Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო გამოავლინეს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოში გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა. „სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უფლებები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. tia.ge
  2. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს. სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები. ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვტსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას, 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ასევე სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 1-ლი აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში. სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით. ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება, არა უმეტეს 100 ლარისა. The post პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება appeared first on [/url]. ALIA.GE
  3. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 038 391, გარდაიცვალა 15 102 პაციენტი. The post ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 575 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 038 391, გარდაიცვალა 15 102 პაციენტი. The post საქართველოში კოვიდინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. საქართველოს საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაწესდა შეზღუდვები მიღებებზე. კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს. The post საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. "დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს.სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები. ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას, 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ასევე სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში. სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება, არა უმეტეს 100 ლარისა. tia.ge
  7. საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “ღმერთო, ნუ დამაჯერებ, რომ ქვეყნის 70% გამოკვალიაშვილებულია და თუ გინდა “ხიმ-ტრაილერი” მესროლე”, – წერს სუალშვილი ფეისბუქზე. The post სულაშვილი:”ღმერთო, ნუ დამაჯერებ, რომ ქვეყნის 70% გამოკვალიაშვილებულია და…” appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ნათია ფანჯიკიძე ყოფილ ტელეწამყვან ხატია სიჭინავაზე დაწერილ პოსტს ეხმაურება და წერს: “წინა პოსტის კომენტარები ბოლომდე არ წამიკითხავს და ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრმა აღიქვა, როგორც არასერიოზული პოსტი. ახლა წავიკითხავ და თუ ძალიან ბევრმა აღიქვა ეგრე, წავშლი პოსტს. ვწუხვარ, რომ ვმუშაობდი და ვერ მივადევნე თვალი, როგორი იქნებოდა რეაქციები. საერთოდ არ ვხუმრობ. სრული სერიოზულობით ვფიქრობ, რომ ვისაც ენერგია აქვს, ვისაც ბრძოლა შეუძლია და ვის აზრსაც გაითვალისწინებენ, ის უნდა იყოს მოძრაობის ლიდერი. ეს არის სამართლიანი. ფაქტია, ოპოზიციამ შეგვაღონა ემოციებით და სულ მათზე იქით ფიქრის ვალდებულებით. გვჭირდება ახალი ლიდერი, ქმედითი. სწორედაც რომ ძალების გაერთიანებაა საჭირო”, – წერს ნათია ფანჯიკიძე. “რა მაგის პასუხია და ფრენდის კედელზედ დაიბადა ეს იდეა და მომეწონა, რაღა დაგიმალოთ – ხატია სიჭინავას რომ ვთხოვოთ, დოლარი რომ ცოტა გაიაფდა, ყველაფრის ფასიც მის პროპორციულად მაინც გაიაფდეს, ხომ იქნება პრაგმატული? ლიდერი უნდა იყოს ის, ვისი ხმაც შეისმინება. ახლა მე უნდა ვიმუშაო, აღარ მცალია, ხოდა იფიქრეთ ამ საკითხზე, მივმართოთ ხატიას, გახდეს ჩვენი წინამძღოლი, თუ გირჩევნიათ დაითმინოთ სიდუხჭირე?”, – დაწერა მანამდე ფანჯიკიძემ. The post “ხატია სიჭინავას რომ ვთხოვოთ, დოლარი რომ ცოტა გაიაფდა, ყველაფრის ფასიც მის პროპორციულად მაინც გაიაფდეს, ხომ იქნება პრაგმატული?-ნათია ფანჯიკიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში კოლეგას, მაგდა ანიკაშვილს მიმართავს: “მაგდა ანიკაშვილი, ჩემი ძმის საქმეზე რომ ურეკავთ ადამიანებს და შენს გადაცემაში მისვლას სთავაზობთ, მე რატომ არ მიწვევთ ეთერში ? ჩემთან გავიდა ეგ ინტერვიუ. სულ აიღე ხელი ყველაფერზე ? ველოდები პასუხს”, – წერს ვახო სანაია. The post “მე რატომ არ მიწვევთ ეთერში ?!ჩემთან გავიდა ეგ ინტერვიუ”-ვახო სანაია მაგდა ანიკაშვილს appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ბოლო დროს სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ამჯერად ისთამამ სტატუს აქვეყნებს: "ქალაქში კაცი რომ გათავდა გავიგეთ, მაგრამ ბო@იც რომ აღარ არი რა ხდება? ანუ ქალაქში ბოზებიც ამოიწურა მეგობრებო!“ - წერს კესარია აბრამიძე. მის ამ სტატუსს, მისი გამომწერების მხრიდან გამოხმაურებები მოჰყვა. "როდის მთხოვე და არ წაგიყვანე ბო@ებშიო...", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. tia.ge
  11. “ვინც არ დამიჯერა, ყველა გარდაიცვალა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში საუბრობს და ეხმაურება იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინას დღემდე “პრინციპულად” არ იკეთებენ. არ დავაბრალებ სხვას არავის, მე საკუთარ გარემოცვაში მყავს ადამიანები, რომლებიც პრინციპულად არ იკეთებენ ვაქცინას დღესაც. როგორ არ ვეუბნები, მე ხომ არ შემიძლია მათრახი გამოვიყენო? ადამიანს ენა გაქვს და ტვინი მეტი არაფერი. მყავს უამრავი ადამიანი, ხაზს ვუსვამ, მე მათ სულებს წინაშე ქედს მოვიხრი, ჩემი უახლოესი ადამიანები, რომლებმაც არ დამიჯერეს და არ აიცრნენ, ოჯახის წევრები აცრეს, თვითონ არ აიცრნენ, ვინც არ დამიჯერა ყველა გარდაიცვალა თითქმის, – ამბობს კახაძე. The post “ვინც არ დამიჯერა, ყველა გარდაიცვალა” – ლადო კახაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. ახალი ზელანდიის მაცხოვრებელმა ირლანდიელმა ქალმა ქმრის გაყიდვა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მან სასკოლო არდადეგების დროს ის ბავშვებთან მარტო დატოვა. როგორც Independent-ი წერს, ლინდა მაკალისტერი ჯონზე 2019 წელს დაქორწინდა, იმ დროისთვის წყვილს უკვე ჰყავდა 2 შვილი. კოლტი, რომელიც ახლა 4 წლისაა და რაიდერი, რომელსაც უკვე 6 წელი შეუსრულდა. ცოტა ხნის წინ ბავშვებს სკოლაში არდადეგები დაეწყოთ და როგორც ლინდა ამბობს, ამან იმოქმედა მათ დროის რეჟიმზეც – ბავშვებმა გვიან დაძინება დაიწყეს. იმ პერიოდში ჯონი სათევზაოდ წავიდა და ცოლი ბავშვებთან მარტო დატოვა. ირლანდიელი ქალი ქმრის საქციელმა გააბრაზა და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. მან ქმარი ონლაინ აუქციონზე TradeMe გასაყიდად განათავსა. “იყიდება ქმარი, სიმაღლე 184 სმ. ასაკი 37 წელი. უყვარს ნადირობა და თევზაობა, მოსწონს ფერმერობა. შეიძლება ახალ გარემოში მოხვედრისას შფოთვამ შეიპყროს, მაგრამ შეუძლია დამოუკიდებლად დამშვიდდეს. სამართავად მარტივია. ჰყავდა რამდენიმე მფლობელი. გაცვლას და დაბრუნებას არ ექვემდებარება,”- დაწერა ლინდამ გასაყიდი “ნივთის” აღწერაში. როგორც ლინდა ამბობს, ჯონი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს აუქციონის მიმდინარეობას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მასში ბევრ ფულს გადაიხდიდნენ, თუმცა მხოლოდ 100 ახალი ზელანდიური დოლარი შესთავაზეს, რაც მხოლოდ 66 აშშ დოლარია. მოგვიანებით განცხადება საიტიდან ამოიღეს საიტის წესების დარღვევის გამო. TradeMe-ის მენეჯერის თქმით, საიტზე გასაყიდად ქმრის განთავსება დიდი იშვიათობაა. The post “იყიდება ქმარი, გაცვლას და დაბრუნებას არ ექვემდებარება” – გაბრაზებულმა ქალმა ონლაინაუქციონზე ქმარი “გაიტანა” appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. "შეაჩერე კორუფციის” დამფუნებელი, ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც განმარტავს თუ რატომ ერჩის ოპოზიციას. "რა გიყოთ ხალხო რამდენნაირად აგიხსნად ვეღარ გავიგე, ან თავად რატომ ვერ ხვდებით ამდენს. მე ვერჩი ოპოზიციას იმიტომ, რომ ის ბიძინას და ქოცებს არ ერჩის. სამაგიეროდ არც ბიძინა და ოცნება ერჩით მათ, განსაკუთრებიდ ჭკვიანად თქვენი პარტიის თავმჯდომარე იქცევა, და ამას ბიძინაც უფასებს, აგერ სასამართლოებიც კი არ უტარდება რა ხანია”, - წერს ვატო გელაშვილი. tia.ge
  14. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა. დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს.სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები. ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას, 1 კვსთ-ზე 3,5 თეთრის […] REZONANSI
  15. 3 თებერვალს, ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ბილბაოს “ატლეტიკმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” 1:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, El Chiringuito-ს კამერებმა გარეტ ბეილი დააფიქსირეს, რომელიც ედენ აზარზე იცინოდა. “მარკას” ცნობით, ეს კადრი მატჩის 75-ე წუთზეა გადაღებული. ანჩელოტიმ სათადარიგოთა სკამზე მყოფი აზარი გასახურებლად გაუშვა, რათა შემდეგ ის თამაშში ჩაერთო, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა მალევე ის ისევ სკამზე დასვა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/1.jpg The post ბეილმა აზარს დასცინა (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. 4 თებერვალს ქუთაისში წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ფოთშიც, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლი და -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში […] REZONANSI
  17. ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე მალტის მე-9 ადგილოსან “გუჯა იუნაიტედში” გადავიდა, სადაც მას გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზეს. დავინტერესდით და მოვიძიეთ ინფორმაცია, დაახლოებით რა არის ეროვნულ ლიგაში, ლიგა 2-ში და ლიგა 3-ში ფეხბურთელების საშუალო ხელფასები. ეროვნული ლიგა: ბათუმის “დინამო,” თბილისის “დინამო, ქუთაისის “ტორპედო” – 15 ათასი ლარი “საბურთალო” – 7 ათასი ლარი დანარჩენი გუნდები – 3-დან 5 ათას ლარამდე მაგალითი: გორის “დილას” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძის განცხადებით, ირაკლი ბიძინაშვილს საქართველოს პირობაზე საკმაოდ კარგი ანაზღაურება შესთავაზეს, მაგრამ ბათუმის “დინამო” 2-ჯერ მეტი დაპირდა. ლიგა 2 : პირველი სამეული – 3-4 ათასი ლარი დანარჩენი – ძირითადად 2 ათასი ლარი თუ გავითვალისწინებთ “შუქურას” დანამატებს, შესაძლოა, მე-2 ლიგაში ყველაზე მეტს სწორედ “შუქურა” იხდიდეს ლიგა 3 საშუალოდ 1000-1500 ლარი, გადასვლის მსურველ კლუბებში – 2500 ფოთის “კოლხეთს” და ლანჩხუთის “გურიას” ბოლო დროს ფინანსური სიტუაცია გამოუსწორდათ The post რამდენი ათასი ლარი აქვთ ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელებს ხელფასი? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. ეს ამბავი 1 თებერვლიდან მოყოლებული ბრიტანული პრესის მთავარი ამბავია. შოტლანდიის ჩემპიონშიპის მე-4 ადგილოსანმა “რეით როვერსმა” გაუპატიურებაში ბრალდებული დევიდ გუდვილი დაიმატა. გუდვილი ქალზე ძალადობაში 3-ჯერ – 2008, 2009 და 2010 წლებში დაადანაშაულეს. 2011 წელს ის მის თანაგუნდელ დევიდ რობერტსონთან ერთად გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა. 2016 წელს სამოქალაქო სასამართლოში გუდვილს 100 ათას ფუნტიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრეს. გუდვილი აქამდე შოტლანდიის ნახევრად-პროფესიონალურ კლუბ “კლაიდში” თამაშობდა, სადაც 142 მატჩში 92 გოლი შეაგდო. “რეით-როვერსი” ჩემპიონშიპის კლუბია, სპონსორები ჰყავს, ქალთა გუნდი და დირექტორთა საბჭო. ქალთა გუნდმა გუდვილის დამატებისთანავე მხარდამჭერების დახმარებით “რეითისგან” გამოყოფის პროცესი დაიწყო, წავიდა რამდენიმე სპონსორი, დირექტორთა საბჭო 2-მა წევრმა დატოვა, რომლებიც თავიდანვე წინააღმდეგი იყვნენ ფეხბურთელის დამატების. შედეგად, “რეითმა” გუდვილი მომდევნო მატჩის განაცხადიდან ამოიღო და განაცხადა, რომ მის კონტრაქტს გადახედავენ. მოსალოდნელია, რომ დევიდს კონტრაქტს გაუწყვეტენ. ჯერჯერობით, პროცესი მიმდინარეობს. საინტერესოა, რომ 32 წლის თავდამსხმელი 2007-08 წლებში უკვე ირჯებოდა “რეითი-როვერსში” და 21 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. წარმატებული სეზონების შემდეგ 2011 წელს “ბლექბერნმა” 2 მილიონად იყიდა, თუმცა პრემიერ ლიგური კარიერა არ გამოუვიდა. რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი მეისონ გრინვუდი გაუპატიურებაში და მეგობარ გოგონაზე ძალადობაში დაადანაშაულეს. გრინვუდი დააკავეს და ახლა გირაოთი არის გათავისუფლებული. “იუნაიტედმა” მას თამაში აუკრძალა და თუ ბრალდება დაუდასტუდა, 10 წლიანი ციხე ელოდება. The post აი, რა მოუვა ყველა იმ გუნდს, რომელიც ქალზე მოძალადეს დაიმატებს! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  19. ლეგენდარულმა რონალდომ ბრაზილიის ნაკრების საოცარ თავდამსხმელზე, რომარიოზე ისაუბრა. “მე ბევრი ვისწავლე რომარიოსგან და ბებეტოსგან. ისინი ჩემთვის ინსპირაციას წარმოადგენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რომარიო ნაბი*ვარი იყო, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს აიძულებდა მისი ბუცები გაეწმინდათ ან მისთვის ყავა მოეტანათ. რამდენიმე წლის შემდეგ, 1997 წელს მე უკვე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი, Ballon d’Or მოგებული მქონდა და კოპა ამერიკაზე ვარჯიშის დროს რომარიომ მოულოდნელა მითხრა: “მზად იყავი, ღამე გავდივართ, არ ინერვიულო” “მას უკვე მოდგმული ჰქონდა კიბე სასტუმროს კედელთან და ტაქსი მეორე მხარეს გველოდებოდა. 5 საათზე დავბრუნდით და მე-2 დღეს ვარჯიშზე უბრალოდ ვერაფერს ვაკეთებდი. შემდეგ გავიგე, რომ ეს რომარიომ სპეციალურად გააკეთა, რათა ჩემი ადგილი დაეკავებინა სასტარტოში” – განაცხადა რონალდომ. რომარიო 1998 წელს ბრაზილიის ნაკრებში ტრავმის გამო ვერ მოხვდა, მხოლოდ რონალდო კი 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამარჯვებლად საკმარისი არ გამოდგა. 2002 ში კი კიჭამ ყველანაირად გაიბრწყინა და ფინალში გერმანიის ნაკრებს 2 გოლი შეუგდო. The post რონალდო: “რომარიო ნაბი*ვარი იყო, ახალგაზრდა ფეხბურთელებს აიძულებდა..” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  20. მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ ინდივიდუალურ ჯილდოს თვლის ყველაზე ღირებულად. “ბოლო პერიოდში ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსა და “ოქროს ბურთზე” ვფიქრობდი. დავასკვენი, რომ ფიფას ჯილდო უფრო ღირებულია. “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ, კრიტერიუმები კი არ არის მკაფიო. ფიფას ჯილდოს გამოკითხვაში ხმას ჟურნალისტებთან ერთად პროფესიონალები აძლევენ: ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები. მათ ობიექტურად შეუძლიათ ჩვენი თამაშის შეფასება, ვინაიდან თითოეული მატჩის, თითოეული რეკორდისა და თითოეული ტრავმის ფასი იციან. შესაძლოა, “ოქროს ბურთი” უფრო პრესტიჟულია, თუმცა ფიფას ჯილდო ზედიზედ მეორედ მივიღე, რაც ნამდვილად მეამაყება”, – აღნიშნა ლევანდოვსკიმ. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს 33 წლის პოლონელმა ფორვარდმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო. გარდა ამისა, ის “ოქროს ბუცის” გამარჯვებულიც გახდა. “ოქროს ბურთი” მიჯრით მეორედ მიიღო “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ. The post ლევანდოვსკი: “დავასკვენი, რომ ფიფას ჯილდო უფრო ღირებულია, ვიდრე “ოქროს ბურთი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  21. გორში მამის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა- ინფორმაცია ,,თრიალეთს,, კლინიკაში დაუდასტურეს. 47 წლის კაცი, რომელსაც საკუთარმა 83 წლის მამამ ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა. გოგიტა მეგრელიშვილი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებდნენ. REZONANSI
  22. პროფესორი, გიორგი ფხაკაძე მოქალაქეებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს: "აიცერით ბუსტერ დოზით - ფაიზერი ან მოდერნა … რას ელოდებით ?! ომიკრონს ელოდებით?! მე ავიცერი ჯერ 2 დოზა ფაიზერით და ბუსტერი 5 თვეში გავიკეთე 2021 წლის 23 დეკემბერს! დროზე აიცერით, პირველ რიგში ეს გჭირდებათ თქვენ!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze tia.ge
  23. აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში მოკლეს. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნდა. ოპერაცია ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ჩატარდა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა აშშ-ის სპეცძალების ყველა წარმომადგენელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა. სხვა დეტალები თეთრ სახლს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია, თუმცა ჯო ბაიდენის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ის, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მათი გუნდის წევრები ოპერაციის მიმდინარეობას ადევნებენ თვალყურს. აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში იყო ე.წ ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მემკვიდრე, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ სირიაში აშშ-ს ძალების სპეცოპერაციის დროს მოკლეს. წყარო The post მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი ლიკვიდირებულია – ფოტოები ადგილიდან appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ზალკალიანი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ ფორმატში გააგრძელებს. The post დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შეფასებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული "რემდისევირი" არის ეფექტიანი ექსპერიმენტული წამალია. "ამას ვიძახი 2020 წლიდან. “რემდისევირი” არის დაბალ ეფექტური ექსპერიმენტული (ბევრი რამ არ ვიცით ამ წამლის შესახებ) წამალი რომელიც არ არის რეკომენდებული ჯანმრთელობის მსიფლიო ორგანიზაციის მიერ!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze tia.ge
×
×
  • შექმენი...