
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 635 602 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 315 413 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 45.8%), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 202 951 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 41.9%). „ბუსტერ“ დოზით სულ აცრილია 123 087. ამასთანავე, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 698 (2.09%), ხოლო სრულად აცრილია 2 553 (1.44%). ncdc-ის ცნობით, 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 299 (15.17%) და სრულად აცრილია 10 714 (13,21%). გარდა ამისა, 20 იანვარს 7 059 აცრა ჩატარდა. The post რამდენი ადამიანი საქართველოში ვაქცინირებული appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინაში შეხვედრებს მართავენ. შეხვედრა უკვე შედგა უკრაინის სახალხო დამცველთან, ლუდმილა დენისოვასთან. შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა დენისოვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ენმ“-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ და შეხვედრებისა და პარტნიორების ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა მისი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს. „ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენსა და უკრაინულ მხარეს შორის იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გამომდინარე იქიდან რომ მას ჩამოართვა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეობა, რაც თავისთავად სამარცხვინო ფაქტია, არის უკრაინის მოქალაქე და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ქალბატონი დენისოვა, სახალხო დამცველი, რომელიც რიგ შემთხვევებში პრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს უკრაინული მხარის ინფორმირება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. The post ბოკუჩავა: უკრაინა აუცილებლად დაიცავს სააკაშვილის ინტერესს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„მე-6 ტალღა იქნება ყველაზე მაღალი საქართველოს პანდემიის ისტორიაში“, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვირუსის მე-6 ტალღა სავარაუდოდ ხანგრძლივი არ იქნება. „მე-6 ტალღა იქნება ყველაზე მაღალი საქართველოს პანდემიის ისტორიაში, მაგრამ არ იქნება ხანგრძლივი და ასევე, დიდი იმედი გვაქვს, რომ არ გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის მნიშვნელოვან ზრდას. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად მზად იყოს როგორც პირველადი ჯანდაცვა, ასევე სტაციონარული დაწესებულებები იმისთვის, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში როგორმე გავუმკლავდეთ როგორც ჰოსპიტალური პაციენტების რაოდენობის ზრდას, ისე ძალიან სერიოზულ და რადიკალურ ზრდას პირველადი ჯანდაცვის პაციენტების“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. The post ჩხაიძე – მე-6 ტალღა იქნება ყველაზე მაღალი საქართველოს პანდემიის ისტორიაში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა, 5 173 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი დაუდასტურდა 1 030 710 მოქალაქე, საიდანაც 951 428 პირი გამოჯანმრთელდა, 14 631 კი გარდაიცვალა. The post კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ბოლო 24 საათში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
განათლების სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 23 869 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვა. აღნიშნული მაჩვენებელი ერთი კვირის ჭრილში რეკორდულია. სამინისტროს განმარტებით, მონაცემში არ შედიან იმ კლასების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევაში დაიხურა. მათივე ცნობით, ონლაინსწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება ქვეყნის მასშტაბით ჯამში 4 842-მა მშობელმა შეიტანა. The post მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 24 ათასამდე მოსწავლე გადადის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ქვეყანაში არსებული რძის დეფიციტის ფონზე, ბოლო 4 თვეა ყველის ფასი იმატებს. ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე ამბობს, რომ გაძვირება შეეხო იაფი სეგმენტის ყველა ტიპის ყველს. მაგალითვისთვის, სულგუნის ფასი რეკორდულ, 25 ლარამდეა გაზრდილი, იმერული ყველის ფასი კი 17 ლარს შეადგენს. საკითხზე მიქაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა და ისიც თქვა, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ რძის პრობლემა პრიორიტეტებში გადაიყვანოს, რათა იაფი ყველის სეგმენტი ქვეყანაში არ გაქრეს. მისივე განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად რძე გარკვეულ სუბსიდირებას უნდა დაექვემდებაროს. ცნობისთვის, გაძვირდა რძეც და 1 ლიტრის ფასი უკვე 5 ლარია. წყარო tia.ge
-
22-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღისით + 7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. REZONANSI
-
სარალიძის საქმეზე, ევროპული საქართველოს ინიციატივით, საგამოძიებო კომისია რომ იქმნებოდა, როდესაც პარლამენტიც ლეგიტიმური იყო, თემაც ძალიან მნიშვნელოვანი და კომისიამაც საუკეთესოდ იმუშავა, სააკაშვილის სეფექალებმა და სეფეკაცებმა ბესელიებად გამოგვაცხადეს – კამპანია აწარმოეს რომ ოცნებას შევეკარით და მაგიტომ გვინდა, სარალიძის საქმეს ნათელი მოეფინოს. ” – ამის შესახებ გამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოცალურ ქსელში წერს. “ვულგარულად უტვინო და ტუტუცი ბრალდებები ისმოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც მაშინ ასეთ ქაჯობას არ ველოდი. დღეს, არალეგიტიმურ პარლამენტში პოლიტპატიმარი სააკაშვილის წამების გამოძიებას ითხოვს ნაცმოძრაობა. მიშას სეფექალები და სეფეკაცები ტაშს უკრავენ, ან მრავალმნიშვნელოვანი დუმილით ხვდებიან. არც საკუთარ ნასროლ ბრალდებებზე იხდიან ბოდიშს – ხომ შეიძლება გაიაზრო, რომ შეგეშალა და სიტყვას რადგან ფასი აქვს, უკან წაიღო? ეს ხომ კარგი მაგალითი იქნება? აი ეს ხალხი გამიბრაზდება მერე, შენ “ადამიანები არ გიყვარსო” – მეტყვიან. ადამიანები კი არა – ორმაგი სტანდარტის, კერპთაყვანისმცემელი, ვულგარული უსინდისოები არ მიყვარს და ყოველთვის ვეცდები, რომ დისკომფორტში იყვნენ. p.s. ახლა შემახსენეს რომ მარტო ეს კი არა, სააკაშვილი ელექტროენერგიის გაძვირების საგამოძიებო კომისიასაც ითხოვს მიტაცებულ პარლამენტში და გახარიას ეხვეწება, შემომიერთდიო.” -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. The post აი ეს ხალხი გამიბრაზდება მერე, შენ “ადამიანები არ გიყვარსო” – მეტყვიან – თამარ ჩეროლეიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისთან ახლოს, ერთ-ერთი კოვიდ კლინიკაში პაციენტმა მორიგე ექთანი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კოვიდკლინიკაში ყოველდღიური შემოვლის დროს, პაციენტმა ექთანს დანა ჯერ სახეზე, შემდეგ კი ყელზე დაუსვა. ჭრილობები მძიმე იყო, რის გამცო მედიკოსს ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. ექთანი 21 დეკემბრის დილის 5 საათზე აკეთებდა შემოვლას, მივიდა პაციენტთან მიაწოდა ჟანგბადი ნიღაბი, დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად, ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ის კისერით და ბასრი იარაღით მიაყენა ჭრილობები ყელის არეში”, – ამბობენ კლინიკაში. ძალადობის ფაქტები გახშირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა ექიმს ოთახის მინები ჩაუმსხვრია. კიდევ ერთ კლინიკაში კი პაციენტის ოჯახის წევრებმა მედიკოსი ისე სასტიკად სცემს რომ მას ექიმების დახმარება დასჭირდა. ექიმების დაცვის ასოციაციაში ამბობენ, რომ მსგავსი დანაშაულის პრევენციისთვის კანონი უნდა გამკაცრდეს. tia.ge
-
ექიმები ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკულ შტამს, რომელმაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღა გამოიწვია, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პიკი ექნება. ჯანდაცვის სპეციალისტების ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე თებერვლის ბოლოსკენ დაიკლებს. „უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით. ისევე, როგორც ეს მოხდა მთელ მსოფლიოში. ვისაც მესამე, ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ, ამიტომაც მასობრივი ვაქცინაცია არის პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. The post „უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით“- თენგიზ ცერცვაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პიკური პერიოდი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ დეკადაში იქნება. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში საშუალოდ, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების 70%-ს „ომიკრონი“ წარმოადგენს. „თბილისში ეს მაჩვენებელი მაღალია და 80%-ს წარმოადგენს. იანვრის ბოლო-თებერვლის პირველ დეკადაში, ათი დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკური პერიოდი იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ. The post „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პიკური პერიოდი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ დეკადაში იქნება – ამირან გამყრელიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად არ უშვებენ, მიუხედავად იმისა რომ საბუთები წესრიგში აქვს. „აქამდე ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების პრობლემა არ მქონია. დაშვება არ მაქვს და სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია ბაზაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს. ვწუხვარ თუ ეს რაიმე ახალი სახის პოლიტიკაა, რომ უარი თქვან ჩემს ციხეში შესვლაზე. მეუბნებიან რომ მოვიცადო. უკრაინის პარლამენტის წევრი ვარ და ჩემი სამუშაო მაქვს“, - განაცხადა ლიზა იასკო. tia.ge
-
ჟურნალი ტაბულას დირექტორი თამარ ჩეროლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის”! ეს არის ამონარიდი ქართული ოცნების 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამიდან. ჩვენ, ვინც ვკითხულობთ და სიტყვებს მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმთავიდან ვიცოდით, რომ ქართული ოცნება საქართველოს დასავლურ ორიენტაციას საფრთხეს შეუქმნიდა. ამიტომ არც 2014 წელს, არც ახლა არ გვიკვირს, როცა უკრაინა რუსეთთან ომის პირასაა, ქართული ოცნების დუმილი. ჩვენ 2012 წლიდან ვიცით, რომ ქართული ოცნება თავისი შინაარსით ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა და ქვეყანის მართვას უნდა მოვაშოროთ! მაგრამ სწორედ 2012 წლის მაგალითი გვაჩვენებს, რამხელა ნეხვში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ სიტყვებს ყურადღებას არ მივაქცევთ და არ გავითვალისწინებთ რომ ალტერნატივა მხოლოდ დემოკრატიული ძალააა და არა პოპულისტური. ძალიან ბევრმა ადამიანმა 2012 წელს ხმა ოცნებას იმიტომ მისცა, რომ ჩვენი თავიდან მოშორება სურდა (სამართლიანად), მაგრამ რა მიიღო შედეგად – ახლა ვხედავთ! ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ წარსული გამოცდილებით ვისარგებლოთ, დავეყრდნოთ და ახლა ეგეთი შეცდომა აღარ დავუშვათ. შავრაზმული პოპულიზმის ალტერნატივა ლიბერალური დემოკრატიაა! სიბნელეს სიბნელით ვერ ანაცვლებ – ფიზიკა ამას არ უშვებს! სიბნელეს ანაცვლებ სინათლით! მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის არღარა ბნელია! ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! – გასაღებია!“ – წერს ჩერგოლეიშვილი. The post „არც 2014 წელს, არც ახლა არ გვიკვირს, როცა უკრაინა რუსეთთან ომის პირასაა, ქართული ოცნების დუმილი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისთან ახლოს, ერთ-ერთი კოვიდ კლინიკაში პაციენტმა მორიგე ექთანი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კოვიდკლინიკაში ყოველდღიური შემოვლის დროს, პაციენტმა ექთანს დანა ჯერ სახეზე, შემდეგ კი ყელზე დაუსვა. ჭრილობები მძიმე იყო, რის გამცო მედიკოსს ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. ექთანი 21 დეკემბრის დილის 5 საათზე აკეთებდა შემოვლას, მივიდა პაციენტთან მიაწოდა ჟანგბადი ნიღაბი, დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად, ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ის კისერით და ბასრი იარაღით მიაყენა ჭრილობები ყელის არეში”, – ამბობენ კლინიკაში. ძალადობის ფაქტები გახშირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა ექიმს ოთახის მინები ჩაუმსხვრია. კიდევ ერთ კლინიკაში კი პაციენტის ოჯახის წევრებმა მედიკოსი ისე სასტიკად სცემს რომ მას ექიმების დახმარება დასჭირდა. ექიმების დაცვის ასოციაციაში ამბობენ, რომ მსგავსი დანაშაულის პრევენციისთვის კანონი უნდა გამკაცრდეს. წყარო: ტვ პირველი The post „კისრით დაიჭირა და დანა ყელზე დაუსვა“ – კოვიდ კლინიკაში პაციენტმა მორიგე ექთანი დაჭრა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავში ლიზა იასკო და თინა ბოკუჩავა ჩავიდნენ, თუმცა ციხეში შესვლას ვერ ახერხებენ. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის თქმით, აქამდე მას მსგავსი პრობლემა არ ჰქონია. “აქამდე ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების პრობლემა არ მქონია. დაშვება არ მაქვს და სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია ბაზაში არ არის – მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს. ვწუხვარ თუ ეს რაიმე ახალი სახის პოლიტიკაა, რომ უარი თქვან ჩემს ციხეში შესვლაზე. მეუბნებიან რომ მოვიცადო. მე უკრაინის პარლამენტის წევრი ვარ და ჩემი სამუშაო მაქვს,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო. The post ლიზა იასკოს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ უშვებენ appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში პრაქტიკულად ყველა ადგილი შევსებულია, რეანიმაციაში კი არც ერთი ადგილი აღარ არის. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მაია ჩხაიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 ბავშვი იმყოფება. მისივე თქმით, კლინიკაში ჯამში, 175 საწოლია, აქედან 25 რეანიმაციული და ყველა ადგილი როგორც პალატაში, ასევე რეანიმაციაში, სრულად არის შევსებული. ჩხაიძე მშობლებს ურჩევს, თუ ბავშვი მოზრდილია და საგანგაშო ნიშნები არ აქვს, სახლის პირობებში უმკურნალონ, წლამდე ბავშვები კი, სასურველია სტაციონარში მოთავსდნენ. „ბავშვის გადმოყვანას წყვეტს სასწრაფო, ამიტომ მშობლებს ვთხოვ, განგაშს ნუ ატეხენ, როცა ბავშვი მოზრდილია, არ არის მივარდნილი, სითხეს ღებულობს, ღებინება არ აქვს და თუ სატურაცია არ უვარდება, არ არის საჭირო მათი […] REZONANSI
-
კვირის ნებისმიერ დღეს თმის შეჭრა თუ ვარცხნილობის გაკეთება, სასურველი არ არის. ადამიანი ამით გარკვეულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და საფრთხეში იგდებს სიცოცხლესაც. თმა კოსმოსიდან იღებს საჭირო ინფორმაციას და ჩვენს წარსულსა და აწმყოს ინახავს. ეს ყოველივე კი უდიდეს გავლენას ჩვენს ენერგეტიკაზე ახდენს. თუ გალამაზება გადაწყვიტეთ და ეს საქმე ვარცხნილობით დაიწყეთ, აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა ეს თქვენთვის საშიში არ არის. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარასკევს რაიმეს შეცვლა ვარცხნილობაში. თმის შეჭრა არც კვირა დღეს ვარგა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, ბედ-იღბალსა და კარიერას გარკვეულ საფრთხეს შეუქმნით. გარისკვა არ ღირს და უმჯობესია, საკუთარი თავი შესაძლო უბედურებისგან თავადვე დაიცვათ – სწორად შეარჩიოთ თმის შეჭრისთვის თქვენთვის სასურველი და უსაფრთხო დღე. ამ დროს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მთვარის ფაზებსაც – თუ თმას შეიჭრით მზარდი მთვარის პერიოდში, ის მალევე გაიზრდება, ხოლო თუ კლებადი მთვარის ფაზაში, მაშინ – შედარებით გვიან თუ თმას შეიჭრით ორშაბათს, დეპრესიისგან, დარდისა და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდებით. კვირის ამ დღეს შეჭრილ თმას თან გაჰყვება უარყოფითი ემოციები. თუ ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათ დღეს გადაწყვეტთ, მაშინ თავს შესაძლო უსიამოვნო ამბების, ჭორებისა და გაურკვეველი სიტუაციებისგან დაიცავთ. ოთხშაბათს შეჭრილი თმა და შეცვლილი ვარცხნილობა დაგეხმარებათ, ადვილად მოაგვაროთ პრობლემები სამსახურსა თუ ოჯახში, ასევე, შეგიწყობთ ხელს ადვილად დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან და საქმიან პარტნიორებთან. ხუთშაბათ დღეს შეჭრილი თმა და შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ წამოწყებული საქმეების ადვილად და წარმატებით დასრულებაში, აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს. პარასკევს ვარცხნილობის შეცვლაზე კი უარი უნდა თქვათ. სწორედ ამ დღეს, ადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესები შედარებით შენელებულია და თმის შეჭრა თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს დაასუსტებს. ასევე, შაბათს შეჭრილი თმა საკუთარი ძალების რწმენასაც აღგიდგენთ და სასიყვარულო გრძნობების თამამად გამოვლენაშიც დაგეხმარებათ, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდებით და ადვილად შეძლებთ საყოფაცხოვრებო თუ პირადული პრობლემების უმტკივნეულოდ გადალახვას. კვირა დღეს თმის შეჭრით კი კოსმიურ ძალებთან დაარღვევთ კავშირს და ეს თქვენზე უარყოფითად აისახება. The post ”არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ პარასკევს 21 იანვარს, თორემ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებთ” – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ქართველ ხალხს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
პარლამენტარი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ ჟურნალისტები მის ახლობლებს დაუკავშიდა და მათი ბიზნესსაქმიანობით დაინტერესდა. "გუშინს მერე რამდენიმე ახლობელი და ნათესავი მიკავშირდება, თურმე "მიკერძოებული ჟურნალისტიკა" აქტიურად ინტერესდება მათი ბიზნესსაქმიანობით და, რაც მთავარია, ამ ინტერესის ძირითადი ხაზი მათი ჩემთან ნათესაობა ან ნაცნობობა არის რამდენ ადამიანსაც არ უნდა დაუკავშირდნენ, თუნდაც ჩემს ახლობლებსა და ნათესავებს, ვერ იპოვიან ვერც ერთ ფაქტს, რომელიც მე მათ საქმიანობასთან დამაკავშირებდა, ჩემს დაინტერესებას ან/და მიკერძოებულობას გამოკვეთდა რაიმე ფორმით!! თუ ვინმე მიცნობს ან ჩემზე სმენია, იცის, რომ ჩემი პოლიტიკაში ჩართვის დღიდან მაქსიმალურად დისტანცირებული ვიყავი და ოდნავი შემხებლობაც არ მქონია ჩემი ახლობლების ინტერესებთან და, პირიქით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არც კი ვიცნობდი, შეეძლო დამკავშირებოდა და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში უანგაროდ მიეღო დახმარება. მაგრამ რად გინდა? ამის მიუხედავად, “მიკერძოებული ჟურნალისტიკა" სრულიად სხვა სურათის დახატვას ცდილობსამ მცდელობის მიუხედავად კი კიდევ ერთხელ დაგამშვიდებთ, რომ ჩემი დაკავშირება ნებისმიერ ფაქტთან წარმოუდგენელია ამ სიუჟეტებით თქვენი მცდელობები, ისედაც არასერიოზულ გადაცემებს, კიდევ უფრო სასაცილოს ხდის პ.ს. გუშინ ჩემი 10 წლის შვილი მირეკავდა. საქართველოში არ ვიყავი და მამამისთან რჩებოდა სახლში. ძალიან დასტრესილი და აღელვებული ჩანდა. შეშინებული იმით, რომ კარზე არ წყდებოდა ზარი, რომ ვიღაც ჟურნალისტები იყვნენ კართან და მისი აღქმით სახლში უვარდებოდნენ. შეშინებული იყო და მთხოვდა მალე ჩამოვსულიყავი და წამეყვანა... 10 წლის ბავშვის აღქმაში რომ ამგვარად ისახება "ქართული ჟურნალისტიკა" ეს ცალკე საკითხია და ფაქტობრივად რომ ზონდერების მსგავსი ქცევები დასჩემდა ბევრ ჟურნალისტს - ეს კიდევ ცალკე პრობლემა ისე კი იმედი მაქვს, როგორც რადიკალური ოპოზიცია მარგინალიზდა, ასევე მარგინალიზდება და მილევად რეჟიმში გადავა ჟურნალისტიკის ის ნაწილი, რომელიც მსგავს მეთოდებს იყენებს საქმიანობაში!" - წერს პარლამენტარი. tia.ge
-
„ბატონ ბიძინა ივანიშვილს მე ვიყავი და ვრჩები თქვენი მხარდამჭერი. მწამს, რომ ხართ საქართველოს პატრიოტი, გამოძრავებთ არა ანგარება და თქვენ იყავით გადამწყვეტი ფაქტორი წინა რეჟიმის დამარცხებაში, მერწმუნეთ, რომ ამას პირფერობა არ მალაპარაკებს“,- ამ შინაარსის წერილს, გარდაცვლილი დავით ზოდელავა, ბიძინა ივანიშვილს წერდა. „ამ წერილის მოწერა კი გადამაწყვეტინა დღეს საქართველოში შექმნილმა გარდამტეხმა პერიოდმა და იმის განცდამ, რომ მიუხედავად დიდი ფინანსური ინვესტირებისა და ძალისხმევისა, თქვენი რეიტინგი და თქვენი მხარდამჭერთა რაოდენობა, ფაქტია, რომ კლებულობს. გაკეთებული საქმეები და კარგი გადაწყვეტილებები და სათქმელიც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. მაგრამ, ნება მომეცით გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული აზრი უარყოფითი შედეგების გამომწვევ ძირითად მიზეზზე: კადრები. ბიზნესისგან განსხვავებით, წამყვანი სახელმწიფო მოხელეების შერჩევა ერთგულების პრინციპით წაგებიანია. თუ კადრი პროფესიონალია, იმას თავისი აზრიც აქვს და მისი დაცვაც უნდა შეეძლოს. როგორც წესი ის თავისუფალი ნატურაა და გადაწყვეტილებებსაც ის უნდა იღებდეს დამოუკიდებლად და მას უნდა ვენდოთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ. ასეთმა მიდგომამ გამოიწვია, ფაქტობრივად, სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება, გამონაკლისების გარდა, გადაწყვეტილებები ადგილზე ვერ მიიღება, საქმეები ან ჭიანურდება, ან მერე უაზრო ხდება. იგივე მიზეზით გახშირდა ნეპოტიზმის, დაუსჯელობის სინდრომის და კორუფციის ფაქტები. პრიორიტეტების არასწორმა შერჩევამ და სახსრების არასწორმა გადანაწილებამ კი, რა დადებით შედეგიც უნდა მოეტანა, ის იმედი არ გამართლდა. მაგალითისთვის, თუ მსოფლიოში ყურძნის სიჭარბეა, ბიუჯეტი კი აფინანსებს რთველს, რატომღაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით აწარმოებს კონიაკს (მეწარმე ამას არ აკეთებს, რადგან არამომგებიანად მიაჩნია), რა საჭირო იყო ასეთი ფართო მასშტაბით ყურძნის პლანტაციების გაშენების დაფინანსება და ამ საქმის წაქეზება, როდესაც 1–2 წელიწადში ეს ვენახო მსხმოიარე გახდება და პრობლემებიც მოიმატებს? (მაგალითად, საფრანგეთში მთავრობა რეკომენდაციას უწევს და 10000 ევროს კომპენსაციისთვის უხდის ფერმერს, რომ ყუძენი სხვა კულტურით ჩაანაცვლოს). სახელმწიფოს სტრატეგიის არასწორი დაგეგმვის უამრავი მაგალითების მოყვანა შემიძლია სხვა სფეროებშიც. აი თუნდაც ერთი: თუ პარლამენტი ბიო პროდუქციის მოყვანას სტიმულირებს, მაშინ სამინისტრო რატომ ამ მხრივ რატომ არ აქტიურობს?! ან რატომ დაუშვეს გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანა?! მაგალითისთვის, მე კი გუმანით მიმაჩნია, რომ “პანორამა თბილისი” სასიკეთო საქმეა, მაგრამ ბოლომდე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ჩამოყალიბებული აზრი შემექმნას. აქამდე არსებული ინფორმაცია და დისკუსია მხოლოდ ზედაპირული იყო და კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებდა. ხომ შეიძლებოდა დაწყებლიყო ამ პროექტის უფრო საჯარო განხილვა, დისკუსია ინტერნეტში, ტელევიზიაში, საზოგადოების ფართო ფენებში და ყველასთვის გასაგები იქნებოდა მისი დადებითი შედეგი და თავს ავარიდებდით ამხელა აჟიოტაჟს და ვნებათა ღელვას. კადრების შერჩევის დროს და გადაწყვეტილების მიღების დროს საერთოდ უგულებელყოფილია ქართველი ცალკეული ეთნოსისა და თბილისელების განსხვავებული მსოფლმხედველობა და მენტალიტეტი. უნდა აღიაროთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება, რომ სასიკეთო საქმეები გაკეთებულიყო პიარის გარეშე, მცდარი გამოდგა ისევ ქართული ნატურიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, თქვენ ან არასწორ ინფორმაციას გაწვდიან, ან ინფორმაციის სერიოზულ ნაკლებობას განიცდით. მოგახსენებთ, რომ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ 2012 წლის ახალ წლებზე ჩამოვედი საქართველოში და პირველი შეხება ახალი ხელისუფლების სახელმწიფო სტრუქტურებთან იყო ის, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს 20:00 საათზე ახალ წელს, სახლში მომაკითხეს საგადასახადო ორგანოებიდან და ჩამაბარეს უწყისი, იმ მიზეზით, რომ შეტყობინების ჩაბარების რაღაც ვადა იწურებოდა. ზუსტად ასევე დაუარეს მეწარმეებს სიით 31 დეკემბრის საღამოს. ახალი მინისტრი უკვე დანიშნული იყო და მოგეხსენებათ, ამით რა საახალწლო განწყობა შეიქმნებოდა ათასობით ოჯახში. მე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი საქართველოში და ორი საქმე წამოვიწყე, ერთი ელექტროსადგურის აშენება არსებულ დალის მთის წყალსაცავზე, რომელშიც ნახევარი მილიონი დავხარჯე და შემდეგ სამინისტროების ლაბირინთებში დოკუმენტების მოუგვარობლობის გამო მომიწია მშენებლობის შეჩერება (დღესაც ეს კაშხალი სახიფათო ავარიულ მდგომარეობაშია). მეორე საქმე უფრო ჰობისა და ქველმოქმედებისთვის შევქმენი: მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, კვების პროდუქტების ხარისხის და გენმოდიფიცირების დადგენის მიზნით, რადგანაც იმ დროს მსგავსი ლაბორატორია არ არსებობდა საქართველოში. დღეს ერთი კონკურენტი ლაბორატორია გვყავს. სულ ორი აკრედიტებული ლაბორატორიაა ამ სფეროში. გამახსენდა მიშას დრო, როდესაც როგორც კი ოპოზიციურ აზრს ტელევიზიაში ვიტყოდი, მეორე დღესვე მოდიოდნენ შემოწმებაზე. მართალია ფაქტობრივად ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი გამოიხატება და ასეთი დამთხვევების არ გვჯერა. ეს სხვა თემაა და იმედია ყველაფერი სამართლიანად გაირკვევა (ასეთი გადაგვიტანია?!). ფაქტობრივი დანაშაულებრივი მასალა სახეზეა, ხოლო აქტიური პოზიცია ყველა ქართველის ვალია, როდესაც სახელმწიფო გარდატეხის პროცესშია და ამას თქვენც მოგვიწოდებდით. ამ წერილის დაწერის მიზეზი, მერწმუნეთ, არის მხოლოდ თქვენი და საქართველოს კეთილდღეობის სურვილი და მომავლის იმედი. იმედი რომ სამართლიანობა საბოლოოდ აღდგება, მაგრამ როდის?! რის ფასად?! ეს კითხვები მაინც ღიად რჩება". წყარო tia.ge
-
"კაცი რომელიც მიყვარდა, დავწყევლე და ლოგინად ჩავარდა“ - ამის შესახებ ქეთი დოლიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზთან“ განაცხადა. "კაცი რომელიც მიყვარდა, დავწყევლე და ჩავარდა ლოგინად.შეურაცხყოფა მომაყენა, რაღაც არანორმალური, აი პირველად მაშინ წავედით აღსარებაზე. ერთი ძიძა იყო ბაბა გალა და ვთხოვე მიშველე მეთქი. წამიყვანა წმინდა ბარბარეს ეკლესიაში. იქ იყო ერთი მოხუცი რუსი მოძღვარი, მიპატიებიაო და ამის მეტჯერ ეს აღარ ჩაიდინოო მითხრა. და აი როგორც კი მივედი აღსარებაზე, მეორე დღეს კარგად გახდა ის ბიჭი“, - ამბობს ქეთი დოლიძე. tia.ge
-
ვერძი შესაძლოა, თქვენი გრძნობები საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ. იქნება ფინანსური მოგება იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ბიზნესებიდან. დღის რჩევა თქვენთვის არის სიფრთხილე გამოიჩინოთ ახალი ბიზნეს კონტრაქტებისას. თქვენ აღფრთოვანებული იქნებით გამოცდების შესანიშნავი შედეგებით. რიცხვები 1,8, წითელი ფერი და ასოები ა,ლ,ე მოგიტანთ წარმატებას დღეს. კურო იყავით ფრთხილად უცნობ ადამიანებთან ონლაინ ტრანზაქციების განხორციელებისას. მცირე ინდუსტრიებში ზარალის ალბათობა დიდია. შესაძლოა შენელდეს სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, ფილოსოფიურ თემებზე. არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში. ნომრები 2 და 5, ფერი თეთრი და ასოები ბ,ვ და უ გაგიმართლათ. ტყუპები დღეს იმუშავებთ შემოსავლის წყაროების მოძიებაზე. ძლიერი სამომხმარებლო ბაზა დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის სტაბილურად მუშაობაში. მოხუცები ნოსტალგიას განიცდიან ძველი მოგონებების მიმართ. დღეს […] REZONANSI
-
თბილისში გაფიცული სოციალური აგენტები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამილა ბარკალაიას შეხვდებიან.ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დღეს შედგება და ცნობილი გახდება დააკმაყოფილებს თუ არა მინისტრი გაფიცულების მოთხოვნებს. "ხელფასის 100%-იან მატებას ვითხოვთ, ასევე 1 წლიან ხელშეკრულებას და ტრანსპორტირების ხარჯი რაც მთავარია აგენტებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს რაიონებში, დიდი იმედებით არ ვართ ეხლა მაინცდამაინც, რომ დღეს ყევლაფერი გადაწყდება, ველოდებით შემოთავაზება რა იქნება, განვიხილავთ იმასაც, რომ გვქონდეს პროტესტის უკიდურესი ფორმაც შიმშილობაც", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. სოციალურმა აგენტებმა მუშაობა ერთი კვირის წინ შეწყვიტეს და გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაორმაგებას და 1 წლიან ხელშეკრულებებს მოითხოვენ. ამ ეტაპზე სოციალური სერვისების მიღება მოქალაქეებისთვის ვერ ხერხდება. tia.ge
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის შტამის, ომიკრონის შესახებ ფაქტებზე წერს და საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს უარყოფს. ფაქტი: ომიკრონ ვარიანტი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულთათვის. მითი: COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა. ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ფაქტი: ომიკრონი ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მითი: ვინაიდან ომიკრონი ნაკლებად მძიმე ვარიანტია, იგი გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას და ჩვენი ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მას გაუმკლავდნენ. ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა. ფაქტი: ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ომიკრონისგან. მითი: ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვიცავს ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან – მათ შორის ომიკრონისგან – არამედ, სავარაუდოდ, COVID-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც. ფაქტი: არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან. მითი: ომიკრონი საფრთხეს არ წარმოადგენს არავაქცინირებული ადამიანებისთვის. ახალ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იწვევს მზარდ ჰოსპიტალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური ვარიანტია, აქ ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ. ფაქტი: ომიკრონი ზოგად გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა. მითი: ომიკრონი ზოგად გაციებას ჰგავს. ომიკრონს გაციებასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ომიკრონ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ურთულდებათ დაავადება და კვდებიან კიდეც. იგი ასევე ზრდის პოსტ-კოვიდური სიმპტომის განვითარების რისკს. ფაქტი: ომიკრონი ზრდის COVID-19-ით რეინფიცირების რისკს. მითი: თუ COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილხართ ინფიცირებული, მაშინ ომიკრონისგან დაცული ხართ. იმის მიუხედავად უკვე ინფიცირებული ყოფილხართ თუ არა COVID-19-ის აქამდე არსებული ვარიანტებით, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან მაღალია ომიკრონით ინფიცირების რისკი. ფაქტი: ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ამცირებს ომიკრონისა და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს. მითი: ბუსტერი არაეფექტურია ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადების წინააღმდეგ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.) ფაქტი: პირბადის ტარება ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ. მითი: პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, რადგან ქსოვილში არსებული ნაპრალები ზომით ვირუსზე დიდია. არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგაც. ფაქტი: პანდემიის დასასრული ახლოს არ არის. მითი: ომიკრონ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი პანდემიის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, საქმე გვაქვს COVID-19 შემთხვევების ძლიერ ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, COVID-19-ის არსებული შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილს. იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი გახდა ან ხდება დომინანტური ვარიანტი, ადგილი აქვს COVID-19-ის შემთხვევების გაორმაგებას ყოველი 1,5-დან 3 დღეში ერთხელ – შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება. პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის უფრო მაღალ დონეს რისკ-ჯგუფებში ჯანმოს ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქმე ეხება ვაქცინის თანასწორ გადანაწილებას როგორც ქვეყნებს შორის, ისევე ქვეყნების შიგნით და ეს უნდა გულისხმობდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფისა და სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტულად ვაქცინაციას. The post ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ – WHO appeared first on [/url]. ALIA.GE