Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. dire რა ქვია აზრი? დებატებს საერთოდ რა აზრი აქვს? ისე 2007 წლის მოვლენები როგორ აგორდა გაიხსენე? ზუსტად ასეთი დებატების შემდეგაც, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა დებატს აგებდნენ, და შემდეგ საერთოდ ბოიკოტი გამოაცხადეს!
  2. http://a.pix.ge/l/7cceo.jpg http://a.pix.ge/q/eg6mr.jpg იპოვეთ სამი განსხვავება
  3. asesino_141 მოუწევთ დროებით რეალობასთან შეგუება, მაგრამ საქმეც მაგაშია რომ დროებით და შემდეგ რევანშს აიღებენ თუ სოციალისტების გზამ არ გაამართლა, თუ გაამართლა რარა გინდა?))))
  4. machkatela ეხ მიშას მომხრეები ამაში როგორ უნდა დაარწმუნო ეგაა საკითხავი!
  5. asesino_141 ძალიან უტრირებულად მიუდექი და იმიტომ არჩევნები გაითვალისწინე რომ ფაქტოირად ყოველ წელსაა... შესაბამისად ერთი რომ შეცდომებს უშვებს, მეორესკენ გადადის ხმები და ა.შ. არსად არაა, რომ მუდმივი ელექტორატი ყავდეს...
  6. ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი დეიმონ ვილსონი აცხადებს, რომ საერთაშორის ზეწოლა რუსეთზე უნდა გაგრძელდეს, რადგანაც მოსკოვს მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმების ძირითადი ნაწილი შესასრულებელი აქვს . ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ეს კომენტარი თბილისში, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში გააკეთა, სადაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს სრული დეოკუპაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახდინოს. ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ქენდ ლოგსტონმაც. ლოგსტონი მიესალმება პერევიდან რუსული ჯარის გასვლას და აცხადებს, რომ ეს არის რუსების მიერ გადადგმული პირველი პოზიტიური ნაბიჯი. ელჩის მოადგილემ, აგრეთვე, კომენტარი გააკეთა ნატო-ს ლისაბონის სამიტზეც, რომელიც უახლოეს მომავალისთვის არის დაგეგმილი. "ამ სამიტზე გაირკვევა, თუ როგორ გაგრძელდება სამომავლოდ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობა",- აღნიშნა აშშ-ის ელჩის მოადგილემ.
  7. საქართველო მეასე ადგილზეა პრესის თავისუფლების ხარისხით და ეს შარშანდელზე უარესი მონაცემებია, შარშან 81 ადგილზე ვიყავით კი აზერბეიჯანს ვასწრებთ... http://en.rsf.org/spip.php?page=classement&id_rubrique=1034
  8. lasha_alo არავითარი 22 დეკემბერი არ იქნება... მაშIნ სხვა რეალობა და სტიმულები იყო, ეხლა თუ იარაღით ჩაერია რუსეთი 1 საათში, არა 10 წუთში დამთავრდება...
  9. 2011 წლის ბიუჯეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება პრიორიტეტული აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, ასეთ დასკვნამდე მიდის `ჩვენი მოძრაობა _ თავისუფალი დემოკრატების~ გამგეობის წევრი ნინო გოგუაძე. როგორც ჩანს, ხელისუფლებას `ქამრების შემოჭერა~ ასე ესმის: ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ პუნქტებში არსებულ სკოლებში, ქართული ენის სწავლება უნდა შეწყდეს,რადგან ბიუჯეტში შესაბამისი თანხა გამოყოფილი არ არის. აუცილებლად უნდა დაიხუროს საზღვარგარეთ არსებული ქართული სკოლები, არც ამისთვის არის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული. აუცილებლად უნდა შემცირდეს ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების წამახალისებელი პროგრამები, რადგან ამ პროგრამებისა და მათ შორის, ოლიმპიადების დაფინანსება, 2011 წლის ბიუჯეტში, საგრძნობლად შემცირებულია. ერთის მხრივ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გვაჩვენებენ, თუ როგორ აჯილდოვებს პრეზიდენტი ოლიმპიადაზე გამარჯვებულ, ნიჭიერ მოსწავლეს, როგორ სტუმრობს მას სახლში და პირადად როგორ გადასცემს მისთვის განკუთვნილ, ძვირფას საჩუქარს. თუმცა, მეორეს მხრივ, ვიღებთ ბიუჯეტს, სადაც ასეთი პროგრამის დაფინანსება შემცირებულია. ვერაფერს იტყვი, ესაა `ქამრების შემოჭერა~ ქართულად, ყოველ შემთხვევაში, 2011 წლის ბიუჯეტის მიხედვით. ამ თემაზე, `ვერსია~ ნინო გოგუაძეს გაესაუბრა: ქალბატონო ნინო, 2011 წლის ბიუჯეტის მიხედვით, განათლების სამინისტროს რომელი პროგრამაა გაუქმებული? _ დიდი ხანია, გვეუბნებიან, რომ 2011 წლის ბიუჯეტი განათლებასა და სოციალურ სფეროზეა ორიენტირებული. არადა, თუ ციფრებს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ განათლების დაფინანსება საერთოდ არ გაზრდილა, მეტიც _ შემცირებულიც კი არის. 2010 წლის ბიუჯეტში, განათლებაზე გამოყოფილი იყო 554 897 000 ლარი, ახლა კი მხოლოდ 554 000 000 ლარია გათვალისწინებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ხნის მანძილზე, ლარის ინფლაცია იყო, გამოდის, განათლების დაფინანსება უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია. უამრავი, მოულოდნელი ფაქტი აღმოვაჩინეთ ამ ბიუჯეტში. მაგალითად, გაუქმდა პროგრამა `კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სკოლებში~, რომელიც ბიუჯეტში, #320603 მუხლითაა წარმოდგენილი. 2010 წლის ბიუჯეტში, ამ პროგრამაზე 818 000 ლარი იყო გამოყოფილი და ცხადია, ეს თანხა საკმარისი არ იყო. თუმცა, 2011 წლის ბიუჯეტში, ამ პროგრამაზე ნული ლარია ჩადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამა გაუქმდა. _ გამოდის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, ქართულს ვეღარ ისწავლიან, რადგან პედაგოგები ხელფასს ვერ აიღებენ, ხომ? _ დიახ, ასეა, ვერც ქართულს ისწავლიან და ვერც პედაგოგები აიღებენ ხელფასს, ყოველ შემთხვევაში, 2011 წლის 1 იანვრიდან ასე იქნება. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან საქართველოში, ქართული, ჯერჯერობით, ისევ სახელმწიფო ენაა და მისი კარგად ცოდნა აუცილებელია. სახელმწიფო ენას ორი მნიშვნელობა აქვს _ ღირებულებითი და პრაქტიკული. როდესაც ადამიანი კარგად ფლობს ქართულს, ის ახერხებს თავისი შესაძლებლობების რეალიზებას სახელმწიფოში. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, სწორედ, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის სწავლება უნდა იყოს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, სრული ინტეგრაცია უნდა შეძლონ საქართველოს სახელმწიფოში, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს სიძლიერეს განაპირობებს. ეს უნდა ყოფილიყო არამარტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არამედ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ვხედავთ, რომ ამ ბიუჯეტში, ეს პროგრამა საერთოდ გაუქმებულია, არადა მიზნებშიწერია, რომ შეიქმნება ქართული ენის სახლები, რაც მე ბიუჯეტში ვერ ვნახე. რა გულისხმობენ ქართული ენის შემსწავლელ სახლებში, ან სად შეიქმნება და როდის, ბიუჯეტში ეს გაწერილი არ არის. _ ქალბატონო ნინო, კიდევ რა დარღვევები აღმოაჩინეთ? _ 2011 წლის ბიუჯეტში, ორი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის დაფინანსება შემცირებულია. განათლების ბიუჯეტის მიზნებში წერია, რომ გაძლიერდება პროფესიული ცენტრები და პროფესიული სწავლება. სინამდვილეში, ბიუჯეტი გვეუბნება, რომ პროფესიული სწავლების ცენტრების დაფინანსება 3 000 000 ლარითაა შემცირებული. არადა, დეკლარირებულია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს პროფესიულ სწავლებას და პრეზიდენტმაც არაერთხელ აღნიშნა ეს თავის გამოსვლებში. თუმცა, ციფრები სულ სხვა რამეს გვეუბნება და ამიტომაც ვამახვილებ თქვენს ყურადღებას ამ ფაქტზე. უმაღლესი საგანმათლებლო-კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა 6 000 000 ლარით შემცირდა. ხელისუფლებას თავი მოაქვს, რომ გრანტების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა გაზარდეს, რაც ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ ამას მეცნიერების დაფინანსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გრანტის მიმღები ბავშვების არჩევანი განაპირობებს, თუ სად მიიტანენ ისინი ამ ფულს. ამ თემაზე კვლევა უკვე ჩატარებული მაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი გრანტების 68%-ზე მეტი, მხოლოდ იურიდიულ, სამართლებრივ და ეკონომიკის მიმართულებით მიდის. ისეთი მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური მეცნიერებები, როგორებიცაა _ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფსიქოლოგია, საერთოდ, კვლევების გარეშე რჩება. შესაბამისად, ამ დარგის მეცნიერების მდგომარეობა, თანაც ასეთი გადანაწილებით, უფრო მეტად დამძიმდება. გარდა ამისა, 2011 წლის ბიუჯეტით, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების პროგრამა 1 200 000 ლარით შემცირდა. ასევე შემცირდა, ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის, ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების პროგრამების დაფინანსებაც. _ რას ბრძანებთ, პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ნიჭიერ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ოლიმპიადებში გამარჯვებულებსაც აჯილდოვებს, თუ ამ პროგრამის დაფინანსება შემცირდა, ბავშვებს სტიმული არ გაუქრებათ? _ დიახ, ხელისუფლებას თავი მოაქვს, რომ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ოლიმპიადებზე იმარჯვებენ. იმის მაგივრად, გაეძლიერებინათ ეს მიმართულება და ნიჭიერი ბავშვებისთვის უფრო მეტი სტიმული მიეცათ, მომდევნო წლის ბიუჯეტში, ამ პროგრამის დაფინანსება საერთოდ, შემცირდა. მეტსაც გეტყვით, 2011 წლის ბიუჯეტში, პროფესიული სასწავლებლის დაფინანსება გაუქმდა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ამ ბიუჯეტში, საზღვარგარეთ არსებული, ქართული სკოლების დახმარების პროგრამისთვისაც არ არის გამოყოფილი თანხები. _ გამოდის, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები, ქართულ სკოლებში ვეღარ ივლიან? _ ყოველ შემთხვევაში, ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასეა. არადა, დიასპორის სამინისტრო ხომ შევქმენით და არც იმას გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ამ სამინისტროს ბიუროკრატიულ აპარატში ხელფასებიც კი გავზარდეთ, მაგრამ საზღვარგარეთ, ქართული სკოლების დახმარების პროგრამა გავაუქმეთ. _ ვერაფერი გავიგე, ერთის მხრივ, საქარ- თველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლის შანსს ვართმევთ და უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს მშობლიურ სკოლებს ვუხურავთ, მეორეს მხრივ, უცხოე ლი პედაგოგები ჩამოგვყავს, რომ ჩვენს ბავშვებს ინგლისური ასწავლონ, ეს რას ნიშნავს, გამაგებინეთ? _ გეთანხმებით, რა თქმა უნდა, კომპიუტერი ძალიან კარგია, რისთვისაც ბიუჯეტში, პრეზიდენტის პროგრამაზე _ `ჩემი პირველი კომპიუტერი~, 32 000 000 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, ვფიქრობ, კომპიუტერის გარდა, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროგრამებისთვისაც შეიძლებოდა ცოტაოდენი თანხა გამოგვეძებნა. პროგრამისთვის _ `ასწავლე საქართველოსთან ერთად~, რაც გულისხმობს ათეულობით უცხოელი პედაგოგის საქართველოში ამოყვანას, სახელმწიფო ბიუჯეტში, 10 000 000 ლარია გამოყოფილი. ნგლისური ენის სწავლების აუცილებლობასა და საჭიროებაზე, დღეს არავინ კამათობს. რა თქმა უნდა, ინგლისური საჭირო ენაა და კარგია, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი ფლობდეს ამ ენას, ცხადია, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინგლისურის სწავლებას, მაგრამ ამის გაკეთება რაღაცის ხარჯზე, არ შეიძლება. გარდა ამისა, ვინმემ იცის, ვინ არიან ეს ხალხი, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ? სახელმწიფომ, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები დააწესა. შესაბამისად, ვინც საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციებში, გამოცდებს ვერ ჩააბარებს, ის მასწავლებელი ვერ იქნება. ეს არ არის ატესტაცია, ეს კანონია, რომლის თანახმადაც თუ გინდა, რომ მასწავლებელი გერქვას, აუცილებლად უნდა ჩააბარო გამოცდა როგორც საგნობრივ კომპეტენციაში, ასევე _ პროფესიულ უნარებში. გეკითხებით, უცხოეთიდან ჩამოსული პედაგოგები ვინმემ შეამოწმა? ვინმემ შეამოწმა მათი ცოდნა საგნობრივ კომპეტენციაში, ან უნარებში? რატომ შევუშვით ასე შეუმოწმებლად, ეს ადამიანები სკოლებში? ეს ხომ ჩვენს მიერ მიღებული კანონის უპატივცემულობა და ამ კანონის დარღვევაა. თუ კანონი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება და არა სხვა ქვეყნისმოქალაქეებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ არ ვცემთ პატივს, ჩვენს სახელმწიფოსა და კანონებს. --- გაზეთ "ვერსიის" მასალა
  10. T_A_T ყშედეგო არაფერი არაა. ზოგჯერ პატარა შედეგია, ზოგჯერ დიდი... მარა შედეგი ყოველთვის არის!
  11. მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი, პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს, რომ უახლოეს ხანში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებსა და კომისიებში, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე “ობიექტივი“ მოხსენებით შეიძლება წარდგეს, რაშიც დახმარება გარკვეულმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა აღუთქვეს. 14 ოქტომბერს ბრიუსელში “რეზიდენტ-პალასის“ საერთაშორისო პრეს-ცენტრში, ევროსტრუქტურების წარმომადგენლები და ევროსტრუქტურებში აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვდნენ “ობიექტივის“ წარმომადგენლებს – ირმა ინაშვილს და პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს; ამ შეხვედრაზე მათთან ერთად იმყოფებოდნენ: ბათუმში, წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ქვრივი, ციცინო შავაძე; პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის მეუღლე, ეკა ჯიხვაშვილი და პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას მეუღლე, ელენე მაღრაძე. ირმა ინაშვილის განმარტებით, ამ შეხვედრას უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად ესწრებოდნენ: სენატორი მიშელ დელაკრუა (ბელგია); ევროპარლამენტის წევრი დევა ნირჟი (დიდი ბრიტანეთი), ევროპარლამენტის წევრი ლევჩნიკ აჟდა (ჩეხეთი), აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის კოორდინატორი ლაიზა კულუკულასურია (ბელგია),“WINEER PROBLI EUROPIAN UNION“–ის დირექტორი ჟან ფრანსუა რივალაინი (საფრანგეთი)... “ბრიუსელში ჩასული ვიყავით “ობიექტივის“ ახალი პროექტის ფარგლებში. ეს იყო მეოთხე სტუმრობა ევროპაში, სადაც ჩვენ ჩავდივართ, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ კოლეგებს ვხვდებით, ვუჩვენებთ დოკუმენტურ ფილმებს, ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოში. ამგვარი ქმედებით ევროპას გვინდა ვუთხრათ, რომ ის, რაშიც მათ საქართველოს ხელისუფლება არწმუნებს, რომ თითქოსდა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა, არის სიცრუე – საქართველოში ადამიანებს ქუჩაში კლავენ, დაუსაბუთებლად აპატიმრებენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჯაშუშად აცხადებენ და ასე შემდეგ“, – ამბობს ირმა ინაშვილი. ბრიუსელში სტუმრობისას აჩვენეს ფილმი “ქალაქში მკვლელია“, რომლის დასრულების შემდეგ, ირმა ინაშვილის განმარტებით, დარბაზში მყოფი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ტიროდნენ: “დოკუმენტური ფილმის ჩვენებამ დარბაზში შოკი გამოიწვია, ყველა ტიროდა. მოგეხსენებათ, ძალიან ძნელია ევროპელი აატირო. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მეტი აქცენტი დარღვევებზე გაგვეკეთებინა და ემოციებისგან თავი შეგვეკავებინა, მაგრამ მათში ემოცია თვითონ ამ ფილის ნახვამ გამოიწვია, რომელშიც ნაჩვენებია გახმაურებული მკვლელობების დეტალები – ზურაბ ვაზაგაშვილის, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და როინ შავაძის მკვლელობის ფაქტები. ამ შეხვედრაზე იყვნენ ევროსტრუქტურების ძალიან გავლენიანი წარმომადგენლები, რომელთა შორის იყო სენატორი დელაკრუა, რომელიც ამავდროულად ბრიუსელში ცნობილი ადვოკატია და ძალიან გახმაურებულ საქმეებს აწარმოებდა და აწარმოებს. იგი უსინათლოა. მას ბელგიაში ყველა იცნობს და ანგარიშს უწევს. ბატონ დელაკრუას უდიდესი გავლენა აქვს ევროსტრუქტურებში. ფილმის ჩვენების შემდეგ, საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ: ია მეტრეველი, ელენე მაღრაძე, ციცინო შავაძე და ეკა ჯიხვაშვილი. ყველამ მოყვა რაში მდგომარეობს ამ გახმაურებული საქმეების მთავარი დარღვევები, მთავარი აბსურდი. ცნობილია და აღარ გავიმეორებ როგორ მოკლეს ბუტა რობაქიძე, რომ ამ საქმეში ჩარეული პოლიციის მაღალჩინოსნებიდან არავინ დასჯილა; ასევე ცნობილია კუდ–ის მაღალჩინოსნებმა წამებით, როგორ მოკლეს როინ შავაძე...“ ირმა ინაშვილის თქმით, ამ გახმაურებული მვლელობების დეტალების გაცნობას შედეგად მოჰყვა ის, რომ ევროპარლამენტარები მედია–კავშირ “ობიექტივს“ უშუამდგომლებენ ევროპარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დაინიშნოს მოხსენება, საქართველოში არსებულ ვითარებაზე: “ამ შეხვედრას ჰქონდა ეს დატვირთვა, რომ ეს ადამიანები შესაბამის კომიტეტებთან ჩვენ გვიშუამდგომლებენ, რომ მოხსენებით წარვდგეთ და უკვე სერიოზული განაცხადი გავაკეთოთ ევროსტრუქტურებში, რა ხდება საქარათველოში, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები და რას აკეთებს სააკაშვილის რეჟიმი. ცნობილია, რომ სააკაშვილი სერიოზულად მუშაობს ევროპაში – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 პიარკამპანია ფინანსდება. სხვათა შორის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის პიარზე სწორედ ბელგიელი პიარ–სპეციალისტები მუშაობდნენ. სააკაშვილის რეჟიმის გათეთრებაზე მილიონები იხარჯება, სწორედ ევროპის პოლიტიკურ გულში – ბრიუსელში, რადგან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ბრიუსელში ხდება და ჩვენც ამიტომ ჩავდივართ ამ ქალაქში. მოხსენების დროს წარვადგენთ დოკუმენტურ მასალას და ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის შემდეგ არ შეიძლება იძახდე, რომ საქართველოში დემოკრატიაა – საქართველოში ეს ყველაფერი ხდება და ამაზე რეაგირებას მოვითხოვთ. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დავანგრიოთ “დემოკრატი“ სააკაშვილის იმიჯი ევროპაში“. “ობიექტივის“ წინა სტუმრობას ბრიუსელში თან ხმაური ახლდა; ბელგიაში საქართველოს საელჩომ იქაურ ქართველებს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ “ობიექტივის“ ღონისძიებას აფინანსებდა რუსეთის საელჩო. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ “ამგვარი პროვოკაციები ამჯერად არ მომხდარა, მაგრამ შეხვედრას ხმაურის გარეშე მაინც არ ჩაუვლია“. 14 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე ქართველებს რუსი ჟურნალისტები არ მიუწვევიათ, მაგრამ, როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, ისინი მაინც მივიდნენ და დაინტერესდდნენ რატომ არ იწვევდნენ მათ, ისევე, როგორც სხვა ჟურნალისტებს: “ვუპასუხე რომ ჩვენ ოფიციალურად რუს ჟურნალისტებს ასეთი ტიპის შეხვედრებზე არ ვიწვევთ, რადგან მოგეხსენებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ძალიან დაძაბული, პრაქტიკულად, საომარი ვითარებაა და ამგვარ შეხვედრებზე ვსაუბრობთ არა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაზე, არამედ დემოკრატიის ხარისხზე საქართველოში და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიელი, ესპანელი, ფრანგი... ჟურნალისტები, ვიდრე რუსები–მეთქი. დარბაზიდან დაისვა კითხვა, რომ ამგვარი აქტიურობით ჩვენ ხომ არ ვაფერხებთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რაზეც მივუგეთ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ხელს უშლის არა “ობიექტივი“ და დამოუკიდებელი ქართული ჟურნალისტიკა, არამედ, უპირველესად მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი, რომელთა ჩადენილი კონკრეტული ქმედებების შედეგი დღეს წარმოგიდგინეთ–მეთქი“. პრესა.გე–ს კითხვაზე, ვისი დაფინანსებით იყავით ევროპაში? ირმა ინაშვილმა მოგვიგო, რომ “ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო “ობიექტივი“. თითოეული ჩვენგანი ბრიუსელში საკუთარი სახსრებით ჩავიდა – ბილეთისთვის, ყველაზე ხელსაყრელი, იაფი სასტუმროსთვის და კვებისთვის საჭირო თანხა თითოეულმა ჩვენგანმა გაიღო“. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1454 პ.ს. კარგია...
  12. dire არ არის უტვინო, უბრალოდ თავიდან ქართულ პოლიტიკურ რეალობას ალღო ვერ აუღო...
  13. FRIDRIX დაჟე სასამართლო შეცდომასაც გამორიცხავ?
  14. poet4ik იქნებ საკუთარი ნამუშევრებიც დაგედო?
  15. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას ადვოკატების დევნაში ადანაშაულებს . როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ადვოკატთა ხუთი პროცენტი, 200-მდე ადვოკატი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. მისივე თქმით, ადვოკატთა კორპუსი მიხეილ სააკაშვილისთვის ~პერსონა ნონ გრატას~ წარმოადგენს და განსაკუთრებით დევნის, ვინაიდან ადვოკატები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ადამიანების წამებაში, მკვლელობებში, ციხეებში მძიმე ვითარებაში, უკანონოდ ადამიანების დაკავებაში ამხელენ. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ევროსასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიან. ამიტომ, ხატიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ადვოკატების მიზანმიმართული დისკრედიტაცია გადაწყვიტა. მისივე თქმით, იჭერენ ადამიანებს, რომლებსაც აიძულებენ თქვან, რომ ადვოკატმა ფული გამოართვა, საქმე კი არ გაუკეთა, რაც ადვოკატის დაკავების საფუძველი ხდება. გარდა ამისა, ხატიაშვილი ირწმუნება, რომ ადვოკატების დისკრედიტაცია მიმდინარეობს სხვა მხრივაც. კერძოდ, ციხეებში ადვოკატებს ჩხრეკენ, ქალ ადვოკატებს მკერდს უსინჯავენ, რომ არაფერი შეიტანონ, რაც ადვოკატის პროფესიის შეურაცხყოფაა. ხატიაშვილის განცხადებით, ადვოკატების მიმართ განხორციელებულ კრიმინალთან დაკავშირებით სამართალდამცავები რეაგირებას არ ახდენენ და საქმეებს არ იძიებენ. მისივე თქმით, არ გამოუძიებიათ შალვა ხაჭაპურიძეზე თავდასხმის ფაქტი. ასევე, ადვოკატ კობა სიხაძის მიმართ უკანონო ქმედება, რომელიც პატრულის თანამშრომლებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მოქალაქის ცემის ფაქტს აფიქსირებდა. არ მოუხდენიათ რეაგირება ვლადიმერ ტაბაღუასათვის წერილის ჩამორთმევის ფაქტზე, რომელიც ტაბაღუას პატიმარმა ციხიდან გამოატანა. http://new.interpressnews.ge/ge/samartali/148052-advokattha-asociaciis-thavmjdomare-khelisuflebas-advokatebis-devnashi-adanashaulebs.html პ.ს. ყველაფერი მშვენივრადაა მზიურ საქართველოში...
  16. PEPE. მწარედ მეცინება :018: :018: :018: სატურნ, ფრიდრიხ, აგვიხსენთ რა ჩვენ უვიცებს
  17. გიორგი68 აი ერთი წამი დაუშვი რომ ალასანია შეკრული არაა ხელისუფლებასთან..თავს ძალა დაატანე
×
×
  • შექმენი...