Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უსაფრთხოების, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა აქტიური დინამიკით იყო გამორჩეული - გაიცვალა არაერთი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტი, ასევე გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ავსტრია, ბელგია, ირლანდია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ჩეხეთი, უკრაინა, რაც, მინისტრის შეფასებით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრის თქმით, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, აქტიურად იქნა გამოყენებული მრავალმხრივი ფორუმებიც, რომლის ფარგლებშიც შედგა საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები არაერთ ევროპელ კოლეგასთან. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფედერალური კანცლერის მიერ საქართველოს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე გამოხატული დახმარების მზაობა, რაც დარჩიაშვილის თქმით, გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი გზავნილი იყო. ასევე აღინიშნა ბუნდესთაგის 28 აპრილის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერას ადასტურებს. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 2022 წლის პერიოდში ასევე გრძელდებოდა აქტიური ურთიერთობების დინამიკა საფრანგეთთან. აღინიშნა კონტინენტური ევროპის საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან და სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის სპეციალურ წარმომადგენელთან საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაჟღერდა მკაფიო გზავნილები საფრანგეთის მხრიდან საქართველოს უპირობო მხარდაჭერის თაობაზე, ამასთან ხაზი გაესვა მადრიდში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის მნიშვნელობას. ევროპის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, თბილისში გამართული სამმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდის მნიშვნელობა გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსისა და საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით. ასევე ყურადღება გამახვილდა გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის და საფრანგეთთან “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” გააქტიურების მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა საქართველო-იტალიის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობაც, რომლის გადაწყვეტილებაც იტალიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს იქნა მიღებული. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა გააქტიურებული ურთიერთობები ავსტრიულ მხარესთან. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. საქართველო- ირლანდიის ურთიერთობებზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ირლანდიასთან მზარდი თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის კიდევ ერთი დადასტურება იყო ქვეყნის სენატის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ 2022 წელს გააქტიურდა თანამშრომლობა ნორდიკული რეგიონის ქვეყნებთანაც. ამ კონტექსტში აღინიშნა თბილისში დანიისა და ნორვეგიის საელჩოების გახსნის მნიშვნელობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ასევე გაამახვილა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, ვიშეგრადისა და და ბალტიის ქვეყნებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებაზე. აღინიშნა მიმდინარე წელს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პოლონეთში, უკრაინის დონორთა კონფერენციაში მონაწილეობის ფარგლებში. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდა დიალოგი და მაღალი დონის კონტაქტები ჩეხეთთან, რომელიც წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ კუთხით ხაზი გაესვა 2022 წელს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში. მინისტრის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შავი ზღვის რეგიონმა არა მხოლოდ მისი უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუმინეთთან ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ბუქარესტში, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და რუმინეთს შორის გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის დამფუძნებელი დეკლარაცია. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესისა და საერთო გამოწვევების გათვალისწინებით, 2022 წელს გააქტიურდა თანამშრომლობა ბალკანეთის ქვეყნებთანაც, მათ შორის მინისტრის მოადგილეების ვიზიტების გააქტიურების და ამ ქვეყნებთან რეგულარული დიალოგის წარმართვის თვალსაზრისით.
  2. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა 2023 წლის გაზაფხულამდე მთელ უკრაინულ ბრიგადას - 5 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებს. „ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, მუდმივად ვიმუშაოთ ძლიერი უკრაინული არმიის შექმნაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა მან. ამასთან, გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც დაახლოებით 15 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების მიზნით ერთობლივი მისიის შექმნას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების ორი ძირითადი ადგილიდან ერთ-ერთი გერმანია გახდება.
  3. უკრაინას შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი ჩავიდა. პრეზიდენტი ამის თაობაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. კასისის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე შთაბეჭდილების შექმნაა. „კვლავ უკრაინაში – ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი შთაბეჭდილების შექმნაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, – წერს კასისი და კიევის სადგურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
  4. ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა. „ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო აღჭურვილობით. მთავრობის სხდომაზე მე ვაგრძელებ წინადადებების გატანას სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ, რომელიც შეგვიძლია, გავცეთ. ორი კვირის წინ – თითქმის 400 მილიონი კრონის, დღეს კი – 22 მილიონი კრონის ღირებულების“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი „ტვიტერში“.
  5. ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგ გოგონა დაიღუპა. ინფორმაციას არდებილის მასწავლებელთა კავშირი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს და სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადა. ირანის ხელისუფლება ინფორმაციას უარყოფს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი, სკოლის მოსწავლეს გულის პრობლემა ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება არდებილის შაჰედის საშუალო სკოლაში გოგონებს უკანონოდ აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ პროსამთავრობო ღონისძიებაში. ღონისძიების დასაწყისში, რამდენიმე სტუდენტმა მთავრობის წინააღმდეგ სკანდირება დაიწყო, რის შემდეგაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაცვის თანამშრომლებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და ბევრი მათგანი სცემეს. მოგვიანებით, როგორც კი სტუდენტები თავიანთ კლასებში დაბრუნდნენ, ისინი სკოლაში შევარდნენ და რამდენიმე სტუდენტი კვლავ სცემეს. შვიდი მოსწავლე დაშავდა, 10 კი დააკავეს. ასრა ფანაჰის გარდაცვალებამ არდებილის მცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია.
  6. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს დარტყმას მის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, შესაძლოა, რუსული სარდლობა ვარაუდობს, რომ კაშხლის ჯებირის დანგრევის შედეგებით გადაფარავს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევას და აღკვეთს ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას. ISW ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, გენერალ სუროვიკინის და მოსკოვის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ვლადიმირ სალდოს განცხადებებზე, რომ უკრაინის არმია აპირებს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმას. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, მსგავსი განცხადებები შესაძლოა, მიზნად ისახავდეს საინფორმაციო დაცვის უზრუნველყოფას, რათა თავად რუსი სამხედროების მიერ კაშხლის ჯებირის დანგრევით გამოწვეული ზიანით გადაფარონ რუსული ჯარების უკან დახევა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, კრემლი შეეცდება პროვოკაცია გამოიყენოს არა მხოლოდ რუსული ჯარების მორიგი სამარცხვინო უკან დახევის გადასაფარად, არამედ იმის კიდევ ერთ ყალბ მტკიცებულებად, რომ უკრაინა ტერორისტი სახელმწიფოა. უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს უთხრა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან "სამთავრობო სტრუქტურებიც" და შვიდი დღით იკრძალება ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირების შესვლა. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება. 18 ოქტომბერს, უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას დაძაბული უწოდა და არ გამორიცხა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება. ხერსონის ოლქში გამოცხადებულ ევაკუაციას "პრიმიტიული ტაქტიკა" და "პროპაგანდისტული მოჩვენებითობა" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. მისივე შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს ხერსონელები დააშინოს "ფეიკებით" ქალაქზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ. ერმაკის განცხადებით, უკრაინის არმია საკუთარ ქალაქებს თავს არ ესხმის. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ოქტომბერში, უკრაინის არმიამ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა ხერსონის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტი.
  7. სააგენტო Reuters-ის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირი "კონფლიქტის მხარე" გახდა, რადგან უკრაინას იარაღს აწვდის და სახელმწიფოები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, „ტერორიზმის სპონსორები“ არიან. 20 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაიმეორა მოსკოვის აგრესიული კრიტიკა დასავლეთისადმი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის თანამედროვე იარაღის მიწოდების გამო, რათა დაეხმაროს კიევს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან. რუსეთმა სრულმასშტაბიან ომი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ წელს, 24 თებერვალს. დაიწყო. აშშ და ევროპის კავშირის წევრები, ასევე დიდი ბრიტანეთი, მხარში უდგანან კიევს, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევენ მას.
  8. 21 ოქტომბრის 00:00 საათიდან იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარულ პაციენტებს აღარ მიიღებს. კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ამის მიზეზია სარემონტო სამუშაოები და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. "ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს - სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას. მანამდე პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული. სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი", - უთხრა "რუსთავი 2-ს" იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.
  9. დღეიდან, 20 ოქტომბრიდან უკრაინის მოქალაქეები ელექტროენერგიას შეზღუდვით იღებენ. გრაფიკი 07:00-დან 22:00 საათამდე მოქმედებს. კომპანია „უკრენერგო“-ს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებს და რაიონებს ენერგომომარაგება რიგრიგობით შეუწყდებათ მაქსიმუმ 4 საათით. კომპანია ამ ზომას იძულებითს უწოდებს და აცხადებს, რომ 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოსისტემაზე განახორციელეს იმაზე მეტი თავდასხმა, ვიდრე ომის დაწყებიდან 8 თვის განმავლობაში. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ერთ კვირაში გაანადგურა უკრაინის ელექტროსადგურების 30%. 19 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით იერიში მიიტანეს კიდევ, სულ მცირე 3 ენერგოობიექტზე. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ქმედებას უწოდებს ტერორისტული აქტების ერთ-ერთ სახეობას. 19 ოქტომბერს, ეს ტერმინი გამოიყენა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმაც. მან ევროპარლამენტში გამოსვლისას ომის დანაშაული უწოდა უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის თავდასხმებს და განაცხადა, რომ ზამთრის წინ ადამიანების დატოვება ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის გარეშე, ტერორის აქტებია.
  10. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ დეზინფორმაცია უწოდა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებებს, რომ რუსეთი ირანისგან იღებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. გაეროს უშიშროების საბჭოში 19 ოქტომბერს გამართული დახურული სხდომის შემდეგ, პოლიანსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანია გამოგონილი საბაბით ზეწოლა მოახდინონ რუსეთსა და ირანზე და ყურადღება გადაიტანონ უკრაინის კონფლიქტში თავად მათი ჩართულობიდან. პოლიანსკის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიუღია არანაირი მტკიცებულება, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა. რუსი დიპლომატი ირწმუნება, რომ მისი ქვეყანა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების დრონებს იყენებს. რაც შეეხება გაეროსადმი უკრაინის მიმართვას, რომ ორგანიზაციის ექსპერტებმა გამოიძიონ რუსეთის მიერ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, პოლიანსკის თქმით, თუ გაეროს სამდივნო და გენერალური მდივანი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რუსეთი მათთან ურთიერთობებს გადააფასებს. „ეს არავის ინტერესებს არ პასუხობს, ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ სხვა არჩევანი არ იქნება“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. მან გამოძიებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იმით ახსნა, რომ გაეროს სამდივნოს შესაბამისი მანდატი არ გააჩნია. უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ. ბოლო დღეებში, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით არაერთი შეტევა განახორციელეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. 17 ოქტომბერს, ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად, კიევის ცენტრში დაინგრა საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. 18 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა წინადადებით, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო.
  11. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში წინა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით (როცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა), მონაცემები 511 პროცენტით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, გასულ წელს კი - 36 407. მონაცემები გაზრდილია პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს აზერბაიჯანიდან ჰყავდა, მეორე ადგილზე იყო რუსეთი, 163 316 ადამიანით. რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში გაიზარდა გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" გავლით რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა. ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრმაც, თუმცა თქვა, რომ ამაში საფრთხეს ვერ ხედავდა.
  12. ქუთაისში ორი კაცი დააკავეს სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. ერთს პოლიცია სექსუალური ქმედების ჩადენას, მეორეს კი, ბავშვის იძულებას ედავება. სასამართლოს მათ საქმეზე ჯერ არ უმსჯელია. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, კაცმა, რომელიც ახლა დაკავებულია, მეექვსეკლასელი გოგო მანქანაში მოტყუებით ჩაისვა და სკოლიდან სახლში წაყვანა შესთავაზა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კაცმა სახლისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია. მეორე კაცი ქუთაისის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. კაცი სკოლის მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიციამ ადგილზე დააკავა. "ეჭვი გაუჩნდათ მამაკაცის საუბრის მანერის გამო. მანდატურმა ბავშვებს გამოჰკითხა, რაზე ესაუბრებოდა მათ უცნობი კაცი - მათ თქვეს, რომ 10 ლარის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. მანდატური კაცთან მივიდა, ის კი გაიქცა. მას დაედევნნენ და პოლიციამ დააკავა", - ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. უცხო კაცების მხრიდან ბავშვებთან საეჭვო კომუნიკაციაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მშობლები ამბობდნენ, რომ მასწავლებლებმა გააფრთხილეს გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვები უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ორი კაცის შემთხვევაში გამოძიებას სხვადასხვა მუხლით ატარებს: "სისხლის სამართლის კოდექსის" 138-ე მუხლით პასუხისმგებლობა სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დგება, ამავე კოდექსის 150-ე მუხლით კი არასრულწლოვანის იძულებისთვის.
  13. გერმანიის ქალაქ ვისმარის მახლობლად თითქმის მთლიანად დაიწვა სასტუმრო, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში მცხოვრებმა 14-მა უკრაინელმა და 3-მა თანამშრომელმა ტერიტორია დროულად დატოვეს. როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ხანძარი 19 ოქტომბერს, ღამით გაჩნდა შენობის ერთ-ერთი კედლის გარეთა მხარეს. პოლიციის მთავარი ვერსიით, შენობას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. ხანძრამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციელები სასტუმროში იმყოფებოდნენ, რადგან ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა შენობის ფასადზე სვასტიკა დახატეს. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი უკრაინელი ლტოლვილები სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.
  14. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. მან 30 ხმიდან 28 მიიღო, ორი ბიულეტენი გაბათილდა. ამ თანამდებობაზე კანდიდატი მაქსიმუმ 6 თვით აირჩევა. სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე. ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო, მისი არჩევა სტუდენტების ნაწილმა გააპროტესტა, ისინი რექტორის არჩევის წესის შეცვლას მოითხოვენ. თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩიეს.
  15. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. “დღეს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების ამოქმედების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც შემუშავებული იყო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ. ეს ძალიან დიდი, რთული და გულმოდგინე სამუშაო იყო. მას შემდეგ რაც დღეს, ეს სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსეთის ფედერაციის ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება და ძალიან ბევრი კომპანია, საწარმო”, - აღნიშნა დანილოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი ადამიანის წინააღმდეგ სანქციები დროის გარკვეული მონაკვეთით იქნება გადავადებული. “არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამონაკლისია. ეს გარკვეული გადავადებაა”, - აღნიშნა მან ვინაობის დაკონკრეტების გარეშე.
  16. საქართველოს გენერალური პროკურატურა კადრებს ავრცელებს, სადაც ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში მაღალი ძაბვის დაზიანებულ ელექტროკაბელი და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ჩანს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, კადრებში ჩანს ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მოყოლილი მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი, რომელშიც უწყების ინფორმაციით, 380 ვოლტი დენი გაედინება. „22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა. „გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინ სერვის +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი”,- აცხადებენ პროკურატურაში. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა 9 პირს, რომელთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
  17. ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა. “მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი, რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო, არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ადრე ვაკეთებდით ამას”, - აღნიშნა განცმა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის დახმარება ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო საშუალებებითა და დამცავი აღჭურვილობით შემოიფარგლება. “დახმარებისა და დამცავი აღჭურვილობის გაფართოებული გადაცემის ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მოვითხოვეთ მონაცემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს დაგვეხმაროს საჰაერო და სხვა საფრთხის გამაფრთხილებელი სისტემის შექმნასა და შენარჩუნებაში, ისეთივესი, როგორიც ისრაელშია”, - აღნიშნა განცმა.
  18. საქართველოს პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე გაკეთდა. ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ცხრა პირს, რომელთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. საქართველოს პროკურატურა ვაკის პარკში მომხდარი უმძიმესი და ტრაგიკული ფაქტის გამო, სამძიმარს უცხადებს მარიტა მეფარიშვილის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. "გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი. პირველი: 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022 წლის 26 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ცენტრალურ შადრევანზე შესრულებული სამუშაოები. აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები. ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, ,,გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა. 22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა. „გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინ სერვის +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "გრინსერვისი+“-ის დირექტორს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), "გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით, მეორე ეპიზოდზე დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა N2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან და პროექტთან შესაბამისობაზე და ხარისხზე. 2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შეასრულა შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება შპს ,,მშენ-ექსპერტთან“ გააფორმა. ,,მშენ-ექსპერტი“-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. აღნიშნულის შემდეგ, "მშენ - ექსპერტი"-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა მოამზადეს დასკვნის პროექტი და 19 აგვისტოს გადაუგზავნეს ,,გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს. ეს უკანასკნელი იმავე დღეს, მივიდა შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს ოფისში და აღნიშნული კომპანიის ინსპექტორი და ტექნიკური მენეჯერი დაითანხმა, რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სანაცვლოდ კი დაპირდა, რომ მათ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებდნენ. 25 აგვისტოს, ,,მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში შეიტანეს ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოსდა შეისწავლეს და დაადგინეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დოკუმენტი ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა. აღნიშნულ ეპიზოდზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება "გრინსერვისი+“-ის დირექტორს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს - 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება) წარუდგინა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხული არიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური ტრასოლოგიური, სამშენებლო ტექნიკური, ტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები, რომლებმაც პასუხი უნდა გასცეს, შეესაბამებოდა თუ არა შედგენილი პროექტი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების ნორმებს. ამდენად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვის მიერაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება. გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც დამატებით გამოიკვეთება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დაუყოვნებლივ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას",- განაცხადეს პროკურატურაში. პროკურატურა ცხრავე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
  19. ევროპის პარლამენტმა სახაროვის პრემიის წლევანდელ გამარჯვებულად უკრაინელი ხალხი ცნო. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ 19 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას გამოაცხადა გამარჯვებული: „მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ 2022 წლის სახაროვის პრემია 'აზროვნების თავისუფლებისთვის' მიენიჭა მამაც უკრაინელ ხალხს, რომელსაც წარმოადგენენ პრეზიდენტი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება“. სახაროვის პრემია ევროპის კავშირის მთავარი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. ნომინანტთა სია 12 ოქტომბერს გამოაცხადა ევროპის პარლამენტმა. ისინი დეპუტატთა ფრაქციებმა და ჯგუფებმა წარადგინეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის მოქალაქეებმა ერთდროულად რამდენიმე ნომინაცია მიიღეს ოდნავ განსხვავებული ფორმულირებებით. დეპუტატები აღნიშნავდნენ უკრაინელთა სიმამაცეს რუსეთის აგრესიის წინაშე და ევროპული ღირებულებების მიმართ მათ ერთგულებას. სხვა ნომინანტთა შორის იყვნენ WikiLeaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი, კოლუმბიის ჭეშმარიტების დამდგენი კომისია, ბრაზილიელი აქტივისტი სონია გუაჟაჟარა და ტელეარხ Al Jazeera-ს ჟურნალისტი შირინ აბუ აკლე, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოკლეს. დაჯილდოების ცერემონია 14 დეკემბერს გაიმართება. შარშან პრემიის ლაურეატი გახდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც კოლონიაში იმყოფება. სტრასბურგში ჯილდო მის მაგივრად მის თანამებრძოლებსა და ქალიშვილს გადაეცათ.
  20. გიგი ხოჯევანიშვილი - საინტერესო ინტერვიუ და გამოცდილება გამოვიდა საერთაშორისო ტელევიზია Afghanistan INTERNATIONAL -ზე უკრაინაში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტელევიზიას სათავო ოფისი აქვს ლონდონში, ასევე ფილიალი ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და მაუწყებლობენ მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი სამიზნე აუდიტორია მაინც ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებია, ამიტომ ინტერვიუს ახლავს უცხოური თარგმანი, ხოლო ქართველი მაყურებლისთვის დავურთე ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანი სუბტიტრების სახით. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=625359859376057
  21. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა. პროკურატურაში ბრიფინგი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ბრიფინგი უწყებაში 20:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
  22. ვაკის პარკის 13 მილიონიანი პროექტის მილების შეკეთება ლილოს დასხლებაში ერთ-ერთ საამქროს შეუკვეთეს, რომლსაც მანამდე მხოლოდ მოაჯირების და ფანჯრის ჟალუზების დამზადების გამოცდილება ჰქონდა ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/tvpirveli/videos/509512564095933
  23. კიევის დროით 15:00 საათზე უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. ცნობა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობას განაგრძობს. საჰაერო მართვის ცენტრის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სისტემამ გაანადგურა მტრის 12 სამიზნე, მათ შორის ორი ფრთოსანი რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი. იუწყებიან, რომ დამატებით ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვამ. მანამდე კი უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სევერი“ იტყობინებოდა, რომ რუსეთის რაკეტებმა გადაიფრინეს სუმის ოლქში. კიევის ოლქის თავდაცვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას განცხადებით, კიევის ოლქში საჰაერო განგაში გრძელდება. აფეთქების ხმა სხვა მიზეზებითაც იყო გამოწვეული - უკრაინული გამოცემის „უნიანის“ ინფორმაციით, კიევის ოლქში მდებარე ვიშგოროდის რაიონში მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს, რომ იგეგმებოდა ფეთქებადსაშიში მასალის განადგურება. გარდა ამისა, ივანკივის რაიონს შეატყობინეს, რომ დასახლებულ პუნქტთან აფეთქებდნენ საბრძოლო მასალას. 18 ოქტომბერს კიევში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე აფეთქება მოხდა, მათ შორის სამი დარტყმა განხორციელდა ენერგოობიექტზე. აფეთქებები იყო კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიშიც, სადაც შეტევის გამო ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. 17 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სუმის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და ლვოვის ოლქებზე. მხოლოდ კიევში, საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების გარდა, რუსული ძალების სამიზნე იყო ენერგოობიექტები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "მაღალი სიზუსტის იარაღით" შეუტიეს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკის ობიექტებს და წინასწარ განსაზღვრული ყველა სამიზნე გაანადგურეს. რუს გენერალს არაფერი უთქვამს დარტყმაზე კიევის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლზე.
  24. ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაიილოვმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიდევ 56-მა კომპანიამ, რომელმაც რუსეთი დატოვა უკანასკნელ თეებში, „სურვილი გამოთქვა, ყაზახეთში დაიდოს ბინა“. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თქვა, რომ ქვეყნის უდიდესი ქალაქის, ალმა-ატის ხელისუფლებამ გადაბარგებული კომპანიები ყაზახეთის საფინანსო ცენტრში უნდა განათავსოს. „ეს საგრძნობლად დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. განიხილეთ ეს მთავრობასთან და კომპანიებთან ერთად“, - უთხრა ტოყაევმა ქალაქის ხელმძღვანელობას. თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბის აგრესიის დაწყების შემდეგ ათასზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა რუსეთში საქმიანობა, 320 კომპანიამ კი მთლიანად დატოვა რუსეთის ბაზარი. ყაზახეთი ასევე ძირითადი მიმართულება გახდა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან. ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ სამხედრო მობილიზაციას, რომელიც 21 სექტემბერს გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
  25. უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა. „ახლა თავშესაფარში ვარ. აქ, ყველამ ლეპტოპი ან ტელეფონი ამოიღო და თავის საქმეს შეუდგა ან აგრძელებს შეხვედრებს. სრული სიმშვიდეა [თავშესაფარში]“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო. თვითმხილველების განცხადებით, გააქტიურებულია საჰაერო თავდაცვის სისტემები. მედიის ცნობით, მასშტაბური საჰაერო განგაში უკვე საათნახევარია გრძელდება. ვრცელდება ცნობები, რომ კიევის გარდა, მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ იმყოფება სხვა ქალაქებიც. რუსულმა რაკეტებმა იერიში მიიტანეს ვინიცის რეგიონზეც. ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთის“ ცნობით კი, ჩერნიგოვის რეგიონის თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს.
×
×
  • შექმენი...