
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
მოსამართლე კოტე ჭილაიამ დაცვის მხარის ერთ-ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილის ნგრევის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. ”არ შევხებივართ მზიდ კედლებს, რაც დამავალეს, ის გავაკეთე” – თქვა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მუშამ, რომელიც კორპუსის ჩამონგრევის საქმეზეა ბრალდებული. მამა-შვილი გიორგი და ხუსეინ სურმანიძეები ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებული მუშების ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს. მზია დიასამიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით იკვეთება სახლის მეპატრონის ბრალეულობა. ოჯახის წევრები საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც საქმეს დაერთო, მუშების დანაშაული და პასუხისმგებლობა არ იკვეთება. The post ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება: "იმედია, ანონიმურია... გამარჯობა, მოკლედ მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია... ვართ მე და ჩემი ძმა. მე გათხოვილი ვარ სამი წელია. სამი წელია, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ვიტან მარტო იმიტომ, რომ წასასვლელი არსად მაქვს. რამდენჯერაც მივაკითხე დედაჩემს, აღარ მინდა იქ ყოფნა-მეთქი, იმდენჯერ უკან გამომაბუნძულეს ჩემი ბარგი-ბარხანით და მარტო იმიტომ, რომ ჩემი ძმის ქონებიდან წილი არ მოვითხოვო, ქონებიდან, რომელშიც შედის სამი სახლი, მიწის ნაკვეთი და მანქანები. ერთი ნაკვეთი მხვდება მხოლოდ მე და იმაზეც გამაფრთხილა დედაჩემმა, რომ ჯერ ჩემი ძმა აირჩევს და რაც დარჩება, ის შემხვდება მე. ყველა ამჩნევს იმას, რომ დედაჩემი ყოველთვის გვასხვავებდა მე და ჩემს ძმას და ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო მას ხვდებოდა, დედაჩემის სიყვარულიდან დაწყებული. იმას ვერავინ ვერ ხვდება, რომ #მეცშვილივარ". tia.ge
-
„ქართულმა ოცნებამ ვერ გაბედა და ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაბედა – ეს ნამდვილად ასეა. ჩემი ვარაუდია, რომ ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამოიტანეს გამამართლებებლი გადაწყვეტილება, ეს ადამიანები უბრალოდ არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს. წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად გაუგონარია, რომ მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ქმედება იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ხანდაზმულია და რომელზეც საერთოდ მსჯელობაც არ შეეძლო სასამართლოს და პროკურატურამაც კი არ შეიტანა მოთხოვნაში. მოკლებულია სამართლებრივ შინაარსს და შესაძლებლობას, მოკლებულია სასამართლოს და პროკურატურას, რომ ამაზე ემსჯელათ. მაგრამ ნახეთ რა გააკეთეს, სამი მსხვილი ბიზნესმენი, აქედან ორი მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი გამოაცხადეს თაღლითებად და უთხრეს, რომ არ გსჯით იმიტომ, რომ ეს ქმედებები არის ხანდაზმული. რეალურად, მათი მიზანია, რეპუტაციული განადგურება და მეორე დამოკლეს მახვილი დააკიდეს, როგორც ამ ადამიანებს ასევე ორ ორგანიზაციას – პოლიტიკურ ორგანიზაციას ლელოს და კრიტიკულ მედიას ტვ პირველს და უთხრეს, რომ ეს გასაჩივრდება და როგორც მოიქცევით იმის მიხედვით იქნება პასუხი”,-თქვა ნიკა გვარამიამ. The post არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს – ნიკა გვარამია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მუსიკოსი, მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამი აქვს მთელ ოჯახს. "მოკლედ სწრაფი ტესტები არ ადასტურებს მაგრამ ზუსტად ვიცი ომიკრონი გვაქვს მთელს ოჯახს ტყუპები ფაიზერით აცრილები მე და მამაჩემი სინოფარმით მე ვარ ძალიან მსუბუქად და ასევე მამაჩემიც იყო ძალიან მსუბუქად სამ დღეში გადაიტანა აი ტყუპებს ძალიან ახველებთ სიცხეც მისცათ და რა დასკვნა გამოვიტანო ვეღარ გავიგე ოჯახში 5 ადამიანს ბაბუასაც ვირუსი გვაქვს და დედაჩემს არ გადაედო თფუ თფუ ! ის პირველი მთავარი კოვიდი აქვს გადატანილი თან ახალნაოპერაციევია და შესაბამისად იმუნიტეტ-დაქვეითებული მხოლოდ 1 დოზა ფაიზერით არის აცრილი მიდი და გაიგე ეხლა რა ხდება", - წერს კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე. tia.ge
-
დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. 1 კილომეტრის სიგანის ასტეოროიდი „7482“ 18 იანვარს, დედამიწას თბილისის დროით 01:51 საათზე ჩაუვლის. სპეციალისტების განმარტებით, ის, მომდევნო 2 საუკუნის პროგნოზების გათვალისწინებით, ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს იქნება. როგორც CNN-ი წერს, ასტეროიდი, რომელიც 1994 წელსაა აღმოჩენილი, 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. არავინ ელის, რომ მოძრავი სხეული დედამიწას შეეჯახება, თუმცა, ეს მოვლენა სწორედ პლანეტასთან მოახლოების მანძილითაა გამორჩეული. ასტეროიდი დედამიწისგან 1 609 344 კილომეტრის მოშორებით იქნება. tia.ge
-
კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა. აღნიშნულის შესახებ პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა, იგორ გოლოვინმა განაცხადა. მისი თქმით, პეტრო პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება და ცნობილია, რომ კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ გასცა მისი დაკავების ნებართვა სასამართლო სხდომაზე მიყვანის მიზნით. ადვოკატის ინფორმაციით, არსებობს შუამდგომლობა გენერალური პროკურატურის მხრიდან პოროშენკოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გოლოვინის განცხადებით, მათ კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოს მიმართეს, რომ სასამართლო პროცესი დაინიშნოს 17 იანვარს, რათა ყოფილ პრეზიდენტს მასზე გამოცხადების საშუალება ჰქონდეს. მისი თქმით, პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნებისთანავე საკუთარი ნებით გამოცხადდება სასამართლოში და მისი დაკავების ან სასამართლო სხდომაზე იძულებით მიყვანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. 1 tv.ge The post კიევის რაიონულმა სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა – იგორ გოლოვინი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
18 წლის დედამ, ახალშობილი ნაგვის ბუნკერში ჩააგდო. ბავშვმა ძლიერ ყინვასა და ქარში რამდენიმე საათი სანაგვე ყუთში გაატარა. შემზარავი ფაქტი მექსიკაში მოხდა. როგორც, „ფოქსნიუსი“ წერს, ფაქტიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ, სანაგვე ყუთში ჩაგდებული ახალშობილი გამვლელებმა იპოვეს. ჰობსის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ სამი ადამიანი ნაგვის ბუნკერში რაღაცას ეძებდა და კვნესის ხმა გაიგონეს, თავდაპირველად კატა ეგონათ, დაიწყეს ძებნა და ახალშობილი იპოვეს. პოლიციის უფროსის თქმით, პირსახოცში გახვეული ბავშვი ამოიყვანეს, რომელსაც ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოჭრილი. მაშინვე დაუკავშირდნენ პოლიციას და ამ შემზარავი ფაქტის შესახებ შეატყობინეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაყვანა. მოგვიანებით კი, ახალშობილი ვერტმფრენით ტეხასის შტატში გადააფრინეს. ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეო მტკიცებულების შემდეგ, ახალშობილის დედას, 18 წლის წლის ქალს, ბრალი მკვლელობის მცდელობაში და ბავშვზე ძალადობის მუხლით წაუყენეს. პოლიცია ამბობს, რომ ბავშვის მამა არასრულწლოვანია. წყარო – exclusivetv.ge The post მექსიკაში 18 წლის დედამ ახალშობილი ნაგვის ბუნკერში ჩააგდო appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, თემო სანდროშვილი იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს: "აი, როგორ მომილოცა შობა ერთმა ბუხოი ფრენდმა: გილოტსავთ წობას ( ანუ " შობას") . გისურვებტ კვას და ბაკარას ( ანუ " ხვავს და ბარაქას"). შეგეტსიტ მრავალდჟამიერ!" დიდი იმედი მაქვს, რომ " შეგეტსით" " შეგეწიოთს" უნდა ნიშნავდეს! ერთხელ შეწევნას რა უჭირს, მარა მრავალჟამიერ რავარიააა??? ავტორი არ ვიცი", - წერს სანდროშვილი. tia.ge
-
ხათუნა ჟორდანიამ ჟურნალ "სარკესთან" მის პირველ და უკანასკნელ სიყვარულზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ნინის მამა პირველი სიყვარული იყო და ნინის ახლა რასაც უბედავენ მამამისი რომ ცოცხალი იყოს ვერ გაუბედავდნენ, რაც შეეხება ზურა ხაჩიძეს ის მისი უკანასკნელი სიყვარულია და ახლა მიხვდა რომ ადრე ზურას იმდენ ყურადღებას ვერ უთმობდა რამდენიც საჭირო იყო, ამიტომ ზურა სულ ნაწყენი იყო მასზე. ხათუნა, რა იყო თქვენი პირველი ქორწინება თეკუჩა ქარსელაძესთან, რას დაარქმევდით მას? ის იყო პირველი სიყვარული და ზურა უკანასკნელი სიყვარულია. თეკუჩა იყო კაცი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონოდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით ნინისთან მიმართებაში. მისი გარდაცვალებით ის ყველაზე მეტად ნინის მოაკლდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს ნინის იმდენს ვერ გაუბედავდნენ, რამდენსაც უბედავენ. ზურა კი ძალიან წესიერი კაცია, რომელიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბოლო სიყვარულია. დღეს, როდესაც დაძლიეთ ეს ვერაგი დაავადება, რა გახდა პრიორიტეტი? პირველ რიგში, მივხვდი, რომ უფრო მეტ დროს ოჯახის სხვა წევრებს ვუთმობდი, ვიდრე ზურას და სულ ნაწყენი მყავდა ჩემი ყურადღების ნაკლებობის გამო. ამიტომაც ახლა გადავწყვიტე, ვიცხოვრო ზურასთვის და მთელი ჩემი ყურადღება მას დავუთმო. მეორე მხრივ, რა იდეებიც მქონდა თავში და არ ვახორციელებდი, მინდა, ახლა განვახორციელო. დავიწყე ხატვა, სამკაულების კეთება, ავეჯის რესტავრირება, ვკერავ. ვფიქრობ, სატელევიზიო პროექტზეც. მოკლედ, ათასი გეგმა მაქვს…“, - ხათუნა ჟორდანია წყარო - "სარკე" tia.ge
-
ორი მუშა და ბინის მეპატრონე პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო ციხეში გაშვებულები გირაოთი არ გაათავისუფლა. დაცვის მხარე პროცესზე ამბობდა, რომ მათი დაკავება სავალდებულო არ იყო, არ დაემალებოდნენ გამოძიებას და ვერც მოწმეებზე მოახდენდნ ზეწოლას. თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალსიწინა. სასამართლომ არც ბრალდებულის ადვოკატის მეორე შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც პროცესზე ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის, დაკითხვას ეხებოდა. დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ ბათუმის მერი კორპუსის ნგრევის საქმეზე დამატებითი დეტალებს იცნობდა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე დაკავებულებს საყრდენი კედლების მონგრევას და შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დარღვევით ჩატარებას ედავებიან, რამაც ცხრა ადამიანის სიცოხლე შეიწირა. tia.ge
-
“ვალენსიას” 5 ფეხბურთელს – მაქსი გომესს, ჰელდერ კოშტას, ჩერიშევს, დანიელ ვაასს და იასპერ სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდათ. “ვალენსია” მომდევნო მატჩს 16 იანვარს კოპა დელ რეიზე ჩაატარებს, 20 იანვარს კი “სევილიას” ეთამაშება. სწორედ “სევილიასთან” დაუშვა მამარდამ მძიმე შეცდომები. ესპანურ პრესაში სხვა ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, “ღამურებს” მწყობრში 2 მეკარე – ხაუმე დომენეკი და გიორგი მამარდაშვილი ჰყავთ. The post შანსი მამარდაშვილს – სილესენს კოვიდი დაუდასტურდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
12-01-2022-+ თბილისის ბაგა-ბაღები მუშაობას 17 იანვრიდან განაახლებენ, როგორც Etaloni.ge-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესის და რეგულაციების მხრივ ცვლილება დაგეგმილი არ არის. „სააღმზრდელო პროცესი დაიწყება როგორც დაგეგმილი იყო -17 იანვარს, იმ რეგულაციებით, რაც აქამდე გვქონდა“, – განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში იმის პარალელურად, რომ დეკემბერში ბაღებისთვის რეგულაციები ნაწილობრივ შეიცვალა და წერტილოვანი შეზღუდვების პრაქტიკა, ბაღების შემთხვევაშიც იმოქმედებს, მშობლები დაინტრესდნენ შეეხებოდა თუ არა ცვლილება გაცდენებს. აქამდე არსებული პრაქტიკით, პანდემიიდან გამომდინარე ბაღში გაცდენა საპატიოდ ითვლება და აღსაზრდელი ბაღიდან აღარ ირიცხება. „არდასწრების გამო, ბავშვები ბაღიდან არ გაირიცხებიან, მაგრამ ამის შესახებ საქმის კურსში აუცილებლად უნდა ჩააყენოთ საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია“, – განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში. ხუთი ძირითადი რეგულაცია, […] REZONANSI
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელია. „დროგამოშვებით, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად – თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. REZONANSI
-
ბათუმის “დინამო” 30 წლის მეკარეს, გიორგი ბეგაშვილს იმატებს. ბეგაშვილი ბოლოს მარტვილის “მერანში” გამოდიოდა და დღეს გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად დატოვა. გიორგი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქართულ კლუბში თამაშობდა, მათ შორის, თბილისის “დინამოშიც”. თბილისში გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მუშაობდა. ბათუმელებს თუ რამე არ შეიცვალა უკვე 3 კვალიფიციური მეკარე ეყოლება – კუპატაძე, ალავიძის ჩათვლით. პლუს, ახალგაზრდა ლუკა ხარატიშვილიც. The post ბათუმის “დინამო” მეკარეს იმატებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ქართველი ემიგრანტი დახურულ ჯგუფში “ჩვენ ამერიკაში” მოულოდნელ პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ მოხუცმა, რომელთანაც მუშაობს ცოლობა შესთავაზა და ქონების დატოვებას დაჰპირდა. “მეგობრებო, ბაბუასთან რომელთანაც ვმუშაობ არის 90 წლის, წეღან მითხრა ხუმრობით თუ სერიოზულად არ ვიცი, რომ ცოლად გამომყევიო, არ გინდაო? მთელ ქონებას დაგიტოვებო, ბაბუას შვილები და შვილიშვილები ჰყავს, არ მინდა ქონება მოქალაქეობისთვის კი მოვუწერდი, და რას ფიქრობთ? ხდება ესეთები? თუ სულელური აზრია? ( ხუმრობის გარეშე მაინტერესებს)”, – წერს ემიგრანტი. The post “მეგობრებო, ბაბუასთან რომელთანაც ვმუშაობ არის 90 წლის, წეღან მითხრა ცოლად გამომყევიო მთელ ქონებას დაგიტოვებო და რას ფიქრობთ?” – ქართველი ემიგრანტი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ. ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა. ბრალდებულები მოსამართლე გიორგი არევაძემ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით სცნო. TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა […] REZONANSI
-
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ინფექციონისტი “ომიკრონისთვის” დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ საუბრობს. “რამდენიმე ინფორმაცია ომიკრონის შტამთან დაკავშირებით (რადგან ომიკრონის გავრცელება სულ ახლახანს დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია). ომიკრონით გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა 3 დღემდე. ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი. ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემტხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია […] REZONANSI
-
საქართველოში შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი, დაწესდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს სამოქალაქო მოძრაობამ „გამოდი“ (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიმართა. წინადადების ავტორთა შეფასებით, საათობრივი ანაზღაურება პოზიციების მიხედვით, მზარდი უნდა იყოს. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს ასევე პირველად ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ბინების ფასის დარეგულირებას. კერძოდ, სახელმწიფო რეგულაციების შედეგად, ბიზნესს უფლება აღარ ექნება პროდუქციას ფასი 20%-ზე მეტით მოუმატოს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრიი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს. REZONANSI
-
გარდაიცვალა კონსერვატორიის ემერიტუსი, უდიდესი ქართველი კომპოზიტორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დიდი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ მამისაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. „ნოდარ მამისაშვილის პიროვნება უნიკალურია თავისი მრავალმხრივობით და სისტემური აზროვნებით. ნოდარ მამისაშვილი ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. მან პირველად მსოფლიოში შექმნა ცხრა საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდა წმ.სამების ტაძარში ზარების განაწილება სამრეკვლო სივრცეში. რაც მნიშვნელოვანია, ქართული სამგალობლო ჰარმონიიდან, მან გამოყო ძირითადი ფუძე – ტონები და გადაიტანა ცხრა ზარის ხმოვანებაში. ასევე მოახდინა ზარების დიფერენციაცია ფუნქციების მიხედვით: ორი მოხმობის ზარი, ორი მიმტევებლობის, ორი სამგალობლო, ერთი მონანიების, ლოცვის, ერთი დიდების ზარი. როგორც კომპოზიტორი, ნოდარ მამისაშვილი მრავალ ჟანრს შეეხო, მათ შორის ოპერის, ბალეტის, სიმფონიური, საორგანო, საგუნდო მუსიკის. იგი ავტორია საბავშვო ოპერის „ბაქია – ბაჭია“, ბალეტის „სამი გასაღები“, 7 სიმფონიის, ნაწარმოებებისა სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის, ინსტრუმენტული კონცერტების, საგუნდო, საგუნდო-სიმფონიური, იგი ასევე არაერთი კამერული ნაწარმოების შემქმნელია. ნოდარ მამისაშვილი მოღვაწეობს გამოყენებითი მუსიკის სფეროშიც. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისთვის. აღსანიშნავია მისი „ტანდემი“ ქართველ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან, ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ფილმები „დიდი მწვანე ველი“ და „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, სადაც მუსიკა გვხიბლავს თავისი გულწრფელობით. ნოდარ მამისაშვილის შემოქმედება ღრმად ეროვნული და ამავდროულად ინტერნაციონალური და ზოგადსაკაცობრიო. იგი ეროვნული საწყისის ისეთ ღრმა შრეებს ეხება, რომლებიც ხანდახან არცთუ ადვილი შესამჩნევი და აღსაქმელია. კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს და საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას ამ დიდ დანაკარგს“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post საზოგადო მოღვაწე ნოდარ მამისაშვილი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც დედამ ნიუ-მექსიკოში ჩვილი სანაგვეში გადააგდო. ვიდეოში, ასევე, ჩანს, რომ ბავშვი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. CNN-ის ინფორმაციით, ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია. ორმა მამაკაცმა და ერთმა ქალმა, რომლებმაც ბავშვი სანაგვეში აღმოაჩინეს, პოლიციაში დარეკეს. მათი თქმით, ნაგვის ჩხრეკისას ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ, ამოიღეს შავი ნაგვის პარკი, რომელშიც ნამდვილად ახალშობილი აღმოჩნდა. ბავშვი კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარზე 18 წლის დედა დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობის და ბავშვზე ძალადობის მუხლებით წარუდგინეს. ქალმა განაცხადა, რომ მხოლოდ ხუთშაბათს შეიტყო საკუთარი ორსულობის შესახებ, როდესაც მუცლის ტკივილის ჩივილით ექიმთან მივიდა. მისი თქმით, პარასკევს ტკივილი გაუძლიერდა და ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილი ნაგვის პარკში გაახვია და სანაგვეში გადააგდო. ქალის მშობლები ამბობენ, რომ შვილის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ. The post შემზარავი კადრები – სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც დედამ ახალშობილი სანაგვეში გადაადგო appeared first on InterPost.ge. View the full article
-
კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ორი ორსულია. 31 და 36 წლის ქალებს 3-3 შვილი დარჩათ. ერთი მათგანი თბილისში, საკეისრო კვეთის შემდეგ დაიღუპა, მეორე გარდაცვალების შემთხვევა კი ქუთაისში დაფიქსირდა. “3 იანვარს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, საკეისრო კვეთის შემდეგ, გადმოყვანილ იქნა რეანიმაციულ დეპარტამენტში, მზარდი სუნთქვის უკმარისობის გამო, შემოსვლისთანავე გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და დაზიანება იყო 23 ქულა, ფილტვის ვირუსული დაზიანება ჰქონდა, სამწუხაროდ, 10-ში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი”, – თქვა ექიმმა. ეპიდემიოლოგები ორსულებს ურჩევენ, “ბუსტერ” დოზები გაიკეთონ და მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები. REZONANSI
-
2021 წელს შიდა ქართლში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა-ხოლო დაშავდა 456 ადამიანი. შსს-ს მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით სამივე კვარტალში ვარიის შედეგად დაღუპულია 305 ადამიანი და დაშავებულია 5746 პირი. საერთო ჯამში 2021 წელს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 4335 შემთხვევაა დაფიქსირებული. REZONANSI
-
ინგა გრიგოლიას და ნოდარ მელაძის ფარული ჩანაწერი”ქართული ოცნების დეპუტატი ჟურანისტებს ფარული ჩანაწრის გავცელებით ემუქრება-მელაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს The post (ვიდეო) ინგა გრიგოლიას და ნოდარ მელაძის ფარული ჩანაწერი”ქართული ოცნების დეპუტატი ჟურანისტებს ფარული ჩანაწრის გავცელებით ემუქრება-მელაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს appeared first on InterPost.ge. View the full article