
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის გამოყენების და მაინინგის აკრძალვის ინიციატივა წარადგინა. მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, კრიპტოვალუტა პოტენციურ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფინანსურ სტაბილურობას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას და მოქალაქეების კეთილდღეობას. განმარტებით დოკუმენტში აკრძალვის მთავარ მიზეზებად კრიპტოვალუტის საშუალებით ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და არალეგალური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობები სახელდება. რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოაქტივების ფასების ზრდას სპეკულაციურ მოთხოვნას და სხვადასხვა სახის თაღლითურ სქემებს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვის პირდაპირი მეთოდი არ არსებობს, რაც დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიითაა განპირობებული. მიუხედავად ამისა, რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის ტრანზაქციებისა და მაინინგის შემზღუდავი მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის. საგულისხმოა, მაინინგის ინდუსტრიაში რუსეთი ერთ-ერთი მოწინავეა და მსოფლიო რეიტინგში ის ამჟამად მესამე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ აშშ და ყაზახეთი უსწრებენ. ცენტრალური ბანკის შეფასებით, ქვეყანაში მაინერების რაოდენობის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას და ენერგოქსელის გადატვირთვას იწვევს. “ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვაა”. – წერია ბანკის ანგარიშში. გაიზიარებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ცენტრალური ბანკის ინიციატივას და რუსეთის მასშტაბით ფორმალურად აიკრძალება თუ არა კრიპტოვალუტის გამოყენება, ჯერჯერობით, უცნობია. The post რუსეთი კრიპტოვალუტის და მაინინგის აკრძალვას გეგმავს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საოკუპაციო რეჟიმის სისატიკეს და საქართველოს ხელისუფლების დუმილს კიდევ ორი მოქალაქეს სიცოცხლე ემსხვერპლა. უმძიმესი ფაქტები მავთულხლარეთებს მიღმა დემოკრატიის კვლევის ინსიტიტუტმა მოიძია. არაერთი თხოვნის მიუხედავად, მძიმე ავადმყოფები ახალგორიდან თბილისში სამკურნალოდ არ გამოუშვეს, რასაც ორივეს გარდაცვალება მოჰყვა. 75 წლის მამაკაცი, რომელიც ახალგორიდან ცხივალისკენ მიჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა, მეორე კი ცხინვალის საავდმყოფოში არასათანადო სამედიცინო მომსახურებას ემსხვერპლა. ორვე მათგანი ეთნიკურად ოსი იყო. "მიმდინარე წლის იანვარში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ მათ ვერ გაეწიათ დროული და ადექვატური სამეიცინო დახმარება. პირველს, ახალგორიდან ცხინვალში გადაყვანის დროს გზაში ვერ გაეწია დამხრება და დაიღუპა, ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა მისი გადაყვანა ცხინვალის საავადმყოფოში, თუმცა იმის გამო, რომ მას ვერ გაეწია სათანადო დახმარება და გარდაიცვალა. ასევე იყო სხვა შემტხვევები, როდესაც პაციენტების მდგომარეობა დამძიმდა, მიუხედავად ოჯახის სურვილის, რომ გადმოეყვანათ ისინი თბილისშ, სამწუხაროდ იმის გამო, რეალურად არ ხდება ასეთი ნებართვების გაცემა ან ძალიან იშვიათად, ამ პაციენტის მდგომარეობაც საკმაოდ დამძმდა", - ამბობს არასამთავრობო ოგანიზაციის წარმოამდგენელი. ამ დრომდე მძიმე რჩება ახალგორში მცხოვრები 70 წლის დალი ილურიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ოჯახის წევრები პაციენტის თბილისში გადაყვანას რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდნენ. ცხინვალში არასწორად ჩატარებულმა ოპერაციამ ილურიძის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. საბოლოოდ, პაციენტი თბილისში 6 იანვარს გადმოიყვანეს. tia.ge
-
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას რუსეთის მხრიდან უკრაინაში მცირე შეჭრასთან დაკავშირებით პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტით ეხმაურება: “დიდ სახელმწიფოებს მინდა ვკითხო – მცირე შეჭრა რას ნიშნავს – იქამდე რომ შეგიდებენ, საქალწულე აპკი რომ არ დაგიზიანონ?” – წერს სარიშვილი. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში მცირედით შეიჭრას. The post რა კავშირი აქვს ბაიდენის განცხადებას საქალწულე აპკთან? – ირინა სარიშვილის სახალისო პოსტი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მძიმე სოციალური ფონისა და ხელისუფლების უყურადღებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დედამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სუიციდი სცადა. თამუნა იარაჯულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც გაზი ჩაუჭრეს და მის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს სიცივეში ყოფნა გაუჭირდა. ქალმა გაზრდილი ტარიფის გამო, დავალიანების გადახდა ვერ შეძლო და კომპანიისგან თარიღის გადავადებას ითხოვდა. მწვავე პროტესტი, თამუნა იარაჯულმა ჯერ კანცელარიის შენობაში გამოხატა და პრემიერთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდა, მოგვიანებით კი ივანიშვილის სასახლესთან მისვლა გადაწყვიტა. მომხდარის გამო მრავალშვილიანი დედა, პოლიციაში გუშინ გამოკითხეს. “ბატონო ბიძინა, რატომ დაგვიტოვეთ ისეთი მთავრობა, რომელმაც ბიუჯეტი ჩაიდო ჯიბეში, ქვეყანა ჩაიდო ჯიბეში და ჩვენი შვილები უნდა გაიყინონ ამ ზამთარს, უნდა დაიხოცონ. ერთი წამი იყო გაელვება, რომ იქნებ მე რომ აღარ ვიქნები, ყველას ეშველოს-მეთქი. როგორ მივიდე და ვუთხრა აუტიზმის მქონე შვილს, რომ დაწვეს სითბოში, ჰიპერაქტიურია, უნდა ირბინოს. ხომ შეიძლება ქვეყანამ იმუშაოს ისე, რომ მარტო მანქანები არ შევიძინოთ ყოველწლიურად მილიონობით საფასური, ამ ქვეყანაში მარტო თქვენ შვილებს არ წაუღოთ და ნამცეცები მაინც გადაუყაროთ სხვის შვილებს. ხომ შეიძლება, რომ ჩვენმა შვილებმაც იცხოვრონ?! ყველა ვერ გავიქცევით ამ ქვეყნიდან”, – თქვა თამუნა იარაჯულმა. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ულტიმატუმის პირობები დაწერა და პრემიერს 3-დღიანი ვადა მისცა. მრავალშვილიანი დედა, პენსიის მინიმუმ 300 ლარამდე გაზრდას, ასევე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, საყოველთაო დაზღვევას ითხოვს, სადაც გამოკვლევის, მკურნალობისა და მედიკამენტების პაკეტი იქნება და მესამე – მისი მოთხოვნაა, ზამთრის პერიოდში არავის შეუწყვიტონ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მრავალშვილიანი დედა გავრცელებულ პოსტში მადლობას უხდის იმ ადამიანებსაც, ვინც მისი დავალიანება დაფარა. ბუნებრივი აირის მიწოდება მას მხოლოდ ამის შემდეგ აღუდგინეს. წყარო tia.ge
-
„ომიკრონი“ მარტივი არა არის და არც ხელწამოსაკრავი შტამია" - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. „გართულებები არის და „ომიკრონი ხელწამოსაკრავი შტამი არა არის. „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, შემთხვევები ბევრია და შეიძლება, აქ მეტი მძიმე შედეგები მივიღოთ. მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში შეიძლება, მეტი იყოს სასტაციონაროც და შეიძლება, მეტი იყოს მძიმეც. იმდენად მჯერა ბუსტერის და აცრის, რომ დაავადების არ მეშინია. ვირუსის გავრცელების მექანიზმი არ შეცვლილა, ეს ისევ წვეთოვანი გზით გადაეცემა ადამიანს. ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა. ჩვენი კლინიკა გადაჭედილია. ერთი დამაიმედებელი ის შემიძლია, ვთქვა, რომ „ომიკრონი“ ისე ხშირად არ იწვევს ფილტვების დაავადებებს და ძირითადად, ზედა სასუნთქი გზების არეალს მოიცავს. ზოგიერთ შემთხვევაში ახალ შტამს საკმაოდ საშიში სიმპტომები აქვს და ის ბრონქიოლიტებიც სახიფათოა ხოლმე, განსაკუთრებით ერთ და ორ წლამდე ბავშვებისთვის“, - აცხადებს დავით გადელია. ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის თქმით, როგორ დასრულდება პანდემია ეს ჯერ კიდევ რთული სათქმელია. „მონოკლინური ანტისხეულები შესანიშნავად მუშაობენ, ისინი ძირითადად დელტა შტამზე მუშაობენ. ეს უნდა იყოს ბოლო და დიდი ტალღა. ექიმები არასდროს არ ვართ კმაყოფილები იმ რეგულაციებით, რომელიც არსებობს. სანამ ვირუსი ყველას არ მოივლის არ დამთავრდება. პანდემიისთვის 2 წელია არაფერია, ჩვეულებრივი მოვლენაა. უფრო დიდხანსაც გაგრძელებულა სხვა პანდემიებიც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წლის მეორე ნახევარში პანდემიაზე საუბარი აღარც იყოს. რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ გაქრება. მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - აღნიშნავს გადელია. tia.ge
-
გუშინ Rუდუშაურის კლინიკის იტ სპეციალისტი, დავით პაპასკირი კორონავირუსით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ბიჭი ახალი დაოჯახებული იყო. ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებამ არა მხოლოდ მის სამეგობროს არამედ მთელს საქართველოს თავზარი დასცა. მისი მეგობრების ფეისბუქ გვერდზე დავით პაპასკირს ემშვიდობებიან. The post ბიჭო დავითა, ეს რა გაგვიკეთეე… არ მინდა დავიჯერო ის რაც ხდება… რატომ რატომ დაგვტოვე ეს რატომ გაგვიკეთე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 173 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 030 710-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 951 428 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 631 პაციენტი ემსხვერპლა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 15,55%, ბოლო 14 დღის – 11,39%, ბოლო 7 დღის – 12,76%. ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. The post საქართველოში კორონავირუსის 8 767 შემთხვევა დაფიქსირდა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 767 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 030 710.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.76%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428.ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა – 851, იმერეთი – 861, ქვემო ქართლი – 351, […] REZONANSI
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 386 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 725 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 661 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 767 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 030 710. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.76%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების […] REZONANSI
-
ქართველი მილიონერი და ბიზნესმენი დავით ზოდელავა გარდაიცვალა. ამის შესახებ ბიზნესმენის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერენ. ზოდელავას გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ ვრცელდება, The post ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და მილიონერი ტრაგიკულად დაიღუპა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
მოსკოვის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის ყოფილმა ასისტენტმა დმიტრი ანანკომ, რომელიც “სპარტაკში” ფეხბურთელობისას 11 წელი გამოდიოდა, ჯანო ანანიძეზე ისაუბრა. ჟურნალისტი: ჯანო ანანიძე მართლაც ასეთი ნიჭიერი მოთამაშე იყო, როგორც მასზე საუბრობენ? დიახ, ნათელი გონება, ტექნიკური. თუ ნამდვილად სურდა დიდი ფეხბურთელობა, ამის ყველა კომპონენტი ჰქონდა, თუმცა ხასიათი არა. ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ მისნაირი საკმარისად ბევრია. თუ სხვა გუნდში იქნებოდა და არა “სპარტაკში”, ანანიძის მიმართ ნაკლები ყურადღება იქნებოდა. გარდა ამისა, ტრავმებისკენ ზედმეტად მიდრეკილია – განაცხადა ანანკომ ჯანოზე. ჯანო “სპარტაკში” 2009-19 წლებში თამაშობდა. ახლა, ჯერჯერობით, უგუნდოდ არის. The post “ანანიძე ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ მისნაირი საკმარისად ბევრია” – რუსი მწვრთნელი appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
შოთა არველაძე სულ მალე ინგლისურ “ჰალ სიტის” ჩაიბარებს. თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” ოფიციალურად უკვე იყიდა. არველაძის ამბავის გაგების შემდეგ გულშემატკივართა ერთი ნაწილი შოთას მოუწოდებდა “ჰალ სიტიში” ხვიჩა კვარაცხელია წაეყვანა, მაგრამ ამაზე სპეციალისტს მოკლე და პირდაპირი პასუხი აქვს. “აბა როგორ, “რუბინი” კვარას 15-20 მილიონ ევროდ აფასებს და ამდენი არ იქნება”, – განაცხადა შოთიმ მის ბოლო ინტერვიუში. გავრცელებული ინფორმაციით, ილიჯალი შოთას ზამთარში 15 მილიონს გამოუყოს, ამ თანხის სანაცვლოდ კი ქართველი რამდენიმე ფეხბურთელს შეიძენს. The post წაიყვანს თუ რა შოთა კვარას “ჰალში”? – არველაძის კომენტარი appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების 80% „ომიკრონია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.„საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ, 40%-დან 60%-მდე მერყეობს სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, შეიძლება მთლიანად „დელტას“ ჩანაცვლება არ მოხდეს, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა შემთხვევების „ომიკრონია“. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, „ომიკრონი“ კიდევ ერთხელ ჩამოივლის და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ავად გახდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა. REZONANSI
-
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ავლენს „ომიკრონს“ სწრაფი ტესტი და რა შემთხვევაში ხდება საჭირო „პისიარ“ ტესტის გაკეთება.როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ვითარებაშიც კი, თუ პაციენტს კორონავირუსი „პისიარ“ ტესტითაც არ დაუდასტურდება, თუმცა სიმპტომები აქვს, ექიმი ისე უნდა მოიქცეს, როგორც კოვიდპაციენტთან.„სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში „ომიკრონს“ ვერ იჭერს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება „პისიარ“ ტესტს. ყველა პაციენტმა, ვისაც სიმპტომი აქვს, თუნდაც რეალურად კოვიდი არ ჰქონდეს და ჰქონდეს რომელიმე გაციებითი რესპირატორული დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი, ხოლო თუ საეჭვოა და სიმპტომები აქვს, ასეთ პაციენტს აუცილებლად ამისამართებენ “პისიარ” ტესტზე. სწრაფი ტესტი კი დაავადების მეორე-მესამე დღეს როგორც წესი, აფიქსირებს.ექიმებს […] REZONANSI
-
ვერძი გამოიყენეთ ძველი კონტაქტები და გამოცდილება ახალი მიზნების რეალიზებისთვის. მოიკრიბეთ თანამოაზრეები და იმოქმედეთ. ნუ დაგავიწყდებათ გართობა, საკუთარ განწყობაზე ზრუნვა. კურო მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის, სწორი კვების საკითხებს. ნუ დაისტრესავთ თავს რამდენიმე საქმის ერთად შესრულებით, დაისვენეთ როდესაც ამის საშუალება გექნებათ და მეტად ისეირნეთ ფეხით. ტყუპები მთავარია არ დაკარგოთ ენთუზიაზმი და მოტივაცია, ყველაფერი გამოგივათ, იაქტიურეთ, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული რესურსები, ნუ დაკარგავთ დროს უქმად. კირჩხიბი შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი. არის გაუგებრობებისა და კონფლიქტების ალბათობა. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით და ეცადეთ იზრუნოთ როგორც საკუთარი ასევე ოჯახის წევრების განწყობის ამაღლებაზე. ლომი მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაიცავით ზომიერება და იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე. ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით, მთავარია თანმიმდივრულად მიჰყვეთ ყოველ მათგანს. ქალწული განწყობა და ენერგია ხელს გიწყობთ რათა ნებისმიერ საქმეში წარმატებით იასპარეზოთ, თუმცა ნუ გადაამეტებთ, დაიცავით ზომიერება. ეცადეთ არ გათქვათ თქვენი გეგმები. სასწორი ახლა არ არის ახალი წამოწყებებისა და ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო, ზოგადი დაძაბული ფონი ნებისმიერ სირთულეს უფრო მეტად გაამწვავებს, ამიტომ სჯობს ურთიერთობებში მეტად თავშეკავებული იყოთ. მორიელი ცოტა მეტი დიპლომატია და ყველაფერს შეძლებთ. იდეალურად დაალაგებთ როგორც საქმიან ასევე საოჯახო საკითხებს. ისწავლეთ ცხოვრებით ტკბობა, იყავით პირველ რიგში საკუთარი თავის მადლიერი. მშვილდოსანი მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს, ბიუჯეტის გადანაწილებას, მოუფრთხილდით ზედმეტ ხარჯებს. დაფიქრდით რა გინდათ, რისკენ ისწრაფვით და კორექტივები შეიტანეთ თქვენს სამომავლო გეგმებში. თხის რქა მოუსმინეთ შინაგან ხმას, ახლა ის არის თქვენი მრჩეველი. იმოქმედეთ, გარისკეთ მაგრამ გონივრულად, შესაძლოა საქმიან სფეროში გაუგებრობებმა იჩინოს თავი, თუმცა ნუ დათმობთ თქვენს პოზიციებს. მერწყული მოერიდეთ ნებისმიერი სახის სიახლეს. ასევე ნუ იჩქარებთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის გასაჯაროებას. აკეთეთ ის საქმე რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. თევზები თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ასევე მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ წვრილმანს და იმოქმედეთ დამოუკიდებლად. მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ The post 21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის პიკი, ალბათ, თებერვლის დასაწყისში იქნება. მისი თქმით, ელოდებიან 15 ათასამდე დადასტურებულ შემთხვევას. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.”ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ომიკრონი ყველანაირ რეკორდს ხსნის ყველა ქვეყანაში ერთდროულად ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით და ჩვენც მივდივართ ამ მხრივ. ეს, სამწუხაროდ, ასე იქნება — 8 000 დიაგნოსტირებული არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება, რეალური 2-3-ჯერ მეტი იყო და ჩვენი პროგნოზიც იყო. როცა ჩვენ ვთქვით, რომ პიკზე რომ გავალთ, ალბათ, თებერვლის პირველ დეკადაში გავალთ პიკზე და ველოდებით, სადღაც, 12-15 ათას დიაგნოსტირებულ შემთხვევას, რაც რა თქმა უნდა, რეალობაში 2-3-ჯერ მეტი იქნება”, — განაცხადა მან.19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში […] REZONANSI
-
ომიკრონით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მოლოდინი – ეპიდემიოლოგები კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის რისკზე ალაპარაკდნენ. ექიმები შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რეკომენდაციების შესრულებას. პირველ რიგში ეს ნიღბის ტარებას ეხება. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლებელია ითქვას, რომ ქვეყანაში ომიკრონი გახდა დომინანტური შტამი. “ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის ომიკრონზე.თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინანტია, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც,”-აცხადებს ამირან გამყრელიძე. REZONANSI
-
ქართველმა სპორტსმენებმა, რომან დოლიძემ და ლაშა ბექაურმა პირველ ქართულ ბლოკბასტერში მიიღეს მონაწილეობა. “9 ძმა” – ასე ქვია ფილმს, რომლის საპილოტე ვერსიის ჩვენება გუშინ გაიმართა და ძალიან საინტერესო სანახავი გამოდგა. 9 ძმა – გასაიდუმლოებული ანტიტერორისტული სპეც დანაყოფია და სპორტსმენების გარდა მასში გიორგი ვარდოსანიძეს, ზურაბ ინგოროყვას, გიორგი გილიგაშვილსა და სხვა მსახიობებს შეხვდებით. “გადაღებები განახლდება გაზაფხულ-ზაფხულში. ლოკაციების სიმრავლიდან გამომდინარე, გადასაღები პროცესის მომზადებას ბევრი დრო დასჭირდება და ჩვენც მაქსიმალურად ჩართულები ვართ ამ პროცესში. გადაღებები იქნება საქართველოს რამდენიმე რეგიონი და ქალაქები, უკრაინა, სტამბული, ბუდაპეშტი, ბრატისლავა, სანკტ პეტერბურგი და დუბაი”, – წერია 9 ძმის გვერდზე. რეჟისორები ზურაბ ვასაძე და სერგო ეგოიანი არიან. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/kaaa-842x1024.jpeg The post ლაშა ბექაური და რომან დოლიძე პირველ ქართულ ბლოკბასტერში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის კავშირში რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მოთხოვნით. რაგბის კავშირი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა „მსოფლიო რაგბთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით. აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ. რაგბის კავშირი The post საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“დინამო თბილისი” პირველ ამხანაგურ მატჩში მე-2 ლიგაში დაწინაურებულ “სპაერს” ეთამაშება და მეტოქეს 1-0 ამარცხებს. გოლი თორნიკე კირკიტაძემ შეაგდო პირველი ტაიმის ბოლოს დმიტრი ანტილევსკიმ სტანისლავ ბილენკი ცარიელ კართან მარტო დატოვა, თუმცა ბილენკიმ ააცილა. ბილენკი თბილისში ბრესტის “დინამოდან” გადავიდა, სადაც გასულ წელს 27 მატჩში 13 გოლი შეაგდო. The post წლის აცილება “დინამო თბილისის” ლეგიონერის შესრულებით (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article