-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
machkatela რა სცადო? უფულოდ? საზპგადოების ნიჰილიზმის ფონზე?
-
კიბერდანაშაულზე ხვალიდან გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ამოქმედდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ძალაში ხვალიდან შედის . კერძოდ, კიბერდანაშაულზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება, რაც მათ ლიკვიდაციას; საქმიანობის უფლების ჩამორთმევას; ჯარიმას ან ქონების ჩამორთმევას გულისხმობს. ამას გარდა, სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლა, ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის პაროლით და კერძო კომუნიკაციის გაცნობა. ასევე, იკრძალება კერძო საუბრის გარკვევის მიზნით კომპიუტერული პროგრამის, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება. ხვალიდან იკრძალება ასევე კომპიუტერულ სისტემაში კერძო ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება. ამას გარდა, სამ წლამდე პატიმრობით შეიძლება დაისაჯოს კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება. აღნიშნული ქმედებებისთვის დაისჯებიან როგორც ფიზიკური პირები, ისე იურიდიული პირებიც.
-
გორში დააპატიმრეს ტელეკომპანია "თრიალეთის" დირექტორი ჯონდო ნანეტაშვილი. ახლა ჰყავთ სასამართლოში. ვითომ პატრულს შეურაწყოფა მიაყენა.ტრიალეტმა ჩაწერა ახლა მოწმე რომლის თვალწინაც დააპატიმრეს ჯონი– ეს კაცი ამბობს, პატრულმა გააჩერა და ხელბორკილები დაადო და სადრაც წაიყვანაო. ჩხუბი საერთოდ არ ყოფილაო.
-
kisa ეს თუ არ ვცდები კერძი სასწავლებელია არა? მაგარია! :givi: სახელმწიფო ქონებას ისე კანგარგავენ როგორც არაფერი, მერე კიდე უკვირთ რო იჭერენ
-
процентов по сравнению с аналогичным показателем 2010 года. Об этом, как сообщает Vesti.Az, заявил член парламентского комитета экономической политики Азербайджана Назим Мамедов. По его словам, проект бюджета страны в будущем году предполагает выделение на оборону 1,325 миллиарда манатов (1,7 миллиарда долларов). Большая часть средств, запланированных в проекте бюджета на оборону, будет потрачена на содержание вооруженных сил. На эти цели планируется выделить 1,237 миллиарда манатов. Еще 83,3 миллиона манатов пойдут на обеспечение национальной безопасности, а 2,2 миллиона манатов - на научно-конструкторские исследования в интересах Министерства обороны Азербайджана. Государственным бюджетом на 2010 год финансирование вооруженных сил Азербайджана было определено на уровне 1,206 миллиарда манатов. Летом текущего года объем бюджета было решено увеличить на 400 миллионов манатов. Ежегодные военные расходы Азербайджана в среднем составляют около четырех процентов ВВП. В сентябре 2009 года сообщалось, что Азербайджан начал переговоры с турецкими и израильскими компаниям о создании на базе танков Т-54 и Т-55 гусеничной боевой техники, самодвижущихся мостов и военно-грузовой техники. Для модификации будут использоваться танки, изъятые из арсенала армии Азербайджана. На какой стадии в настоящее время находятся переговоры, не известно. http://lenta.ru/news/2010/10/06/up/ პ.ს აზერბეიჯანი 10% ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს
-
უხლი, რომელიც სავაჭრო ცენტრების ~პასაჟისა~ და ~კიდობნის~ ინდმეწარმეებს წაუყენეს, 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ერთ-ერთი დაკავებულის ინგა გათენაძის ადვოკატმა მიხეილ ღონღაძემ განუცხადა, ინდმეწარმეებს ბრალი ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გამოყენების მუხლით წაუყენეს, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულად ითვლება და ჯარიმას ან 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინდმეწარმეებისთვის ბრალის წაყენების დროს გამომძიებლებმა მათივე ჩვენებები გამოიყენეს, რომელიც მოწმის სტატუსით მისცეს. ინდმეწარმეები ადასტურებენ, რომ კომპანია ~ტრანსის~ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას ხელი მართლაც მოაწერეს, თუმცა დოკუმენტებში არ ჩაუხედავთ და არ იციან რა ეწერა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთისა და ყალბი საბაჟო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე დაკავებულია ~ტრანსის~ მენეჯერი გელა ჩიკვილაძე და თანამშრომლები აკაკი ფიფია და ზაალ კვირიკაძე. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
-
საქართველოს თავდაცვის უწყების დაფინანსება ეტაპობრივად მცირდება . მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 660 000.0 ათასი ლარით უნდა დაფინანსდეს. მიმდინარე წელს თავდაცვის სამინისტრო 744 550 ათასი ლარით ფინანსდება, გასულ წელს დაფინანსებამ 868 565.7 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მომავალ წელს, 660 000 ათასი ლარიდან თავდაცის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისთვის 641 132.2 ათასი ლარია გათვალისწინებული, თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის – 18, 867.6 ათასი ლარი, რაც თითქმის სამჯერ აღემატება ამ მიმართულებით მიმდინარე წელს გაწერილ ხარჯებს. სამხედრო ჰოსპიტალის დაფინანსება მომავალ წელსაც 6, 249 ათასი ლარი იქნება, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის 3, 648. 3 ათასი ლარი დაიხარჯება. დანარჩენი თანხები თავდაცვის უწყებაში გადასულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს მოხმარდება. http://new.interpressnews.ge/ge/politika/146717-saqarthvelos-thavdacvis-utsyebis-dafinanseba-etapobrivad-mcirdeba.html პ.ს. მორჩა იარაღის ჟღარუნი
-
babuagiorgi ააი ეს ძალიან პრობლემურია რა პირობებით? გვაწყობს? არ გვაწყობს? რა დათმობებზე წასვლა მოგვიწევს?
-
http://b.pix.ge/s/kpvwn.jpg
-
ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე სავაჭრო ცენტრების "პასაჟისა" და "კიდობანის" ინდმეწარმეების მასობრივ დაკავებას აპროტესტებს . როგორც პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძემ განაცხადა, ისეთი სპეცოპერაციები როგორიც გუშინ და გუშინწინ ინდმეწარმეების წინააღმდეგ ჩატარდა, ცივილიზებულ სახელმწიფოებში ტერორისტების, ნარკოდილერების და საშიში რეციდივისტების ჯგუფების გასანეიტრალებლად ტარდება. მისივე განმარტებით, როდესაც პირი საზოგადოებისათვის საშიშ დამნაშავეს არ წარმოადგენს, მისი დაპატიმრება არ შეიძლება. გამყრელიძეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიებას ინდმეწარმეებთან ისე უნდა ეთანამშრომლა, რომ მათი დაკავება არ მომხდარიყო. სპეცოპერაციის საშუალებით მათი დაკავება კი ხელისუფლებას მეწარმეების დასაშინებლად და ფულის გამოსაძალად სჭირდება. "ისინი მზად არიან ციხიდან გამოსახსნელად ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. ეს შავი სალაროს შესავსებად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დაკავებულები გირაოში უძრავ-მოძრავ ქონებას, ბინებს ჩადებენ. გაყიდიან ყველაფერს თავისუფლების სანაცვლოდ, მაშინაც კი, როდესაც დანაშაულს ადგილი არა აქვს",-განაცხადა დავით გამყრელიძემ. მისივე თქმით, მალე გავიგებთ ინფორმაციას, რომ ინდმეწარმეები 5 000-10 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამყრელიძის განცხადებით, კიდევ 2 000-ზე მეტი ინდმეწარმე შეიძლება გახდეს დევნის ობიექტი, ვინაიდან ისინიც იგივე წესით ახდენდნენ თურქეთიდან საქართველოში საქონლის შემოტანას. +1
-
Nukriko ხოდა როგორ გააკეთე? ფასიანია?
-
Lo Janko მაგის თავი აღარ აქვს DonCaredo
-
Nukriko ეს რა არის? :givi:
-
giauridia მე არ ვარ მომხრე რევოლუციის... უბრალოდ ვცდილობ შესაძლო მოვლენები განვიხილო... ის რომ არაფერი მოხდება, მაგის ილუზია არ მაქვს... ნელნელა იწევა მუხტი თუ რაც ქვია, და ხელისუფლების გარდა ამას ყველა ხედავს...
-
რეალურად ეს კარგი არაა... ისედაც დაძაბულ სიტუაციას უფრო ძაბავს... მხოლოდ გონებაშეზღუდულებს გონაით რასაც გივნდა იმას გავაკეტებთ , შეგრჩებაო... ნამდვილად არ ვიცი როდის იფეთქებს, მაგრამ რო იფეთქებს ეჭვიც არ მეპარება.
-
ძუკუ დასანგრევია მითი მიშას რეფორმატორობაზე
-
"კიდობნის" ხელმძღვანელობის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის მუშაობაში არანაირი ცვლილებები არ არის. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში განუცხადეს, არც ერთი მაღაზია დალუქული არ არის და ~კიდობანი~ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მათივე განმარტებით, თუ რომელიმე მაღაზია დაკეტილია, ეს მეპატრონის პირადი გადაწყვეტილებაა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინდმეწარმეებთან მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულება აკავშირებთ. მათივე თქმით, საქონლის გადმოზიდვასთან და საბაჟოსთან დაკავშირებით დარღვევებს რაც უკავშირდება, ისინი საქმის კურსში არ არიან. სამართალდამცველების მიერ დღეს და გუშინ სხვადასხვა ადგილებზე - საბაჟოზე, ~კიდობნის~ მიმდებარე ტერიტორიაზე და ინდმეწარმეების სახლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 72-მდე ინდმეწარმე დააკავეს. მათ სასაქონლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დარღვევებში ადანაშაულებენ. დაკავებული არიან ასევე გადამზიდავი კომპანიის ~ტრანს-კარგოს~ თანამშრომლები.
-
ზუგდიდში ზაზა გოროზიას ახლო გარემოცვის წევრები დააკავეს 17:17 - 05.10.2010 gorozia_zaza.jpgზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას ახლო გარემოცვის წევრები დააკავეს. "პირWელის" ინფორმაციით, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის კინოთეატრ "ატრიუმის" გენერალური დირექტორი თემურ ჩიქოვანი, საკრებულოს ყოფილი წევრი, დევნილთა სახალხო ბანკის ყოფილი მმართველი ირაკლი გოგოხია და ბიზნესმენი ბარამია დააკავეს, რომლებიც საწვავთან დაკავშირებით უკანონო გარიგების წარმოებაში არიან ეჭვმიტანილები. სააგენტოს წყაროს თქმით, სამივე დაკავებული გუბერნატორ გოროზიას გარემოცვის წევრია, მათი ადვოკატი კი, დაზმი შეროზია - დათა და ბაჩო ახალაიების. ეს უკანასკენი ჟურნალისტებთან კომენტარისგან თავს იკავებს და დაკავების დეტალებზე არ საუბრობს. წყაროს ვარაუდით, შესაძლოა, ამ ფაქტს ახლო მომავალში გოროზიას თანამდებობიდან გადაყენებაც მოჰყვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით "პირWელი" სამეგრელო-ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსს თენგიზ გუნავას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და პრეს-სამსახურთან გადაგვამისამართა, სადაც სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. სააგენტო გუბერნატორ გოროზიასაც დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობ
-
proletari არ გვინდა რა ასეთი პოსტები... ეს გამოიწვევს ყველა ვარიანტში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას... ზოგმა შეიძLება დახუროს კიდეც ბიზნესი (თუ სხვა შემოსავალი აქვს), უცხოეთიდან კი, იგივე ქართველები არც კი იფიქრებენ აქ თუნდაც პატარა მაღაზიის გახსნას. ძალიან , ძალიან ცუდი ფაქტია!
-
babuagiorgi არჩევნების სისტემის შეცვლა არ არის კონკრეტული?
-
170 კაცი დაუჭერიათ, სულ გამოშტერდნენ?
-
Что же касается Саакашвили, то ему очень даже есть чем гордиться, несмотря на отдельные промашки. Он привёл Грузию в XXI век, модернизировал экономику и заложил фундамент для строительства надёжного демократического правительства. Но если он хочет войти в историю как истинный реформатор, а не как постсоветский авторитарный правитель путинского типа, то он должен глубоко укоренить демократические реформы, уйти в 2013-м году и позволить грузинам самим выбирать своего лидера. აბა დემოკრატიული რეფორმები?
-
ვიდეო http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=05-10-2010%2017:00
-
სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს მათ შორის არიან ქალებიც. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 71 ინდმეწარმე. დაკავებულები, ძირითადად, სავაჭრო ცენტრების - “კიდობანისა” და “პასაჟის” მოვაჭრეები არიან. როგორც სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები აცხადებენ, დაკავება დღეს დილით ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. მათივ ცნობით, დაკავების ოპერაცია განხორციელდა საბაჟოზე, საცხოვრებელ ბინებში, ზოგი მათგანი დაიბარეს საგამოძიებო სამსახურში და ამის შემდეგ დააკავეს. “კიდობანის” და “პასაჟის” ინდმეწარმეები აცხადებენ, სამართალდამცავებმა დააკავეს იმ სატრანზიტო კომპანიის ხელმძღვანელებიც, რომლებიც თურქეთიდან მათი ტვირთის გადმოზიდვას ახორციელებდნენ. ეს კომპანია არის შპს “ტრანს-კარგო”. გარდა ამისა, ინდმეწარმეები “ტრანს-კარგოს” აბარებდნენ ყველა შესაბამის დოკუმენტაციას, ქვითრებს, იმის დასტურად, რომ თურქეთის სხვადასხვა მაღაზიებში ნაყიდი ჰქონდათ საქონელი. მოვაჭრეების ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, “ტრანს-კარგო” დოკუმენტაციას ცვლიდა; კომპანიას “ინვოისი” უნდა გამოეწერა ყველა საქონელზე ცალ-ცალკე, რაც 50 ლარი ჯდებოდა, თუმცა “ტრანს-კარეგომ” საერთო ინვოისი გამოწერა რამდენიმე დასახელების საქონელზე, რის შედეგადაც ფინანსური დანაზოგი გააკეთა და თანხები დამალა. როგორც ინდმეწარმეები აცხადებენ, “ტრანს-კარგოს” მიერ დოკუმენტაციის შეცვლასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯე არ გაკეთებულა. ტუ არ ვცდები ტრანს-კარგო კოდუების დედის ლაურა გაჩავას ფირმაა
-
“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” ოპოზიციის ნაწილის მიერ შემუშავებულ საარჩევნო გარემოს შეცვლის პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მათ კამპანიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფრთხედ აფასებს. როგორც პარტიის მთავარი საბჭოს წევრმა, გია კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინიციატივის მიზანი და წარმოდგენილი მოთხოვნები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. მისი თქმით, “დემოკრატიული მოძრაობის” პრინციპული პოზიციაა, საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის, სულ მცირე აუცილებელია სასამართლოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა, მედიისა და ბიზნესის გათავისუფლება ხელისუფლების ზეწოლისგან და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. “რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ ინიციატივაში გარემოებათა აღნიშნული კომპლექსი კვლავაც ყურადღების მიღმაა დარჩენილი; ის იმოტომ, რომ სააკაშვილი არ წავა ისეთ დათმობაზე, რაც საფრთხეს შეუქმნის მის ხელისუფლებაში ყოფნას; ამ კომპონენტების გათვალისწინებით მასთან დიალოგი დროის ფუჭად კარგვაა”, - განაცხადა კობახიძემ. ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ, მცირე წინააღმდეგობის გათამაშების შემდეგ, ყველა ის მოთხოვნა მიიღოს, რასაც აყენებს რვა ოპოზიციური პარტია - დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები და უკვე აპრობირებული მეთოდით მიიღოს ის შედეგი, რაც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. კობახიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით “შერატონ მეტეხი პალასში” გუშინ გამართულ გუშინდელ კონფერენციაზე არაკვალიფიციური პარტიები არ იყვნენ მიწვეულები. “რომ მივეწვიეთ, აუცილებლად მივიდოდით”, - აღნიშნა მან. პარლამენტის ყოფილი სპიკერის თანაგუნდელი რეალურ გამოსავალს წარმომადგენლობითი სახახლხო კრების ჩატარებაში ხედავს. მისი განცხადებით, პოლიტიკურმა სუბიექტებმა, კვალიფიციურები იქნებიან, თუ არაკვალიფიციურები, უნდა მოახერხონ შეჯერება ყველა პრინციპულ საკითხთან, მათ შორის, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.