Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. ახმეტაში, ყოფილი რვაწლიანი სასწავლებლის შენობაში, სადაც ამჟამად დევნილები არიან შესახლებულები, იოსებაშვილების შვიდსულიანი ოჯახი ცხოვრობს. იოსებაშვილებს ორი გოგონა და სამი ბიჭი ჰყავთ. უფროსი 13 წლის არის, უმცროსი 4-ის. იოსებაშვილებს შენობაში ორი ოთახი აქვთ გამოყოფილი. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს, მაგრამ არც სოციალურ დახმარებას იღებენ. ხუთი ბავშვი ხშირად მთელი დღე მხოლოდ ხილს ჭამს. შიმშილობისგან 2 ბავშვი ავად არის, მათ გონების დაქვეითება განუვითარდათ. „გიორგი განსაკუთრებით ცუდად არის. ვერაფერს ვერ იმახსოვრებს. მეზობელმა რომ რამე დააბაროს, აქამდე ვერ მოაქვს ამბავი. ვერც ფერებს არჩევს. წელს სკოლაშიც ვერ გავუშვი, რადგან ტანსაცმელი არ ჰქონდა. ორი ბავშვი კი გავგზავნე სკოლაში, მაგრამ წიგნები არ აქვთ. გიორგი და ვასილი ინვალიდობის პენსიას იღებენ 70 ლარს და ესეც სულ ამათ მკურნალობას უნდა, წამლის გარეშე ხომ ვერ დავტოვებ? ამ გაჭირვებას ისიც დაემატა, რომ გავიგე მეექვსე ბავშვს ველოდები. ასეთ პირობებში კიდევ ერთი ბავშვი... არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ახლაც ორი კილო ფქვილი მაქვს რომ ბავშვებს პური გამოვუცხო, ისიც ნისიად გამოვართვი. მუხლებში ჩავუვარდი გამყიდველს. კარტოფილსაც ძლივს ვყიდულობ, რომ ბავშვებს ვაჭამო. საკმარისი საწოლებიც არ გვაქვს და ბავშვებს იატაკზე სძინავთ,“- გვითხრა მარიამ იოსებაშვილმა. http://www.ick.ge/ka/photogalleries/3022-2010-10-04-06-32-20.html პ.ს. და კიდე ერთი ინფო , ნაჩუქარი ტელეფონიოს გამო 70 წლის მოხუცს დახმარება შეუწყვიტეს..
  2. გიორგი68 როცა შეეშინდებათ გვიანი იქნება...
  3. Nukriko მIშას პარტიის შექმნის დროს დიდი ფული ქონდა რევოლუციის დროსაც... ასე რო არათანაბარზომიერი შედარებებია...
  4. Saturn შენ ისა თქვი საერთოდ დასანგრევი თ გახდა მრავალათეულმილიონიანი შენობა
  5. dire მიზეზი რაში გადარდებს? რრეალობა ხო იცი რაცაა? lasha1997 არა გაუთავდათ...
  6. lasha_alo სიდუხჭირე, უპერსპექტივობა, უიმედობა შედეგიც სახეზეა...
  7. babuagiorgi +1 ბინძური თაობაა დღეს მოსული...(ასაკს არ ვგულისხმობ პ.ს. სხვათაშორის არც ალასანიას არ უთქვია არაფერი, თუმცა ჯერ ყველაფერი წინა აქვს
  8. dire მეტი რა უნდა გამოიყენონ? პრეზიდენტი ოფიციალური მასხარა გვყავს...
  9. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე არსებული ხელმოწერების დარეგისტრირებაზე უარი თქვა . აღნიშნული საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა. უარის საფუძვლად პარლამენტში ხელმოწერების პროცედურის და კანონდარღვევით შეტანა დასახელდა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/147474-parlamentis-saproceduro-sakithkhtha-komitetma-rva-opozciuri-partiis-iniciativa-ar-daaregistrira.html პ.ს. აი რატო ძაბავენ შეგნებულად , არ მესმის რა...დენთის კასრზე ზიხართ გაიგეთ!!!
  10. ძუკუ მაშინ იდეის გულისთვის სიკვდილი ჯერ კიდევ საამაყოდ ითვლებოდა ესეც გაითვალისწინე...
  11. Siknadmo +1 იმენა ზარზეიმით ამოყავთ...და მაგრად ყოჩაღად არიან მაღაროელები http://www.bbc.co.uk/russian/international/2010/10/101012_chile_rescue_started.shtml ბბც პირდაპირ რეპორტაჟს აჩვენებს...უკვე 10მდე ამოიყვანეს...
  12. დღეს ლატვია-საქართველოა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს... უცხოეთიდან იპტვ.გე -დან უყურეთ ვისაც გინდათ, ან ტვალი.გედან
  13. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, საქართველოდან გაგზავნილი საქმეების განხილვა, გასულ წლებთან შედარებით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პრესა.გე კონკრეტული საქმეების ირგვლივ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს ესაუბრა. რამ განაპირობა სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების სწრაფი ტემპით განხილვა? მამუკა ნოზაძე: როდესაც საქმე ავადმყოფ პატიმრებს შეეხება, ევროსასამართლოში იციან, რომ პატიმრები არაადამიანურ, ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან, რის გამოც ევროპული სასამართლო დაუყოვნებლივ იღებს ზომებს, საქმის განხილვას და დროებითი ღონისძიების გამოყენებას იწყებს, იმ მიზნით, რომ მომჩივანის სიცოცხლე გადაარჩინოს. ამჯერად არაერთ ასეთ საქმეზე მიმოწერის პროცედურა დასრულებულია და ადეკვატური გადაწყვეტილების გამოტანას ველოდებით. სხვათა შორის, პოღოსიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია – ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა და პირდაპირ აღნიშნა, რომ აქაურ საპყრობილეებში დაავადებების გავრცელების კერა არსებობს (განსაკუთრებით ცე ჰეპატიტის) და ამიტომ, სახელმწიფოს მოუწოდა, რომ შეიქმნას სპეციალიზირებული კლინიკა, სადაც პოღოსიანის მსგავს დაავადებულ პატიმრებს გადაიყვანენ და უმკურნალებენ. პოღოსიანს თქვენ იცავდით? – არა, პოღოსიანს მე არ ვიცავდი; ზოგადად, ესაა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი პრეცენდენტული გადაწყვეტილება. შეგიძლიათ სხვა კონკრეტული საქმეების დასახელება, რომელიც სტრასბურგმა დაჩქარებული წესით განიხილა? – მაგალითად, 2010 წლის ივლისში, მ. კოჭლამაზაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მივმართე, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთვის ქმედების განხორციელება დაევალებინათ. კოჭლამაზაშვილი მძიმე სენითაა დაავადებული და მოვითხოვდი მის გადაყვანას სპეციალიზირებულ კლინიკაში. სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი მითხრა, რის გამოც იძულებული გავხდი ევროსასამართლოსთვის მიმემართა – საჩივარი 2010 წლის 22 ივლისს გავგზავნე. რა თქმა უნდა პარალელურად, ეს საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კერძო საჩივრით გავასაჩივრე, რომელსაც დღემდე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, მაშინ, როცა 22 ივლისს გაგზავნილ საჩივარზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება, დროებითი ღონისძიების შესახებ 29 ივლისს გამოიტანა – ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39–ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას დროებითი ღონისძიების განხორციელება დააკისრა და მ. კოჭლამაზაშვილის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა დაავალა. გადაიყვანეს პატიმარი, სპეციალიზირებულ კლინიკაში? – არა, ჯერ არ გადაუყვანიათ, მაგრამ ის დავის საგანი, რაც საქართველოს სასამართლოში მქონდა, ევროპულმა სასამართლომ 5 დღეში გადაწყვიტა. რა სანქციები შეიძლება დაეკისროს საქართველოს მთავრობას, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო? – ეს შემდგომ ფინანსური სანქციების სახით აისახება ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაში, რადგან შეგახსენებთ, რომ ევროპული სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. მ. კოჭლამაზაშვილი ისევ იმყოფება ქსნის ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპულმა სასამართლომ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე დაიწყო საქმის არსებითი განხილვა და საქართველოს მთავრობას დაუსვა კითხვები ევროპული კონვენციის მეორე (მარტივად, რომ ვთქვათ, ადამიანის სიკვდილის პირამდე მიყვანა) და მესამე მუხლის (არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა) მიხედვით. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას სულ 4 კითხვა დაუსვა და მათზე პასუხების მისაღებად ვადა 2010 წლის დეკემბრამდე მისცა. ევროპულ სასამართლოს აინტერესებს რატომ მივიდა ეს ადამიანი მძიმე მდგომარეობამდე; რატომ არ უზრუნველყო სახელმწიფომ მისი ადეკვატური მკურნალობა და რა ღონისძიებები გაატარა, რომ არ დაავადებულიყო.... დაახლოებით რა თანხა შეიძლება დაეკისროს საქართველოს სახელმწიფოს? – ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. ეს პიროვნება ციხეში დაავადდა; არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფება, რის საკომპენსაციოდ სამ მილიონ ევროს ვითხოვთ. ევროპულ სასამართლოს უკვე შევატყობინეთ, რომ გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების შესახებ, საქართველოს მთავრობა არ ასრულებს. როდესაც მიმოწერის პროცედურა დასრულდება, ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილ საბოლოო გადაწყვეტილებაში აისახება. სანქციების აღსრულებაზე ზედამხედველია ევროპის მინისტრთა საბჭო, რომელსაც აქვს ბერკეტები, აღარსულოს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება. ანალოგიური სიტუაციაა ჩიტეიშვილთან მიმართებაში. თვითონ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ შესაგებელში დოკუმენტი წარმოადგინა, რომ ეს პიროვნება ნამდვილად ცე ჰეპატიტითაა დაავადებული, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არ დაგვიკმაყოფილა, რის გამოც იძულებული გავხდით ევროპული სასამართლოსთვის მიგვემართა. ეს საჩივარიც 2010 წლის 22 ივლისს გავგზავნე და უკვე დაიწყო საქმის განხილვა, ევროპული კონვენციის მესამე მუხლის (არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა) მიხედვით. რა სტადიაშია ჩიტეიშვილის საქმე? – სახელმწიფოს 10 დეკემბრამდე აქვს ვადა მიცემული, რომ წარმოადგინოს ევროპული სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე თავისი პოზიცია. სხვა მხრივ, საქართველოში არანაირი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პიროვნებას 100–ლარიანი ბაჟი გადაახდევინეს, იმისთვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მისი საჩივარი განეხილა. ჩიტეიშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციში გაასაჩივრა, მაგრამ იმისთვის, რომ სააპელაციოში მისი საქმის განხილვა დაიწყოს, სთხოვენ ბაჟის გადახდას და მას ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან შესაძლებლობა არ აქვს. სასამართლო მის მიმართ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რაც გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით – სასამართლო ყოვლად დაუშვებლად სთხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდას, მაშინ, როცა იგი არის პატიმარი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. საქართველოს სასამართლოს ქმედებით, ჩიტეიშვილის მიმართ ირღვევა ევროკონვენციის მეექვსე მუხლი. ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი მაქვს როსტომაშვილის და ბადუაშვილის საქმეები, რომლებიც პრეცენდენტულია. მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ საქმეში არ არსებობს, არც ერთი სახის მტკიცებულება, არც ერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ პიროვნებებმა ჩაიდინეს რაიმე ინკრიმინირებული ქმედება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უდანაშაულო პირები დამნაშავედ სცნო და არც კი იზრუნა იმაზე, რომ განაჩენი დაესაბუთებინა. ამით დაირღვა ევროკონვენციის მეექვსე მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება. საბოლოო გადაწყვეტილება მალე გამოქვეყნდება და საქართველოს მთავრობას მოუწევს პასუხისგება, მითითებული პირების მიმართ ჩადენილ უკანონობაზე. რა ედებათ ბრალად? – განზრახ მკვლელობა. მ. ბადუაშვილს მისჯილი აქვს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პ. როსტომაშვილს 15 წლით თვაისუფლების აღკვეთა. ესაა ორი სხდასხვა საქმე; ერთი გორშია მომხდარი, სამი პიროვნება ერთიდაიგივე მკვლელობისთვისაა დასჯილი და განაჩენში მითითებული არ არის ვინ, რა დროს, როგორ შეასრულა და ასე შემდეგ. მოწმეები არსებობენ, რომლებიც მსჯავრდებულის უდანაშაულობას ადასტურებენ. ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას – რა უფლებით არ გაიზიარეთ, როდესაც ჰქონდათ ალიბი, რომელიც მათ უდანაშაულობას ადასტურებდაო. რას სთხოვთ ევროსასამართლოს? – მორალურ კომპენსაციას და იმის დადგენას, რომ როსტომაშვილსა და ბადუაშვილთან მიმართებაში დაირღვა ევროკონვენციის მეექვსე, მესამე და მერვე მუხლები (მე–8–ე მუხლი – პირადი და ოჯახური უფლების შეზღუდვა). როსტომაშვილზე ვითხოვთ კომპენსაციას, 5 მილიონი ევროს სახით, ხოლო ბადუაშვილზე 3 მილიონს. როდისთვის ელოდებით ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებას? – საქმე უკვე დასრულებულია და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას უკვე ყოველ დღე ველოდებით. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო უკვე მივიდა იმ დონემდე, რომ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება ახლადგამოვლენილ გარემოებად და ეროვნულ ინსტანციებში საქმის ხელახალი განხილვა დაიწყება. მართალია ეს ნორმა 2012 წლიდან ამოქმედდება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1339
  14. საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტს ტელეკომპანია "თრიალეთის" დირექტორის ნანეტაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, 2004 წლიდან არც ერთი კანონდარღვევის ფაქტი არ რჩება რეაგირების გარეშე და არა აქვს მნიშვნელობა ამ კანონდარღვევას ჩვეულებრივი მოქალაქე ჩაიდენს, თუ თუნდაც მათი გუნდის წევრი. მინაშვილის მტკიცებით, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა დაისჯება. სწორედ ასეთი მიდგომების შედეგად აფასებს მინაშვილი იმ გარემოებას, რომ დღეს საქართველოში მანქანის გარეთ დატოვება აღარავის უჭირს. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებას ჟურნალისტების ცემის პრაქტიკის გაგრძელება უსაყვედურა და მათ შეახსენა, რომ არც ჟურნალისტების ცემის და, ზოგადად, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი კანონდარღვევები არასოდეს არ გამოძიებულა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/147321-saparlamento-opoziciis-protests-akaki-minashvili-gamoekhmaura.html ერთი სიტყვით, ნაგლი მატყუარა...
  15. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, კონტროლის პალატისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია განათლების ყოფილი მინისტრის, გია ნოდიას მოადგილე ალექსანდრე ჩიკვაიძე . პროკურატურის ინფორმაციით, ჩიკვაიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას თავისი ნაცნობის, ცირა ჯავახიშვილის შუამავლობით, შპს "ვლაზის" დირექტორს, ზურაბ ციმაკურიძეს ქრთამის სახით გამოართვა 40 ათასი ლარი, რის სანაცვლოდაც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, დასახელებულ კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება ზუგდიდის რაიონის სოფ. შამგონის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ, რომელიც 900 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს ითვალისწინებდა. უფრო მეტიც, მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და შპს "ვლაზს" წინასწარ გადაურიცხა 700 ათასი ლარი. თავის მხრივ, ალექსანდრე ჩიკვაიძის მფარველობით დაიმედებულმა ზურაბ ციმაკურიძემ 700 ათასი ლარიდან დანაშაულებრივად მიითვისა 500 ათასი ლარი და სკოლის რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 200 ათასი ლარი გახარჯა. ზურაბ ციმაკურიძე და ცირა ჯავახიშვილი დაკავებული არიან. http://new.interpressnews.ge/ge/samartali/147332-samarthaldamcavebma-ganathlebis-ministris-yofili-moadgile-daakaves.html
  16. analgin სხვა პარტიის ლიდერებზე გავლენა მაგალითად
  17. გიორგი68 და მაგ გზას ესტაკადა რად უნდოდა? არანაირად... ესტაკადაა პრობლემა.... და რო დამთავრდება უფრო პრობლემური გახდება.. lasha1997 აეროპორტს აშენებენ... თუ არემონტებენ...
×
×
  • შექმენი...