Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. ალასანიას ინტერვიუ რადიო თავისუფლებაზე http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2176805.html იქნებ შეიცვალოთ შეხედულება?
  2. Siknadmo აქამდე არავინ გაუყიდია ხო იცი? :018: მეორეს მხრივ, თუ დასჭირდა, ოპოზიციასაც ისე კარგად გაყიდის, როგორც დაგიბარებია... აქ საკითხი სხვანაირად დგას, რამდენად გავლენიანია ქდმ ამ რვა პარტიაში, მე მგონი არც ისე... ამინდს ვერ ქმნის.
  3. „თავისუფალი–დემოკრატების“ ინიციატივით, ქ.თბილისის საკრებულოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი დევნილების საკითხებთან დაკავშირებით: ჩვენ გვინდა ანგარიში გვინდა ჩავაბაროთ მოსახლეობას და რათქმაუნდა პირველ რიგში დევნილებს. კერძოდ ჩვენ, შევისწავლეთ ინდივიდუალური განცხადებები, რომლებიც ჩვენთან შემოდიოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ადგილზე გავეცანით იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს დევნილებს, ეს იქნებოდა თბილისში თუ ფოცხო–ეწერში. გუშინ, 4 ოქტომბერს, ამ სამუშაო ჯგუფის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა დევნილთა და განსახლების სამინისტროში სადაც გავიარეთ ყველა ინდივიდუალური პრობლემატიკა. ჩვენ, შეგვიძლია დავამშვიდოთ სხვადასხვა ობიექტებზე მცხოვრები დევნილები იმ თვალსაზრისით, რომ მათ ჯერ–ჯერობით არ გამოასახლებენ და თუკი გამოასახლებენ ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მათთან შეთანხმებით და ტრანსფარენტულად, ასევე მათ სახელმწიფო შესთავაზებს ალტერნატიულ ფართს. მინდა დავაშვიდო ქ.თბილისის, მე 4 კლინიკის ტერიტორიაზე მცხოვრები 100–ზე მეტი დევნილი ოჯახი, რომელთა დაკავშირებითაც მიმდინარეობს შენობაში გამრიხცველიანება, რის შემდეგაც შესაძლებელია მათ დაუკანონონ საცხოვრებელი ფართები. ამგვარი პირობა მივიღეთ გუშინ დევნილთა და განსახლების სამინისტროში. ასევე შევეხები უშანგი ჩხეიძის 8 –ში მცხოვრებ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს. არც მათ არ ემუქრებათ ჯერ–ჯერობით გამოსახლება, მაგრამ თუკი უახლოეს მომავალში მათ სახელმწიფო შესთავაზებს ალტერნატიულ ფართს, რათქმაუნდა ისინი მხოლოდ ამის შემდეგ იქნებიან გამოსახლებულნი და მათი მომავალი საცხოვრებლის პრობლემა აღარ დადგება. ასევე, არ გამოასახლებენ სამღერეთის 13–ში მცხოვრებ დევნილებს, ხოლო ოფთალმოლოგიის კლინიკაში მცხოვერები დევნილები გადავლენ დამწვრობის ცენტრში, სადაც ეხლა რემონტდება ფართები, მათთან მოლაპარაკება ისევ მიმდინარეობს და არ დასრულებულა. მნიშვნელოვანია, რომ ფოცხო–ეწერში მაცხოვრებელ დევნილებზე მივიღეთ პირობა, რომ ისინი უახლოეს მომავალში დასაქმდებიან. წალენჯიხაში იწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც 20 პროცენტი ამ მუშახელისა იქნებიან დევნილები და რათქმაუნდა უპირველეს–ყოვლისა ფოცხო–ეწერში მცხოვრები დევნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.
  4. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოიკვეთა ორი ბანაკი, ერთი რადიკალური (ბურჯანაძის ფრთა თავისი სახალხო კრებით), მეორე ის რვა პარტია, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეცვლას ითხოვენ... თითქოს ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება უნდა არსებობდეს, არადა რეალურად ერთმანეთს ხელს არ უშლიან. თუ ხელისუფლება დათმობებზე არ წავიდა, ან თავისი ტრადიციული გადაგდება გადმოგდება დაიწყო, დიდი ალბათობით ვითარება აუცილებლად დაიძაბება/ მარტივი მაგალითი, ურეიტინგო ბურჯანაძემ შეკრიბა 3 000 კაცი, უფრო რეიტინგული პარტიები ბევრად მეტის გამოყვანას შეძლებენ, და ეჭვი მაქვს, მოიძებნება ისეთი ძალებიც, რომლებიც ბოლომდე რადიკალიზაციაზე წავლენ. ასე რომ, ხელისუფლება ხალხის გაღიზიანებაზე კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ როგორმე სოციალურ-პოლიტიკური ფონის დარბილებაზე, რისი ნიშნებიც არ ჩანს სამწუხაროდ. ვფიქრობ ძალიან ცხელი ნოემბერ დეკემბერი გველის... თქვენ რას ფიქრობთ?! ნუ გასაგებია ზოგიერთების აზრი, მთელი ოპოზიცია გაყიფულია, ყველა მიშასთანაა შეკრული და ა.შ> მინდა დაგარწმუნოთ, ალასანია არაა შეკრული, არაფერში ჩანს და გამოიხატება. თორე ელიზბარ ჯაველიძეს რო კითხო, ალასანია მეორე მიშაა... :018: :018:
  5. გიორგი68 რაში გამოიხატება ეს თამაშI? გიორგი68 ყველაფერს თავისი დრო აქვს... დროა ოპოზიციამ პოლიტიკურად მოუგოს მიშას...
  6. პესიმიზმი ყველაზე ადვილია (და მაინც არაფერი გამოვა) სხვათაშორის ქდმ მეც არ მხიბლავს არანაირად, მაგრამ ჯერჯერობით ხელს არ უშლის არაფერს, მაგრამ როგორც კი დააპირებს, ეგრევე მოხვდება ცხვირში... ხო, კონსტიტუციას რომ დაუჭირეს მხარი, ძალიან მაგრად შეჯორეს
  7. proletari ვერავინ იფიქრებდა 1970 წელს სსრკ რო დაიშლებოდა სულ რაღაც 20 წელიწადში არა აქვს საქართველოს სადიქტატორო რესურსები... ჰა ჰა მაქსიმუმ ბატკას დონეზე გაიქაჩოს... თუმცა მაგასაც ვერ მოახერხებს...დიდი ხნით!
  8. lasha1997 სანამ მიშაა ხელისუფლებაში, რა ეწერება კონსტიტუციაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. აქ საფიქრია როგორ წავიდეს მიშა... მე მგონი არჩევნების თემით მიწოლა სწორია... თუმცა არავის აქვს ილუზია რო ხელისუფლება რამეს შეცვლის.
  9. რატომ აცხადებენ გლეხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანაზე უარს პარასკევი, 01 ოქტომბერი 2010 17:48 გლეხების აზრით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა წამგებიანია... რთველი დასასრულს უახლოვდება , პარალელურად გლეხები, სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში საშემოდგომო სამუშაოებს ვერ ატარებს. ამის მიზეზად კი ისინი საწვავის სიძვირეს და სათანადო ტექნიკის უქონლობას იმიზეზებენ. გლეხების აზრით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა წამგებიანია. გურჯაანის ადგილობრივი თვითმართველობის მთავარი სპეციალისტი აცხადებს რომ საწვავს მსოფლიო ბაზარი არეგულირებს და პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორების ორგანიზებულად მოხმარებისათვის კი სერვის ცენტრებია შეიქმნილი. http://www.gurjaanitv.ge/index.php?option=com_content&view=article&id=397%3A2010-10-01-13-54-15&catid=31%3Ageneral&Itemid=1
  10. lasha1997 უბრალოდ კიდიათ... რაღაც ჩემთვის აუხსნელ ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე
  11. გიორგი68 ეგ არ მიგულისხმია, არამედ ის რომ გგონია რამე შეიცვალა?
  12. lasha1997 არადა რო დავუფიქრდი, ეს ტრაგედიაა... პრეზიდენტმა არ იცის რამდენი აქვს საშუალოდ ხელფასი ქვეყნის ერთერთ ძირითად სოციალურ ფენას... შესაბამისად დასკვნა, გარტყმაში არაა რა ხდება ქვეყანაში!
  13. gendolf ხალხი ღიად გეგმავს რაღაც რარაცეებს, ესენი კი საზოგადოების გაღიზიანების გარდა არაფერს აკეთებენ :018:
  14. FRIDRIX იქნებ გვეცადა ოდნავ მაინც უკეთეს სახელმწიფოშI გვეცხოვრა?
  15. არ იქონიოთ მაილები ქართულ სერვერებზე შეძლებისდაგვარად არ განათავსოთ საიტები საქართველოში პ.ს. ძალიან გაუჭირდებათ რაიმეს გაკონტროლება...
  16. Nukriko როგორც ფენამ , მგონი მხოლოდ ჩმორიკებმა...ნაცების გარეშე ვერასდროს ვერაფერს რომ ვერ მიაღწევდნენ(რა ქვია მაგ კატეგორიას?)
  17. dire ხო ეგ ვერ შევამჩნიე proletari კონკრეტულად რა? ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ძირითადი ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას დადებითად აფასებს . როგორც ჟურნალისტებს ცისკარიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ასეთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მოახერხა. მისი თქმით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომელმაც თანმხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას. "ვფიქრობ, ხელისუფლებას გაუჭირდება, უგულვებელჰყოს ის ჭეშმარიტებები, რასაც აღნიშნული ცვლილებები ასახავს და რაც მათ ინტერესებში არ შედიოდა", - დასძინა ცისკარიშვილმა. მან აკადემიური უწოდა "შერატონ მეტეხი პალასში" ოპოზიციური პარტიების მიერ დღეს გამართულ კონფერენციას, სადაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები გააცნეს. ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ლიდერები მაგიდის ირგვლივ უფრო სიმპათიურად გამოიყურებიან, ვიდრე საპროტესტო აქციებზე.
  18. ოპოზიციონერი დეპუტატის, დიმიტრი ლორქთიფანიძის წუხილს იმის თაობაზე, რომ დევნილების პრობლემებით ბევრი მისი კოლეგა ურმავლესობიდან არც კი ინტერესდება, სხდომაზე მყოფი დეპუტატების ხმამაღალი პროტესტი მოყვა. კომიტეტის თავმჯდომარემ, გია არსენიშვილმა დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიკროფონიც კი გამოურთო. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ ლორთქიფანიძის განცხადება საკითხის პოლიტიზირების მცდელობად შეაფასა. მისი თქმით, ლორქთიფანიძეს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დევნილების თაობაზე ამ განცხადებაზე ტელევიზიებში სიუჟეტები გაკეთდება. მალაშხიამ აღნიშნა, რომ მსოფლიოში არის 54 000 დევნილი, რომლებიც კარვებში ცხოვრობენ. საქართველოს ხელისუფლებამ კი, დევნილებს სახლები აუშენა. ეს არგუმენტი არასაკმარისია დიმიტრი ლორთქიფანიძისთვი. იგი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ამ სახლებისთვის, რომლებიც საკმაოდ უხარისხოა, ხელისუფლებამ უცხოეთის ქვეყნების მიერ გამოყოფილი მილიარდი დახარჯა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/146498-saparlamento-umravlesoba-devnilebis-mdgomareobasthan-dakavshirebul-opoziciis-protests-qsiyruesa-da-sibrmavesq-ukavshirebs.html
  19. საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა ულტიმატუმის ენა არ მოსწონს . როგორც ოპოზიციური პარტიების დღევანდელი შეკრების კომენტირებისას საპარლამენტო ურმავლესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის საკმაოდ პოზიტიური გამოცდილება არსებობს და თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ამ პროცესში ჩართვა სურთ, ეს მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, ნუგზარ წიკლაურს ოპოზიციის ტონი არ მოსწონს. "ულტიმატუმები არ არის საუბრის ის ენა, რასაც შეიძლება მათთვის კარგი შედეგი მოჰყვეს", – განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ ულტიმატუმის ენით კონკრეტული ვადების დაწესება და უკვე შემუშავებული პროექტების განხილვის მოთხოვნა ოპოზიციისთვის წარმატების მომტანი არ იქნება. სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მომუშავე რვა პოლიტიკური პარტია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს ერთობლივ პროექტს აცნობენ. აღნიშნული პროექტი, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა, პარლამენტში უკვე შესულია. პროექტის ავტორები პარლამენტის გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის ელოდებიან. http://new.interpressnews.ge/ge/politika/146508-saparlamento-umravlesobas-opoziciis-ultimatumis-ena-ar-mostsons.html პ.ს. უმრავლესობა რეალობას რო დაუბრუნდეს, კარგი იქნება...
  20. dire არ არის ხელისუფლებასთან შეკრული ალასანია უბრალოდ ზოგჯერ ძალიან რადიკალურ რაღაცეებსაც ნამეტანი დიპლომატიურად იძახიან...
  21. უახლოეს ხანში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავს, რომელიც 2006 წლის ნოემბერში, 14 წლის ასაკში, თანაკლასელი ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პრესა.გე გვანცას მამას, ალექსანდრე ყუფარაძეს შეხვდა და ესაუბრა; ასევე ვესაუბრეთ პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც გვანცას მამის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ყუფარაძეების პრობლემა დეტალურად შეისწავლა, გულთან ახლოს მიიტანა და პოლიტიკური დებატების დროს, ამაზე პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა. პრესა.გე–სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გვანცა ყუფარაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და უსამართლოა. ის, რასაც ამ მასალაში წაიკითხავთ, ეყრდნობა ალექსანდრე ყუფარაძის და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს. პრესა.გე არ არის პირველი, ვინც ამ საქმეზე მასალას აქვეყნებს. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, ქართულ გაზეთებში არაერთი მასალა დაიბეჭდა. ახლახანს ამ თემაზე, ტელეეთერში სტუდია “ჯი ენ ესის“ ჟურნალისტის, იმედა დარსალიას მიერ მომზადებული ვრცელი სიუჟეტიც გავიდა, რომელშიც კონკრეტულ ადამიანთა მონათხრობი (როგორც ფარულად, ისე ღიად ჩაწერილი თვითმხილველების) ემთხვევა, ალექსანდრე ყუფარაძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს. სანამ ამ საქმეში ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე გიამბობთ, მოკლედ მოგიყვებით ისტორიას, რის გამოც გვანცა ყუფარაძე დღემდე საპყრობილეშია: 2006 წლის 9 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში, მე-12-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის დროს, 14 წლის თორნიკე ტყემალაძეს დანით 33 ჭრილობა მიაყენეს. ოფიციალური ვერსიით ეს თორნიკეს კლასელმა, გვანცა ყუფარაძემ გააკეთა. მოტივი საქმის მასალებში არ ფიგურირებს და ეს დაზარალებულისთვისაც უცნობია. თავად გვანცას ჩვენების მიხედვით, თორნიკეს 4 ახალგაზრდა (გვანცასთვის უცნობი, ხოლო თორნიკესთვის ნაცნობი) სცემდა და აქედან ორმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ამ ფაქტის ერთადერთმა მოწმემ, გვანცა ყუფარაძემ თანაკლასელის დაჭრის ამბავი ერთ–ერთ მასწავლებელს შეატყობინა. სკოლის სასწავლო ნაწილმა, მაია ბერძენიშვილმა შემთხვევის ადგილის შესახებ გვანცა ყუფარაძეს დაწვრილებით გამოჰკითხა, რის შემდეგაც, სკოლის თანამშრომელთა თქმით, დანაშაულის კვალი წაშალა. დიმიტრი ლორთქიფანიძე: “სისხლის სამართლის საქმის გაცნობისას, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს წავაწყდი, რაზეც შემდგომში ყურადღება სტუდია “ჯი ენ ესმა“ გაამახვილა, თავის სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერით გავიდა და რომელშიც ასახულია დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალის წაშლის ფაქტი, იმ საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის მიერ, რომელშიც გვანცა ყუფარაძე სწავლობდა. ეს ფაქტი გამოძიებისთვის რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. საქმის მასალებში არის ჩვენება, სადაც სასწავლო ნაწილი ამბობს, რომ მან კვალი წაშალა, რაღაც სხვა მოსაზრებების გამო“. მე–12 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი ამბის შესახებ, ერთ–ერთი სააგენტოს ე.წ. ნიუსი, პირველად გაზეთ “ალიაში“ გამოქვეყნდა..; 14 ნოემბერს ამაზე ტელეკომპანია “მზის“ საინფორმაციო გამოშვებაშიც ილაპარაკეს (მოგვიანებით ინფორმაცია “რუსთავი 2“–ზეც გავიდა), რის შემდეგაც მამამ თავისი შვილი პოლიციაში მიიყვანა – “აი, ჩემი შვილი და თუ დამნაშავეა, მოვკლავ–მეთქი, - ვუთხარი პოლიციელებს. მანამდე გვანცა პოლიციას ერთხელ ჰყავდა დაკითხული“. ალექსანდრე ყუფარაძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება, რომ დაზარალებული თორნიკე ტყემალაძე მოსამართლის კითხვებზე წინასწარ მომზადებულ და შეთანხმებულ პასუხებს სცემს – “როცა ეკითხებიან – წინააღმდეგობა რატომ ვერ გაუწიეო, დაზარალებული ამბობს, ჟეშტი მეჭირა, მაგრამ ბოლოს წინააღმდეგობის გაწევა შევძელი და გავიქეციო. აი, ასეთი სისულელეების დაჯერება შეძლო მოსამართლემ. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლებოდა გაქცეულიყო ადამიანი, რომელსაც 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული?!“ გვანცა ყუფარაძის მამის თქმით, მე-12 საჯარო სკოლის იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც საქმის ირგვლივ სიმართლე იციან,ზეწოლას ახორციელებენ და ამიტომ, ხმამაღლა შიშით ვერაფერს ამბობენ. გვანცას დედა, ციალა ქავთარაძეც მე-12 სკოლაში მუშაობს – მათემატიკას ასწავლის. ალექსანდრე ყუფარაძე: “სხვადასხვა სკოლებში არაერთი ამგვარი შემთხვევა მოხდა, რასაც დირექტორისა და მოადგილეების წასვლა მოჰყვა. მე-12 საჯარო სკოლაში მანანა გორგასლიძე მეოთხე წელია დირექტორის მოვალეობას ასრულებს. როგორც ჩანს, განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინისთვის ასეთი დირექტორები და სასწავლო ნაწილები ხელსაყრელია; მოზარდებს ალბათ ამგვარი ხალხის მეშვეობით უპირებენ სამტრედიის ე.წ. სპეცსკოლაში გამწესებას და ციხის კონტიგენტის შევსებას - რაც მეტი დაჩაგრული ბავშვი გაიზრდება, მით მეტი მონა ეყოლებათ. გვანცამ თავის ჩვენებაში სიმართლე ილაპარაკა, მაგრამ კედელს ცერცვი შეაყარეო, ასე გამოვიდა; ჩემი შვილი სიმართლის თქმისთვის ისჯება; ცალკეული პიროვნებების პასუხიმგებლობის საკითხი, რომ არ დამდგარიყო, ჩემი შვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას რომ ეთქვა ის ტყუილი, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია ამტკიცებდა (რომ თორნიკე ტყემალაძე ვითომ მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა), დღეს ალბათ, თავისუფალი იქნებოდა“. იმას, თუ როგორ აღმოჩნდა გვანცა ყუფარაძე იმ ადგილას, სადაც თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს, ალექსანდე ყუფარაძე, მისი შვილის ჩვენებაზე დაყრდნობით გვიამბობს - იმ დღეს, პირველ გაკვეთილზე თორნიკემ გვანცას გარკვეული თანხა სთხოვა, რაზემ პასუხად მიუგო - მე არ მაქვს, მაგრამ შემიძლია დედას ვთხოვო და დაგეხმარებიო. ამაზე თორნიკემ უარი უთხრა. მეხუთე გაკვეთილის შემდეგ, ღობესთან მყოფმა თორნიკე ტყემალაძემ გვანცას თხოვნა გაუმეორა - შენს იქით გზა არ მაქვს, ეგებ დედას სთხოვოო. ამასობაში, ოთხი ახალგზარდა მოვიდა... ალექსანდრე ყუფარაძე: “როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წინა დღეს აგინებდნენ გამოდი თორემ ასე და ისე გიზამთო; სკოლის შენობიდან თორნიკე მასწავლებლებმა არ გაუშვეს, მაგრამ ამ ამბის შესახებ, არც მათ მშობლებს შეატყობინეს. მეორე დღეს თორნიკე დაჭრეს“. იმაზე, თუ რატომ წაშალეს დანაშაულის კვალი და რატომ აშინებენ იმათ, ვინც სიმართლე იცის, ალექსანდრე ყუფარაძე დაზუსტებით ვერაფერს ამბობს, მაგრამ იხსენებს 2006 წლის 9 ნოემბერს, როცა დანაშაულის ადგილის დათვალიერება დასრულდა (ეს კი ღამის 11საათზე, ფარნის შუქზე გაკეთდა!), პოლიციის მანქანაში, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეები უშუალოდ მას უმტკიცებდნენ, რომ თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს კიკვიძის ბაღში და შემდეგ სკოლის ტერიტორიაზე შეიყვანეს. “პოლიციისთვის მთავარი იყო საქმე გახნილიყო. მათ არ ადარდებდათ, ვის დაიჭერდნენ – ნამდვილ დამნაშევეებს თუ უდანაშაულო ბავშვს. რაც შეეხება დირექციას - მანანა გორგასლიძე “ნაცმოძრაობის“ წევრია; ამასთან კახა ლომაიას კადრია – მანამდე განათლების სამინისტროში მუშაობდა. გორგასლიძის წინამორბედი ლომაიას სიდედრს გადააყოლეს, რომელიც მე-12 სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. საათების არქონის გამო შემცირებაში მოჰყვა, რის გამოც ლომაია სკოლის იმჟამინდელ დირექტორს დაემუქრა. 4 თუ 5 თვის შემდეგ განათლების მინისტრად დაინიშნა და დირექტორიც გაათავისუფლა“, - აცხადებს გვანცა ყუფარაძის მამა. პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვანცა ყუფარაძის საქმეს უნიკალურ შემთხვევად აფასებს და ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში სასჯელს იხდის საპყრობილის რეჟიმში, სრულწლოვან პატიმარ ქალებთან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის პენიტენციურ სისტემას არასრულწლოვან ქალთა დაწესებულება არ გააჩნია. დიმიტრი ლორთქიფანიძე: “პოლიტიკური დებატების დროს ამაზე მიხიელ სააკაშვილს გავუმახვილე ყურადღება, რასაც უმრავლესობის წარმომადგენელი, პალიკო კუბლაშვილი გამოეხმაურა და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - თითქოს გვანცა ყუფარაძემ მიაყენა თავის თანატოლს სიცოცხლისთვის სახიფათო 7 ჭრილობა და რომ ჩემი მხრიდან გვანცა ყუფარაძის ადვოკატობა იყო არადროული და მიმართული იყო პოლიტიკური ქულების ჩაწერისკენ. ამის შემდეგ, გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმით უფრო ღრმად დავინტერესდი და ჩემს თვალწინ წარმოუდგენელი რამ დადგა - საქმე ეხება განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, რა დროსაც თითქოს გვანცა ყუფარაძემ მის თანაკლასელს მიაყენა 33 ჭრილობა, ორი სხვადასხვა მჭრელი საგნით. ინფორმაციის მოპოვების მიზნით გვანცა ყუფარაძის კანონიერ წარმომადგენელს, მის მამას დავუკავშირდი; დავინტერესდი გვანცა ყუფარაძის აკადემიური მოსწრებით და გავარკვიე, რომ 14 წლის ასაკამდე გვანცას სემესტრულად, არც ერთი ოთხიანი არ ჰყოლია გამოყოლილი, იყო ფრიადოსანი; დახასიათებაშიც, რომელიც მე-12 საჯარო სკოლამ გასცა, წერია, რომ გამოირჩეოდა უაღრესად დადებითად და რომ არასდროს არ ჰქონია შენიშვნა მიღებული“. საქართველოს სახელით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მას მიმაჩნია, რომ განაჩენი არის არაკანონიერი და უსამართლო, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო არ დაეყრდნო, არც ექსპერტიზის დასკვნებს და არც ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, პარლამენტარის განმარტებით, აშკარად იკვეთება ახალი დანაშაულის კვალი, როგორც მინიმუმ, დანაშაულის დაფარვის კუთხით. “შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლო განიხილავს გვანცა ყუფარაძის საქმეს, რომელსაც პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, ვფიქრობ, სამართლიანობა იზეიმებს და ამ საქმეზე ჭეშმარიტება საბოლოოდ გაირკვევა. თუმცა, როგორ და რა გზით მოხდება გვანცა ყუფარაძისა და მისი ოჯახისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ვინაიდან გვანცა ყუფარაძე უპრეცენდენტო პირობებში იხდის სასჯელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოში არ არის მოწყობილი არასრულწლოვან ქალთა სპეციალური დაწესებულება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მესამედ გავუგზავნე დასაბუთებული შუამდგომლობა, გვანცა ყუფარაძის შეწყალების აუციელებლობის თაობაზე, ჩემთვის ჯერჯერობით დაუდგენელი და გაუგებარი მიზეზების გამო, პრეზიდენტი გოგონას შეწყალებისგან თავს იკავებს. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შემამსუბუქებელი უნდა ყოფილიყო – მიუხედავად გაუსაძლისი, მძიმე პირობებისა, გვანცა ციხის პირობებშიც აგრძელებს სწავლა–განათლებაზე ზრუნვას; მან წარმატებით დაძლია ყველა გამოცდა, რომელიც მეთორმეტე კლასის დამამთავრებელ გამოცდებს შეეხებოდა, მაგრამ გარკვეული, ხელოვნური ბარიერის გამოყენების გამო, მას 1 გამოცდით მეტის ჩაბარება მოუწია, რაც არ იყო დადგენილი მოცემული პროგრამით და რის გამოც მან ვეღარ შეძლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება. ესეც ალბათ იმ მიზეზის გამო, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვანცა ყუფარაძე ერთიანი ეროვნული გამოცდებით დადგენილ სტანდარტებს დაძლევდა და რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებოდა, მაშინ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დადგებოდა მორალური ვალდებულების წინაშე, შეეწყალებინა ეს მსჯავრდებული. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოებისა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გვანცა ყუფარაძის მდგომარეობას ყურადღებას მიაქცევენ“, - ამბობს პალამენტარი. პრესა.გე-ს კითხვას - თქვენი აზრით, რას ერჩოდნენ 14 წლის გვანცა ყუფარაძეს? დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხობს: “რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული მფარველები ჰყავთ, ისევე, როგორც დირექტორს. როგორც ჩანს, გვანცა ყუფარაძე აღმოჩნდა ყველაზე დაბალი ღობე, რომელზეც შესაძლებელი იყო ხელი შეეწმინდათ“. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1216
  22. 14:55 04-10-2010 "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა რთველით უკმაყოფილო გლეხი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები ოთარ სააკაშვილი დააკავეს . როგორც "ინტერპრესნიუსს" საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ინციდენტი 2 ოქტომბერს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ქისტაურში მყოფ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს მევენახემ უთხრა, რომ "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში ყურძენს არ იღებდნენ, რაც გამგებელმა უარყო და გლეხს პროვოკატორი უწოდა. თვითმხილველების თქმით, გამგებელმა ამის შემდეგ გლეხის მისამართით შეიგინა და მას მთავრობის მტერი უწოდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა ოთარ სააკაშვილი დააკავეს. ახმეტის პოლიციაში ოთარ სააკაშვილის დაკავების ფაქტზე კომენტარი არ გააკეთეს. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახმეტის პოლიციის უფროსი ზურა ფილაშვილი რაიონის გამგებლის კობა მაისურაძის დისშვილია. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა ოთარ სააკაშვილს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ოთარ სააკაშვილის დაკავებასთან კავშირს უარყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე. მისი თქმით, ის ქისტაურში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა გლეხის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. http://new.interpressnews.ge/ge/samartali/146496-akhmetashi-rthvelith-ukmayofilo-glekhi-daapatimres.html :018: :018: :018:
  23. პარტიების მიერ შემუშავებული ერთობლივი საარჩევნო კოდექსის პროექტი 5 ძირითად საკითხს მოიცავს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 75 წევრი უნდა აირჩეს ერთიანი პარტიული სიით, პროპორციული სისტემით, ხოლო 75 დეპუტატი - პროპორციული სისტემით რეგიონული სიებით. მეორე საკითხი ეხება ამომრჩეველთა სიების შედგენის წესს. კერძოდ, ამომრჩეველთა სიები უნდა შედგეს ბიომეტრიული პარამეტრების შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე. კიდევ ერთი ცვლილება შეეხება არჩევნების დღეს. პროექტის მიხედვით, ამ დღეს ხმის მიცემა უნდა მოხდეს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით; ყველა საარჩევნო უბანზე უნდა დამონტაჟდეს ვიდეოთვალი; არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დაწყებისა და მისი დასრულების შემდეგ საუბნო კომისიის ბეჭდებზე უნდა გაკეთდეს თითო საკონტროლო ნაკვეთური და სხვა. რაც შეეხება საარჩევნო დავების განხილვას, საარჩევნო დავების განსახილველად სააპელაციო სასამართლოში იქმენება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ჯგუფი. დავების განსახილველად შეიქმნება კოლეგიები მოსამართლისა და 4 საარჩევნო მსაჯულის შემადგენლობით. საარჩევნო მსაჯულები შეირჩევიან კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისა და სათანადო პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ცვლილებებში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზეც. კერძძოდ - ცესკო უნდა დაკომლექტდეს 7 კვალიფიციური სუბიექტის მიერ, პარიტეტის დაცვით; ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრების შერჩევაზე გამოცხადდება კონკურსი; ვაკანტურ ადგილებს დაიკავებენ ის კანდიდატები, რომელთაც საგამოცდო ტესტებში ყველაზე მაღალი ქულები ექნებათ და სხვა. საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესში ჩართულობაზე პასუხს უახლოეს ერთ თვეში ელოდებიან. პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/146452-opoziciuri-partiebis-tsarmomadgenlebi-qsaarchevno-kodeqsshiq-cvlilebebis-erthoblivi-proeqts-ganikhilaven.html რა არის ამ კანონში მიუღებელი?
×
×
  • შექმენი...