
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
შოთა არველაძემ “პრესტონთან” 0-1 მარცხის შემდეგ მატჩი შეაფასა. “ვაღიარებ, რომ ჩვენმა მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. კარგად დავიწყეთ, სოლიდურად. ბურთთან ერთად გადაწყვეტილებებს ცოტა ნაჩქარევად ვიღებდით, ეს უნდა გამოვასწოროთ” “ჩვენ მოკლე პასი გავუშვით და თავდამსხმელი თავისუფალი დავტოვეთ. ასე არ შეიძლება. შეგვეძლო ბოლო კუთხურიდან ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყოველთვის არ გაგიმართლებს. ეს ყველაფერი ახალ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და მომავალ მატჩებს ველით” “ვიცი, რომ ახლა შეცვლებთან და ახალი ფეხბურთელების შემოსვლასთან დაკავშირებით სირთულეებია. მოკლე სკამი გვქონდა, ახლა ოდნავ გრძელია. ყველა მზად უნდა იყოს მისი შანსისთვის, – განაცხადა შოთამ. The post შოთა არველაძემ პირველი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა იაპონელ სპორტსმენს სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია. ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დღეს დაიწყო. დღეს ჩვენი გუნდიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე ფინალურ ბლოკში გავიდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს კარამატ ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ფრანგი დაიკ ბუბა იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. REZONANSI
-
იხილეთ ვიდეო #InterMilan Inter Milan 1-2 Milan | GOAL! Giroud. Follow @IFAST29 To See Goals pic.twitter.com/GRbkLBxbmA — bestlive9 (@bestlive91) February 5, 2022 The post ოლივიე ჟირუმ “ინტერს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თურქულ შეკრებაზე ქუთაისის “ტორპედომ” სერბულ “ნაპრედაკს” 4-1 მოუგო. პირველი გოლი მჭელიძემ შეაგდო, ბოლო შულაიამ, დუბლი არაბიძემ დადო. გიორგის ლამაზი საჯარიმო დარტყმა გამოუვიდა. შეხვერაში მონაწილეობა პაპუნაშვილმაც მიიღო. The post გიორგი არაბიძემ “ტორპედოში” ულამაზესი ჯარიმა გაიტანა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ხვალ “ჰამბურგი” მე-2 ბუნდესლიგის ლიდერ “დარმშტადს” ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში ბუნდესლიგაში გადასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამს. მოსალოდნელია, რომ გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი სწორედ “დარმშტადთან” შედგება. მატჩამდე კომენტარი “ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა. “მას მეტი დრო სჭირდება, ბოლო 2 წელია პრაქტიკულად არ უთამაშია და დიდი ნეგატივი მიიღო, მუდმივად უარყოფით ემოციებში იყო. დროის გარდა, მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული მივცეთ, რაც ასე აკლდა. ბევრს ველაპარაკები და რჩევებს ვაძლევ. გიორგის ბურთთან საოცარი ურთიერთობა აქვს”, – განაცხადა ტიმ ვალტერმა. ჩაკვე “ჰამბურგში” 6-თვიანი იჯარით ითამაშებს. The post “ჰამბურგის” მწვრთნელი: “აი, ამიტომ ვერ თამაშობდა ჩაკვეტაძე “გენტში” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 17 594 პირი. გუშინ საქართველოში 76 205 ტესტი ჩატარდა. The post კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი პაციენტი – როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში? appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოში 5 თებერვლიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვლი, ყინვა და ძlიერი ქარია: 5 თებერვალს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, თოვლჭყაპი, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ფოთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +4 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლი და -7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, მოსალოდნელია თოვლი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. -1 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით -9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -10 გრადუსი იქნება. გორში ძლიერი ქარი და +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. გუდაურში დღისით -7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -7 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -17 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდები. გურჯაანში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. რუსთავში ამინდი, ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. The post თოვლი, ყინვა, ქარი და ტემპერატურის ვარდნა – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით appeared first on InterPost.ge. View the full article
-
აღმაშენებლის ხეივანში ავარიის დროს, ორი მანქანის შეჯახების შედეგად ცეცხლი გაჩნდა და ერთ-ერთი, BMW-ს მარკის ავტომობილი მთლიანად დაიწვა. მანქანაში მყოფი სამივე ადამიანი დაშავდა, ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. The post (ვიდეო) ავარია აღმაშენებლის ხეივანში – BMW-ს მარკის ავტომობილს შეჯახებისას ცეცხლი გაუჩნდა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ცნობილი ქართველი კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ქართული რაგბი" ავრცელებს. View the full article
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებშიექსპერტის, აკაკი ზოიძის თქმით, “ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, “წითელას” მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. “ტყუილია ის, რომ ორი დოზა, მით უმეტეს, ახალი გაკეთებული არ იცავს. ორი დოზის მერე, პირველი სამი თვის განმავლობაში იმუნიტეტი საკმაოდ მაღალია. რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, არის ის, რომ ქვეყანა “ომიკრონის” ტალღას ვაქცინაციის აქტიური კამპანიით შებრძოლებოდა და მოზრდილი მოსახლეობის 43%-ის ნაცვლად, რომელიც დღეს გვყავს აცრილი, 70-60% გვყოლოდა, რაც შარშანდელი გეგმა იყო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისივე თქმით, „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისი. „ტალღები გაგრძელდება, ვიდრე მსოფლიოს უფრო მეტი ნაწილი, 70-80% არ იქნება აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კორონავირუსი ენდემურ გრიპად გადაიქცევა და წინა პანდემიების ლოგიკით ეს ეპიდემიაც აქეთკენ მიდის. „ომიკრონი“ მართლაც დასასრულის დასაწყისია, მაგრამ დასასრულის დასაწყისია იმ ქვეყნებისთვის, ვინც თავისი მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას შეძლებს. თუ ჩვენ ავიცერით, პანდემია დასრულდება ზაფხულში. თუ ჩვენს ასაკოვან მოქალაქეებს 90-95%-ით ავცრით, ჩათვალეთ, ეს პრობლემა მოიხსნება, თუ რაღაც ალოგიკური არ მოხდა და ვირუსმა ისეთი მუტაცია არ განიცადა, რომელიც სწრაფ გადადებასთან ერთად, უფრო საშიშ მიმდინარეობას გულისხმობს. იმ ლოგიკებით, რაც წინა პანდემიის დროს იყო, წესით, ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა ამ მსოფლიოში გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად, ჩვენ მივდივართ საიმედო დასასრულისკენ და ახლა დანებება, აუცრელობა არის ის, გამარჯვების წინ რომ კაპიტულაციას გამოაცხადებ, ან დაიღუპები. დაახლოებით, აი, ასეთი სიტუაცია შეიქმნება“, – განაცხადა ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. tia.ge
-
ბენზინის ფასი 2022 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,05%-ით არის გაზრდილი, დიზელი კი – 32,21%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი და დიზელი იანვრის 20 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა. REZONANSI
-
“რუსთავი 2-ის” ეთერში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ამბებზე ისაუბრებს. თეა წულუკიანი მისი ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს. “სიკვდილს ჩავხედე თვალებში, დავიყვირე, რომ უბედურება მოხდება–მეთქი. დიდი მანქანა დამეჯახა და შემდეგ მიმატოვა”, – ამბობს თეა წულუკიანი. tia.ge
-
2021 წლის იანვარ-დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 18.03%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 200 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2020 წელს 244 შემთხვევა იყო. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, უწყების ცნობით, გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 17 (8.5%), ხოლო 2020 წელს – 8 (3.28%) საქმე გაიხსნა. REZONANSI
-
მსახიობმა, გივი სიხარულიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ახლახანს გარდაცვლილი ქართველი პოეტის რეზო ამაშუკელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას იმსახურებდა. “ძალიან გულდაწყვეტილი ვარ რეზო ამაშუკელზე… ბოდიშს ვიხდი, თუ გინდა სულ შემიზიზღოს ხალმა, მაგრამ რეზო ამაშუკელს სამგლოვიარო პროცესიიდან დაწყებული, წმინდა მიწასთან მიბარებით დამთავრებული არასწორად მოიქცნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა მთაწმინდაზე დაკრძალვა, როგორც პოეტს, ის ნამდვილად უნდა დაეკრძალათ მთაწმინდის პანთეონში. მეც არ მომწონდა ბევრი რამე მის ხასიათში და რა თქმა უნდა, იმ ხალხს, რომლებიც მას აგინებს, მათ ვერაფერს ვეტყვი იმიტომ, რომ მან [ამაშუკელმა] თავისი აგრესიული დამოკიდებულებით ამ ხალხთან შექმნა საფუძველი, გინება რომ დაუწყეს. ეს ხალხის ბრალი არ არის, ისიც არ იქცეოდა სწორად. იმას ვამბობ, რომ როცა ღმერთმა ასეთ პოეტად მოგავლინა, ხალხის სიყვარულის შენარჩუნებაც უნდა შეძლო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მივმართავ კულტურის სამინისტროს, მთავრობას და ყველას, როგორც არ უნდა დაეწერა მას, რომ არ სურდა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა, ეს არ უნდა ექნათ იმიტომ, რომ მისი პოეზია იმსახურებდა მთაწმინდის პანთეონს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოლო წლებში მისი ხალხისადმი დამოკიდებულება არ მომწონდა იმიტომ, რომ როცა ამხელა პოეტი ხარ ხალხის სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე,” - განაცხადა გივი სიხარულიძემ. tia.ge
-
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14ა ნომერში, გამოავლინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც. სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია),”-აცხადებენ უწყებაში. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად. “სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით […] REZONANSI
-
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 39 ადამიანი, ხოლო 15 575 პირი გამოჯანმრთელდა. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.87%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან 1 279 შიდა ქართლში დაფიქსირდა. REZONANSI
-
მსახიობმა და მწერალმა, გივი სიხარულიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ახლახანს გარდაცვლილი ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი გაიხსენა და განაცხადა, რომ ის მთაწმინდის პანთეონში უნდა დაეკრძალათ. სიხარულიძემ გადაცემაში “ჩაი” ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეზო ამაშუკელის ხალხისადმი დამოკიდებულება არ მოსწონდა. მსახიობი აქვე დასძენს, რომ როცა უდიდესი პოეტი ხარ, ხალხის სიყვარულის შენარჩუნებაც უნდა შეგეძლოს. “ძალიან გულდაწყვეტილი ვარ რეზო ამაშუკელზე… ბოდიშს ვიხდი, თუ გინდა სულ შემიზიზღოს ხალმა, მაგრამ რეზო ამაშუკელს სამგლოვიარო პროცესიიდან დაწყებული, წმინდა მიწასთან მიბარებით დამთავრებული არასწორად მოიქცნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა მთაწმინდაზე დაკრძალვა, როგორც პოეტს, ის ნამდვილად უნდა დაეკრძალათ მთაწმინდის პანთეონში. მეც არ მომწონდა ბევრი რამე მის ხასიათში და რა თქმა უნდა, იმ ხალხს, რომლებიც მას აგინებს, მათ ვერაფერს ვეტყვი იმიტომ, რომ მან [ამაშუკელმა] თავისი აგრესიული დამოკიდებულებით ამ ხალხთან შექმნა საფუძველი, გინება რომ დაუწყეს. ეს ხალხის ბრალი არ არის, ისიც არ იქცეოდა სწორად. იმას ვამბობ, რომ როცა ღმერთმა ასეთ პოეტად მოგავლინა, ხალხის სიყვარულის შენარჩუნებაც უნდა შეძლო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მივმართავ კულტურის სამინისტროს, მთავრობას და ყველას, როგორც არ უნდა დაეწერა მას, რომ არ სურდა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა, ეს არ უნდა ექნათ იმიტომ, რომ მისი პოეზია იმსახურებდა მთაწმინდის პანთეონს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოლო წლებში მისი ხალხისადმი დამოკიდებულება არ მომწონდა იმიტომ, რომ როცა ამხელა პოეტი ხარ ხალხის სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე,” – განაცხადა გივი სიხარულიძემ. The post ბოდიშს ვიხდი, თუ გინდა სულ შემიზიზღოს ხალმა, მაგრამ..” – სიხარულიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 821 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 272 371. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30,16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25,24%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 27,87%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: ⭕ თბილისი - 10 129 ⭕ აჭარა - 2 173 ⭕ იმერეთი - 3 357 ⭕ ქვემო ქართლი - 1 340 ⭕ შიდა ქართლი - 1 279 ⭕ გურია - 456 ⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 480 ⭕ კახეთი - 1 091 ⭕ მცხეთა-მთიანეთი - 479 ⭕ სამცხე-ჯავახეთი - 376 ⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც: 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 408, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 214. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში - 464, აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 182 - თბილისში, 565 - აჭარაში. 195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1. tia.ge
-
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15575 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 272 371-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 053 966 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 141 პაციენტი ემსხვერპლა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 30,16%, ბოლო 14 დღის - 25,24%, ბოლო 7 დღის - 27,84%. tia.ge