-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
lasha1997 ვიდეოს ლინკი ხო დავდე? იმედია მერე უტუბზეც იქნება...
-
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=21-10-2010%2015:02 14:54 21-10-2010 ლილოს პოლიციის განყოფილებასთან "ეროვნული ფორუმის" ლიდერები და ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები არიან შეკრებილი . ისინი ითხოვენ ლილოს ბაზრობის შესასვლელთან დღეს მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის გათავისუფლებას. პოლიციის შენობაში იმყოფებიან "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა, ასევე, გუბაზ სანიკიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ვიდრე არ დაადგენენ ჩაკვეტაძის ადგილსამყოფელს და არ მოხდება მისი გათავისუფლება, წასვლას არ აპირებენ. პოლიციის განყოფილებაში ამბობენ, რომ "ეროვნული ფორუმის" წევრი პოლიციის ლილოს განყოფილებაში არ იმყოფება, თუმცა ლიდერები მაინც პოლიციის შენობასთან იმყოფებიან და უახლესი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან. "ეროვნული ფორუმის" წევრი ზაზა ჩაკვეტაძე ლილოს ბაზრობის შესასვლელთან მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. ინციდენტი მოხდა ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს, დაცვის თანამშრომლებსა და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებს
-
DonCaredo სასჯელი მარტო სიკვდილი არაა!
-
babuagiorgi კარგი წამოწყებაა ნამდვილად!
-
asesino_141 +1 დროა სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ... ყველა გაგებით!! ეს სენიც მოვიხადოთ და...
-
Ostap ნუ კუბლაშვილმა ბიუჯეტი იზრდებაო..ალასანიამ ციფრები დაუდო, არა მცირდებაო მძIმე წლები გვქონდაო, ედიკას მემკვიდრეობაო, ალასანიამ სად წაიღეთ 4,5 მილიარდიო, და 6 წლის მერე კიდე ედიკას ახსენებთო კუბლაშვილმა სოციალური ხარჯები მცირდებაო, ალასანიამ სამაგიეროდ პრეზიდენტის ფონდი იზრდებაო... ეგ იყო რა... კუბლაშვილი მაგარი უნამუსო ვიღაცაა...
-
mtidan ეგრე გამოდის ... მარა იმ მასპინძელსაც რა ვუთხარი, სტუმრის გამო პოლიციას რო გამოიძახებს..
-
Nukriko ადამიანი-მასა ყველგანაა უბრალოდ, უფრო განათლებულ ქვეყნებში ნაკლებად ეხლა ხვდები ამას?: http://planeta.ge/index.php?showtopic=44800
-
http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs379.ash2/65726_153013168074486_100000974117309_238206_2384891_n.jpg
-
მედიის თავისუფლება გაუარესდა საქართველოში
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Grig მასე რო ფიქრობს ბევრი საქართველოშI იმიტომაა ეგ პრობლემა -
სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მცხოვრები ვაჟა ბაღაშვილი შსს-ს თანამშრომელს ნოდარ აბულაშვილს 19 წლის შვილის, ზვიად ბაღაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აბულაშვილი დასჯის ნაცვლად დააწინაურეს. სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამჟამად შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს. ზვიად ბაღაშვილი წნორში 1999 წლის 11 დეკემბერს მოკლეს. ის მეგობართან ერთად, ამავე სოფელში მცხოვრებ ნანა თანდილაშვილს სტუმრობდა. ვაჟა ბაღაშვილის თქმით, ნანას ოჯახი სტუმრებს არაკეთილგანწყობით შეხვდა. ბებიამ პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორს ნოდარ აბულაშვილს დაურეჯა, რომელიც მეზობლების თქმით, თანდილაშვილებთან ხშირად მიდიოდა. პოლიციელი თანდილაშვილებთან, ამ შემთხვევეშიც შეტყობინების მიღებისთანავე მივიდა. თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, ადგილზე პოლიციელების მისვლისას, ბაღაშვილის მანქანა თანდილაშვილების სახლიდან უკვე გარეთ გამოდიოდა. „ნოდარ აბულაშვილმა ზვიადს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ აბულაშვილმა ბაღაშვილს ესროლა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა“,- იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი. მომხდართან დაკავშირებით სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. ნოდარ აბულაშვილი მკვლელობის დღესვე დაიკითხა. ჩვენებაში აბულაშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც ბაღაშვილის მანქანას მიუახლოვდა, ზვიადმა მის დანახვაზე გაქცევა სცადა. „მაშინ მე ავტომანქანიდან გასაღების გამოძრობას შევეცადე, რა დროსაც ბაღაშვილმა მინა ასწია და მანქანა დაძრა. იარაღი ამიტომაც ამოვიღე. ჯერ ჰაერში გავაკეთე გამაფრთხილებელი გასროლა, შემდეგ საბურავებს ვესროლე, ბოლოს კი ფანჯრის მინას მივადე. იარაღი შემთხვევით გამივარდა“, - აღნიშნავს ნოდარ აბულაშვილი გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად კახეთის საოლქო პროკურატურას გადაეცა, რომელმაც დანაშაული განზრახ მკვლელობის მუხლით დააკვალიფიცირა. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბაღაშვილის ავტომობილის მინების ასაწევ-დასაწევი მექანიზმი ოთხივე კარზე მოშლილი იყო და შესაბამისად მინების აწევა შეუძლებელი იქნებოდა, აბულაშვილმა ჩვენება შეცვალა. „ბაღაშვილის შეჩერება მსურდა და მანქანის კარს ამ მიზნით ჩამოვეკიდე. მანქანამ რამდენიმე მეტრზე მათრია და იარაღი მოულოდნელად ამ დროს გამივარდა“- განაცხადა მან. ექსპერტიზამ მისი ამ ჩვენების ნამდვილობაც გააბათილა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მსგავს ვითარებაში უნებლიე გასროლა შეუძლებელი იყო. 2000 წლის 7 აპრილს პროკურატურამ ნოდარ აბულაშვილს ბრალი მკვლელობაში დასდო და ის დააკავეს. მეორე დღეს, თელავის სასამართლოს მოსამართლემ გოდერძი გოდერძიშვილმა განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, აბულაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ და დააკმაყოფილა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დაპატიმრების ბრძანება საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით იყო მიღებული, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლომ გააუქმა. მოსამართლე გაბისონიამ ნოდარ აბულაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. იურისტების ინფორმაციით, პროკურატურას უფლებაც ჰქონდა და საშუალებაც, აბულაშვილი ხელმეორედ დაეპატიმრებინა და ბრალი დაედო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ბაღაშვილის მკვლელობის საქმის გამომძიებელი ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ ის აბულაშვილის ქმედებაში განზრახ მკვლელობის ნიშნებს ვერ ხედავდა. პროკურატურამ აბულაშვილს მხოლოდ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა. ბაღაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურამ დადგენილება რამდენჯერმე გამოიტანა, რაც გარდაცვლილის მამის საჩივრების საფუძველზე გაუქმდა. „ყველა მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ჩემი შვილის განზრახ მკვლელობაში ნოდარ აბულაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა, გამომძიებლებმა შეცვალეს და დაამახინჯეს. პროკურატურამ ყველა ინსტანციის სასამართლოს მითითების იგნორირება მოახდინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში აბულაშვილები გვატერორებდნენ, არ გვეჩივლა, რასაც ვერ მიაღწიეს. სამაგიეროდ, არ ვიცი როგორ, მაგრამ ნოდარ აბულაშვილმა სიღნაღის პოლიციაში მუშაობა განაგრძო, ცოტა ხნის წინ კი ის დააწინაურეს და სამუშაოდ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გადაიყვანეს. მას თავისი ძმა, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ აბულაშვილი მფარველობს, რომელიც ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირია და ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობს სიღნაღის რაიონში“,- ამბობს ვაჟა ბაღაშვილი. ზვიად ბაღაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არც კახეთის საოლქო პროკურატურაში და არც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარზე უარი თქვეს ნოდარ და ნუგზარ აბულაშვილებმაც. გარდაცვლილის მშობლები მკვლელის დასჯას ითხოვენ. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული. http://ick.ge/ka/articles/3234-19-.html