
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა 15 000-ზე მეტი თანამებრძოლი დაკარგეს. - 15 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე - 97 - თვითმფრინავი - 121 - ვერტმფრენები - 498 - ტანკი - 1 535 - საბრძოლო ჯავშანმანქანები - 240 - საარტილერიო სისტემა - 80 - საჰაერო თავდაცვის სისტემა - 45 საჰაერო თავდაცვის საშუალება - 60 - საწვავის ავზი - 24 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 - გემები / ნავები - 969 - მანქანა - 13 - სპეციალური ტექნიკა tia.ge
-
საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა: “ჩემმა მეგობარმა ენტონი ბლინეკი, რომელიც, ამისწინად გამოვიდა, თქვა, რომ 2008 წელს შექმნეს ყალბი ნარატივები, ხომ არ იცით ვინ შექმნა ეს ყალბი ნარატივები 2008 წელზე? გასაგებია, რომ რუსეთმა. ხომ არ იცით, ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და უნდა ამისთვის გასამართლდეს. შემთხვევით ის ქალბატონი ხომ არ არის, ახლა რომ გამოდის ხოლმე ტელევიზორში და თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს. მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაბომბა მძინარე ცხინვალი და ამას ბლინკენმა უწოდა ყალბი ნარატივები, რომელიც იქმნებოდა 2008 წლის გარშემო. ” The post ” ვინ დაწერა, რომ სააკაშვილმა გააღვიძა მძინარე ცხინვალი და უნდა ამისთვის გასამართლდეს” – სააკაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რუსული მედიის (Championat, Presball) ინფორმაციით, ყაზანის “რუბინის” მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის სულ მალე გუნდიდან გაათავისუფლებენ. გუშინ “რუბინი” მოსკოვის “ცსკასთან” 6-1 განადგურდა, მანამდე კი “როსტოვთან” 1-2 დამარცხდა. შედეგად, 25 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება. მწვრთნელის წასვლასთან დაკავშირებული ინფორმაციების გავრცელების გამო, “რუბინს” განცხადების გავრცელებაც მოუწია: “სლუცკი გუნდს პრემიერ ლიგის 23-ე ტურისთვის “ხიმკის” წინააღმდეგ მოამზადებს” ლეონიდმა ყაზანი 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა. მისი მოსვლის შემდეგ კვარაცხელია ლიდერად იქცა. The post რუსული მედია: ლეონიდ სლუცკი “რუბინს” ტოვებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს საელჩო უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მოხალისეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. "საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების ქ.ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მოითხოვს გარკვეულ დროს, ქ.ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება," - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. tia.ge
-
„უკრაინა იგებს და თქვენი დროც იწურება. მე არ ვაპირებ, რომ რაღაცები დავივიწყო. არც არავის გემუქრებით, უბრალოდ ყველამ უნდა იფიქროს ამაზე. მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ აქტიურები ვიქნებით, ამ ხელისუფლებას მაქსიმუმ დარჩა თვენახევარი. ეს მთავრობა ამ გაზაფხულზე მოუსავლეთში წავა. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის წარმომადგენლების ნაწილი შეიძლება ჰყავდეს ქართულ ოცნებასაც. რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ვალი იმ მომენტში, როცა რუსეთი იქნება ჩამოშლილი, დავხვდეთ წელში გამართული და მომზადებული“, – თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. The post სააკაშვილი: თუ ჩვენ აქტიურები ვიქნებით, ამ მთავრობას დარჩა მაქსიმუმ თვენახევარი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "დღეს კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობის შესახებ შევიტყე. კი არ გარდაიცვალა, მოკვდა. მოკლულია ღალატით. რა მნიშვნელობა აქვს ბომბით მოკლავ, თოფით თუ ღალატით. მკვდარი მკვდარია და გაცოცხლებას აღარ ექვემდებარება. სასტიკად უნდა ისჯებოდეს ღალატი, რადგან ის სამუდამოდ ართმევს ადამიანს ნდობისა და სიყვარულის უნარს, ანუ იმას, რისთვისაც სიცოცხლე ღირს", - წერს კუკუნაშვილი. tia.ge
-
პიჯაკების საქმე – მიხეილ სააკაშვილმა მის წინააღმდეგ მიმდინარე ამ კონკრეტულ საქმესაც “აბსურდის თეატრი უწოდა”. მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩენსკის გასვენებაში ჩასვლის ხარჯებიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დევს და მას ამისთვისაც ასამართლებენ. დღეს არის საქმე, რომელიც ეხება ე.წ. პიჯაკების საქმეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ბათუმში გაიხსნა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობრის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი. დღემდე ყველა პოლონელს ახსოვს როგორ ჩავედი ლეხ კაჩინსკის გასვენებაში. მე ვიყავი ერთადერთი ამავე ოჯახის წევრი, ვინც დაესწრო დაკრძალვის ცერემონიას. ეს ეპიზოდი ჩადებულია პიჯაკების საქმეში და ამისთვისაც აპირებენ, რომ 11 წელი მომისაჯონ. ამაზე მეტი აბსურდის თეატრი მსოფლიოში იშვიათად ვინმეს უნახავს. ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის და მე კაჩინკის გასვენებაში ჩასვლის გამო, რაც მთელმა პოლონეთმა იცის ეს ისტორია, მიპირებენ, რომ გამიგრძელონ ვადა” – თქვა მან. The post კაჩინსკის ძეგლს უხსნიან, მის გასვენებაში ჩასვლის გამო კი მე მასამართლებენ – მიხეილ სააკაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დაინტერესდა, უყურებს თუ არა ბადრი კოჭლამაზაშვილი უკრაინულ სერიალს “ხალხის მსახური”, რომლის ქართულ ტრანსლირებას “ტვ პირველი” ახორციელებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფილმში, ვოლოდიმირ ზელენსკის” ფილმი დაფუძნებულია მისი პრეზიდენტობის ეტაპებზე: დარწმუნებული ვარ, ბატონო მოსამართლე, თქვენც უყურებთ ფილმს “ხალხის მსახურს”, გუშინდელ სერიაში იყო გაჟღერებული, რომ სააკაშვილმაშეამცირა გადასახადები, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან. როგორც სცენარისტებმა მითხრეს, ზელენსკის ფილმი დაფუძნებულია ბევრწილად, ჩემ პრეზიდენტობაზე. წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელიწადში ზელენკის რომ უთხრან, მართალია, შენი ქვეყანა გადაარჩინე, მაგრამ ის მაისური, რომ გეცვა, ეს არის ფულის გადახარჯვა” – სააკაშვილი”- თქვა სააკაშვილმა. The post სერიალი “ხალხის მსახური” დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე – მიხეილ სააკაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის წამყვანის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, “ნაპოლი” სერიოზულად ფიქრობს ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე და ხვიჩა სატრანსფერო სიის სათავეშია. “ნაპოლი” მზად არის მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს. “ნაპოლის” ლეგენდარული შემტევი ლორენცო ინსინიე “ტორონტოში” გადავა და იტალიელებს მისი შემცვლელის ძებნა უწევთ. რამდენიმე დღის წინ ნეაპოლის წარმომადგენლები და კვარას აგენტი ერთმანეთს შეხვდნენ. The post “ნაპოლი” კვარაცხელიას ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის ლიკვიდაციას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელად ბორტნიკოვი განიხილება” – ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბორტნიკოვი ფსბ-ის მოქმედი შეფია და ის აქამდე პუტინის ყველა მკვლელობის შემსრულებლად ითვლებოდა. “უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის ლიკვიდაციას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელად ბორტნიკოვი განიხილება. ძირითადი სამიზნე დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა. დღეს სპეცსამსახურების დღეა. ჩემი ძველი ნაცნობი უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი შეფი, არმიის გენერალი მიკოლა მალომუჟი რუსეთის ფრენების გეოგრაფიაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კრემლი აღმოსავლეთ რუსეთში საბჭოთა თავშესაფრების ინფრასტრუქტურას ამზადებს, რომელიც ბირთვული დარტყმის დროს სამეთაურო შემადგენლობის 2-3 თვიანი ევაკუაციის პირობებში ფუნქციონირებისათვის იყო განკუთვნილი. გენერლის აზრით, თანამედროვე ტექნიკის პირობებში ამ პუნქტებით სარგებლობა ერთ წლამდეც კი შეიძლება. ამგვარი ბუნკერები და გვირაბები სხვადასხვა გასასვლელით პირადადაც მინახავს, გარკვეულ მანძილებზე ჩეხური უნიტაზით აღჭურვილი. ადგილადგილ ყუთები ეწყო პირველადი მოხმარების საგნებით (ალუმინის “კრუჟკა”, რეზინის ცექმები, ანტირადიაციული პასტა და სხვა) და აირწინაღებით. უნიტაზის მიმართ საბჭოთა და რუსის ჯარის დამოკიდებულება ცხადია- ყველა სამინისტროში ჩეჩმა იყო და ჩეხური უნიტაზი გვირაბში ცალსახად მოწმობს სამეთაურო და საუფროსო დანიშნულებას. მალომუჟი თვლის, რომ რუსეთი ბირთვულ შეიარაღებას არ გამოიყენებს, თუმცა კრემლი არ გამორიცხავს ნატო-ს ჩართვას კონფლიქტში. როგორც ჩანს, მოსკოვი რაღაც უმსგავსობის ჩასატარებლად ემზადება და მოლაპარაკებებშიც დროს იგებს გადასაჯგუფებლად. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის ლიკვიდაციას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელად ბორტნიკოვი განიხილება. ძირითადი სამიზნე დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა. ბორტნიკოვი ფსბ-ის მოქმედი შეფია და ის აქამდე პუტინის ყველა მკვლელობის შემსრულებლად ითვლებოდა. ბორტნიკოვის კისერზეა ლიტვინენკოს მოწავლა, ჩეჩენი საველე მეთაურების ლიკვიდაცია რუსეთის საზღვარგარეთ და თავად კავკასიაში. ნარიშკინისგან განსხვავებით, მას იცნობენ ადამიანად, რომელიც შეკითხვებს არ სვამს. გარდა მწვავე ღონისძიებებისა, ფსბ და შესაბამსიად ბორტნიკოვი აკონტროლებს კრემლის ეკონომიკურ საცეცებს: ეკონომიკური უსაფრთხოების დანაყოფი მეტასტაზებივითაა ინფილტრირებული ყველა რუსულ ბიზნესში და მათ პოლიტიკურ ლოიალობას, ფინანსურ და ეკონომიკურ მანიპულაციებს უზრუნველყოფს. ეს სქემა ფსბ ხელმძღვანელობას და კრემლის ელიტას უმდიდრეს ადამიანებად აქცევს. როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, პუტინის რეჟიმი სრულდება – თუნდაც, უბრალოდ, ასაკის გამო. ბოლო დროს ვ.ვ-მ “სტავკა” სამხედროებზე გააკეთა,შოიგუ შეჭმული მილიარდების გაპრავებასაც ცდილობს და მემკვიდრის სერჩევაში მონაწილეობის ადგილის დაჯავშნასაც, ამიტომ, ფსბ მხრიდან დესტრუქცია არ არის გამორიცხული. ბუნებრივია, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ უკრაინული აქტიური ღონისძიება იყოს, პუტინ-ფსბ შორის არსებული უთანხმოების გაღრმავების მიზნით. ვ.ვ. უკმაყოფილოა, რომ მისმა ორგანიზაციამ უკრაინაში ხლებ-სოლი და ყვავილები ვერ დაახვედრა”, – წერს ანდრო გოცირიძე. The post უკრაინის დაზვერვა პუტინის შემცვლელის ვინაობას ასახელებს – “კრემლის ელიტა რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავს” appeared first on InterPost.ge. View the full article
-
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ელ კლასიკოში” განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონასთან” 0:4 დამარცხდა. იტალიელი სპეციალისტი წაგების მიზეზად საკუთარ შეცდომებს ასახელებს. “საწყის წუთებში გოლის გატანის კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ჩვენი დღე არ იყო. ბოდიშს ვუხდი ფანებს, მაგრამ ახლა წინ უნდა გავიხედოთ. ვცადეთ, რომ მაღალი პრესინგი გვეთამაშა, რაც არ გამოგვივიდა. ეს ჩემი შეცდომაა. “ელ კლასიკოში” მარცხი ყოველთვის უფრო რთულად გადასატანია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს მატჩი ჩემი შეცდომების გამო წავაგეთ”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football-Espana. The post ანჩელოტი: “ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მატჩი ჩემი შეცდომების გამო წავაგეთ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
კატალონიის “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” 0-4 გაანადგურა. პირველი მატჩს სოციალურ ქსელში ხერარდ პიკე გამოეხმაურა და ხოან ლაპორტას სიტყვები გაიმეორა, რომელიც პრეზიდენტმა 1 თვის წინ ფეხბურთელების დამატებისას თქვა. “ჩვენ დავბრუნდით” – დაწერა პიკემ და მის ტვიტს უკვე 200 ათასზე მეტი მოწონება აქვს. “ბარსას” ფანებმა პიკეს ძველი ფოტოც გაიხსენეს, ცოტა შეასწორეს და ისე გამოაქვეყნეს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/gerrad.png http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/piqewwww.png The post რა დაწერა პიკემ მატჩის შემდეგ, რასაც უკვე 200 ათასზე მეტი მოწონება აქვს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ტექნიკური რეგულაციების გამო, გამოძახების შემთხვევაშიც, გარკვეული პერიოდი საქართველოს ნაკრებში თამაშს ვერ შეძლებს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” აღნიშნა, Fifa-ს წესებით, ნაკრებში თამაშისთვის საჭიროა ფეხბურთელმა ქვეყანაში 5 წელი უწყვეტად იცხოვროს. ჯოვინო 3 თვის განმავლობაში “როტორში” იყო წასული, რის გამოც, ჯერჯერობით, ვილი სანიოლის სურვილის შემთხვევაშიც, ფეხბურთელი თამაშს ვერ შეძლებს. იაშვილის განცხადებით, მუშაობა ამაზე უკვე მიმდინარეობს და როგორც წიტაიშვილი-ვაჩიბერაძის შემთხვევაში იყო, ესაც მოგვარებადია. სანიოლი ჯოვინოსაც (4 გოლი და 1 ასისტი) და მის თანაგუნდელებსაც აქტიურად აკვირდება – ბათუმის “დინამოდან” ამ შეკრებაზე ჩაბრაძე, მამუჩაშვილი და კუპატაძეა გამოძახებული. ბრაზილიელს ქართველი მეუღლე ჰყავს. The post ჯოვინო ფლამარიონი ჯერ საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ხვიჩა გადაჭრით ვერ ამბობს, დატოვებს თუ არა რუსეთს
planeta.ge posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
ყაზანის “რუბინი” მოსკოვის “ცსკას” ესტუმრა და 1-5 განადგურდა. საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, თუმცა ქართველს, საბოლოო ჯამში, დაბალი შეფასება დაუწერეს. მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა: “დავრჩები თუ არა რუბინში? ჯერ ვიცი” – მხოლოდ ასე უპასუხა კვარამ. ფეხბურთელი უკვე საქართველოში გამოეგზავრა და ნაკრების 2 მატჩში მიიღებს მონაწილეობას. დრო 10 აპრილამდე აქვს, რათა რუსეთის დატოვება შეძლოს. The post ხვიჩა გადაჭრით ვერ ამბობს, დატოვებს თუ არა რუსეთს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article -
საფრანგეთის ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მცველი პატრის ევრა მოკრივის კარიერას იწყებს. 40 წლის ფრანგი 30 აპრილს, ლონდონში, 28 წლის იუთუბბლოგერ ადამ სალეჰს დაუპირისპირდება. “ძალზედ მოხარული ვარ იმით, რომ ცხოვრებაში პირველად მივიღებ მონაწილეობას კრივის მატჩში. ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი კრივის ხალხს. სპორტის ეს სახეობა არამხოლოდ ძალა, არამედ სტრატეგია და ტექნიკაცაა. ჭადრაკს ჰგავს. ყველაზე მეტად ვარჯიშის ტექნიკა მაღელვებს, რადგან ის სრულიად განსხვავდება ფეხბურთელთა ვარჯიშისგან. ბევრი მუშაობა, საკუთარი თავის გამოწვევა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა მინდა”, – ევრას სიტყვებს Givemesport-ი აქვეყნებს. The post პატრის ევრა მოკრივის კარიერას იწყებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
უკრაინის ქალაქ კრემენაიაში, რუსი სამხედროების მიერ ხანდაზმულთა სახლის მიმართულებით გახსნილ ცეცხლს 56 ადამიანი ემსხვერპლა – ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება. The post ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც უკრაინიდან ვრცელდება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
UFC-ის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა UFC London-ის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში საკუთარი მეტოქის დამარცხების შემდეგ კომენტარი ილია თოფურიაზეც გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ილიამ ჰერბერტთან გამარჯვების შემდეგ პიმბლეტი გამოიწვია. “მან ნამდვილად კარგი ნოაუტით მოიგო. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სახეში ფეხი მოხვდა, მაგრამ მას რომ მე ფეხი მოვარტყა, აუცილებლად გავთიშავ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ის “ხელის სადეზინფექციო ხსნარის ბიჭუნაა”. ლომებს არ გვაინტერესებს, რას იტყვიან ჩვენზე ცხვრები. ილიამ თქვა, რომ მე მასთან საბრძოლველად კვერცხები არ მაქვს? ჩემთან ჩხუბი ყველას უნდა, ყველას უნდა, რომ ჩემი კოქტეილები მიირთვას. “ხელის სადეზინფექციო ხსნარ ბიჭუნას” აქამდე არავინ იცნობდა, ის მას შემდეგ გაიცნეს, რაც ჩემთან სიტყვიერი დაპისირპირება დაიწყო”, – განაცხადა პიმბლეტმა. The post პიმბლეტი თოფურიაზე: “ლომებს არ გვაინტერესებს, რას იტყვიან ჩვენზე ცხვრები” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
19 მარტს, UFC London-ის ეგიდით, ილია თოფურიამ ინგლისელი ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ქართველ მებრძოლს UFC-ში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 4 შეხვედრა, 4 გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ 24 წლის სპორტსმენმა ბრწყინვალე ნოკაუტის გამო ორგანიზაციისაგან ბონუსი – 50 000 დოლარიც მიიღო. საერთო ჯამში, ილიამ ჯეი ჰერბერტის დამარცხებით, 103 000 დოლარი გამოიმუშავა. გარანტირებული თანხა: 24 000 დოლარი მოგების ბონუსი: 24 000 დოლარი სასპონსორო თანხა: 5 000 დოლარი UFC-ის ბონუსი: 50 000 დოლარი საერთო ჯამი: 103 000 დოლარი The post რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჯეი ჰერბერტის დამარცხებით? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოში 22 მარტიდან ამინდი გაუმჯობესდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 24 მარტამდე თოვლი ნავარაუდევი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი თოვა ხვალიდან თანდათანობით შეწყდება.მათივე ინფორმაციით, მომდევნო დღეებში გარდა ნალექის შემცირებისა, მოსალოდნელია ტემპერატურის მატებაც.,,დასავლეთ საქართველოში ხვალიდან 23 მარტის ჩათვლით ამინდი გაუმჯობესდება, უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, მოსალოდნელია დღის ტემპერატურის მომატება 10-12 გრადუსამდე. ღამის საათებში ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 0 ; -3 გრადუსებში იქნება 21, 22 მარტს, შემდგომ დღეებში ღამის ტემპერატურის მატებაც არის მოსალოდნელი. 24 მარტამდე დასავლეთ საქართველოში თოვლი ნავარაუდევი არ არის.რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალიდან თანდათანობით შეწყდება თოვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-4 გრადუსს შორის იქნება.სინოპტიკური სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის დასავლეთ […] REZONANSI
-
UFC-ის ინგლისელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა საკუთარი ორთაბრძოლის მახრჩობელა ილეთით მოგების შემდეგ საბრძოლველად მომდევნო მატჩისთვის მარკ ცუკერბერგი გამოიწვია. “ვის წინააღმდეგ მინდა ვიბრძოლო? მარკ ცუკერბერგი. ბიჭო, თავში მაგრად მოგარტყამ. მე დავიღალე შენით, იცი, რასაც ვგულისხმობ. დავიღალე იმით, რომ ინსტაგრამის ექაუნთებს მიბლოკავ. რასაც ვაკეთებ, საქველმოქმედო საქმიანობაა და ვეხმარები იმ ხალხს, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. შენ ყველაზე დიდი მჩაგვრელი ხარ” – განაცხადა პიმბლეტმა. პედის 920 ათასიან გამომწერიანი ინსტაგრამის ექაუნთი დაუბლოკეს. არადა, ილია თოფურიამ სწორედ ინგლისელი გამოიწვია, თუმცა როგორც ჩანს, პედი ასე შეეცადა თავის არიდებას. The post პედი პიმბლეტმა საბრძოლველად მარკ ცუკერბერგი გამოიწვია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, მანქანების ერთ-ერთ სამრეცხაოში. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს მკვიდრი, 21 წლის ახალგაზრდა რეზი გადელია თბილისში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.სოფლის რწმუნებულის ამირან ნადარეიშვილის ინფორმაციით, კაცი სამრეცხაოში მუშაობდა.მისი თქმით, ვიდეოკამერებმა სამსახურიდან გასვლის ფაქტი დააფიქსირეს.ხოლო მეორე დღეს, სამრეცხაოს უკანა მხარეს მდებარე ქვესადგურთან გარდაცვლილი იპოვეს.მამაკაცის ცხედარი სოფელში უკვე გადმოასვენეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა.გარდაცვლილს მეუღლე ჰყავდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ივნისში შვილს ელოდება. წყარო: primetime.ge REZONANSI
-
მის აღმატებულებას,საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ქალბატონო სალომე,გულითადად გილოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს. დიდია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ღმერთი მის მსასოებელთ შეწევნას არ მოაკლებს.გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სამეუფეო გზით სვლის უნარს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. პატივისცემითსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი REZONANSI
-
მამა-შვილს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დააკავეს, 20-20 წლით პატიმრობა მიესაჯადღეს, 19:20 231 სამეგრელოში არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ “კურიერს” დაზარალებულის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დღეს მიიღო. შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში გასული წლის ზაფხულში მოხდა. მაშინ მამა-შვილი არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მეორე დღეს კი თანასოფლელებმა მათი სახლი გადაწვეს. REZONANSI
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კონსერვატიული პარტიის ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში თავისუფლების დასრულება ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვაში ყოველგვარი თავისუფლების იმედის გაქრობას.მისივე თქმით, პუტინის ტირანია უნდა დასრულდეს, დასავლეთმა კი ძველი შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს.”გამარჯვებული პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. უკრაინაში თავისუფლების დასრულება, ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვაში ყოველგვარი თავისუფლების იმედის გაქრობას. ეს ნიშნავს, რომ დაიწყება დაშინების ერა აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. თუ პუტინი მიაღწევს წარმატებას უკრაინაში, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის ყველგან.ახლა მსოფლიოსთვის გარდამტეხი მომენტია. არჩევანის მომენტი დგას. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და ჩაგვრას შორის. პოლიტიკოსები დასავლეთიდან, რომლებიც ამბობენ, რომ უმჯობესია შევეწყოთ ტირანიას, მე მჯერა რომ ისინი ცდებიან. პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა, როგორც ჩვენ ეს 2014 წელს გავაკეთეთ […] REZONANSI