-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
proletari არადა ეგ ჭკვიანური თქვა... ვინც ჩინურს ისწავლის , ცხოვრება აწყობილი აქვს... გინდა აქ, გინდა საზღვარგარეთ...
-
12:37 04-10-2010 მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში სკოლის მასწავლებლის ხელფასი 400-600 დოლარს აღწევს . ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინულ გამოცემა "ბულვარ გორდონას" ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, სააკაშვილის თქმით, ყველას ჩინური ენის სწავლისკენ მოუწოდებს. "ყველას ჩინური ენის სწავლისკენ მოვუწოდებ, თუმცა არა მგონია, თავად ოდესმე შევძლო ამის გაკეთება. ძალით ვერავის აიძულებ, მაგრამ პირველი კლასიდან ინგლისური ენის სწავლა აუცილებელი გახდება. ყველა მასწავლებელს, რომლებიც ინგლისურს შეისწავლიან და კომპიუტერზე მუშაოებას დაეუფლებიან, ხელფასს გავუოორმაგებთ. ხელფასი, სხვათა შორის, უკვე აღწევს 400-600 დოლარს, საუბარია ინგლისური ენის მინიმალურ დონემდე შესწავლაზე", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/146458-mikheil-saakashvili-mastsavleblis-khelfasi-saqarthveloshi-ukve-400-600-dolars-aghtsevs.html პ.ს. მე მაგალითად ვიცნობ ერთ მასწავლებელს, კერძო სკოლაშ ასწავლის და საშუალოზე მაღალი ხელფასი აქვს 600 ლარამდე... შესაბამისად...
-
Nukriko გაფიცებ, გადასაჩეხს რას ხედავ? ეხლა კონკრეტულ გვარებს არ ჩამოვთვლი, უბრალოდ სადაც ნინო ბურჯანაძენ (ურეიტინგო როა ხო ვტანხმდებით?) 3 000 კაცის მობილიზება შეძლო, იქ გაცილებით უფრო პოპულარული 30 000საც შეკრებს...
-
აქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.9 პროცენტით შემცირდა 2010 წლის პირველ კვარტალში, ხოლოდ პირდაპირი საგარეო ინვესტიციების ოდენობა 80.2 პროცენტით დაეცა იმავე პერიოდში. პირდაპირი საგარეო ინვესტიციების ოდენობა 2009 წელს უკვე განახევრებული იყო და 759 მილიონ ამერიკულ დოლარს არ აღემატებოდა. http://netgazeti.ge/GE/27/Life/2540/?sms_ss=facebook&at_xt=4ca87e75b8fcd8d4%2C0 იყოს მათთვის, ვინც წინ მივდივართო გაიძახის
-
კატასტროფის წინაშე ვდგავართ... დემოგრაფიული, ეკონომუკური, პოლიტიკური კუთხით... და საშველიც რომ არ ჩანს ჯერ?
-
Nukriko ჰა>? არაფრის კეთებით როდის იყო ვინმეს ეშველა?ირაკლი75 და როდის გაერთიანდნენ>? ეხლა ლაპარაკია კონკრეტული პროექტის გარშემო ერთად დგომაზე...რაც ჩემი აზრით დასაფასებელია
-
Siknadmo ეს იმას არ ნიშნავს რომ აჭარის თავობა არ სურდა
-
mtidan კი არიან საეჭვოები, მაგრამ ამჯერად გადაწყვეტილებებზე ისეთი გავლენა აღარ აქვთ როგორც თუნდაც 2009–ში... მაგრამ ერთი ფაქტია რაღაც პოზიტიურით წარდგებიან საზოგადოების წინაშე და ძალიან გაუჭირდება მიშას პოლიტიკური მანევრირება, რასაც აქამდე ახერხებდა წარმატებით...
-
lasha1997 მთლად მასეც არ არის. ოღონდ ღვინო გაიტანონ და მაქსიმალურად გამარტივებულია ყველაფერი გინდა გამოგიგზავნო დაღდი ღვინო ასე 3 თვეში 5 დოლარად? 100 ბოთლი მაინც...
-
dire რა დადაგომა... მსოფლიო პრეზიდენტებს იცავს საქართველოს პრეზიდენტმა ეკვადორში გადატრიალების მცდელობა დაგმო , - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ეკვადორში 30 სექტემბერს. საქართველოს პრეზიდენტი ეკვადორელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს. "მსურს აღვნიშნო, რომ თქვენ გყავთ დიდი მეგობარი საქართველოში და გისურვებთ წარმატებას ეკვადორის პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მოვალეობის შესრულებაში", _ ნათქვამია თავის ეკვადორელი კოლეგისადმი მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. სააკაშვილი მიმართვაში აღნიშნავს, რომ საქართველო და ეკვადორი ერთნაირად მიისწრაფვიან დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისკენ და საქართველო ამ საქმეში ეკვადორს მხარს სრულად უჭერს. "კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო ჩემი გულწრფელი აღტაცება თქვენს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამო, რის შედეგადაც ეკვადორელი ხალხის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სწრაფვა დემოკრატიული განვითარებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვისადმი გვაერთიანებს საერთო გამოწვევების წინაშე", _ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაში. :018: :givi:
-
lasha_alo ადგილობრივი აქტივისტები, პლიუს თბილისიდან ინფოების ჩატანა... და ეშველება...სხვანაირად არ!
-
mtidan არა არ ჯობია... ზოგადად მაშIნ რარას ვანგრევდით ერთპარტიულ სისტემას? და რით იქნებოდნენ ნაცებზე უკეთესები?
-
http://a.pix.ge/n/jv6s8.jpg
-
ძალიან კარგი უფასო სერვერი ვიპოვე.. http://arvixe.ru/ აქ შეგიძლიათ ქვედომენიც აიღოთ და საკუთარი დომენიც მიამაგროთ... გადახდა ლინკების მეშვეობით, ანუ ვალდებუილი ხართ თვეში ერთხელ მაინც ამ სერვერის ლინკები დადოთ თუნდაც საკუთარ საიტზე... არა აქვს მნიშვნელობა. ჯერჯერობით სერვერი გამართულად მუშაობს და პრეტენზია ნამდვილად არა მაქვს... სცადეთ თქვენც...
-
Saturn საფრანგეთში სახელმწიფო ძალიან ეხმარება სოფლის მეურნეობას და იცავს მაქსიმალურად შიდა ბაზარს...
-
რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ხვალ, სასტუმრო ~შერატონ მეტეხი პალასში~, "საარჩევნო კოდექსის" ერთობლივ პროექტს წარადგენს. ღონისძიებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები, კვალიფიციური პარტიები და ექსპერტები დაესწრებიან. მიწვეულ სტუმრებს პროექტს ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კობა დავითაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ირაკლი მელაშვილი, კახა კუკავა, ინგა გრიგოლია და მამუკა კაციტაძე გააცნობენ. პროექტზე "ეროვნული ფორუმი", ~კონსერვატიული პარტია~, ~რესპუბლიკური პარტია~, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს გზა", "ახალი მემარჯვენეები", ~ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა~ და ~ხალხის პარტია~ ერთობლივად მუშაობდნენ. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ოპოზიციური სპექტრი გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიციით გამოდის და მის განსახორციელებლად ბრძოლას ერთად აპირებს. http://new.interpressnews.ge/ge/politika/146418-opoziciuri-partiebi-khval-qsaarchevno-kodeqsisq-erthobliv-proeqts-tsaradgenen.html პ.ს. კონკრეტული წინადადება, კონკრეტული საბრძოლველვი! პ.პ.ს. ველოდები "მაინც არაფერი გვეშველება" სასტავის კომენტარებს...
-
analgin და რას ყიდიდ ამისთანას?
-
გამოიყვანოს მთავრობამ ჯარი ავღანეთიდან!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ვახ , ეხლა რო იყო აფხაზეთზე კენჭისყრა... მიშტელევიზიებმა მორიგ დიდ გამარჯვებად რო გამოგვიცხადეს... -
გამოიყვანოს მთავრობამ ჯარი ავღანეთიდან!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn გაეროს რეზოლუცია რომ იყო წინააღმდეგი მისცა ხმა, ამაზეა ლაპარაკი -
ნატო-რუსეთის ურთიერთობებში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით კვლავაც რჩება აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ის გადაულახავ წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ ლისაბონის მოახლოებული სამიტის წინ სააგენტო "ინტერფაქსთან" ინტერვიუში განაცხადა. "დღეს ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პოზიტიურია. ჩვენ დავძლიეთ 2008 წლის აგვისტიოს კრიზისი, როდესაც ნატო-მ იდეოლოგიურად პროქართული პოზიცია დაიჭირა. არის მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს. აგვისტოში ჩვენს ურთიერთობებში ცუდი ამინდი იდგა. ჩვენმა პარტნიორებმა არ გამოიყენეს დიალოგის მექანიზმი. დღესაც რჩება აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობებში გადაულახავ წინააღმდეგობად აღარ ითვლება", - განაცხადა გრუშკომ. მისი თქმით, ნატო-რუსეთის მოლაპარაკებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზების მდებარეობა ხელს ვერ შეუშლის. "ჩვენ ახლა გვეუბნებიან, რომ რამდენადაც ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთი იძულებულია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საკუთარი ბაზები მოაშთოს, მაგრამ ეს ბაზები იქ აღნიშნული სახელმწიფოების მეთაურთა თანხმობის საფუძველზე იმყოფებიან. ჩვენს სამხედროებს იქ ერთი დავალება აქვთ - არ დაუშვან აგვისტოს ტრაგედიის განმეორება. თუ ჩვენ გვინდა შეიარაღებაზე მკაცრი კონტროლი, მაშინ მას ხელოვნური პოლიტიკური წინაღობები არ უნდა შეექმნას," - განაცხადა გრუშკომ.
-
ძალიან მაგარი სტატია სოფლის მეურნეობაზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტაშიი სამაგიეროდ რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტი აქვს, რომელიც კაცმა არ იცის რაში იხარჯება... -
სახელმწიფო არ ახდენს გლეხობის ინფორმირებას იმის თაობაზე, რა თანამედროვე შესაძლებლობებით მოახერხებდნენ ისინი თავიანთი მეურნეობების განვითარებას ისე, რომ პროდუქციის მიწოდება იყოს სტაბილური, ხოლო ხარისხი – მუდმივად მაღალი. სახელმწიფო არ სთავაზობს გლეხობას არჩევანს, როგორ აჯობებს განავითარონ მეურნეობები – ერთად თუ ცალ–ცალკე; არ უხსნის – რა უპირატესობებს მოიცავს მცირე ზომის მეურნეობები და რა უპირატესობებს მოიცავს მსხვილი კოოპერაციები. სახელმწიფო არ ცდილობს სამელიორაციო და საირიგაციო არხების მასობრივ რეაბილიტირებას.!!! სახელმწიფო არ აფინანსებს ისეთი აგრო მეცნიერებების განვითარებას, რომლებიც სტიმულს მისცემდა მეთესლეობის, სასუქების წარმოების, შესაწამლი ნივთიერებების წარმოებას. სახელმწიფო არ ან ვერ ზრუნავს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების იდენტიფიცირებაზე და არ ზრუნავს საქართველოს, როგორც აგრო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარებაზე. საქართველოს არ აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, შესაბამისად, სექტორში მისი მხრიდან ჩადებული ინვესტიციები არის ფრაგმენტული, უსისტემო და შესაბამისად, არაეფექტური.!!! http://cdi.org.ge/geo/info/news?info=673 ნახეთ სტატიაც აუცილებლად. მართალია დიდია, მაგრამ სრულ სურათს ხატავს რა ხდება... ესეც ციფრები: საქართველოში ნათესი ფართობების რაოდენობა კლებულობს, კერძოდ: საქსტატის ინფორმაციით, 2006 წელს მთლიანი ნათესი ფართობების რაოდენობა 330 ათასი ჰექტარი იყო; მომდევნო წელს – 297, 2008 წელს – 329, ხოლო 2009 წელს – 308 ათასი ჰექტარი. სხვადასხვა კულტურის მიხედვით კი სურათი ასეთია: 2008 წელს 80.3 ათასი ტონა ხორბალი იწარმოებოდა, 2009 წელს – 53.9 (ადგილობრივ ბაზარს ხორბალი მხოლოდ 9%-ით უზრუნველყოფს, შარშან საქართველოში სულ 80 ათასი ტონა ხორალი იყო მოწეული იმ ფონზე, როდესაც 600–700 ათასი ტონა ხორბლის და ფქვილის იმპორტი ხდებოდა); 2008 წელს 49.3 ათასი ტონა ქერი იწარმოებოდა, ხოლო 2009 წელს – 19.9; 2008 წელს 328.2 ათასი ტონა სიმინდის მარცვალი იწარმოებოდა, ხოლო 2009 – წელს 291. შედარებით სტაბილური სურათია კარტოფილის წარმოებაში, თუმცა, კლების ტენდენცია ახასიათებს ბოსტნეულის წარმოებას: 2007 წელს– 190.3 ათასი ტონა, ხოლო 2009 წელს – 170.3 ათასი ტონა.
-
fashisti როგორც ჩანს ქუჩური გარჩევა...