Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ-ერთ ჯგუფში ბაკურიანში მომხდარ ამბავს ჰყვება, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს პიროტექნიკის გამოყენებამ. „წუხელ ჩვენს სასტუმროში ბავშვის დაბადების დღეს აღნიშნავდა ოჯახი ნომერში, მამამ გაისროლა ასაფეთქებელი და ორივე ხელი წააცალა მთელი სასტუმრო ფეხზე იყო, ყველაფერი სისხლიანი, ბავშვები დასტრესილები, წივილი და კივილი! გთხოვთ, არ გინდათ, ძალიან საშიშია! ყველა ისე ცუდად ვართ,“- წერს სოცქსელის მომხმარებელი. The post „მამამ გაისროლა ასაფეთქებელი და ორივე ხელი წააცალა…“ – შემზარავი შემთხვევა ბაკურიანში appeared first on InterPost.ge. View the full article
  2. 83 წლის ასაკში გარდაიცვალა სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი. ჯანო ბაგრატიონი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი; იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი, ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი. ჯანო ბაგრატიონმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. იყო ხელბურთელი, მწვრთნელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“; 1973-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ; 1984-1987 წლებში თბილისის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე; 1987-1991 წლებში საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1993 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე; 1993-1996 წლებში საქართველოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1998 წლებში საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი; 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. The post გარდაიცვალა ჯანო ბაგრატიონი appeared first on InterPost.ge. View the full article
  3. ქართული ძალა - რომან დოლიძემ ბრაზილიელი მეტოქე არაამქვეყნიური დარტყმით გათიშა (ვიდეო) View the full article
  4. ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრაში "რეალმა" "ბარსელონა" 3-2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი კარლო ანჩელოტიმ გააკეთა. View the full article
  5. "რეალი" 3-2 "ბარსელონა" (მიმოხილვა) View the full article
  6. ბლოგერი, გიდი, დავით ლიკლიკაძე: “ტურისტული კომპანიები რომ ათას @ლეობებს პოსტავენ და მერე ბუსტავენ, ყოველთვის მინდა მივუკომენტარო რაიმე, მაგრამ თავს ვიკავებ. თავადაც გიდი ვარ და თითქოსდა ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვალოსთქო და გავატარებ ხოლმე. ასე მაგალითად ერთს უწერია სტამბულში ვეწვევით ბაზილიკა ცისტერნას- მინდა მივუწერო-„ჩემს ფეხებს ეწვევით, რადგან ორი წელია რემონტზეა და დაკეტილია ვიზიტორებისთვის“. ნუ არ ვწერ ხოლმე, არ მინდა ვინმეს ჩასაფრებული ვეგონო, ღმერთმა ჩემი ტურისტები მომახმაროს მშვიდობაში, არ ვუჩივი ნაკლებობას ნამდვილად. ახლა ერთი აქვეყნებს „მოვინახულოთ თებერვლის იტალია, დაუვიწყარი რომი და ვატიკანი“! ვერ მოვითმინე და მივწერე: -რანაირად? ტურისტებისთვის ხო არ გაუხსნია იტალიას ქვეყანა? გვიშვებს? -არა არ გვიშვებს, მაგრამ პოლონეთში ჩავფრინდებით და იქიდან გადავიპარებით მატარებლით. ცოდვა არ მინდა, მიპასუხეს მყისიერად.” The post “ტურისტული კომპანიები ათას @ლეობებს პოსტავენ… ჩემს ფეხებს ეწვევით, ორი წელია რემონტზეა და დაკეტილია” – დათო ლიკლიკაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ წერილს ავრცელებს: “იმათ, ვისაც არ შეუძლია გაანალიზოს თუ რა სხვაობაა დემოკრატიასა და სოციალიზმს შორის, აჩვენეთ კოსმოსიდან კორეის ნახევარკუნძულის ღამით გადაღებული ფოტო, რათა საკუთარი თვალებით დაინახონ სხვაობა სინათლესა და წყვდიადს შორის, ხოლო იმათ, ვისაც არ შეუძლია გაანალიზოს სხვაობა დღევანდელ საქართველოსა და 2004-2012-ის საქართველოს შორის, აჩვენეთ კოსმოსიდან დღევანდელი საქართველოს და იმდროინდელი საქართველოს ღამით გადაღებული ორი ფოტო. P.S. “დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, თუმცა არ არსებობს სხვა მასზე უკეთესი.” / ჩერჩილი” The post “აჩვენეთ საქართველოს ღამით გადაღებული ორი ფოტო…” – რა ფოტოს აქვეყნებს მეგის ქარდავა appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი: ნატო-რუსეთის შეხვედრაზეც არაფერი დაუთმეს რუსებს. ნატო: ძალაში რჩება “ღია კარის” (ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების) პოლიტიკა. ბალტიის ქვეყნებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ნატოსთან ამ ქვეყნებში დისლოცირებული ნატოს ჯარების რაოდენობის გაზრდაზე. წყარო: The post ბალტიის ქვეყნებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ნატოსთან, ნატოს ჯარების რაოდენობის გაზრდაზე – ზურაბ ბატიაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. ჟურნალისტი, გიორგი იაკობაშვილი: “გუშინ მოსმენილი ანეკდოტი: ••••• კახეთის ერთ სოფელში, საფინანსო წლის დასრულებასთან დაკავშირებით, სოფლის გამგებელმა კრება მოიწვია და საზოგადოებას მიმართა: – ჩემო მშობელო ხალხო. საფინანსო წელი წარმატებით დავასრულეთ. კიდევ დაგვრჩა რამდენიმე ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში. როგორ ფიქრობთ, რა შევიძინოთ ამ ფულით? გთხოვთ გამოთქვათ აზრი. დარბაზი დუმს. – ტრაქტორი? ტრაქტორი ხომ არ შეგვეძინა? დარბაზი დუმს. უცებ, ბოლო რიგიდან მიხოს ხმა ისმის: – ტრაქტორი რა ჩემ ფეხებად გვინდა?! – იქნებ, კომბაინი? – ისევ იკითხა გამგებელმა. – კომბაინი რა ჩემ ფეხებად გვინდა? – ისევ გაისმა მიხოს ხმა. – მაშ, რის ყიდვას გვირჩევთ? – არ ცხრება გამგებელი. დარბაზი მიხოსკენ შეტრიალდა – აბა, რას იტყვის მიხო? – დიდი წითელი ბუშტი ვიყიდოთ, გავბეროთ და გავუშვათ, – თქვა მიხომ. – და, რატომ უნდა გავუშვათ? – დაინტერესდა თავმჯდომარე. – მა რა ჩემ ფეხებად გვინდა? – გაუკვირდა მიხოს. ———— ეგრე გაუშვეს ნაცებმა მელია და ეგრე გაუშვებენ ნაყოფიას. სააკაშვილიც ეგრე წავა მინ. 6 წლის შემდეგ. მა რა ჩემ ფეხებად გვინდა?” The post “მა რა ჩემ ფეხებად გვინდა?” – გიორგი იაკობაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი: “სასტუმრო “ქართლში” შესახლებულ დევნილებს შენობა თავზე ენგრევათ, ღამეებს ღია ცის ქვეშ ათენებენ. დღეს ჯანდაცვის მინისტრი უნდა შეხვედროდათ და გადააგდო ეს ხალხი, მისი მოადგილე შეხვდა და ქირით გაგიყვანთო. ამ ადამიანებს წარსული გამოცდილება აქვთ, რომ სახელმწიფომ მხოლოდ რამდენიმე თვის ქირა გადაუხადათ და შემდეგ დაიკიდეს. გუშინ აფხაზეთის მთავრობის დევნილთა მინისტრი, რუსეთუმე დათო ფაცაცია იყო მისული და ისეთი დამამცირებელი ტონით ელაპარაკა, დევნილებმა გააგდეს (ძალიანაც სწორად მოიქცნენ). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ჭამს ამ ადამიანების ფულს. ჯანდაცვის სამინისტროსაც ფეხებზე ჰკიდია ისინი. რა ქნას ამ ხალხმა, სად წავიდნენ ? The post “დევნილებს ჯანდაცვის მინისტრი უნდა შეხვედროდა და გადააგდო…” – ნენე დალაქიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი: “გუშინ ქუჩაში, დახლთან ვნახე ეს ადამიანი ასე დამხობილი და ჩაძინებული. წარმოიდგინეთ, რა მძიმე და რთული ცხოვრება უნდა გქონდეს, ასე რომ დაიქანცო და დღისით-მზისით, შუა ქუჩაში, სავაჭრო საქონელზე დამხობილს ჩაგეძინოს. განვითარებულ ქვეყნებში ამ ასაკის პენსიონერები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ, ჭიქა შამპანურით და “მარგარიტათი” ხელში პლაჟებზე მზეს ეფიცხებიან და ცხოვრებით ტკბებიან, ჩვენი პენსიონერები კი აი ასეთი ხვედრისთვის არიან განწირულები…” The post “ჩვენი პენსიონერები ასეთი ხვედრისთვის არიან განწირულები…” – დავით ჩუთლაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი: “როგორ არ მომეწონა პოსტები და კომენტარები, რომელიც წავიკითხე დღევანდელ განაჩენთან დაკავშირებით. აი, ვერ დაიჭირეს ბიჭებმა და ასე შემდეგ… დღეს ხელისუფლების საქციელი ბრალდებულთა მიმართ ძალიან ჰგავდა კაცური კაცის საქციელს. ის ჯობდა ლოგინებიდან, რომ ყრიდნენ ბიზნესმენებს საცვლების ამარა? რეალობაა, რომ შეეძლოთ დაპატიმრება და არ გააკეთეს. აჰა, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში? ვის ჩაუვარდა კოვზი ნაცარში? მგონი მათ ვინც ყველაზე მეტად ელოდა ბრალდებულთა დაკავებას და აღმოჩნდა, რომ ეს არ არის სამთავრობო გუნდი. ამიტომ ასეთი მსჯელობა ძალიან არაგონივრულია. ცუდი და არასწორია, რომ ხელისუფალს ბევრი რამ შეუძლი, თუმვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი განაჩენი მთელი თავისი არსით და შემადგენლობით ჰგავდა კაცური კაცის საქციელს, ყოველგვარი იურიდიული შეფასებების გარეშე. ,, ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?” ყველაფერი ცუდი როგორ შეიძლება იყოს? სულ ყველაფერი ცუდი!” The post “ის ჯობდა ლოგინებიდან, რომ ყრიდნენ ბიზნესმენებს საცვლების ამარა?” – ნათია ჩხეტიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი: COVID-19-ის ვაქცინაცია განახლებული რჩევები STIKO-ს მიხედვით ვაქცინაცია გვიცავს! ამას ადასტურებს მილიარდობით გადარჩენილი სიცოცხლე!!! ვენდოთ მეცნიერებას, ნუ გავწირავთ ნურც ჩვენს და ნურც სხვის ჯანმრთელობას! ახალ, მუტაციურ შტამთან დაკავშირებით, 29.11.2021-ში აცრებს შორის შუალედის თაობაზე STIKO-მ განაახლა რეკომენდაცია: ე.წ. „ბუსტერ“ დოზა, mRNA ვაქცინით აცრილ 18 წელს ზევით პირებისთვის შესაძლებელია ძირითადი ვაქცინაციიდან 3 თვეში. 12 წლის ზევით პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-Cov-2 ინფექცია, სრული იმუნიზაციისთვის სასურველია გადატანიდან მინიმუმ 3 თვეში ჩაიტარონ Covid-19-ის ერთჯერადი ვაქცინაცია. იგივე ეხება 5-11 წლის ასაკის ბავშვებს. დაავადების მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკის გამო, ხანდაზმულებისთვის და თანმხლები დაავადებების მქონე პირებისთვის აუცილებელია „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია. ბუსტერ დოზის და ვაქცინებს შორის ხანმოკლე ინტერვალის მიზანი არის დაავადების მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილება და ინფექციის გავრცელების შეჩერება, განსაკუთრებით ომიკრონის ვარიანტის გავრცელების პირობებში. STIKO ხაზს უსვამს აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ორივე mRNA ვაქცინის (Comirnaty (Pfeizer) და Spikevax (Moderna)) შემთხვევაში ეფექტურობა თანაბარია. ვაქცინა Covid-19 საწინააღმდეგოდ დღეისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოწოდებულია ოთხი ვაქცინა. მათგან ორი არის mRNA (Comirnaty და Spikevax, Comirnaty მოწოდებულია 5 წლის ასაკიდან, ხოლო Spikevax 12 წლის ასაკიდან), ორი კი ვექტორული ვაქცინა (Vaxzevria AstraZeneca-ს ფირმის და Janssen Cilag International-ის ფირმის, ორივე მოწოდებულია 18 წლის ასაკიდან). არც ერთი მათგანი არ არის ცოცხალი ვაქცინა. STIKO-ს რჩევის გათვალისწინებით, Comirnaty-ის გამოიყენება მიზანშეწონილია 5 წლის, Spikevax 30 წლის, ხოლო Vaxzevria 60 წლის ასაკიდან (ასაკის ზედა ზღვარი არ არის დაწესებული). სრული იმუნიზაციისთვის mRNA ვაქცინისთვის საჭიროა 2 დოზა. Vaxzevria-ს შემთხვევაში, STIKO-ს რეკომენდაციით, აღარ არის საჭირო 2 დოზა. პირველი დოზის შემდგომ, სასურველია მეორე დოზა იყოს mRNA ვაქცინა (იმუნიზაციის ჰეტეროლოგიური სქემა). Janssen-ის ვაქცინის შემთხვევაში საკმარისია ერთი დოზა, თუმცა, ეფექტური დაცვისთვის სასურველია დამატებითი mRNA დოზა. აცრის რეკომენდაციები 18 წლის ზემოთ პირებისთვის STIKO-ს მიხედვით, 18 წელს ზემოთ ვაქცინაცია რეკომენდირებულია ყველა ადამიანისთვის. ხოლო გარკვეული პოპულაციისთვის განსაკუთრებით სასურველია ვაქცინაცია. 30 წელს ქვემოთ სასურველია Comirnaty-ის გამოყენება, რადგან ამ ასაკობრივ პოპულაციაში Spikevax-ს გააჩნია მიო-/პერიკარდიტის განვითარების უფრო მაღალი რისკი. STIKO-ს მიერ ორივე mRNA ვაქცინა აღიარებულია, როგორც თანაბარი მოქმედების. თუკი პირველი დოზის შემდგომ იგივე ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი, გარემოებების გათვალისწინებით (ასაკი, ორსულობა) შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა mRNA ვაქცინა. 60 წელს ზემოთ შესაძლებელია ვაქცინაციის დაწყება ვექტორული ვაქცინით. STIKO გვირჩევს, რომ მათ, ვისაც პირველი დოზა ჰქონდა ვექტორული ვაქცინით, სასურველია სრული იმუნიზაცია მოხდეს ჰეტეროლოგიური სქემით. თრომბოემბოლიური რისკის გათვალისწინებით, ვექტორულ ვაქცინას გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა. Janssen-ის ვაქცინის შემთხვევაში საკმარისია ერთი დოზა, თუმცა, ეფექტური დაცვისთვის სასურველია დამატებითი mRNA დოზა: მეორე დოზა შესაძლებელია ჩატარდეს ჰეტეროლოგიური სქემით პირველი აცრიდან 4 კვირაში, ამასთან Spikevax-ის გამოყენება სასურველია 30 წელს ზემოთ და არ არის ნებადართული ორსულებში. მწარმოებელმა მიაწოდა ევროპის წამლის სააგენტოს Janssen ჰომოლოგიური Covid-19 ვაქცინის შესახებ და მოითხოვა ავტორიზაცია. აცრის რეკომენდაციები 5-11 წლის ასაკის ბავშვებში დღევანდელი მონაცემებით, ბავშვთა ასაკში, თანმხლები დაავადებების არ არსებობის შემთხვევაში, დაავადების მძიმედ მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციის რისკები ძალზე დაბალია. გერმანიაში 5-11 წლის ასაკის ჯანმრთელ ბავშვებში არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკობრივ პოპულაციაში არ დაფიქსირებულა მძიმედ მიმდინარე არასასურველი მოვლენა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მონაცემი იშვიათი ან ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენასთან დაკავშირებით. მოდელირებულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ 5-11 წლის ასაკის პოპულაციის აცრას (დაახლოებით 5,2 მილიონი ბავშვი, რაც წარმოადგენს გერმანიის მოსახლეობის 6%-ს) არ მოაქვს დიდი სარგებელი პანდემიასთან და დაავადების გავრცელებასთან მიმართებაში. STIKO-ს მიხედვით, 5-11 წლის ასაკის ჯანმრთელი ბავშვების (თანმხლები დაავადებების არ ქონის შემთხვევაში) აცრასთან დაკავშირებით არ არის მკაცრი რეკომენდაცია. თუმცა, იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები დაავადებები, ინფექციის მძიმე მიმდინარეობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ვაქცინაცია. შემოთავაზებული ვაქცინა, ამ შემთხვევაში, არის Comirnaty-ის (Pfize/BioNTech) 2 დოზა სრული იმუნიზაციისთვის, 3-6 კვირიანი შუალედით. ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-Cov-2 ინფექციის გადატანის შემდგომ, ამ ჯგუფში შემავალი ბავშვების აცრა შესაძლებელია გადატანიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ. ჯანმრთელი ბავშვების შემთხვევაში, დაავადების გადატანის შემდგომ არ არის ვაქცინაციის რეკომენდაცია, ხოლო იმუნოსუპრესიის მქონე ბავშვებში, დაავადების გადატანის შემდგომ განილიხილება სრული ვაქცინაცია 2 დოზით. აცრა სასურველია იმ ბავშვებისთვისაც, რომელთა ოჯახის წევრს (ან ახლო კონტაქტში მყოფი პირს) გააჩნია დაავადების მძიმედ მიმდინარეობის დიდი რისკი და თავად არ შეუძლია აცრა, ან ვაქცინა საკმარისად ეფექტურ დაცვას ვერ ახორციელებს (იმუნოსუპრესირებულ პირებში). აცრის რეკომენდაციები 12-17 წლის ასაკის პირებში ამ ასაკის პოპულაციისთვის STIKO გვირჩევს აუცილებელ ვაქცინაციას, ამასთან Comirnaty-ის ტიპის ვაქცინით, რადგან Spikevax-თან შედარებით მიო/პერიკარდიტის განვითარების ნაკლბი რისკია. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თანმხლები დაავადებების მქონდე პირებს. აგრეთე იმ პირებს, რომელთა ოჯახის წევრს (ან ახლო კონტაქტში მყოფი პირს) გააჩნია დაავადების მძიმედ მიმდინარეობის დიდი რისკი და თავად არ შეუძლია აცრა, ან ვაქცინა საკმარისად ეფექტურ დაცვას ვერ ახორციელებს (იმუნოსუპრესირებულ პირებში). სავალდებულოა იმ ახალგაზრდებისთვის ვაქცინაცია, რომლებიც იმყოფებიან მაღალი ექსპოზიციის არეში (სამუშაო). საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაგ. სკოლები) ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მშობლები, მასწავლებლები, აღმზრდელები უნდა აიცრან რაც შეიძლება სწრაფად. აცრის რეკომენდაციები ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის STIKO-ს რეკომენდაციით, რეპროდუქციის უნარის მქონე პირები უნდა აიცრან რაც შეიძლება სწრაფად და ორსულობამდე უნდა მოხდეს ოპტიმალური დაცვა. აუცრელმა ორსულებმა 2 დოზა Comirnaty უნდა მიიღონ მეორე ტრიმესტრის შემდგომ. თუკი პირველი აცრის შემდგომ დადგა ორსულობა, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს მეორე ტრიმესტრიდან. ორი დოზით აცრილმა ორსულებმა, ასაკის მიუხედავად, მეორე ტრიმესტრის შემდგომ უნდა დაიმატონ Comirnaty-ის ბუსტერ დოზა, ძირითადი იმუნიზაციიდან მინიმუმ 3 თვის შემდგომ. აგრეთვე, STIKO გვირჩევს ლაქტაციის პერიოდში მყოფი აუცრელი ქალებისთვის 2 დოზით ვაქცინაციას, ამასთან, 30 წელს ქვემოთ რეკომენდებულია Comirnaty-ის გამოყენება, რადგან Spikevax-თან შედარებით მიო/პერიკარდიტის განვითარების ნაკლბი რისკია. რეკომენდაციები დამატებით აცრაზე (ე.წ. „ბუსტერ“ დოზა) STIKO-ს რეკომენდაციით 18 წელს ზემოთ ყველა პირისთვის სასურველია დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია ძირითადი იმუნიზაციის დასრულებიდან მინიმუმ 3 თვის შემდგომ. ამის მიზანია აცრის ფორსირებული კამპანია, ვაქცინაციებს შორის პერიოდის შემოკლება და ამ გზის ინფექციის ტრანსმისიის შემცირება, განსაკუთრებით ომიკრონის გავრცელების პირობებში. არ აქვს მნიშვნელობა ძირითადი იმუნიზაცია რომელი ტიპის ვაქცინით ჩატარდა, ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს mRNA ვაქცინით: 30 წელს ქვემოთ პირებისთვის გამოიყენება ექსკლუზიურად ComirnatyØ 30 წელს ზემოთ გამოიყენება ორივე mRNA ვაქცინა (Comirnaty და Spikevax).Ø 18 წელს ზემოთ Comirnaty გამოიყენება იმავე დოზით, როგორც ზირითადი იმუნიზაციისას, ხოლო Spikevax – ნახვეარი დოზით (50 μg ).Ø სასურველია ბუსტერ ვაქცინა იყოს იგივე, რაც ძირითადი ვაქცინა. თუკი ეს შეუძლებელია, გამოიყენება mRNA ვაქცინა.Ø ვაქცინის რესურის გათვალისწინებით, ბუსტერ დოზისას პროპრიტეტი უნდა მიენიჭოს შემდეგ კატეგორიებს: 70 წელს ზემოთ მყოფი პირებიØ მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულები და მომვლელებიØ იმუნოდეფიციტის მქონე პირებიØ იმ პირებთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვ ინფექციის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკიØ სამედიცინო დაწესებულებებსში მყოფი პირები (მედპერსონალი).Ø აგრეთვე, ამ დრომდე აუცრელი პირები უნდა აიცრან. პირები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსული ინფექცია და მიიღეს ვაქცინის ერთი დოზა, ბუსტერ დოზა შესაძლებელია მინიმუმ 3 თვის შემდეგ. თუკი ადამიანმა აცრის შემდგომ გადაიტანა SARS-Cov-2 ინფექცია, ვაქცინის რაოდენობის მიუხედავად, საჭიროა გადატანიდან 3 თვეში გაიკეთოს „ბუსტერ“ დოზა. ბუსტერ დოზა, როგორც წესი, რეკომენდირებულია 18 წელს ზემოთ, თუმცა სპეციალური ჩვენებით (სამუშაო გარემო). ვაქცინაციის რეკომენდაცია იმუნოდეციფიტურ პირებში იმუნოკომპრომეტირებულ პირებში ვაქცინაციის მაქსიმალური ეფექტურობისთვის სასურველია აცრის პერიოდში იყოს მინიმალური იმუნოსუპრესია. დაგეგმილი ქიმიოთერაპიის წინ, ეფექტური იმუნური პასუხისთვის სასურველია ვაქცინაცია მინიმუმ 2 კვირით ადრე. ამ დრომდე აუცრელი იმუნოკომპრომეტირებული პირები სასურველია აიცრან, ამასთან 2 დოზიდან ერთი მაინც უკეთესია იყოს mRNA ვაქცინა. 5 წლის ასაკიდან გამოიყენება Comirnaty (5-11 წლის ასაკში 10 მკგ, 12 წელს ზემოთ-30 მკგ) 3-6 კვირიანი შუალედით, ხოლო 30 წელს ზემოთ გამოიყენება დამატებით Spikevax 100 მკგ დოზით, 4-6 კვირიანი შუალედით. იმ პირებმა, რომლებმაც გადაიტანეს SARS-Cov-2 ინფექცია, საჭიროებენ ვაქცინაციას, თუმცა, ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს დოზების რაოდენობა. იმუნოსუპრესირებულმა პირებმა, რომლებმაც ვაქცინის პირევლი დოზა მიიღეს ვექტორული ვაქცინა, საჭიროა მეორე დოზა მიიღონ mRNA 4 კვირის შუალედით 12 წელს ზემოთ იმუნოსუპრესირებულმა პირებმა უნდა გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა ჰომოლოგიური ან ჰეტეროლოგიური სქემით, ძირითადი იმუნიზაციიდან მინიმუმ 3 თვის შემდეფ, მესამე დოზა უნდა იყოს mRNA ვაქცინა, 12 წელს ზემოთ გამოიყენება Comirnaty 30 მკგ, ხოლო Spikevax 100 მკგ. მძიმე იმუნოსუპრესიის შემთხვევაში მესამე დოზის გაკეტება შესაძლებელი მეორე დოზიდან 4 კვირაში. ამ ვაქცინაციის სერიის შემდგომ (რომელიც გულისხმობს 3 დოზას), ბუსტერ დოზის საკითხი გადაწყდება ინდივიდუალურად. ანტისხეულების სეოლოგიური ტიტრის განსაზღვრა არ არის რეკომენდებული. ის ზღვარი, რომელიც გვაჩვენებს ვაქცინის ეფექტურობას და შესაბამისად მესამე დოზის საჭიროების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს, არ არის ცნობილი. მხოლოდ ძლიერი იმუნოსუპრესიის მქონე პირებში საჭიროა მეორე დოზიდან მინიმუმ 4 კვირის და მესამე დოზიდან მინიმუმ 4 კვირის შემდგომ სპეციფიკურ ანტისხეულებზე სპაიკ პროტეინის წინააღმდეგ სეროლოგიური გამოკვლების ჩატარება. თუკი ანტისხეულების ტიტრი დაბალია ან არ ისაზღვრება, საქმე გვაქვს არაეფექტურ იმუნურ პასუხთან. მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პირებმა მკაცრად უნდა დაიცვან დისტანციის და პირადი ჰიგიენის წესები, აგრეთვე მათთან კონტაქტში მყოფებმაც. ისინიც უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებული. SARS-Cov-2 ინფექციის გადატანის შემდგომ ვაქცინაცია ა) 12 წელს ზემოთ პირებმა, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსული ინფექცია, სასურველია ჩაიტარონ ვაქცინაცია დაავადების გადატანიდან 3 თვის შემდგომ. აცრა შესაძლებელია კოვიდის სიმპტომების დამთავრებიდან მინიმუმ 4 კვირის შემდგომ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალი ვარიანტების მაღალი ექსპოზიციის არეში იმყოფება ადამიანი, რადგან გადატანის შემდგომ არ ნარჩუნდება ხანგრძლივი დაცვა (immune escape-ვარიანტი). ბ) თუკი დაავადება მიმდინარეობს ასიმპტომურად, ათვლის წერტილი იქნება ინფექციის სეროლოგიურად დადასტურების თარიღი, რის შემდგომაც აითვლება 4 კვირა. გ) იმუნოდეფიციტის მქონდე პირებში უნდა გადაწყდეს დოზის რაოდენობის საკითხი, კერძოდ, არის თუარა საკმარისი ერთი დოზა და სრული იმუნიზაციისთვის საჭიროა თუ არა 2 დოზის მიღება. გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმუნოდეფიციტის სიმძიმეზე, მიზეზზე. დ) 18 წელს ზემოთ პირებმა, რომლებმაც ჩაიტარეს ინფექციის გადატანის შემდგომ ვაქცინაცია, იმუნიზაციის შესანარჩუნებლად ბუსტერ დოზა უნდა გაიკეთონ მინიმუმ 3 თვის შემდგომ; ე) თუკი ადამინამა რამდენჯერმე გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია, ზირითადი იმუნიზაციის და ბუსტერ დოზის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად. მადლობა Eka Kobidze & Tsotne Khubua!! https://www.rki.de/…/Archiv/2022/Ausgaben/02_22.pdf… The post COVID-19-ის ვაქცინაცია – განახლებული რჩევები STIKO-ს მიხედვით – თამარ ჟამურაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. ფოტო – ამერიკის ხმა აშშ-ში შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ნეო-ნაცისტს, რომელიც სამ შტატში ჟურნალისტების და ებრაელი აქტივისტების დაშინების კამპანიას ეხმარებოდა. სექტემბერში, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ კალებ კოლი დამნაშავედ ცნო ხუთ ეპიზოდში, რომელიც ვაშინგტონის, არიზონის და ფლორიდის შტატებში, ჟურნალისტებისთვის და ანტი-დეფამაციის ლიგის თანამშრომლებისთვის, სვასტიკა დართული პლაკატების გაგზავნას ეხებოდა. პლაკატებზე გაფრთხილება ეწერა, როგორიც იყო: „თქვენ ადგილობრივი ნაცისტები გეწვივნენ“, „თქვენს საქციელს შედეგები მოჰყვება“ და „ჩვენ გაკვირდებით“. სიეტლის საოლქო ფედერალურმა მოსამართლემ, დაზარალებულების ჩვენებების მოსმენის შემდეგ, რომლებმაც მუდმივ შიშზე და მუქარის საპასუხოდ, სახლების ძვირადღირებული უსაფრთხოების სისტემების დაყენებაზე ისაუბრეს, ბრალდებულს ფედერალურ ციხეში პატიმრობა მიუსაჯა. კოლი, რომელიც ბოლოს ტეხასის შტატის ქალაქ მონტგომერიში ცხოვრობდა, ლიდერობდა სიძულვილის ჯგუფს. მას და კიდევ ოთხ პირს, ბრალად მუქარის შემცველი კორესპონდენციის გაგზავნა და ფედერალური კანონით დაცული საქმიანობისთვის ხელის შეშლა ედებოდა. წყარო – ამერიკის ხმა The post 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ნეო-ნაცისტს, რომელიც ჟურნალისტებს და ებრაელებს ემუქრებოდა – აშშ appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი: “წარმოუდგენელი მგონია გახარიას და გახარიას გუნდის სრული აბსურდულობის გატარება! “ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველიო” , – ამბობს გახარიას პარტიის ვინმე ბექა ლილუაშვილი. და ამატებს, რომ ინვესტორებს ჰქონდათ სისტემური პრობლემა! (ბ-ნ ლილუაშვილს არა და საზოგადოებას კი შევახსენებ, ვინ არიან ინვესტორები – კონტი გრუპი, SS Marine, wondernet Express, one orde. etc…) და მერე ამატებს, ერთი კინკილა მიზეზი რომ გვქონოდა, ხელშეკრულება მაინც უნდა შეწყვეტილიყოო. ანუ, ამბობს, ეს პორტი ფეხებზე გვეკიდა და ფეხებსაც ვერავინ მოგვჭამს ამის გამოო. ამას ამბობს ახლა უკვე პარტიის (ხელისუფლებაში რომ უნდა ყოფნა, იმ პარტიის) ერთ-ერთი ლიდერი. ამას ამბობენ პორტზე, რომელიც ქვაკუთხედი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკის! ამით გეუბნებათ თქვენ – საქართველოს მოქალაქეებს, რომ თუ გახარია ხელისუფლებაში დაბრუნდა (მეტი არ იქნა ჩემი მტერი " alt=) არც არასოდეს მიუბრუნდება ამ პროექტს… არც ძველ ინვესტორებს და არც სხვებს. ჰოდა, რეალურად კი ასე იყო საქმე! ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ხელმძღვანელს პირადად გახარიამ უთხრა: “ანაკლიის პორტი არაა ჩვენს ინტერესებში”. ამით, გახარიამ ითამაშა ვისი თამაში? გამოიცანით! – რუსეთის. მამუკა ხაზარაძე ამით ვეხმაურები თქვენს დღევანდელ ამბავს. და მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ გამოიწვიოთ ბ-ნი გახარია დებატებში. მე სიამოვნებით დაგითმობთ ეთერს და დროს. უშუალოდ გახარიას კი მოვუწოდებ – არ გინდათ ხაზარაძესთან? ჩემთან მოდით სწორედ ანაკლიაზე სასაუბროდ. გახარია გახარია news ( საქართველოსთვის )“ კომენტარებში მამუკა ხაზარაძე წერს: “როცა იტყვი მზად ვარ” The post “წარმოუდგენელი მგონია გახარიას და გახარიას გუნდის სრული აბსურდულობის გატარება!” – ირაკლი ტაბლიაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. „რუსეთმა სამოქალაქო ომი შეაჩერა ტაჯიკეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღში“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ NATO-ს ისტორია დაკავშირებულია ომებთან და ინტერვენციებთან, რუსეთის კი ომებს აჩერებდა. „NATO-ს ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი ალიანსია, დაკავშირებულია ომებთან და ინტერვენციებთან. მათი კვალი არის გაღატაკებული და დანგრეული ქვეყნები. მილიონობით ლტოლვილი, სივრცეები, რომლებიც დღეს ტერორისტებს აქვთ დაკავებული, ეს არის რეალობა. რუსეთის ისტორია კი რადიკალურად განსხვავებულია. რუსეთი ისტორიულად ომებს აჩერებდა. მათ შორის, სამოქალაქო ომი ტაჯიკეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღში. ეს იმის მაგალითია, რომ რუსეთის ჩარევამ ხელი შეუწყო მშვიდობას, სამხედრო სცენარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გადაყვანას“, – განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ. The post რუსეთის საგარეო – რუსეთმა სამოქალაქო ომი შეაჩერა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  17. თბილისის “ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის, ირაკლი სიხარულიძემ, სანდოხაძემ, უბილავამ, გაბაძემ და სხვებმა. “ლოკომოტივს” მაროკოელი ულად ომარ იმრანიც დატოვებს. იმრანს შემოთავაზებები, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან აქვს და კლუბის დატოვება უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსითაც შეუძლია. მისით ბოლოს ბათუმის “დინამო” ინტერესდებოდა, რომელსაც თბილისის “დინამომ” თორნიკე კირკიტაძის დამატება დაასწრო. იმრანმა “ლოკოს” მაისურით 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. თბილისურ გუნდში რუმინეთიდან მოხვდა, როცა 100 ათასი ევრო ღირდა, დღეს კი 400 ათას ევროდ არის შეფასებული. The post თბილისის “ლოკომოტივი” უკანასკნელმა ლიდერმა დატოვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. კომპანია Betlive თბილისის “დინამოს” სპონსორი აღარ იქნება. სახელმწიფოს მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების შედეგად, ყველა კაზინომ საფეხბურთო გუნდებთან გააუქმა სასპონსორო ხელშეკრულებები და მათ შორის, “დინამოც” მოხვდა. შესაბამისად, “დინამოს” 600 ათასი ლარი დააკლდება, რაც გუნდის ბიუჯეტის 15%-ია. თბილისელებს წლიურად დაახლოებით 4 მილიონიანი ბიუჯეტი აქვთ. კომპანია Europebet ბათუმის “დინამოს” აღარ დაასპონსორებს, Crocobet თბილისის “ლოკომოტივს”. The post რამდენი მილიონი არის თბილისის “დინამოს” ბიუჯეტი? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  19. Ferland Mendy Skills vs Barcelona#ElClasico #BarcelonaRealMadrid pic.twitter.com/zqXj7hrH2f — Chebli Ishaq (@IshaqChebli) January 12, 2022 The post მენდის ფინტები საკუთარ საჯარიმოში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  20. ყოფილი პარლამენტარი, მარინა მოლოდინი პოეტ რეზო ამაშუკელის მთაწმინდაზე დაკრძალვის საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება: "მართლა იმ ქვეყანას რა ვუთხარი, რეზო ამაშუკელს რომ მთაწმინდაზე არ დაასაფლავებს! კი, ბატონი რეზო, თავისი თავმდაბლობის გამო ამბობდა: მთაწმინდის ღირსი არა ვარო, მაგრამ შენ რომ ქვეყანა ხარ, მთავრობა ხარ, არ უნდა მიაგო პატივი ღირსეულს? არ უნდა დაარწმუნო ოჯახი , რომ რეზო ამაშუკელი მარტო ოჯახის კი არა მთელ ქართველი ხალხის კუთვნილებაა და დიახ, მისი ადგილი მთაწმინდაზეა !", - წერს მოლოდინი ფეისბუქზე. tia.ge
  21. ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "რეკლამა დადის, სალომე ჭაჭუა ჯაივის ილეთს გვიხსნის, დგას კოხტად, ულამაზეს კაბაში, თავადაც ულამაზესი და მიქსერის ცოცხივით თახთახებს. ავდექი და მივბაძე, ავთახთახდი მეც და გადაბჟირდა სიცილით თინუსა, გამოვარდა დანარჩენი ოჯახი, რატომ ვერ ითქვამს ბავშვი სულსო, ხოდა მას მერე თავი ისე მომაქვს, ვითომ ვხუმროოობ. ბავშვს ვაცინებ ნუ..", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე. tia.ge
  22. სოციალურ ქსელში მძიმე ისტორია ვრცელდება ემოგრანტის სესახებ, რომლის ჩამოსვლა ოჯახის წევრებისთვის არასასურველი აღმოჩნდა. "საოცარ დიალოგს შევესწარი დღეს სამარშრუტო ტაქსიში, ერთი გოგო შესჩიოდა მეორეს, რომ ნანა ბრუნდებოდა ემიგრაციიდან... ახლაც არ ვიცი, ვინ იყო ის ნანა მისთვის, მაგრამ რომ იცოდეს ნანამ რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებულიყო თვითმფრინავი.. ერთი ამბავი გამახსენა ამ ფაქტმა... მორიგე ვიყავი სამსახურში - ერთი ჩვენი კლიენტი მოვიდა აღშფოთებული და განერვიულებული, ოქროები მოიხსნა და შემიფასეო მთხოვა, მანქანის შეცვლა მინდა და თუ დამაკლდა თანხა მერე დავტოვებო, ვიდრე ნივთებს ვსინჯავდი მოიოხა გული ჩემთან... დედაზე იყო გაბრაზებული... "8 წელია ამერიკაშიაო, ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდე, ჩემს სახლში მინდაო... სად გაექცევა ეს სახლი, ძლივს ცოტა ამოვისუნთქეთ, ვალი გადავიხადეთ, სახლი ვიყიდეთ, რემონტს ვამთავრებთ, მეტალოს კარ-ფანჯარა და ცენტრალური გათბობა დარჩა, სხვა ყველაფერს მოვრჩიო. ვეუბნები - ბარემ დაგვემთვრებინა ესეც, რომ ჩამოვიდეს აქ რას ვიზამთ არც მე ვმუშაობ და არც მამაო, ისევ თავიდან უნდა ავიღოთ ვალები და რისთვის იწვალა ამდენიო... ხალხი ნატრობს ამერიკასო, ღმერთის წყალობით გაუმართლა და წავიდა და ასე იოლად წამოვა კაცი იქედანო?!..." უკვირდა შვილს... ხელისგულზე გაზრდილს...ბინიანს, მანქანა გამოცვლილს, ცენტრალური გათბობით გამთბარს, მაგრამ მაინც ცივსისხლიანს... და დედას გაწირულს, გაყიდულს... საკუთარ სახლში სიკვდილის უფლება ჩამორთმეულს...სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა, ვერ გააძღო "უმუშევარი" ქმარ-შვილი... ტრაგედია კიდევ ის უფროა, რომ მრავლად არიან დღეს ასეთები.. მოხუცი მშობლების ხარჯზე გვერდებგასიებული უსაქმურები, შუბლის ძარღვი, რომ არ უწყდებათ ისე ხარჯავენ ასე ნაწვალებ და ნაოფლარ ფულს და სჯერათ რომ "გაუმართლა" მშობელს იმით, რომ ამერიკელს ემსახურება და არა ბერძენს.... ჰო... რატომ მოვყევი ამდენს... მადლობა მინდა ვუთხრა დედას, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არის... რომ რა დროსაც არ უნდა დამჭირდეს, ვიცი გავაღებ კარს და იქ დამხვდება... ჯანდაბამდეც გზა ჰქონია სახლს, სადაც დედა არ იქნება... ჰო და კიდევ... კინაღამ დამავიწყდა მეთქვა... ჩემს სახლს არ აქვს მეტალოს ფანჯრები, გაგიკვირდებათ და არც ცენტრალური გათბობაა, მაგრამ დავიფიცებ სამყაროში თუ რამე არსებობს საფიცარი, რომ ჩემი ბავშვობის სახლში ყველაზე მეტად თბილა", - წერს ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი. exclusivetv.ge tia.ge
  23. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებას, რომლის თანახმად, ნატო რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს, იენს სტოლტენბერგისგან დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ. "ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერს ზურაბიშვილი. tia.ge
  24. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანია "მაგთის" ინჟინერ-ტექნიკოსები გაიფიცნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასის გაზრდას ითხოვენ. დღის განმავლობაში "მაგთის" ტელევიზია და ინტერნეტი შეფერხებით მუშაობდა, თუმცა ეს პრობლემა მალევე გამოსწორდა. tia.ge
  25. დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია წვიმა, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +7 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +5, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +3. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +10 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +5, მაღალმთაში კი +4 გრადუსი. თბილისი - ღამით +4°, დღისით +8°, მოსალოდნელია წვიმა. სოხუმი - ღამით +6°, დღისით +7°, მოსალოდნელია წვიმა. ბათუმი - ღამით +7°, დღისით +7°, მოსალოდნელია წვიმა. ფოთი - ღამით +10°, დღისით +17°, მოსალოდნელია წვიმა. ზუგდიდი - ღამით +6°, დღისით კი +19°, მოსალოდნელია წვიმა. ქუთაისი - ღამით +7°, დღისით +7°, მოსალოდნელია წვიმა. მესტია - ღამით -3°, დღისით +3°, თოვლი. ბორჯომი - ღამით -2°, დღისით კი +4°, თოვლი. ახალციხე - ღამით -2°, დღისით კი +3°, თოვლი. ცხინვალი - ღამით +4°, დღისით +6°, თოვლი. რუსთავი - ღამით +3°, დღისით +9°, მოსალოდნელია წვიმა. თელავი - ღამით +2°, დღისით კი +10° მოსალოდნელია წვიმა. ლაგოდეხი - ღამით +4°, დღისით +10°, მოსალოდნელია წვიმა. სიღნაღი - ღამით +4°, დღისით კი +10°, მოსალოდნელია წვიმა. ცაგერი - ღამით +4°, დღისით კი +4°, თოვლი. ბახმარო - ღამით -3°, დღისით -2°, მოსალოდნელია თოვლი. tia.ge
×
×
  • შექმენი...