Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა. "დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე! უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას. ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს! ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით?! სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები! ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ - და მაშასადამე ქვეყანამ - შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს! ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“! ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა. თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია. კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი,"-აღნიშნა პრეზიდენტმა. tia.ge
  2. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და წერს: "ვუყურებ ახლა სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას და ესაა დედალი ბიძინა ივანიშვილი. არც მეტი არც ნაკლები", - წერს ნათელაშვილი. tia.ge
  3. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრით დაიწყო. ზურაბიშვილმა დეპუტატებს ფეხზე წამოდგომით ომში დაღუპულთათვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებისკენ მოუწოდა. ამასთან, სხდომაზე უკრაინის ჰიმნის ფონზე ომის კადრები აჩვენეს, რომლის დასრულებასაც დარბაზში მყოფები ტაშით შეხვდნენ. „დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების, თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით! მინდა გთხოვოთ ფეხზე ადგომით დავუდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა! გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ თავდადებულ გმირებს! მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენთან მოსულ უკრაინის წარმომადგენელს, ბატონ ანდრიი კასიანოვს და მასთან ერთად ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში თუ მარიუპოლში ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს. მინდა იცოდეთ თქვენ, (მივმართავ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს), რომ აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოს და მისი ყველა ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელებს! დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ჩვენ, ქართველები ვართ! ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი! უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა - თავისი აჯანყებებით, რეპრესიებითა და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისათვის. საქართველოს ისტორია, ისევე როგორც უკრაინის, სიამაყისა და თავდადების ისტორიაა. ისტორიაა განსაცდელისა და ტრაგედიების, დამპყრობლებთან შეუპოვარი, გმირული, თავგანწირული ბრძოლის მაგალითების. ასე იქმნება ერი! ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სასწაული მის გამძლეობაში, ქედმოუხრელობაში, გაუტეხელობაში, სიამაყეში იყო და არის! დღეს, ჩვენ უკრაინაში სწორედ ასეთ სასწაულ შემართებას ვხედავთ, რაც მჯერა, რომ მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. tia.ge
  4. რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში მომღერალ, ალა პუგაჩოვას მიმართავს. "ჩემი ბლოგის ბოლო ვიდეოს ვწერ ახლა, ჩვენ გამოვედით კომფორტის ზონიდან, შემდეგ რა იქნება? ჩვენ იმუნიტეტი გვაქვს და მოვძებნით გზებს, როგორ შევაერთოთ ისევ ჩვენი გული და სხეული. ჩვენ არ დავიკარგებით, ისევ ერთად ვიქნებით, ჩემო პუბლიკა... ამ დღეებში „ინსტაგრამზე“ ჩემი საყვარელი მოძღვრის, ანდრეი ტკაჩოვის ვიდეო შემხვდა, რომელიც სიხარულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთიდან წავიდა. ამასთან აკავშირებით თბილისიდან დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მკითხა, მართალი იყო თუ არა ეს ინფორმაცია, მართლა დატოვა თუ არა ალა პუგაჩოვამ რუსეთი? - მე ეს ინფორმაცია დავუდასტურე. - როგორ, რუსეთი წავიდა რუსეთიდანო? - გაუკვირდა მას. ეს იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანისთვის ალა პუგაჩოვა რუსეთის სიმბოლოა და ალა პუგაჩოვა არის რუსეთი!!! ალა ბორისოვნა, თქვენი პასუხი ამ ვიდეოზე იყო ბრწყინვალე, გონებამახვილური და ფანტასტიკურად ნიჭიერი. თქვენი შემოქმედება, რომელიც პირადად მე მაინტერესებს. მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი მსახიობური ნიჭი, თქვენ მღეროდით ისეთ კომპოზიციებს და გვაძლევდით არტისტიზმის საოცარ მაგალითს. ქალი, რომელიც მღერის... ჩვენ თქვენთვის ვიბრძოლებთ, ალა ბორისოვნა, თქვენ ჩვენი ალა ხართ და ჩვენი იქნებით ყოველთვის“, - ამბობს თეონა კონტრიძე. შეგახსენებთ, ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად უკრაინასთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთი დატოვა. tia.ge
  5. საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურ მატჩს ითამაშებს. 25-ში ბოსნიასთან, 29-ში ალბანეთთან. ორივე შეხვედრა სტუმრად ჩატარდება. როგორც ვიცით, ჯაბა კანკავამ კარიერა დაასრულა და სანიოლს მისი შემცვლელის ძებნა მოუწევს. ოთარ კიტეიშვილი ჯერ არ მომჯობინებულა, აბურჯანია და გვილია ბოლო პერიოდში ნაკლებად ჩანან, ისევე როგორც, ნიკა კვეკვესკირი. ამ ფონზე, ბათუმის “დინამოს” 28 წლის ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს ნამდვილად უნდა მისცეს შანსი მწვრთნელმა. გუგამ ეროვნული ლიგის 4-ვე მატჩი ჩემპიონის რიგებში ძირითადში დაიწყო და 4-ვეში გამორჩეულიყო. თვითონ “დინამოს” ფანებიც გაოცებულები იყვნენ მისი ასეთი დაბრუნებით, როცა მანამდე 7 თვე გაუცდა. ბათუმიდან საინტერესო იქნება ჯოვინო ფლამარიონის ნახვაც, რომელმაც 4 თამაშში 4 ბურთი შეაგდო და მშვენიერ ფორმაში შევიდა, თუმცა ბექა მიქელთაძე, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე, დავით ვოლკოვი და სხვა ბიჭებიც ძალიან მაგრად ათამაშდნენ და ჯოვინოს გამოძახება ნაკლებად სავარაუდოა გუგასგან განსხვავებით. რომ არა გაგნიძის ტრავმა, მისი ახლა გამოძახებაც მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა. The post ბათუმის “დინამოს” “დაკარგული” ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ამ დროისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონე კვლავ ნარჩუნდება გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მიწა-კლდის მასის ჩამონაშალის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, დასაშვებია მხოლოდ […] REZONANSI
  7. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე პარლამენტშია. პრეზიდენტი სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით მიმართავს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, ასევე პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლმენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას დაესწრებიან სასულიერო პირებიც. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთი განისაზღვრა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა […] REZONANSI
  8. რუსმა ჯარებმა უკრაინაში 90 ბავშვი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „14 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 90 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაივის და ჟიტომირის რაიონებში იყო. მხოლოდ გუშინ ნიკოლაევის რაიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ორი დაიჭრა. დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 379 სასწავლო დაწესებულება, აქედან 59 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი ნგრევა დონეცკის ოლქში – 119 საგანმანათლებლო დაწესებულება, მიკოლაევის ოლქში – 30, სუმის ოლქში – 28, კიევის ოლქში – 35, ხერსონის ოლქში – 21, დედაქალაქში – 24 მოხდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს. The post რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 90 ბავშვი მოკლეს – უკრაინული მედია appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "დილის 6 საათზე დაბომბის ხმამ გამაღვიძა და წამიერად გამიელვა თავში კითხვამ - რამდენი ადამიანი იქნებოდა ცოცხალი, იცხოვრებდა მშვიდად და იქნებოდა ბედნიერი, ვლადიმერ პუტინი რომ არ დაბადებულიყო", - წერს ოქრუაშვილი. tia.ge
  10. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე სამხედრო მოქმედებებს 90 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "14 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 90 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაივის და ჟიტომირის რაიონებში იყო. მხოლოდ გუშინ ნიკოლაევის რაიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ორი დაიჭრა. დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 379 სასწავლო დაწესებულება, აქედან 59 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი ნგრევა დონეცკის ოლქში - 119 საგანმანათლებლო დაწესებულება, მიკოლაევის ოლქში - 30, სუმის ოლქში - 28, კიევის ოლქში - 35, ხერსონის ოლქში - 21, დედაქალაქში - 24 მოხდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. tia.ge
  11. დუმის დეპუტატის ვლადიმერ პლოტნიკოვის ქალიშვილი, სონია პლოტნიკოვა, რომელიც დუბაიში ისვენებს სოციალურ ქსელში პატრიოტულ პოსტს აქვეყნებს. "ჩვენ სირთულეებს გადავლახავთ. რუსეთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, ამ სიტუაციამ უფრო დაახლოვა რუსები ერთმანეთთან. ჩვენ გავხდით უფრო პატრიოტულები“, - წერსსონია პლოტნიკოვა „ინსტაგრამზე“. tia.ge
  12. 15 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური” ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ცნობით, წყალგამტარ გვირაბზე განხორცელებული სამუშაოები კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს. „ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების მომხმარებლების წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სამუშაოები 15 მარტს დილის 10:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 15 მარტის დილის 10:00 საათიდან 16 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში – ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს. ნაძალადევის რაიონში – ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს. ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს. ჩუღურეთის რაიონში – მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge „,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. The post GWP წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. რუსეთის ნაკრების მესვეურებს ყოველთვის ყოველთვის დიდი თანხის შეთავაზებებით და ევროპის/მსოფლიო ჩემპიონატზე მეტი გასვლის პერსპექტივით მრავალი ფეხბურთელი გადაუბირებიათ, ჰქონდათ მცდელობები გამორჩეული ქართველი ფეხბურთელებიც “მოესყიდათ”, მაგრამ ამ ბიჭების მიმართ არაფერი გამოუვიდათ. 5. ზაზა ჯანაშია http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/janas.jpg ჯანაშიამ კარიერის საუკეთესო წლები მოსკოვის “ლოკომოტივში” გაატარა. 1996 წელს “ლოკოში” გადავიდა, 20 წლის ბიჭმა მალევე დაიწყო გოლების გატანა და შეთავაზება მიიღო რუსეთის ნაკრებიდან, მაგრამ 1997-წელსვე საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენ ნაკრებში ითამაშა. 4. გია გრიგალავა http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/gqe.jpg გრიგალავას რუსეთის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 1 მატჩი აქვს ჩატარებული. მან კარიერა სხვა ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით პირდაპირ რუსეთში დაიწყო და 2007 წლიდან მოყოლებული 2011-წლამდე სანამ საქართველოში გამოიძახებდნენ, “როსტოვში”, “მოსკოვში” და “ვოლგაში” გამოდიოდა. ბოლოს, გიამ მოსკოვსს თბილისი ამჯობინა. 3. საბა კვირკველია http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/sabu.jpg ფაბიო კაპელოს დროს რუსეთის ნაკრებს ცენტრალური მცველების დიდი პრობლემა ჰქონდა. საბას აქტიურად არწმუნებდნენ, მაღალი ფინანსური შეთავაზებებიც მიიღო, მაგრამ ასეთი რამ განაცხადა: “თავიდანვე მესმოდა, რომ საქართველოს ღირსება უნდა დამეცვა. მე ხომ იქ დავიბადე, ვალდებული ვარ ამ გუნდის ღირება და ფერებიც დამეცვა. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ აღმძვრია” 2. ჯანო ანანიძე http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/janiu.jpg 2007 წელს 15 წლის ანანიძე მოსკოვის “სპარტაკში” მივიდა და თავი ისე გამოიჩინა, 17 წლის ბიჭი მოსკოვის “სპარტაკის” ძირითადში ათამაშეს. რუსებს ეგონათ, ხელში მარგალიტი ჩაიგდეს, 9 თამაშში 3 გოლი ასეთ ასაკში უბრალოდ საოცარი იყო და მაშინვე ეცადნენ მის მოხიბვლას, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ოჯახისა და ჯანოს მიერ ყველაფერი უკვე ადრევე იყო გადაწყვეტილი. 1.კახა ცხადაძე http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/kaxu.jpg ცხადაძე 1992 წელს დსთ-ს ნაკრებში ვიხილეთ. მაშინ ბევრმა კახა სამშობლოს მოღალატედ შერაცხა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რუსეთის ნაკრებში გამოსვლაზე უარი თქვა, უარი განაცხადა დიდ ფინანსურ სარგებელზეც, ჩამოვიდა საქართველოში და თავისივე ფულით გაღარიბებულ გუნდს ფორმები უყიდა. არიან ისეთებიც, რომლებმაც საქართველო რუსეთი ამჯობინეს. ამაზე, შემდეგ სტატიაში. The post 5 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ოთარშენის, ბეთლემის და ზემო ხვითის საჯარო სკოლების ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებისთვის 140 440 ლარიან ტენდერს აცხადებს. შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT) განცხადების ნომერი NAT220004674 წინადადებების მიღების ბოლო ვადა 21.03.2022 14:30 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 140 440 ლარი სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე საგარანტიო თანხა 1404 ლარი REZONANSI
  15. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 635 975 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 588 829, გარდაიცვალა 16 569 პაციენტი. REZONANSI
  16. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომმა შეიძლება, გააძლიეროს Covid-19 პანდემია. ამის შესახებ CNN წერს. მათი ინფორმაციით, რეგიონში შემთხვევები შემცირდა წინა კვირასთან შედარებით, მაგრამ არსებობს უფრო მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის რისკი უკრაინაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო და 2 მილიონზე მეტ ადამიანს შორის, ვინც ქვეყნიდან გაიქცა მიმდებარე რაიონებში. Covid-19-ის ვაქცინაციის მაჩვენებელი უკრაინაში დაახლოებით 34%-ია, ხოლო მეზობელ მოლდოვაში დაახლოებით 29%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიტუაციის შესახებ კვირას გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 3 მარტიდან 9 მარტამდე უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში სულ 791,021 ახალი Covid-19 შემთხვევა და 8,012 ახალი გარდაცვალება ფიქსირდება. The post უკრაინაში ომმა შესაძლოა, კოვიდ-19-ის პანდემია გააუარესოს – ჯანმო appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. რუსეთია მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულმა ზარალმა 119 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ, უკრაინის ტელევიზიის ეთერში ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დენის კუდინმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მინისტრის მოადგილის თქმით, საომარი მოქმედებების გაგრძელებით ზარალის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ეკონომიკის სამინისტრო უკრაინის მშპ-ს პირველი ზარალის გამოთვლას რუსეთთან ომის შედეგად აპრილში დაიწყებს. „რაც შეეხება მშპ-ს, ჩვენ შევძლებთ ის შევაჯამოთ მხოლოდ მაშინ, როცა ეკონომიკის სამხედრო რეჟიმზე გადასვლიდან პირველი სრული თვე გავა, ანუ აპრილში შევძლებთ შევაჯამოთ მარტის შუალედური შედეგები და შემდეგ დავასახელოთ გარკვეული ციფრები. “- თქვა კუდინმა. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უკრაინაში საომარი მოქმედებებიდან ზარალს ორი გზით ითვლის. გარდა მშპ-ს ზარალის გამოანგარიშებისა, სამინისტრო ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაზიანებასაც განიხილავს. The post რუსეთმა უკრაინას უკვე 120 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა – უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 824 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 466 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 635 975. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 588 829. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 569 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან: თბილისი – 272 აჭარა – 20 იმერეთი – 66 ქვემო ქართლი – 17 შიდა ქართლი – 14 გურია – 24 სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30 კახეთი – 12 მცხეთა-მთიანეთი – 6 სამცხე-ჯავახეთი – 5 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 551 საიდანაც, 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 659, აჭარაში – 102, იმერეთში – 283. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 184, აჭარაში – 54, იმერეთში – 72. 29 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. The post 272 თბილისი, იმერეთი 66 – კოვიდგავრცელების არეალი საქართველოს რეგიონებში appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა. „ჩვენი უფალი და მხსნელი იესო ქრისტე არის „მშვიდობის ღმერთი. ჩვენ, ასევე, მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ რუსეთის მოქალაქეების გაბედულ რეაქციას სისხლის ღვრაზე. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ომის ყველა ფრონტზე. ძალადობა და ომი არა მხოლოდ არ წყვეტს უთანხმოებებს, არამედ იწვევს ტკივილსა და სიკვდილს და ქმნის უფრო რთულ პრობლემებს. შეჭრა და ომი ახლავე უნდა დასრულდეს და უნდა მიეცეს ახალი შესაძლებლობა დიალოგს. ომი არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რომელიც ახლა მშვიდობის კანონია“, – განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ. The post ახლავე შეწყვიტეთ შეჭრა და ომი უკრაინაში – მსოფლიო პატრიარქი appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 635 975 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 588 829, გარდაიცვალა 16 569 პაციენტი. The post ბოლო 24 საათში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 944 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,9%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 124 ადამიანი აიცრა, სულ კი ქვეყანაში 2 833 144 აცრა გაკთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 635 975 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 588 829, გარდაიცვალა 16 569 პაციენტი. The post საქართველოში კოვიდინფიცირების 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკზე წერს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ასია დოლინა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალის და მისი მუცლად მყოფი შვილის გარდაცვალებას ადასტურებს ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა. მან 9 მარტს, სააგენტო AP-ისთვის გადაიღო ფოტო, რომელიც ასახავს დაჭრილი ორსულის საკაცით გაყვანას დაბომბილი საავადმყოფოს ტერიტორიიდან. რუსმა სამხედროებმა 9 მარტს დაბომბეს ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიარო სახლის შენობა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი და 17 დაიჭრა. 10 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ მარიუპოლის სამშობიარო სახლი იყო უკრაინის “ულტრარადიკალური ბატალიონის, აზოვის ბაზა”. The post მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისში, 14 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, ახმეტელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, გიული ჭოხონელიძის, ესმა ონიანის, მიხეილ ჭიაურელის და დავით რონდელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩაჩავას ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთები), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, დავით ბატონიშვილის, ფრედერიკ მონპერეს, ალექსანდრე მაჭავარიანის, მეფე მირიანის, პეტრიწის, მარკო პოლოს, არქანჯელო ლამბერტის, კრისტოფერ კასტელის, ოსკარ შმერლინგის, კრისტიან სტივენის, ზაქარიაძის, შალვა ნუცუბიძის, ფერდინანდ თავაძის და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას (ნაწილობრივ) და ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, ნადირაძის და ვაგან მამასახლისოვის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, ასათიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხევძმარის, ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ნუშის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნიკოლოზ ჯანაშიას, რომელაშვილის, ანაპის, უცნობ გმირთა, ქსნის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ლაითურის, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, დავით იოსელიანის, ახალმოწამეთა, კეხვის, ელო ანდრონიკაშვილის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), გრიგოლ ხანძთელის, ბიჭვინთის, ჭრებალოს, გაგრის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ზაჰესის, სკოლის, შალვა ტრაპაიძის, ალექსანდრე მანაგაძის და ყუშიტაშვილის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, კალოუბნის, ჯავახეთის, 17 შინდისელი გმირის და ხვედელიძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების, მალხაზ დოლიძის, ნინო ჟვანიას, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. The post თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. 2 დღის წინ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობამ ფანებთან შეხვედრა გამართა და გუნდის წარუმატებელ სტარტი განიხილეს. “ტორპედომ” 3 მატჩში ერთხელ იმარჯვა და ორჯერ წააგო. ფანები გია ცეცაძის წასვლას მოითხოვდნენ და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას. მათ გუნდის ხელმძღვანელი დავით კერესელიძე შეხვდა. მეორე დღეს ფანკლუბის გვერდზე დაიწერა: “საუბარი იყო უამრავ თემაზე და შეგვიძლია გითხრათ, რომ კლუბი სასიკეთოდ გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას. ასევე პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ თვეში ერთხელ შეხვდეს ფანებს მოუსმინოს მათ და გაუზიაროს თავისი შეხედულებები” გარდა ამისა, სხვა ქუთათურებიც აქებენ კერესელიძეს ამ შეხვედრის შემდეგ და როგორც ჩანს, პროფესიით იურისტს ფანებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოუხდენია. ვინ არის დავით კერესელიძე? კერესელიძე “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” რექტორია და წლების განმავლობაში ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კითხულობდა. თსუს ბევრი კურსდამთავრებული აღნიშნავს, რომ კერძო სამართალი სწორედ მან შეაყვარა. 1 თვის წინ ვწერდით, რომ არაბიძის საქართველოში დატოვება ჩიხში შევიდა, თუმცა იურისტის დიდი დამსახურებით, არაბიძე “ტორპედოშია” და საბოლოოდ მოგვარდა დოკუმენტების საკითხიც. კერესელიძე ბაზას ანახლებს, დავალიანებები გაისტუმრა და “ტორპედო” ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თურქულ შეკრებაზე იყო წასული. დღეს პრაქტიკულად სრულად აღმოფხრილია ფინანსური პრობლემები და პირიქით, არაბას სანაცვლოდ 200 ათასი იქნა გადახდილი. როგორც ცნობილია, რექტორს არ უყვარს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და გულშემატკივარს პირდაპირ უთხრა, რომ გუნდის ფორმირებისთვის გეგმა ივნისის ბოლომდე არის დასახული და თუ იმ დროისთვის უარყოფითი შედეგები იქნება, ცვლილებები აუცილებლად მოხდება. თუ ზედიზედ წააგო “ტორპედომ” შეხვედრები, მაშინ უფრო მალე დადგება, თუნდაც მწვრთნელის შეცვლის საკითხი. საბოლოო ჯამში, კერესელიძე თავისი საქმის პროფესიონალია და “ტორპედოშიც” დიდი გეგმებით მივიდა. ფორმაში მყოფი არაბიძე/პაპუნაშვილის დუეტს ეროვნულ ლიგაში, შეიძლება, ბადალიც არ ჰყავდეს. მნიშვნელოვანია, გულშემატკივრის მხრიდან მას მეტი დრო მიეცეს და შედეგიც აუცილებლად დაიდება. The post სიტყვის კაცი, რომელმაც თავისი საქმე უმაღლეს დონეზე იცის – დავით კერესელიძე! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  25. იმ ფონზე, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია და ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, ზურიკო დავითაშვილი ნაკლებად ჩანს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ რუსეთს დავითაშვილიც დატოვებს. “რუბინი” უკვე 3-მა ლეგიონერმა დატოვა და საერთოდ, რუსეთიდან 50-ზე მეტი უცხოელი წავიდა. ქართველების შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია არის და მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ხვიჩასთან ერთად ზურიკოსაც სურს რუსეთიდან წასვლა. კვარასაგან განსხვავებით მას კონტრაქტი 2023 წელს ეწურება (კვარას 2024 წელს) და მასში გაცილებით ნაკლებს მოითხოვს “არსენალი” გაყიდვის შემთხვევაში. ორივე მათგანის აგენტი მამუკა ჯუღელია, ბიჭებს ერთმანეთთან, როგორც თქვეს, ძმური ურთიერთობა აქვთ და არც ის გამოვრიცხოთ, რომ ორივე მათგანი გარკვეული პერიოდი ერთ კლუბში აღმოჩნდეს. დავითაშვილი ახლა ტულის “არსენალში” გამოდის და გუნდში მხოლოდ 3 ლეგიონერია. 2 ზამბიელი და ერთი ბოსნიელი დესპოტოვიჩი. The post ყველა ხვიჩაზე გადავრთეთ, მაგრამ რა ხდება ზურიკო დავითაშვილის თავს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
×
×
  • შექმენი...