ საკითხებზე მკაცრი დოქტრინები დადოს, არამედ იმიტომ, რომ ცალკეული ხელისუფლებები აიძულონ, მათი ქვეყნები დემოკრატიულ გზას არ ააცდინონ. თეა წულუკიანი დარწმუნდა, რომ ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისში ვიზიტისას მხოლოდ ფორმალურად შეხვდა ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასაც, რადგან მათგან მოსმენილი არც ერთი მოსაზრება რეკომენდაციებში არ ჩადო. ზოგადად კი, თეა წულუკიანის აზრით, გასაოცარია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ რეკომენდაციების შემუშავება დააჩქარა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა მათი სურვილი არ გაითვალისწინა და პროექტის განხილვა არ შეაყოვნა. მისი თქმით, გამოდის, რომ ისეთმა ავტორიტეტულმაA ორგანიზაციამ, როგორიც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაა, საკუთარი რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს “დააწია”, თუმცა მაინც უშედეგოდ. პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა და დამტკიცება მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი.
  8. Saturn დღეს რა ყველას ლანძღავ, რა გჭირს?
  9. Saturn ანუ პრობლემა ხელფასშია ხო? გადაუხადოს საკმარისი და წავა... ამ 10 მილიონის უნაყოფოდ გადაყრას...
  10. Saturn უფრო ნაკლები, ვიდრე კვალიფიციურმა ქართველმა მასწავლებელმა რო ასწავლოს, მაღალი ხელფასით მოტივირებულმა., ხვდები პრეტენზიის არსს?
  11. mtidan კარგი აზრია , Saturn ეგ პარლამენტშ შეტანილ ბიუჯეტს კითხე, მე რა ვიცი
  12. ერთბაშად არ დაელოდნონ რა... თუმცა ვერავინ რო ვერ მოატყუეს ამ კონსტიტუციით , ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ესეც კარგია...
  13. Saturn ყარიათიანად უნდა დაიხარჯოს ჩვენი მწირი ბიუჯეტი... არ გამოვა მაგ პროგრამიდან არაფერი სატურნ დამიჯერე...
  14. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციის დაფინანსება მომავალ წელს, წლევანდელთან შედარებით, 40 მილიონი ლარით იზრდება . მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ადმინისტრაციის დაფინანსება 44, 721.2 ათასი ლარი იქნება, წელს კი მისი დაფინანსება მხოლოდ 4, 069.8 ათასი ლარია. მიუხედავად დაფინანსების რამდენიმე ათეული მილიონით ზრდისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციაში მომუშავეთა რიცხოვნობა 162.0 –დან 130.0 - მდე უნდა შემცირდეს, შესაბამისად, მცირდება შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ხარჯებიც. კერძოდ, თუ მიმდინარე წელს სამინისტროს თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოებისთვის 2, 045.6 ათასი ლარი იხარჯება, მომავალ წელს ეს ციფრი 1, 952.9 ათას ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება მილიონიან ზრდას, 40, 175.0 ათას ლარამდე ზრდა "სხვა ხარჯების" მუხლს ეხება. წელს ეს თანხა 130.0 ათას ლარს შეადგენს. http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/147115-soflis-meurneobis-saministros-administraciis-dafinanseba-izrdeba.html პ.ს. ადმინისტრაციაზე, ბიუროკრატიაზეა ლაპარაკი ამ დროს კი სტატისტიკის ოოფიციალური მონაცემებით დამუშავებული მიწების ფართი წლიდან წლამდე მცირდება :018:
  15. სუბარი მაგარი უტვინო პოლიტიკოსი აღმოჩნდა...
  16. სახელმწიფოს 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის დაფინანსება 10 მილიონი ლარი დაუჯდება . ინგლისურენოვანი მასწავლებლების დაფინანსება, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" წელს დაიწყო. უცხოელი პედაგოგების პირველი დელეგაცია საქართველოში 30 ივლისს ჩამოვიდა, მეორე კი - 14 აგვისტოს. პედაგოგების ნაწილი უკვე გადანაწილებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლებში. 1000 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/147114-inglisurenovani-pedagogebis-dafinanseba-sakhelmtsifos-10-milioni-lari-daujdeba.html პ.ს. აუ ამ ფულით ტრენინგები გაეკეტებიათ ინგლისურის ქართველი მასწავლებლებისთვის, კვალიკაციას ვინც აიმაღლებდა ხელფასები მოემატებიათ... შაშკინი ლომაიაზე უარესია ....
  17. 14:43 10-10-2010 ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების ოფისი უზნაძის ქ. #113-ში მდებარე ოხსართულიან, ფეშნებლურ სახლში განთავსდება . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ მისამართზე 2010 წლის თებერვლიდან შპს "პინკ ბულდინგია"რეგისტრირებული. სახლი თითქმის სრულ მზადყოფნაშია, თუ არ ჩავთვლით, ფასადზე მიმდინარე კოსმეტიკურ სამუშაოებს, რომელიც პარტიის პრეზენტაციამდე დასრულდება. ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია 12 ოქტომბერს, "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება. პარტიის სახელწოდების, მიზნებისა და გეგმების შესახებ განცხადება "შერატონში" 13:00 საათზე გაკეთდება. ახალი გაერთიანების ლიდერებად ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი სახელდებიან. პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ ინფორმაცია ოქრუაშვილმა პირველად "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა. მანვე აღნიშნა, რომ პარტიაში შესაძლოა, სხვა ცნობილი სახეებიც გაწევრიანდნენ. http://new.interpressnews.ge/ge/politika/147100-akhali-opoziciuri-gaerthianebis-ofisi-fesheneblur-othkhsarthulian-sakhlshi-ganthavsdeba.html პ.ს. ვერ ისვენებენ რა...
  18. dire Saturn აუ იქნებ შეწყვიტოთ? თუ არა და პმ-ებით გაარკვიეთ...
×
×
  • შექმენი...