
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, მათივე ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. „მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა […] REZONANSI
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 687 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 928 441, გარდაიცვალა 14 449 პაციენტი. REZONANSI
-
ინტენსიური თოვის გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია. ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეზღუდვები ეხება თბილისი–სენაკი–ლესელიძის და ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზების მონაკვეთებს. “ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ259 (ქსანი-სამტრედია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. The post დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე: ,,ინდაურის საცივის” გასთორვას თუ მორჩით მინდა ახლი ინფორმაცია მოგაწოდოთ ძვირფასო მთავრობის წევრებო. განახლებული სტატისტიკით ამ თვეში კიდევ გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 6420 პირით და დღეს უკვე 643 167 ადამიანია საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში. ანუ 174 379 ოჯახი. ხო კიდევ ბევრი ითხოვს ამ დახმარებას რომ თავი გადაირჩინოს, მაგრამ ახლა სოციალური აგენტები იფიცებიან ორშაბათიდან და ამ ხალხის განაცხადებზე მრეაგორებელიც კი არავინ არ იქნება და ამითაც ისევ რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. ბოდიში ზედმეტად გადაგტვირთეთ ნეგატიური ინფორმაციით. ,,ცხელები” შემოიტანეს უკვე ხო?! ALIA.GE
-
ჟურნალისტი, ვიკა ბუკია: “დღეს სტუმრად მყავდა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული მუზეუმის თანამშრომლები. უაღრესად კომპეტენტურები, განათლებული ადამიანები, საქმის ავტორიტეტული ექსპერტები. ისინი, ვინც მთელი ცხოვრება შესწირა საქართველოს საგანძურის მოვლა-პატრონობას და იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც ჩვენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნება შეიძლება ერქვას. ეს იყო ენთუზიამი. ხელფასი რა ჰქონდათ დღეს გამოფინა წულუკიანმა. ჩემმა შვილმა უყურა გადაცემას. იშვიათად უყურებს, მაგრამ არდადეგებია. ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ გაიგო მთავარი: მუზეუმიდან ჭკვიანი ადამიანები გაუშვეს სამსახურიდან. მეკითხება – დე, ანუ მეც შეიძლება ვისწავლო ბევრი და მაინც დავკარგო სამსახურიო? რა ვუპასუხო? აი, როგორ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. საკუთარი შვილები მაინც შეიცოდონ. რა ქვეყანას ახვედრებენ. და მე ხომ არ ვუთხრა ჩემს ბავშვს, რომ სამაგიეროდ გაშვებულთა ხელფასი დარჩენილებს მოუმატეს. მათ ვისაც ნაკლები ცოდნა აქვს, სამაგიეროდ ბევრად მეტი მორჩილება. ეს ამბავიც დღეს გვახარა წულუკიანმა.” ALIA.GE
-
ჟურნალისტი, ვახო სანაია: “მოგეხსენებათ ან იქნებ არც მოგეხსენებათ, გვერდი არ არის ფეისბუქზე, სადაც მე არ შევდივარ, კომენტარს არ ვტოვებ ან სხვის დაწერილს არ ვკითხულობ. ყოველთვის ვიცი სოციალურ ქსელებში ძირითადი ტენდენციები. შუღლის ჩამოგდებაში, რა თქმა უნდა, ტროლებისა და ბოტების ხელშეწყობას დიდი როლი აქვს, მაგრამ ისედაც სულ უფრო მეტი ადამიანია გაბოროტებული. შური, ბოღმა, ღვარძლი – ყველაფერი ერთად. მძიმე ვითარებაა პედაგოგებში; შედარებით დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეებში; კატასტროფა ხდება მრევლში – ყველაზე აგრესიული ის კატეგორიაა, ხატები, ,,მე მიყვარს პატრიარქი” და ,,არა ნამახვანჰესს” რომ უყენია პროფილზე. ამასთან, როგორ ფრთხილადაც არ უნდა დავწერო, სიმართლე უნდა ითქვას : დღესავით ნათელია, რომ 55-დან 65 წლამდე ქალებში არნახული და არაადამიანური აგრესიაა. ასევე კაცებში 45-დან 55 წლამდე. საკითხს ალბათ რაღაც კვალიფიციური ახსნაც ექნება.”
-
“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია: “არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვის “მიშას ინტერესებით” ხსნიან. ფაქტიურად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას. ჯერ ერთი, მიშას სახელით საუბარი, თვითმარქვიობაა და მეორე, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი.” The post “არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია… არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი” – გვარამია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს: “თეა წულუკიანის ბოლშევიკური დევიზი -“კომპეტენციის ნაკლებობა” სინამდვილეში პოლიტიკური მხარდაჭერის ნაკლებობას გულისხმობს. ამ არაჩვეულებრივი ადამიანების შვილს გაათავისუფლებდა სამსახურიდან, აბა რას იზამდა, ნება რომ მისცე დახვრეტდა კიდეც “ხალხის მტრებს”… სასჯელის უმაღლეს ზომად პროფესიონალების სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობა აქვს და სიამოვნებით იყენებს. გაუნათლებელი ბატონის მოურავი ქვეყნისთვის გამორჩეულ ქართველებს უწუნებს კომპეტენციას და ამით სხვა დანარჩენს აფრთხილებს – “სულ უნდა გახსოვდეთ,რომ ბ-ნი ბიძინა ექვთიმე თაყაიშვილია, არ დაიმახსოვრებთ? წახვალთ სახლში. ამჯერად მხოლოდ ეს შემიძლია…” თეა წულუკიანის რეპრესიულ მანქანას მხოლოდ მუზეუმი რომ არ ეპუება, ჭკუა კი არ დაუშლის გააგრძელოს ბოროტება, წინააღმდეგობაა საჭირო, მეგობრებო…. ძალმომრეობას ძალის დაპირისპირება აკავებს, სინდისი აქ არაფერ შუაშია…” The post “წულუკიანს ნება რომ მისცე დახვრეტდა კიდეც “ხალხის მტრებს” – ეკა ხერხეულიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი: “ერთი ზოგადი შეკითხვით ვიკითხავ ვაღიარებთ თუ არა რომ მიხეილ სააკაშვილი ზის კაგებეს და პირადად პუტინის მონების ციხეში? არჩევნების აღიარება არ აღიარებაც ვერ გავიგე და ეს პარლამენტში შესვლა არ შესვლის ამბავიც გაურკვეველია, მაგრამ, ეს ამბები იქნება და რთულია და ამიტომ ვკითხულობ ადამიანს, რომელსაც პირადი ექიმიც ვერ ნახულობს აუცილებლობის შეწსაბამისად და სამედიცინო კვლევებიც კიარ უტარდება სიტუაციის შესაბამისი, ვაღიარებთ თუ არა კაგებეს მონების ტყვედ და პატიმრად? თუკი ვაღიარებთ, მაშინ ხომ ყველაფერს, რაც ხდება ამ თვალით და ამ ჭრილით არ უნდა შეცხედოთ?” The post “ვაღიარებთ, თუ არა, რომ სააკაშვილი ზის კაგებეს და პირადად პუტინის მონების ციხეში?” – იაგო ფრანგიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე: “იაგო ფრანგიშვილის ზღაპრები ——————————————————— გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ბ-ნი იაგო ფრანგიშვილი სისტემატურად აქვეყნებს ფანტასმაგორიულ პოსტებს, სადაც გაუთავებლად ლაპარაკობს ქართველი ექიმების შეცდომებზე COVID ავადმყოფების მართვაში, იმაზე თუ რა უვიცები არიან ქართველი ექიმები და როგორ ცუდად მართავენ კოვიდს და როგორი კარგები არიან გერმანელი ექიმები და როგორ კარგად მართავენ თავიანთ COVID ავადმყოფებს. ამ კომიკური პერსონაჟის პოსტებზე, ალბათ რეაგირება არ ღირს და დიდხანს არც ვრეაგირებდით, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გაუტია და დაუკრეფავში გადავიდა. ცუდი ის არის, რომ საქართველოში ვიღაცებს – საბედნიეროდ ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფს, მაგრამ მაინც მართლა სჯერათ ბ-ნი იაგოს სისულეელების, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ ბ-ნი იაგო გერმანიაში საქმიანობს. მაგალითად როგორ არაადამიანურად მოექცეოდნენ და ცუდად უმკურნალებდნენ საქართველოში ბაიერნის ფეხბურთელ იოზუა კიმიხს?! (რა შუაშია?) და როგორ ადამიანურად მოექცნენ და კარგად უმკურნალეს მას გერმანიაში. ან ის, რომ COVID -ის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება აზითრომიცინია?! (მისი გავლენით ვიღაცები საქართველოშიც მკურნალობენ აზითრომიცინით, რაც ნონსენსია) და ა.შ. ბ-ნი იაგოს პოსტები, რომლებიც ხშირად საღ აზრს სცდება, ეთიკურ მომენტს რომ თავი დავანებოთ, სტრესავს ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ მოსახლეობას, უკარგავს ნდობას ქართველი ექიმებისადმი და ა.შ. ისეთ კომენტარებსაც კი ვხვდებით, სადაც ცალკეული ქართველი მოქალაქეები ბ-ნ იაგოს სთხოვენ ჩამოვიდეს საქართველოში?!, დაიხსნას ისინი საშინელი ქართველი ექიმებისგან?! გადაარჩინოს ისინი COVID-ისგან და ა.შ. ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ვიღაცებს მართლა რომ არ სჯეროდეთ. ისე, მინდა ვკითხო ბ-ნ იაგოს – თუ ქართველი ექიმები ასეთი ცუდები არიან და მასიურად ასე ცუდად მკურნალობენ COVID პაციენტებს, ხოლო გერმანიაში პირიქით, შესანიშანვი ექიმები არიან და COVID პაციენტებს შესანიშნავად მკურნალობენ, მაშინ რატომ არის, რომ COVID პაციენტების კლინიკური მართვის მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი ინდიკატორი – ყველა დადასტურებულ ავადმყოფს შორის სიკვდილობის პროცენტი ე.წ. CFR (case fatality rate) ა.წ. 1 იანვრისთვის გერმანიაში იყო 1.58%, ხოლო საქართველოში – 1.48%. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოში ექიმები უფრო მეტი COVID ავადმყოფის გადარჩენას ახერხებდნენ, ვიდრე გერმანიაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში საქართველოზე შეუდარებლად ძლიერია, შეუდარებლად ძლიერი ჯანდაცვის სისტემით და ამასთან გერმანიაში ამ დროისთვის უკვე ფართედ იყო გავრცელებული ე.წ. ომიკრონის შტამი, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად მძიმე დაავადებას და ნაკლებ სიკვდილობას იწვევს, ვიდრე ე.წ. დელტა შტამი, რომელიც დღემდე დომინანტურია საქართველოში. ისე, ვინმემ თუ იცით ეს კაცი მართლა მუშაობს გერმანიაში? საქართველოში ხომ მას სოფლის საავადმყოფოს ექიმადაც კი არ აიყვანდნენ და თუ ის გერმანიაში მართლა მუშაობს, მაშინ ეს ერთგვარი კურიოზი და სერიოზული განსჯის საგანია. ბ-ნ იაგოს კი ვაფრთხილებთ, რომ თუ ის კიდევ გააგრძელებს მსგავს ინსინუაციებს, ჩვენ ამოვკრეფთ მის მარგალიტებს, ვთარგმნით და გავუგზვანით მის ხელმძღვანელობას და/ან გავაცნობთ გერმანულ საზოგადოებას. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH Idacirc Georgia ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS“ The post “ბატონ იაგოს ვაფრთხილებთ” – თენგიზ ცერცვაძის ღია წერილი იაგო ფრანგიშვილს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ავტობანზე ავარიისას დაშავებული ერთი არასრულწლოვანი გორის კლინიკიდან თბილისში გადმოჰყავთ. ცნობილია, რომ ამ დროისთვის, ექვსივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებ, რომ ავარია გორთან, ავტობანზე მოხდა, სადაც გზები გასაწმენდია, ლამპიონები კი ჩამქრალი იყო. დაშავდა 6 პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. The post ავტობანზე ავარიისას დაშავებული ერთი არასრულწლოვანი გორის კლინიკიდან თბილისში გადმოჰყავთ – ახალი დეტალები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„PCR-მა, შესაძლოა, „ომიკრონი“ ვერ დაადგინოს, გირჩევთ, იზოლაციაში დარჩეთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ომიკრონს“ ინკუბაციური პერიოდი მოკლე აქვს. „გაჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეგვიძლია ანტიგენ ტესტის გამოყენება – შემდეგ მეტად ჩაღრმავებული კვლევები ჩატარდა და ჯერჯერობით რეკომენდაცია მაინც არის იმგვარი, რომ კი, ანტიგენ ტესტების გამოყენება ნამდვილად არის რეკომენდებული ომიკრონის დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს – თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში დამშვიდების საფუძველი, შეიძლება, არ გვქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა მოეკიდოს მის მდგომარეობას. სიმპტომების შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადამიანმა გაიკეთოს სწრაფი ტესტი. თუ სიმპტომები გამოხატულია, სწრაფი ტესტი მარტივად ადგენს დაავადებას. თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა და სიმპტრომი არ არის, კონტაქტია, რაღაც მიზეზია, რომ PCR ტესტი ჩატარდეს, ექიმი ურჩევს, რომ ჩაიტაროს PCR ტესტი. თავიდან, პირველი რეაქცია, რაც იყო დიაგნოსტიკურ ტესტებთან დაკავშირებით, იყო ის, რომ PCR-მაც, შეასძლოა, ადრეულ ეტაპზე ვერ დაადგინოს ომიკრონი, ადრეული ეტაპი არის, როდესაც კონტაქტი იყო და ადამიანს აქვს სიცხე – პირველი, მეორე დღეა ინფიცირების. ეს ხომ სწრაფად ვითარდება, ინკუბაციური პერიოდი მოკლე აქვს, ჰქონდა კონტაქტი, მეორე დღეს აქვს ტემპერატურა. მეორე დღეს, შესაძლოა, ვერ გამოვლინდეს, აქ ერთი შედარებით დადებითი, რაც ახასიათებს ომიკრონს, არის ის, რომ ღრმად არ მიდის ფილტვის ქსოვილში და შედარებით ზედაპირზე რჩება – მისი გავრცელების ასეთი ხასიათი განაპირობებს იმას, რომ გამოვლენა ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებში ადრეულ ეტაპზე, ვიდრე არ გამრავლდება, ვერ ხერხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ტესტი ჩატარდა მეორე და მესამე დღეს, ის ვერ დაიჭერს ომიკრონს, რა თქმა უნდა, უკვე შედარებით მოგვიანებით ეტაპზე ამას გააკეთებს. მოქალაქეებისთვის რჩევა იქნება ის, რომ თუ არის ადრეული ეტაპი, შეიძლება მაშინვე არ მიმართონ ტესტის გაკეთებას, დარჩნენ სახლში, იზოლაციაში და მე-2, მე-3 დღეს ჩაიტარონ ტესტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post გაბუნია: PCR-მა, შესაძლოა, „ომიკრონი“ ვერ დაადგინოს, გირჩევთ, იზოლაციაში დარჩეთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
იტალიური “ჯენოადან” ახლახან გათავისუფლებული ანდრეი შევჩენკო, როგორც ჩანს, უმუშევარი დიდხანს არ დარჩება. 45 წლის უკრაინელ სპეციალისტს პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ. იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ შევჩენკოსა და პოლონეთის ფეხბურთის კავშირს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა. პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან. The post შევჩენკო ახალ მიწვევებს უკვე იღებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მერაბ დვალიშვილმა საქარტველოში ყოფნისას, ერთ-ერთი ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. “Badly injured my clavicle bone. Fortunately no surgery is necessary. Lots of Physical Therapy and time to heal! I will be back stronger than before. სამწუხაროდ საქართველოში ყოფნის დროს ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე ყველაზე რთული ტრამვა მივიღე რაც კი აქამდე მქონია ბრძოლის დროს თუ ვარჯიშზე. საბედნიეროდ ოპერაცის გარეშე მხოლოდ ფიზიო თერაპიის კურსებით სპეციალური ვარჯიშებით და მკურნალობით მოვირჩენ ამ ტრამვას. მალე დავუბრუნდები ჩვეულ ვარჯიშს და რეჟიმს…”, – წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში და ტრავმის ფოტოებს აქვეყნებს. გარდა ამისა, ვიდეო-მიმართვაში დვალიშვილი ახსენებს, რომ საქართველოში 2 ადგილას იყო, ორივეგან ოპერაცია ურჩიეს, თუმცა ამერიკაში სხვაგვარად უთხრეს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/272008233_4736339489793526_900094371548083814_n-1024x1024.jpg The post მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე რთული ტრავმა მიიღო (ფოტო+ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
დღეს, სკოლები, პანდემიის მართვისთვის კარგად არიან მზად, ამდენად ჩვენც, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სწავლა სკოლის გარემოში გააგრძელონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სასკოლო გარემო და სკოლები ძალიან კარგად ადაპტირებული არიან და მექანიზმები აქვთ შექმნილი, რომ სწრაფად მოახდინონ რეაგირება შემთხვევაზე და თავი რისკებისგან დაიცვან. „ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო პროცესი. თუმცა, პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი რეკომენდაცია არის ისეთი, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს იამზე, რომ საკლასო გარემოში ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა. მასწავლებლების ვაქცინაცია ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური იყო. სკოლები დღეს, პანდემიის მართვისთვის, […] REZONANSI
-
ცნობილი ფეხბურთელის, ოლეგ დანჩენკოს ახალგაზრდა ცოლი, ვიკტორია დანჩენგო გუშინ ავარიას ემსხვერპლა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი ქალი დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რამაც ავარიის პროვოცირება გამოიწვია და ძლიერი შეჯახება მოხდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შეგახსენებთ, ოლეგ დანჩენკო სხვადასხვა დროს სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, ამჟამად მას კარიერა უკვე დასრულებული აქვს. tia.ge
-
გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია. “გორმედის” კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. აღნიშნული ავარიის გარდა, მოცურების შედეგად ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან იგოეთთან გადავარდა, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა კი ავტობანის გორი-რუისის მონაკვეთზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე. ავტორი: ია თინიკაშვილი https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/01/ra-khdeba-am-tsuthebshi-avtobanze-avtosagzao-shemthkhvevis-shedega.mp4 The post რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე? – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 მგზავრი დაშავდა – კადრები ადგილიდან (ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ისაუბრა. „სწრაფი ტესტი ამ ეტაპზე ჩვეულებრივ რჩება პროტოკოლში. ჯერჯერობით რეკომენდაცია არის ასეთი, რომ ანტიგენ ტესტის გამოყენება ნამდვილად არის რეკომენდებული „ომიკრონის“ დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში შეიძლება დამშვიდების საფუძველი არ ჰქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა იყოს. თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა, სიმპტომი არ არის, კონტაქტია ამ შემთხვევაში ექიმი ურჩევს მას, რომ PCR ტესტი ჩაიტაროს. რა თქმა უნდა, სიმპტომურ შემთხვევაშიც ხდება PCR ტესტის ჩატარება, მაგრამ სიმარტივისთვის მივმართავთ ანტიგენ ტესტს, რომელიც სწრაფად გვაძლევს დეტექციის შესაძლებლობას PCR ტესტმაც „ომიკრონი“ შეიძლება ვერ დაადგინოს. „ადრეული ეტაპია, როცა მაგალითად ადამიანს ჰქონდა კონტაქტი, აქვს სიცხე, მეორე დღეს შესაძლოა არ გამოუვლინდეს. დადებითი, რაც ახასიათებს „ომიკრონს“, ისაა, რომ ის ღრმად არ მიდის ფილტვის ქსოვილში და შედარებით ზედაპირზე რჩება და მისი გავრცელების ეს ხასიათი განაპირობებს იმას, რომ დეტექცია ანუ გამოვლენა ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებში, ადრეულ ეტაპზე ვიდრე არ გამრავლდება ვერ ხერხდება. ამიტომ აუცილებელია, რომ ტესტი მეორე-მესამე დღეს ჩაიტარონ“, - აცხადებს თამარ გაბუნია. tia.ge
-
საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტომობილების გადაადგილება გართულებულია. გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული.დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე, ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.შეზღუდვებია დაწესებული ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. გზის მონაკვეთზე დანარჩენი სახის […] REZONANSI
-
„განსაკუთრებით მაღალია „ომიკრონის“ გავრცელება თბილისში, 60%-ზე მეტს ვანგარიშობთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. „ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მარტივი არ გახლავთ. აღმავალი ტალღა, შემიძლია დავადასტურო, რომ დაწყებულია. მთელი დეკემბრის განმავლობაში სტაბილური გაუმჯობესებისკენ გვქონდა ტენდენცია, ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებლით. იანვრის დასაწყისიდან, დეკემბრის ბოლო დეკადიდან უკვე შეიმჩნევა გაუარესება. დადასტურებულ შემთხვევათა 50%-ში „ომიკრონია“. განსაკუთრებით მაღალია მისი გავრცელება თბილისში - 60%-ზე მეტს ვანგარიშობთ. ტალღა რომ იქნება, ამაში ორი აზრი არ არის. უნდა ველოდოთ და დავიცვათ ყველა არსებული რეგულაცია, რათა ეს ტალღა შევაკავოთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. tia.ge
-
გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია. კლინიკაში აცხადებენ რომ ექვსივე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. აღნიშნული ავარიის გარდა, მოცურების შედეგად ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან იგოეთთან გადავარდა, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა კი ავტობანის გორი-რუისის მონაკვეთზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე. REZONANSI
-
გორის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პარალელურად, იგოეთთან მოცურდა ერთი მანქანა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ასევე, ორი ავარია მოხდა ავტობანის გორი-რუისის მონაკვეთზეც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. tia.ge