-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
კიდევ ერთი 21–ე საუკუნის არქიტექტურის შედევრი ბათუმში.
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ირაკლი75 გიორგი68 საცობებია უზარმააზარი -
კიდევ ერთი 21–ე საუკუნის არქიტექტურის შედევრი ბათუმში.
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ირაკლი75 ვიწრო და გაუთვლელი ესტაკადაა...ან მანქანა გაფუჭდეს ან რამე... ჩაიკეტება ეგრევე მოძრაობა... და მეორეც...ბოლო ხაზი რო დაემატება...მერე ნახავ! -
Saturn ერთი ჰექტარიდან ჰიდრომელიორაციით 35 ტონა კარტოფილის მოყვანა შეიძლება... დათვალე ეხლა ჰექტარი დაახლოებით 2 500$ ჯდება მოვლა
-
გაზეთი ,,ქრონიკა", - ავტორი: - დარეჯან მეფარიშვილი; - ,,ამ ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში პოლიციელებს ძაღლებს აღარ ეძახიან, რომ ,,ვარდების რევოლუციის" პირმშო ქართული პოლიცია როგორც არასდროს, ისეთი ჰუმანური და კანონდამცველია. სხვა თემაა, რატომ აძლევს შს მინისტრი რუსულ გამოცემას ინტერვიუს, თუ, რა თქმა უნდა, გავიხსენებთ ,,ნაციონალურ" ლოზუნგს - რუსეთი ჩვენი მტერია! ისიც სხვა თემაა, სააკაშვილი გულზე პუტინმიწებებულ სობჩაკს მკერდს რომ უთვალიერებს და თან რევოლუციურ მიღწევებზე ელაპარაკება და ისიც სხვა თემაა, ქართველ ჟურნალისტებს არც მიშა და აეც ვანო არ კადრულობენ, რა თქმა უნდა, თუ ეს ჟურნალისტები ჯიბეში არ უზით. როგორც ჩანს, ,,ნაციონალური" ელიტის ამ პრ ,,ხუთვარსკვლავიან პროფესიონალს" ქართველი, ოღონდ თავისუფალი ჟურნალისტისგან დასმული კითხვების ეშინია: ჩვენ ხომ რუსებზე კარგად ვიცით, რატომ არ ეძახიან პოლიციელებს ძაღლებს? ვანო მართალია, დიახ, დღეს ქართულ პოლიციას ძაღლებს აღარ ეძახიან! დღეს პოლიციელებს მკვლელებს ეძახიან! ეს ვიცით ჩვენ და ვანო რატომ დაგვიჯდება მაგიდასთან, რატომ გასცემს კითხვებს პასუხებს? ის კი არა, შსს ,,ალია ჰოლდინგთან" კომენტარებს ვერ იმეტებს... რა უნდა თქვას ვანოს ჯიბის პიარ ადმინისტრაციამ, რით უნდა იმართლოს თავი, როცა ფაქტს დაუდებ? ფაქტს, რომელიც განძრახ მკვლელობას უკავშირდება და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს მკვლელობა პოლიციელმა, თან მაღალი რანგისამ, ჩაიდინა?! ასეთ შემთხვევაში სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ვერაფერს იტყვიან, ან უკეთეს ვარიანტში ამბობენ, - წინააღმდეგობა გაგვიწია და ვესროლეთო. ამბავი, რომლის დეტალებიც ,,ქრონიკამ" გაარკვია, ბორჯომში მოხდა: 8 ოქტომბერს ,,ფეისბუქზე" ჩემმა კოლეგამ, ირმა ინაშვილმა, ინფორმაცია დადო: ,,ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბორჯომში 21 წლის ბიჭი პოლიციის უფროსმა მოკლა, 12 ტყვია დაახალა". ინფორმაციას ასევე ჩემმა კოლეგამ, გიორგი მოლოდინმა მიაწერა: ,,სადმე ითქვა ეს ინფორმაცია ,,ფეისბუქის" გარდა? მონებო! აქ ღიად თუ ვერ დაწერთ, პრივატში მაინც მომწერეთ ინფორმაცია!" გიორგის ვინმე მიხეილ ჯაფარიძემ მისწერა, რომ, თურმე, ჟურნალისტები ეფექტზე და სკანდალზე, გამოგონილ ზღაპრებზე გაიყიდნენ და ბუნებრივია, 21 წლის ბიჭის დახვრეტის ამბავიც, ალბათ, მსგავს გამოგონებად მიიჩნია. მოკლედ, ,,ქრონიკა" გაჰყვა ამ ,,გამოგონილ ამბავს" და ზუსტად დაადგინა, რომ : ბორჯომში პოლიციამ მოკლა 21 წლის ბიჭი, რეზო არუცევი. მას, დაახლოვებით, 12 ტყვია აქვს მოხვედრილი. ბორჯომის პოლიცია აცხადებს, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა. არადა, სხვა შემთხვევაში ვანო სპეცოპერაციებს, ლამის, პირდაპირ ეთერში ატარებინებს თავის "არაძაღლურ პოლიციელებს", საინტერესოა რატომ არ დებენ ოფიციალურ საიტზე მაინც ამ"წარმატებულ" შემთხვევას? მიზეზი იმ დეტალებშია,რომელზეც ხმამაღლა ჯერ დაზარალებულის, ოჯახიც არ ჰყვება - მიცვალებული ჰყავთ დასატირებელი და ალბათ,ამიტომ. "ქრონიკის" ინფორმაციით, არუცევი პოლიციას თვალში არ მოსდიოდა. მას ხშირად იბარებდნენ განყოფილებაშიი. თავად ბორჯომის პოლიციის სამორიგეოში ამას იმით ხსნიან, რომ, თურმე, არუცევი " მოძველბიჭო" იყო. ძველბიჭობა თუ დახვრეტას გულისხმობს, რაღა გვეთქმის?! პოლიცია ამბობს, რომ, ტურმე, არუცევმა პირველმა ისროლა და ამიტომ უპასუხეს სროლით. ხალხი სხვა ვერსიას გვიმხელს: "ეს ბიჭი ცოტა მოძველბიჭო მართლა იყო, მაგრამ საშიში რატომ აღმოჩნდა, არ ვიცით. როგორც ცნობილია,იარაღი არ ჰქონია თან, პოლიციელები უცებ დაესხნენ თავს და ამანაც გაიბრძოლა, რის გამოც ესროლეს. ამბობენ, თავად პოლიციის უფროსმა დაახალა ტყვიებიო, თუმცა რამდენად მართალია, არ ვიცით", - განგვიცხადა ერთმა ბორჯომელმა,და თუნდაც გაეწია არუცევს წინააღმდეგობა,ესროლა კიდეც, რა საჭირო იყო 12 ტყვიის დახლა? როგორც ბორჯომლები ამბობენ, 21 წლის ბიჭს პოლიციელის ხელიდან საკონტროლო გასროლაც მოხვდა. საკონტროლო ტყვიაც გეგმმაში შედიოდა,თუ ეს არის ნაძაღლარი პოლიციის გადმონაშთი?! ასე პოლიცია მაშინაც არ იქცეოდა,როცა ძაღლებს ეძახდნენ.ბორჯომის პოლიციის სამორიგეოში ისიც გვითხრეს, რომ, თურმე, მოკლული არუცევი რეციდივისტი ყოფილა. კანონით, რეციდივისტი მრავალჯერ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევს ჰქვია.21 წლის ბიჭი ვერანაირად ვერ მოახერხებდა რეციდივისტობას, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად პოლიციელმა, რომელმაც გვარი და სახელი სათქმელად ვერ გაიმეტა (წესით, როცა პასუხობს, უნდა თქვას) ტელეფონი გაგვითიშა. ამ ტრაგედიის მოყოლა"ფეისბუქით" დავიწყე და "ფეისბუქითვე" დავამთავრებ. ეფექტებზე და სკანდალებზე აგებული ჟურნალისტიკის "ავტორმა" ჟაფარიძემ მომწერა: გეტყობათ, კარგად ხართ განსწავლული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების სტრუქტურებში და სისტემაში... სტრუქტურაში ნამუშევარი თუ არა, ალბათ, საბჭოტა ჟურნალისტი ბრძანდებით". ჯაფარიძის გასაგონად მინდა ვთქვა - არ ვარ 2003 წლის შემდეგ დაბადებული და გამოვიარე საბჭოთა წყობა, რომელმაც უფასოდ მომცა საშუალება, მესწავლა, იურიდიულიც დავამთავრე და ვიცი კანონმდებლობა, ასე თუ ისე, მათ შორის, საბჭოთაც და დამნაშავე ვარ ამიტომ? თუ ჯაფარიძისთვის ახალგაზრდების მკვლელობა "ბაირამობაა", სკანდალი და გაგონილი ამბავი, ეტყობა, ჯერ არ მიუკაკუნებია მსგავს "გამოგონებას" მისი სახლის კარზე... ნურც მიაკაკუნოს, მაგრამ მაინც რომ მიაკაკუნოს და მერე ეს მე დავწერო, სკანდალი გამოვა? საინტერესოა, მაშინაც საბჭოთა გაზეთის საბჭოთა ჟურნალისტი ვიქნები? ამაზეა ნათქვამი: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო..." N: - 41 (459) 11 - 17 ოქტომბერი, - 2010 წელი
-
კიდევ ერთი 21–ე საუკუნის არქიტექტურის შედევრი ბათუმში.
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
PEPE. მე არ ვიძახი რო არ უნდა გაეკეთებიასთ, არამედ ძალიან ცუდად გააკეთეს... გაუთვლელად...ნახავ შენ მანდ საათიან საცობებს... :018: -
გიორგი68 ხალხი წკიპზეა უკვე... ნუ გინდ დაიჯერეთ გინდ არა....
-
კიდევ ერთი 21–ე საუკუნის არქიტექტურის შედევრი ბათუმში.
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ქალების მერიდება თორე ვიტყოდიlasha1997 დღეს საშინელი საცობი იყო... ამ ესტაკადის მომფიქრებლის და გამკეთებლის დედა ##### :viking: :viking: :viking: -
სინმადვლილეში... იმის გამო რომ წლიდან წლამდე დამუშავებული მიწის ფართობი მცირდება...ადმინისტრაციულკი მეთოდებით აპირებენ სიტუაციის შეცვლას, რაც რასაკვირველია მხოლოდ ბოლომდე დედას უტირებს სოფლის მეურნეობას...
-
lasha1997 ეგრე გამოდის Siknadmo იქნებ არ მინდა არაფრის დათესვა? ეს იცი რას გავს? ბინა რო გქონდეს ცარიელი და დაგშტრაფონ რატო არ ცხოვრობ ან არ აქირავებო რა...
-
გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელებს მომავალი წლიდან შესაძლოა პრობლემები შეექმნათ . როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ამ მხრივ გარკვეული ღონისძიებების გატარება ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს. სავარაუდოდ, გამკაცრდება სანქციები, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. "ასეთ მიწებს საგადასახადო კუთხით მივხედავთ", – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ ღონისძიებები მომავალი წლიდან დაიწყება. http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/147249-gamouyenebeli-sasoflo-sameurneo-mitsebis-mflobelebs-shesadzloa-problemebi-sheeqmnath.html
-
lasha_alo ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელად უვიზო რეჟიმის დაწესებით თრუსოს ხეობელი ოსებისა და ორგანიზაცია "დარიალის" სურვილი შესრულდა. ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების კომენტირებისას განაცხადა. "რა შედეგებს მოგვიტანს ეს გადაწყვეტილება, რთული სათქმელია, რადგან კარგად გვახსოვს თრუსოს ხეობის ოსების და მათი ინტერესების გამომხატველი ორგანიზაცია "დარიალის" ქმედება. მათი ოცნება იყო, ლეგალურად შემოეღწიათ საქართველოს ტერიტორიაზე და მერე აქ რა მოხდებოდა, არავინ იცის", - განაცხადა არეშიძემ. მისივე ვარაუდით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველი ორი ფაქტორი შეიძლებოდა გამხდარიყო. "ალბათ ფიქრობენ, რომ ეს დაეხმარება ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქე ქართველებს, ოილად შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთი საკმაოდ ბევრია – ყაბარდო-ბალყარეთში 2000-მდე ქართველი ცხოვრობს, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში, სოჭსა თუ როსტოვის ოლქში. ასევე, ალბათ, საუბარი იქნება იმაზე, რომ ეს არის ნაწილი საქართველოს კავკასიური პოლიტიკისა, რომ კავკასიელებმა უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი საზღვრის გადმოლახვის დროს", - განაცხადა არეშიძემ.
-
გიორგი68 თან მანდ რიკოშიეტით მოკვდა მე მგონი ბიჭი... ეგეც პოლიტიკური სასჯელია...
-
ალასანია-ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Ostap თავისთავად...რატომაც არა? -
16:47 11-10-2010 რუსეთის ფედერაციაში შემავალი რამდენიმე სუბიექტის მოქალაქეებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორ კვირაში უვიზოდ შეეძლებათ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი. მათ ექნებათ შესაძლებლობა, 90 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში. როგორც ნინო კალანდაძემ განმარტა, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა. კერძოდ, ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემდეგ, აღნიშნული რესპუბლიკების მოქალაქეებს გარკვეული სიძნელეები შეექმნათ, რადგან მათ საქართველოს ვიზის მიღებისთვის მოსკოვში ჩასვლა უწევდათ. "ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ გვსურს, ტრადიციული ურთიერთობები აღვადგინოთ მეზობელ ხალხებთან. ასევე, დაინტერესებაა განათლების სფეროში, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებს სურთ, ქართულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი გავრცელდება ოფიციალურად გახსნილ ყველა სასაზღვრო პუნქტზე. --- პ.ს. არ მივესალმები... რუსეთის წესებით ვთამაშობთ ისევ... ხოლო მიშა ცუდ რაღაცეებში ერთვება
-
უფრო წამგებიანიც კი გამოდის ვიდრე ჩვეულებრივი განვადებით იყიდო... მოკლედ არ გირჩევთ ამ პროგრამას... გაცილებით იაფია ისე აიღოთ ბანკშ კრედიტი
-
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, საქართველოს პარლამენტს "ვიღაცის მიერ დაწერილი ტექსტის copy-paste-ით" გადმოწერას არავინ ავალდებულებს. ამის შესახებ პეტრე ცისკარიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებების კომენტირებისას განაცხადა და დასძინა, საქართველოს რომ ვინმემ ეს დაავალდებულოს, შეურაცხმყოფელიც კი იქნება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. http://new.interpressnews.ge/ge/politika/147225-petre-ciskarishvili-saqarthvelos-parlaments-vighacis-mier-datserili-teqstis-copy-paste-ith-gadmotseras-aravin-avaldebulebs.html პ.ს. სერიოზულად ურახუნებენ რა...
-
ალასანია-ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Ostap გავლენაზეა ლაპარაკი და არა პოპულარობაზე... -
გაზეთ “კვირის პალიტრის” 4-7 ოქტომბრის გამოკითხვის თემას – “არასაპარლამენტო ოპოზიციის გავლენიანი ლიდერი” – 481 რესპონდენტი გამოეხმაურა. კითხვა ასეთი იყო: “თქვენი აზრით, ვინ არის არასაპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი ლიდერი?” მკითხველს რედაქციის მიერ შეთავაზებული ჩამონათვალის მიხედვით უნდა შეედგინა რეიტინგი, სადაც მაქსიმალური შეფასებაა 9, ხოლო მინიმალური - 1 ქულა. გამოკითხვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეიტინგული მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალო ქულას, რომლის მიხედვითაც შედგა რეიტინგი: ირაკლი ალასანია 7.06 ნინო ბურჯანაძე 6.64 გუბაზ სანიკიძე 6.48 შალვა ნათელაშვილი 6.34 ლევან გაჩეჩილაძე 5.38 დავით გამყრელიძე 4.18 ირაკლი ოქრუაშვილი 4.00 ზვიად ძიძიგური 2.95 ზურაბ ნოღაიდელი 1.97 ----------- ქდმ რო არ ფიგურირებს საერთოდ რავალია? :018:
-
ახალი , შემზარავი მასალები გირგვლიანის მკლელობაზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც დარწმუნებული იყო, სტადიონი რომ შეივსებოდა... -
ახალი , შემზარავი მასალები გირგვლიანის მკლელობაზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
analgin მეც ტყუილა დავწერე? ნელნელა გავრცელდა ინფო თქო.. ნელნელა შევიდა თავებში თქო და ისიც დავწერე რატომ! -
ახალი , შემზარავი მასალები გირგვლიანის მკლელობაზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
analgin არანაირად... მაგალითად გირგვლიანი ცოტა გვიან გავიგე მეც მაგალითად...და თან არ დაგავიწყდეთ რომელი წელია... ჯერ კიდე რევოლუციური ეიფორია...და როგორც ხალხმა გაიაზრა რა მოხდა და როგორ...მერე აგორდა ყველაფერი... და კიდევ ზუსტად გირგვლიანი აღმოჩნდა ის წყალგამყოფი... პ.ს. ხალხმა ყველაფერი გააკეთა ამ ხელისუფლების მოსაშორებლად...! -
kisa :givi:
-
Precursor :givi: ზუსტი ნათქვამია ისე სერიოზულად ბურჯანაძის სასტავი ოქროს სასტავი ალასანია გუბაზა... სხვათაშორის ასეთ დაწმენდას მივესალმები...
-
ოსური დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა
newstudio replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo კითხვის ნიშანი ზედმეტია... -
ახალი , შემზარავი მასალები გირგვლიანის მკლელობაზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ირაკლი75 ეს თემა ნახე და ... http://planeta.ge/index.php?showtopic=28517&st=90&p=330781&hl=+%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%90%20+%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&fromsearch=1entry330781