Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. მწერალი მარინა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის სევდიან ისტორიას ავრცელებს. „დღეს დილით მოგვიანებით გავიღვიძე, რადგან წუხელ მე და ჩემმა მოხუცმა ჩვეულზე გვიან დავიძინეთ. ის იყო საუზმეს ვამზადებდი, რომ ჩემს მობილურ ტელეფონში მესიჯის შემოსვლის ზუმერი მომესმა. უმალ ჩავრთე ტელეფონი და ჩემდა გასაკვირად უცხო ქალბატონი მთხოვდა მეგობრობას.უმალვე დავეთანხმე, რადგან მისი საცხოვრებელი ადგილი ტოსკანა ეწერა.თანამემამულე ემიგრანტს უარს როგორ ვეტყოდი მეგობრობაზე?! საუზმის მერე ვეღარ მოვიცალე ინტერნეტისთვის და სადილის მერე,კომპიუტერს მივუჯექი. ჩემი ახლადგაცნობილი ფეისბუქის მეგობარი საკმაოდ გრძელ წერილს. მწერდა… ვკითხულობდი თვალცრელიანი და თან მაკანკალებდა სიბრაზით… თუმცა ჯობია სრულად მოგაწოდოთ აღნიშნული წერილი,რომლის სააშკარაოზე გამოტანა თვით ავტორის სურვილია,მხოლოდ ერთი პირობით,რომ ის ანონიმად დარჩეს. „მაპატიეთ, ქალბატონო მარინა, რომ გაწუხებთ,მაგრამ ვინმეს რომ არ ვუთხრა, ჩემი ტკივილი,გული გამისკდება. აკი ამბობენ ამოთქმული სევდა მსუბუქდებაო. მე თქვენ მხოლოდ ორჯერ შეგხვდით ამ ხუთიოდე წლის წინ და არც გეხსომებით, რადგან ახლო ურთიერთობაც არ გვქონია. ახლახანს წავიკითხე თქვენი წიგნი „ქართველი ემიგრანტი ქალები იტალიაში“ და ისიც გავიგე,რომ მეორე ტომის დაწერას აპირებთ. ძალიან გთხოვთ, ესჩემი ნაამბობიც დაწერეთ(თქვენებურად შეალამაზეთ),იქნებ ჩემმა მაგალითმა ვინმე გამოაფხიზლოს და გდაარჩინოს. არ მოვყვები იმ მიზეზებს, რის გამოც გავხდი ემიგრანტი. ეს ხომ ყველასთვის ნათელია, როგორც უმეტესობა, მეც უკიდურესმა გაჭირვებამ გამაემიგრანტა.. მეც უამრავი ტანჯვა გამოვიარე.. ხელფასს ავიღებდი თუ არა, იმ დღესვე ვაგზავნიდი ჩემს ოჯახში, ჩემთვის მხოლოდ ტელეფონში ჩასარიცხ თანხას და ორიოდე გროშს ვიტოვდი.. ოჯახი ფეხზე დავაყენე. ჩემი დედისერთა ვაჟი დაცოლშვილდა. ბანკში ჩადებული ბინაც დავიხსენი და მეუღლის საფლავიც ისე გავაკეთე, როგორც ერთგულ მეუღლეს და მზრუნველ მამას ეკუთვნოდა. მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი,სულ მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო. მიკვირდა და ვეუბნებოდი, ჩემი და ჩემი შვილის არც გაჭირვებაა გასაყოფი და არც დალხენა, რად მინდა ჩემთვისმეთქი. თურმე მწარედ ვცდებოდი.. 12 წლის მერე გადავწყვიტე საბოლოოდ წამოვსულიყავი იტალიიდან და ჩემი შვილიშვილებისთვის გავხარჯულიყავი. საჩუქრებით გაიხარა ყველამ და ტკბილადაც შემხვდნენ,მაგრამ როცა ვთქვი, აღარ მივდივარ, საბოლოოდ ჩამოვედი მეთქი (ვაი,იმ თქმასა და მოსმენას!), პირველი ჩემი ვაჟის აჭარხლებული სახე მომხვდა თვალში. „აქ რა უნდა გააკეთო, რომ დარჩე?“ გული ისე მაგრად მიცემდა, მეგონა ყველას ესმოდა ჩემი გულის ფეთქვა. აღარ შემიძლია,შვილომეთქი.. „სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანე ტრ..ი და როცა მოსვალელი ხარ,ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“ ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო…აღარ მესმოდა დანარჩენი.. ალბათ იტყვით,ქალბატონო მარინა, რატომ არ ვუთხარი,რომ თუ აქამდე სხვას ვბანდი ტ…ს, სწორედ იმით იდგა ფეხზე?..რაღა აზრი აქვს,მითხარით, ასეთ უმადურ,დაუნახავ შვილთან საუბრის გაგრძელებას? იმავე საღამოს ჩავალაგე საჭირო ნივთები და მეორე დილით დავემშვიდობე ოჯახს. იცით,რა იყო ჩემი შვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები? „ აკი, აღარ შემიძლიაო? ტყუილები არ გიყვარდა და იტალიაში ისწავლე? წადი! ყველასთვის ასე აჯობებს. ეს სახლიც ისე პატარაა.. შენ ცალკე ოთახი გჭირდება.. აბა,ბავშვების ოთახში ხომ ვერ იქნები ან ჩვენთან. იქნებ იმდენი მოაგროვო,რომ გავფარდოვდეთ.. “ ცოტა სიტკბოს გარევაც უნდოდა,მაგრამ აღარ გამოუვიდა ჩემს შვილს,რადგან უკვე ამონთხეული შხამი სჭარბობდა. მინდა ჩემი მოხუცის სიტყვებით მივმართო,ჩემს თანამემამულე ემიგრანტ ქალბატონებს: რაც გინდათ დიდი იმედი გქონდეთ კარგი შვილისა,საკუთარ თავზე იფიქრეთ! არავინ იცის როგორ შემოგვიტრიალდება დათესილი სიკეთე..“ კომენტარი მკითხვლისთვის მომინდვია.მე კი რა გითხრათ,არ ვიცი, დავწერ თუ არა მეორე ტომს,მაგრამ ჩემი 800-ზე მეტი მეგობარი წაიკითხავს,ზოგიც გააზიარებს ამ წერილს და წიგნზე არანაკლებ გამავრცელებელი იქნება ეს გვერდი.” - წერს სოციალურ ქსელში მარინა ჭუმბურიძე წყარო tia.ge
  2. ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში, "კორონავირუსის" ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. „ჩვენ ბევრ რესპირაციულ ვირუსებს ვიცნობთ, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. „ომიკრონის“ შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს და არ ვიცით რას დაატრიალებს ეს ვირუსი საბოლოოდ. ის არის სწრაფად გადამდები, მაგრამ ამავე დროს მას შემცირებული აქვს მძიმე დაავადების მიმდინარეობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გრიპზე მეტი მსუბუქი „ომიკრონი“ არ გამხდარა. „ომიკრონის“ დროს გადაიტვირთება ჰოსპიტალური სექტორი. „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანების 5%-ს დასჭირდება მხოლოდ ჰოსპიტალიზაცია. შეიძლება ეს იყოს მსუბუქი, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში ბევრი ადამიანის ავად გახდომა აბსოლუტურ ციფრებში მაინც ბევრს დააჭირვებს კლინიკაში მოხვედრას. 50% არის რისკი გადატანილ ადამიანს დაემართოს „ომიკრონი“. „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნური სიმყარე დადასტურებული არ არის. თუ კლინიკური სიმპტომები გვაქვს და არ აჩვენებს ტესტი უნდა დავრჩეთ სახლში. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვირუსი გვაქვს. თეორიულად, ასევე, შესაძლებელია 2 შტამი ერთდროულად დაემართოს ადამიანს. 8 დღემდე მცირდება იზოლაციის პერიოდი, თუმცა 5 დღე საჭიროა პირბადის ტარება. ადამიანი, რომელიც იყო კონტაქტი, არის ორჯერადად აცრილი და 14 დღე არის გასული ვაქცინიდან – ეს ადამიანი თავისუფლდება იზოლაციიდან“, – განაცხადა კულუმბეგოვმა. ალერგოლოგ-იმუნოლოგის თქმით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი, ახლა არის „ომიკრონი“. „ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები ავრცელებენ და ძირითადად, როგორც ისინი ამბობენ, თბილისში „ომიკრონის“ გავრცელება არის 60%, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 40-დან 50%-მდეა. უხეში დათვლებით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი ახლა არის „ომიკრონი“, თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება. ამიტომ, ძალიან დიდი დრო არაა საჭირო იმისთვის, როდესაც ქვეყანაში ყველა შემთხვევა იქნება „ომიკრონი“ და ეს იქნება ალბათ, მაქსიმუმ 10-14 დღე, მეტი ამას არ დასჭირდება“, – აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი. tia.ge
  3. დორტმუნდის “ბორუსია” ერლინგ ჰალანდზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს და Bild-ის ინფორმაციით, ჰალანდმა “რეალში” გადასვლა გადაწყვიტა. თუ “რეალი” მასში მინიმუმ 150 მილიონ ევროს გადაიხდის, “ბორუსია” მზად არის ნორვეგიელი გაყიდოს. ჰალანდისთვის ბრძოლაში “ბარსელონაც” ჩართულია, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს ლაპორტა კონკურენციას თავისი ფინანსური შესაძლებლობებით. გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი კილიან მბაპესთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მბაპეს ზაფხულში “რეალში” წასვლა სრულიად უფასოდ შეეძლება. მბაპეს შემთხვევაში მადრიდელების ერთადერთი კონკურენტი მხოლოდ “პსჟ”-ა, თუმცა ფრანგს საფრანგეთში დარჩენა ნაკლებად სურს. ფლორენტინო ცენტრალური დაცვის გაძლიერებას ანტონიო რუდიგერით აპირებს და მას გაცილებით მეტ ხელფას სთავაზობს, ვიდრე “ჩელსი”. რუდიგერსაც “ჩელსისთან” ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება. The post პერესის გეგმები – ჰალანდი 150 მილიონად, მბაპე უფასოდ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  4. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ მელბურნში ჩავიდა, კვლავ მიგრანტების მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო. ნოვაკ ჯოკოვიჩი 16 დეკემბერს "კორონავირუსით" დაინფიცირდა და ამის საფუძველზე ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ადვოკატების თქმით, ჯოკოვიჩმა დროებითი ვიზა მიიღო, ხოლო ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ მას კოვიდინფიცირების საფუძველზე „ვაქცინაციისგან სამედიცინო გათავისუფლება” მიანიჭა. 6 იანვარს Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მიგრანტების მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საიმიგრაციო პატიმრობიდან და მიიჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ჩოგბურთელისთვის ვიზის გაუქმების შესახებ არაგონივრული იყო. 14 იანვარს ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა. სერბი ჩოგბურთელის საქმეზე სასამართლო პროცესი კვირას, 16 იანვარს გაიმართება. tia.ge
  5. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის. REZONANSI
  6. „თბილისი ენერჯი“ ერთ-ერთი მომხმარებლის სახლში თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლის ფოტოებს ავრცელებს, სადაც საკვამლე მილი მეორე ოთახში, დახურულ სივრცეში გადის. „უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა, რაც კი ოდესმე გვინახავს - გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯიაში! გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სახლში დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს! არ გამოიყენოთ კუსტარული აკრძალული დანადგარები“, - აცხადებენ კომპანიაში. tia.ge
  7. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. "მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ", - წერს ბუწაშვილი. tia.ge
  8. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმატებს იმის შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი გაზრდა.მისი შეფასებით, გამოსავალი არის მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის ვაქცინაცია. როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პანდემიის პირობებში სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს შეზღუდვები. „სკოლებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს კოვიდპანდემიის პროცესში, მზარდი ტალღის პირობებში. სკოლების შიდა მზაობა არის საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ მათ ადგილზე უზრუნველყონ რეაგირება. რა თქმა უნდა, იმატებს შანსი იმის, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება. აქ გამოსავალი ისევ არის, ბუნებრივია, მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია. სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ […] REZONANSI
  9. Daily Mail-ის ცნობით, აშშ-ში, 61 წლის ქალი 37 წლით უმცროს ქმართან ერთად პირველი შვილის ყოლას გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, 24 წლის ქურან მაქქეინი და მისი 61 წლის მეუღლე შერილ მაკგრეგორი გასული წლის სექტემბერში დაქორწინდნენ და ახლა ამბობენ, რომ სრულფასოვანი ოჯახის შესაქმნელად მზად არიან. შერილის ასაკიდან გამომდინარე, მათ არჩევანი სუროგაციაზე შეაჩერეს. „სუროგატ დედას ვეძებთ, რომელიც მზად იქნება კონტრაქტს მოაწეროს ხელი და ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩვენთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს. არ გინდა ხალხმა ჩვენი ბავშვი ფინანსური სარგებლის მისღებად გამოიყენოს“, - განაცხადა ქურანმა. თუმცა, წყვილი არც ბავშვის შვილად აყვანას გამორიცხავს. ამასთან, შერილს უკვე ჰყავს 7 შვილი და 17 შვილიშვილი. შერილმა და ქურანმა ერთმანეთი 2012 წელს, რესტორანში მუშაობისას გაიცნეს. მაქქეინი მაშინ 15 წლის იყო, თუმცა რომანტიკული გრძნობები მათ შორის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდა - მათი რომანი 2020 წელს დაიწყო. წყარო: "იმედინიუსი" tia.ge
  10. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა "მთავარი არხის" ინტელექტუალური შოუს გამარჯვებულია. "მთავარი ჭკვიანის" საახალწლო ეთერში, რომლის წამყვანიც არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, უგულავამ 50 ათასი ლარი მოიგო. მანამდე კი მთავარი ჭკვიანი ბექა ადამაშვილი გახდა. მან 50 ათასი ლარი გასული წლის 7 მაისს მოიგო. tia.ge
  11. ქუთაისის “ტორპედოს” ტრანსფერების განხორციელების შემდეგ ეროვნულ ლიგაში ძალიან მაგარი შემადგენლობა აქვს და თითო პოზიციაზე მინიმუმ 2 კარგი ფეხბურთელი. მეკარეები: როინ კვასხვაძე, დინო ჰამზიჩი დაცვა: ვაჟა ტაბატაძე, ნიკა სანდოხაძე, მათე აბულაძე, ცოტნე ნადარაია, ბაქარ მირცხულავა, ლაშა შერგელაშვილი, ქიმაძე “ტორპედოს” გაძლიერება მარჯვენა მცველზე სჭირდება. მართალია, ცეცაძეს სამ მცველიანი ტაკტიკით უყვარს თამაში და აკაკი შულაია უნივერსალია, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ნახევარდაცვა: შულაია, ცინცაძე, კარაგუნისი, ძარია, კუხიანიძე, მანჯგალაძე, პაპუნაშვილი, შარვაშიძე თავდასხმა: ახვლედიანი, ბუღრიძე, მჭედლიძე, მახარობლიძე The post ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 603 603 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 306 788 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის მოსახლეობის 45.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 41.4%. „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 105 552 ადამიანს. შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს 5 631ადამიანი აიცრა. tia.ge
  13. ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ სცნო, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა. გარდა ამისა, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, იმავე ბრალდებულმა, ორ სამხედრო მოსამსახურეს პირადი ღირსების შეურაცხყოფით სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა. სასამართლომ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144³ -ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ორ-ეპიზოდიანი დანაშაულის ჩადენისათვის სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. ჯარისკაცების საქმის ფარგლებში, 2021 წლის 13 დეკემბერს კიდევ ერთი საქმე - არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულის დ.დ.-ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განიხილა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ.დ.-მ 2020 წელს, სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე (ე.წ „იაღლუჯას“ ბაზაზე) ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, დასჯის მიზნით, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, დამამცირებელ მდგომარეობაში ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა აიძულა. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ დ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144³-ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებულ ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნისთანავე, მყისიერად მოახდინა სამართლებრივი რეაგირება და ორივე ბრალდებულის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შემდეგაც, პროკურატურის შუამდგომლობით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 5 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. პროკურატურამ სამართლებრივი რეაგირება მოახდინა ასევე ,,ჯარისკაცების საქმეში“ არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული კიდევ ერთი საჯარო მოხელის, მსჯავრდებულების გ.ბ.-ს და დ.დ.-ს უშუალო უფროსის, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის მ.ბ.-ის მიმართაც, რომლის მიმართ მისი გარდაცვალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. გამოძიების ფარგლებში ნებისმიერი საჯარო მოხელის ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს და სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებს", - ნათქვამია განცხადებაში. tia.ge
  14. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციი VII მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში, ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, ნაცნობ-მეგობრები, 18 წლამდე ბიჭები და გოგოები შეიკრიბნენ. მეზობლების ინფორმაციით ბინიდან ხმაური გამოდიოდა, პერიოდულად ზოგი მიდოდა და მათ ნაცვლად სხვები მოდიოდნენ. არსებული ინფორმაციით არასრუწლოვანებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და ასევე სავარაუდოდ მსუბუქი ნარკოტიკი. გამთენიისას, ერთერთი მათგანი, არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა. მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, დარეკეს 112-ში და გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილობრივები პირად საუბრებში აცხადებენ რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ნარკოკომას. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო. წყარო: ინფო რუსთავი The post ბიჭი დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა, მეგობრები მისცვივდნენ, მაგრამ… – ძველით ახალი წლის აღნიშვნის ღამეს მოზარდი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  15. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, “ცეკვავენ ვარსკვლავების” მესამე ადგილოსან თი მაჭავარიანს, 10 000 ლარი აჩუქა. View the full article
  16. “ლივერპულსა” და გუნდის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს შორის შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას საფრთხე დაემუქრა. ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი კონტრაქტის გასახანგძლივებლად კვირაში ხელფასის სახით 600 ათას ევროს ითხოვს, რითაც ის ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. “ენფილდროუდელებს” ამ ეტაპზე სალაჰის ფინანსური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ აქვთ. მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით 26 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს. The post “ლივერპული” სალაჰის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. 48 წლის სპეციალისტმა 2020 წელს ტაშკენტის “ფახთაქორი” დატოვა და მას შემდეგ ისვენებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქი მილიარდერი აჯუნ ილიჯალი მას “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელობას სთავაზობს, სრულიად მართალია და მას შემდეგ, რაც არველაძე სამუშაო ვიზას მიიღებს, “ჰალი” მას ოფიციალურად წარადგენს. როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრიტანული სამუშაო ვიზის მიღებაა და სწორედ ეს პროცესი გაიწელა განსაკუთრებულად. თვითონ, ილიჯალსაც “ჰალის” ყიდვაში მრავალი ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნა. შოთი სხვადასხვა შესაძლო ფეხბურთელს უკვე არჩევს ტრანსფერის განსახორციელებლად. The post რა ხდება შოთა არველაძის თავს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. სალომე ფაჟავას სასწაული გამოსვლა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში - ქართველმა სპორტსმენმა ყველა გააოცა (ვიდეო) View the full article
  19. ძაღლი სახელად ჟორჟიკა, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, დღეს სიკვდილს ებრძვის. ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პიტბულის პატრონმა ძაღლი ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს მიუქსია, ჟორჟიკა მათ გადაეფარა და პიტმა დაგლიჯა. „ეს ძაღლი ჟორჟიკაა, მთელ მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი ძაღლი – პატრონმა გიორგი ბერეჟიანიმ რომ დაკარგა და 3 წლის მერე იპოვა, მათმა ემოციურმა შეხვედრის ვიდეომ მსოფლიო მოიცვა. დღეს ჟორჟიკა სიკვდილს ებრძვის, იცით რატომ? ვიღაც ნაბიჭვარმა თავისი პიტბული მიუქსია და დააგლეჯინა სრულიად უწყინარი ძაღლი! პოლიციამ კი არაფერი ქნა, გაატანა თავის არაადეკვატური ძაღლი და მორჩა ამბავი. მინიმუმ პასუხისგებაში უნდა მიეცათ პატრონი და ძაღლი დაძინებულიყო, რადგან ის ძაღლი ახლა და სულ, ყველასთვის საფრთხე იქნება, როგორც ძაღლებისთვის, ასევე ხალხისთვის. ხვალ რომ ქალს ეცეს და გამოაჭამოს ყველაფერი, მაგაზე ვინმე პასუხისმგებელია?! გაზრდილია არამდგრადი ფსიქიკის და ეს ძაღლის ბრალი არ არის, მოხვდა იდიოტების ხელში და შეურყიეს ფსიქიკა, თუმცა ამას აღარ ეშველება და რეალურად საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის ძაღლიც და პატრონიც. ჟორჟიკა მუნიციპალურ თავშესაფარში მოხვდა მომაკვდავი, ახლა უკვე თავის სახლშია და მისი პატრონები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის. ქართველები ყველაზე და ყველანაირად იდიოტი ხალხი ვართ, არაფრის კულტურით. არც ძაღლის გაზრდა შეგვიძლია ნორმალური ფსიქიკით და არც სხვა არსების შედოცების უნარი გაგაჩნიათ!ძაღლს რომელსაც მსოფლიო იცნობს და საქართველომ ამ ძაღლს ელემენტარული პატივი მაინც სცეს, ახლა სიკვდილს ებრძვის, ისევ ქართველი ნაბიჭვრის გამო!“, – წერს ტასო ლოსაბერიძე. The post „ვიღაც ნაბი**რმა პიტბული მიუქსია და დააგლეჯინა“ – ჟორჟიკა, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, სიკვდილს ებრძვის appeared first on InterPost.ge. View the full article
  20. გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს. ინფორმაციას “ენმ”-ის წევრი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს და წერს: “გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს. რატომო? იკითხავს კაცი… იმიტომ, რომ 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეზე ექიმებმა მიართვეს ტორტი… ასეთია რეჟიმის სახე…, “ The post “გორის ჰოსპიტლის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს…” – რას წერს ეკა ხერხეულიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. 32 წლის დავით თარგამაძე, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაამთავრა, ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. თარგამაძე, როგორც ჩანს, აქტიურად ვარჯიშობს და რთული გასახსენებელია ისეთი პერიოდი, როცა ამაზე უფრო მაგარ კონდიციებში იყო. დავითი კარიერის პიკში 1.4 მილიონი ევრო ღირდა, თამაშობდა საქართველოს ნაკრებშიც. “სიონში” ასპარეზობისას კი “ცეკვავენ ვარსკვალვების” ფინალში გავიდა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/dat-1-768x1024.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/dat-2-768x1024.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/dat-3.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/dat-4-768x1024.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/dat.jpg ფოტოები აღებულია ფეხბურთელის პირადი ფეისბუქიდან The post დავით თარგამაძე 32 წლის ასაკში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია (ფოტოები) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  22. ფოტო – მთავარი არხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა “მთავარი არხის” ინტელექტუალური შოუს გამარჯვებულია. “მთავარი ჭკვიანის” საახალწლო ეთერში, რომლის წამყვანიც ნიკა გვარამიაა, უგულავამ 50 ათასი ლარი მოიგო. გიგი უგულავამ გადაცემის დასაწყისში აღნიშნა, რომ ჯარიმა აქვს აქვს გადასახდელი 7 000 ლარის ოდენობით. საუბარია იმ ჯარიმაზე, რომლის გადახდაც მას დაეკისრა 14 ოქტომბერს აქციაზე მისვლისას, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო. The post “ჯარიმა მაქვს გადასახდელი” – რისი ჯარიმა უნდა გადაიხადოს გიგი უგულავამ, რომელმაც 50 ათასი ლარი მოიგო appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. ანი დვალიშვილი, ალია “ქართულ ოცნებას” ახალმა წლებმა სულზე მოუსწრო. ქვეყნის პირველ და მეორე თუ არა, მესამე პირის პოსტიდან წასვლა ისე უმტკივნეულოდ ჩატარდა, თითქოს კახა კუჭავას არც უარსებია პარლამენტში. გარდა სპიკერის პოსტისა, მან პარლამენტიც დატოვა და როგორც მისი მეგობრები თუ თანაპარტიელები ამბობენ, კონკრეტულ პროექტზე მუშაობს და ახლა მას მეტ დროს დაუთმობს. ძალიან კი გვეეჭვება, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მნიშვნელოვანი პროექტით იყოს კუჭავა დაკავებული, მას უბრალოდ უთხრეს და წავიდა, რითაც ირაკლი კობახიძის ფლანგი დასუსტდა. სწორედ რომ კობახიძის, რადგან კუჭავას რეკომენდატორი სწორედ ის იყო და პარლამენტის რეალური თავმჯდომარეც კუჭავას ხელში სწორედ კობახიძე გახლდათ. ახლა კი, პაპუაშვილის დანიშვნით, პარლამენტში პოზიციები ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმაგრა, იმ ღარიბაშვილმა, ახალ წლამდე წასვლას რომ უანონსებდა პრაქტიკულად, ყველა ტელევიზია და რომელიც არსად წასულა და ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში არც წავა. ერთი შეხედვით, კუჭავას მშვიდად გაშვების ფონზე, „ოცნებაში“ სიტუაცია დალაგებული უნდა იყოს და გუნდის ლიდერები სახელმწიფოს ფეხზე დაყენებაზე უნდა ფიქრობდნენ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ შინაგანად ყველა დარწმუნებულია, მინიმუმ 2024 წლამდე ხელისუფლებაში იქნებიან, ანუ ამ დრომდე უნდა მოასწრონ და ხელისუფლებასთან ერთად, ძალაუფლება და გავლენაც ყველაზე მეტი უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს, რადგან სწორედ ახლა, პირველ კვარტალში უნდა გადაწყდეს, ვის რა პრეტენზია და პერსპექტივა ექნება სამომავლოდ. ახლა უნდა დანაწილდეს პარტიული თანამდებობებიც და ამ გადმოსახედიდან, ყველაზე მყარი პოზიცია სწორედ რომ ღარიბაშვილს აქვს, რაც არც კობახიძეს მოსწონს და არც კახი კალაძეს. როგორც გვითხრეს, კალაძესთან დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაც კი მიიღო და ეს მხოლოდ ივანიშვილმა გადააფიქრებინა. კალაძის წასვლა საუკეთესო ვარიანტში დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციად ქცევას ნიშნავს, რაც მმართველი გუნდის გეგმებში ნამდვილად არ შედის და დედაქალაქის გარდა, კალაძის კადრები რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც არიან პირველ ნომრად. “თუ აქამდე ამბობდნენ, რომ ლილუაშვილს გომელაური ჩაანაცვლებდა, ახლა სუს-ის მთავარი კაცის პოსტს ამ ადამიანს უწინასწარმეტყველებენ” – ვინ შეიძლება მოგვევლინოს სუს-ის უფროსად? The post “ყველაზე მყარი პოზიცია სწორედ რომ ღარიბაშვილს აქვს, რაც არც კობახიძეს მოსწონს და არც კალაძეს” – ღარიბაშვილმა პოზიციები გაიმაგრა? appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. ანი დვალიშვილი, ალია სულ უფრო ხშირად საუბრობენ გრიგოლ ლილუაშვილის წასვლაზე, თუმცა, თუ აქამდე ამბობდნენ, რომ მას ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლებდა, ახლა სუს-ის მთავარი კაცის პოსტს ანზორ ჩუბინიძეს უწინასწარმეტყველებენ. ჩვენ ისიც გვითხრეს, ამ თემაზე კონსულტაციები ჩუბინიძესთან უკვე გავლილიაო და ვნახოთ. თუ აკვირდებით, ივანიშვილი სამთავრობო კაბინეტში თმობს ყვველაფერს, გარდა პრემიერისა და ძალოვანი უწყებების პოსტისა. ვინმეს შესაძლოა ეგონოს, რომ მაგალითად თავდაცვის მინისტრი ივანიშვილთან არანაირ შეხებაში არაა, მაგრამ 2004 წელს ის “ქართუ ბანკში” მუშაობდა და ესეც არ იყოს, ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლება, ივანიშვილი კი ღარიბაშვილს ყველზე მეტად ენდობა. სხვათა შორის, იმავე წლებში “ქართუ ბანკში” მუშაობდა ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც ახლა ჯანდაცვის მინისტრად მოგვევლინა, მანამდე კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. შესაბამისად, ვარაუდები, რომ ივანიშვილი ვიღაცებს არ იცნობს და შეხება არ ჰქონია, საფუძველს მოკლებულია. The post “თუ აქამდე ამბობდნენ, რომ ლილუაშვილს გომელაური ჩაანაცვლებდა, ახლა სუს-ის მთავარი კაცის პოსტს ამ ადამიანს უწინასწარმეტყველებენ” – ვინ შეიძლება მოგვევლინოს სუს-ის უფროსად? appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...