Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის ცსკა-ს დატოვება, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. პირველ რიგში, ომი რუსეთში არ დაწყებულა, თუმცა ვიგრძენი, რომ ჩემი ოჯახი საფრთხის ქვეშ იყო. ასეთ სიტუაციებში, არასდროს იცი რა მოხდება და როგორ შეიცვლება წამებში სიტუაცია. მსურდა ოჯახი სრულად დაცულად ყოფილიყო და შემდეგ დავიწყე მცდელობები ხელშეკრულების გაწყვეტაზე” “რა თქმა უნდა, ქართველობა გადამწყვეტი ფაქტორი იყო კლუბის დატოვებაში. ხალხი მეკითხებოდა – “რატომ გადაწყვიტე ცსკა-ში გადასვლა”?. ცსკამ მნიშვნელოვანი კონტრაქტი შემომთავაზა და მანამდე არ მოვაწერე ხელი, სანამ არ მეცოდინებოდა, რომ ნაკრებში თამაშს კვლავ შევძლებდი. აქედან გამომდინარე და სხვა მომენტებიდანაც, ცსკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია ევროპაში და ევროლიგის მოგების პერსპექტივამ მომხიბლა” “ამ დღეებში ვაანალიზებ, რომ რუსულ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება არ იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება. პრეზიდენტი, მწვრთნელები, გუნდელები – კლუბი ყველაფერს აკეთებდა, რომ თავი კომფორტულად მერძო, მაგრამ მე არასდროს ვიყავი ცსკა-ში წყნარად და საერთოდ ისეთი, როგორიც ვარ. მოედანზე ყველაფერს ვცილობდი, თუმცა ემოციურად არ ვეკუთვნოდი იმ ადგილს” “ასევე არ გვსურს პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში აირიონ, მიუხედავად ამისა, რაღაც სიტუაციებში ეს მაინც შეუძლებელია. უკრაინა-რუსეთის სიტუაცია არა მხოლოდ სპორტზე, ყველაფერზე გავლენას ახდენს. როგორც არ უნდა იყოს, ბედნიერი არ ვარ რუსული კლუბების ორგანიზაციებიდან გარიცხვით, რადგან იქ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ომს ეწინააღმდეგება. თავის მხრივ, ვინც ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, უკრაინელი ხალხია”, – განაცხადა თორნიკემ. შენგელიას თქმით, “ვირტუსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს და შემდეგ რას გააკეთებს არ გადაუწყვეტია. The post თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. ყაზანის “რუბინის” ყოფილი კაპიტანი ფილიპ ურემოვიჩი კარიერას “შეფილდ იუნაიტედში” გააგრძელებს. BBC-ის ინფორმაციით, “შეფილდმა” ურემოვიჩს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა. გუნდი ჩემპიონშიპში მე-5 ადგილზე იმყოფება და პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. 25 წლის ურემოვიჩი ხორვატიის ნაკრების წევრია და 7 მილიონ ევროდ ფასობს. მისი ინგლისში გადასვლა აქარწ####ბს იმ ჭორებს, რომ ინგლისურ კლუბებს სიტყვიერი შეთანხმება აქვთ რუსულ კლუბებთან მათგან წასული ფეხბურთელების არდამატებაზე. “რუბინის” დატოვების შემდეგ დრეიერი დანიურ “მიდტიულანდში” გადავიდა, ჰაკსაბანოვიჩი შვედეთში დაბრუნდა, კვარაცხელია ბათუმის “დინამოში”. The post “რუბინის” კაპიტანი ინგლისში გადავიდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  3. ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. დღეს ირაკლი მაქაცარიას დაბადების დღეა, ლიზამ საქმროს დაბადების დღე საჯაროდ, სოციალური ქსელით მიულოცა და ფოტოც გამოაქვეყნა. ”განსაკუთრებული ადამიანის დაბადების დღეა! გილოცავ და მიყვარხარ!” – დაწერა ლიზა ჩიჩუამ და ირაკლის ფოტოც გამოაქვეყნა. The post ”მიყვარხარ და გილოცავ…” – ნახეთ რა ემოციურად მიულოცა ლიზა ჩიჩუამ საქმროს დაბადების დღე +ფოტო appeared first on InterPost.ge. View the full article
  4. დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა. “მეტოქეს ცნობილი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს საინტერესო მატჩია ჩვენთვის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. აქ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა. დროის დიდი ნაწილი ტაქტიკურ ვარჯიშებს დავუთმეთ. ვმუშაობთ იმავე ტაქტიკაზე, რომლითაც უკანასკნელი მატჩები ვითამაშეთ. ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს ამხანაგურ შეხვედრებში. ვფიქრობ, რომ თითქმის იგივე დონის გუნდები არიან, რაც ჯგუფში გვეყოლება ერთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მოგება გვსურს, მაგრამ ამხანაგური თამაშებია და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რისი ჩვენებაც ოფიციალურ მატჩებში გვინდა. გუნდში რამდენიმე ახალი სახეა, რასაც მივესალმები. ალბათ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი და ჩვენც უფრო უნდა გამოვასწოროთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ის მატჩები, გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ ის სისტემა, რაზეც ახლა ვმუშაობთ. მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგელობაა და იმედი მაქვს თავს გავართმევ. ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, თუმცა კაპიტნობა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოტივაციაა და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო გუნდს”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს Nakrebi.Ge. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი პირველ არხზე შეგეძლებათ. The post გურამ კაშია: “მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტს აჩერებს და კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ რუსეთში დაბლოკილ Instagram-ზე რუს ფანებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. როგორც ჩანს, რუსები დაბლოკვის მიუხედავად Facebook-ზე და Instagram-ზე შესვლას მაინც ახერხებენ. აღსანიშნავია, რომ “რუბინის” გულშემატკივრების დიდი ნაწილი მას მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს, რა თქმა უნდა, არიან მეტად ნაწყენებიც. “ხვიჩა, შენ ძალიან ბევრი რამ გააკეთე ყაზანისთვის. ყველაფრისთვის მადლობა! “რუბინის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ” “ყველაფრის დიდი მადლობა ლეგენდავ” “რა ლეგენდა, გამოფხიზლდით” “დიდი ალბათობით, არც დაბრუნდება. წარმატებები ხვიჩა” “შეგვეძლო ზაფხულში გაგვეყიდა და ფული მიგვეღო” “მადლობა “რუბინისთვის” და მადლობა სლუცკისთვის” “ახლა ვინღა ითამაშებს? “ხვიჩა – არქტიკული მელაა” “გააკეთეთ სოლიდური ჩემპიონატი ჩვენი მოთამაშეებით. რუსული და შესაძლოა, ბელარუსული გუნდების დამატებით. შესაძლებელია, ვისწავლოთ ფეხბურთი, ვითამაშოთ და მოვა დრო, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერი კლუბებითა და ფეხბურთლებით გავალთ. მანამდე კი მოძებნეთ ადგილობრივი იდეალური ბიჭები და მწვრთნეელბი” “საერთაშორისო? ახლა მხოლოდ ბელარუსს თუ ვეთამაშებით” “ის გაფრინდა, აღარ დაბრუნდება” “წარმატებები კვარა” “უფასოდ წავიდა? ეს უკვე ლოკომოტივზე უარესია. მათ ბრილიანტი დაკარგეს და ჩვენც უკვე” “ეს ბავშვი ადრე რომ გაეშვათ, ფულსაც იშოვიდნენ. ღმერთი ძუნწებს სჯის” იმედია, კვარაცხელია რუსეთში დაბრუნება ნამდვილად არ მოუწევს. The post “არქტიკული მელა – ჩვენი ლეგენდა ხარ!” – რას უწერენ რუსები კვარას? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. “დინამო ბათუმმა” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფაქტია, კვარა ეროვნულ ლიგაში ბევრ სასარგებლო ცვლილებას მოიტანს და განსაკუთრებით, “დინამოსთვის” იქნება პროდუქტიული. მათ შორის: გაიზრდება ფეხბურთელების მაისურების გაყიდვა გარანტირებული ანშლაგი ყოველ საშინაო მატჩზე ევროტურნირებზე მაქსიმალურად წინ წასვლა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გაცილებით გაზრდილი შანსი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის გაზრდა და სხვა მრავალი სასარგებლო შედეგი ხვიჩას დამატებით. არა მხოლოდ “დინამო”, საქართველოს ჩემპიონატის ყურადობაც მოიმატებს და იმ სტადიონებზე დასწრების სურვილი, სადაც ბიჭები (ზურიკო დავითაშვილი) ითამაშებენ. The post რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს ბათუმის “დინამო” კვარაცხელიას ტრანსფერით? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მდგრადი განვითარების საკითხებში ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანაც დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მან უკრაინაში პუტინის ომი გააპროტესტა. ანატოლი ჩუბაისი ჯერჯერობით არ ეკონტაქტება მედიასაშუალებებს და არც არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ამ დროისათვის უცნობია, სად იმყოფება იგი. თუმცა გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტებმა თურქეთში დააფიქსირეს ერთ-ერთი ბანკომატიდან ფულის მოხსნის დროს. როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რუსეთის პოსტსაბჭოთა ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექსხელმძღვანელი რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს. მაგრამ ქალბატონ ლელა კაკულიას, რაღა თქმა უნდა, ანატოლი ჩუბაისის შესახებაც აქვს ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, ვინაიდან ამ პიროვნებამ დიდი როლი უნდა შეასრულოს რუსეთში ახალი პრეზიდენტის მოყვანაში. რამდენიმე ძველ წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ. 1996 წელი, 22 ნოემბერი რუსეთში დიდი გადატრიალება მზადდება. ჩუბაისი შეიძლება მოვიდეს პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე, მაგრამ პრეზიდენტი არასდროს გახდება. პრეზიდენტი სხვა იქნება. 2000 წელი, 21 მარტი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განწირულია. მისი პოლიტიკა არ გაამართლებს, იმიტომ, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი. ის მეომარია. არც არავის დაუგდებს ყურს, იგი დიქტატორია. დაერევა „დუმას“, არ მისცემს არავის მისი ლანძღვის საშუალებას – პირდაპირ სამაგიეროს გადაუხდის. რუსეთის მთავრობა შეირყევა. თავიდან მოსწონთ მისი ნაბიჯები, მერე კი ყველა გამწარდება. ამაზე პრესაც ალაპარაკდება. ევროპასა და ამერიკასაც გააღიზიანებს, ძალიან გათავხედდება, ბევრს გადაიმტერებს. ამ პიროვნებაში მიძინებული სატანაა. ვაი ყველას! იგი დიდ დარტყმას მიაყენებს არა მარტო მთავრობას – კრემლს, არამედ რუს ხალხსაც. ომს არ ამთავრებს, „ომი მოსწონს!“ – ასე იტყვიან კიდეც. ბევრს დაიპირისპირებს და მტრად გაიხდის ძლიერებს ამ ქვეყნისა. ჰოდა, აქედან დაიწყება ყველაფერი. პუტინი არც კომუნისტებს მოსწონთ მომავალში, არც დემოკრატებს და არც ანარქისტებს. და აი, აქ უცებ გამოჩნდება ჩუბაისი; თავად სურს თუ არა, ამოტივტივდება. მას უზარმაზარი, დიდი ფული აქვს. ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც გაუწევს წინააღმდეგობას პრეზიდენტ პუტინს და მოუგებს კიდეც ასი პროცენტით. მოგვიანებით არენაზე, თვითონაც რომ არ ელის, ისე, ჩნდება რუსეთის პრეზიდენტად ნაწინასწარმეტყველები კაცი…“ – წერდა ლელა კაკულია. The post “ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც გაუწევს წინააღმდეგობას პუტინს და მოუგებს კიდეც!“ – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება რუსი, გავლენიანი პოლიტიკოსის შესახებ appeared first on InterPost.ge. View the full article
  8. მარტის მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინი ძალიან წარმატებულად ასპარეზობს. View the full article
  9. ურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა, ყაზანური კლუბ "რუბინის" ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდი დატოვა. View the full article
  10. 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომი – ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად. REZONANSI
  11. სოციალურ ქსელში სტატია ვრცელდება, თუ რა მოხდება ბირთვული ომის შემთხვევაში. სტატიაში მოყვანილია კლიმატოლოგების ანალიზი: "ბირთვული ომის შემთხვევაში - პირველ 24 საათში ზარალი 178 მილიონი იქნება, ამასთან, რუსეთის ფედერაცია დაკარგავს მოსახლეობის 62%-ს. შემდეგ დადგება მეორე ეტაპი - ე.წ. "Nuclear Fallout". ერთ თვეში ბირთვული ზამთარი დადგება. პროგნოზების მიხედვით, ასეთი ომის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 548 მილიონი ადამიანი იქნება. ბირთვული ზამთარი = მოსახლეობის განადგურებას და მასობრივ შიმშილს. ცნობისთვის, 20კტ სიმძლავრის აფეთქება იძლევა სრული განადგურების ზონას დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსით. კლიმატოლოგებმა შედეგების მოდელირება მოახდინეს ორი სახელმწიფოს ბირთვული არსენალის მონაცემებზე დაყრდნობით. მათი (ატომის) გამოყენების შემთხვევაში, პლანეტის ატმოსფეროში გადაიყრება დაახლოებით 147 მილიონი ტონა ჭვარტლი, მიაღწევს სტრატოსფეროს და წარმოიქმნება ღრუბელი, რომელიც დაბლოკავს მზის შუქს. ამ პროცესის შედეგად დედამიწის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა ცხრა გრადუსით დაიკლებს. მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება სტრატოსფეროში ქარებს, რომ მთელ დედამიწას ჭვარტლის მტვერი შემოაფარონ", - ნათქვამია ინფორმაციაში. tia.ge
  12. რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა 15 ათასი რუსი ჯარისკაცი გაანდგურეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროა ვრცელებს. მტრის დანაკარგი დღესი მდგომარეობით ასე გამოიყურება: ჯარისკაცი – 15 000 ტანკი – 498 ჯავშანტექნიკა – 1535 საარტლიერიო სისტემა – 240 თვითმფრინავი – 97 ვერტმფრენი – 21 გემი – 3 ცისტერნა – 60 სპეციალური ტექნიკა – 13 The post რუსეთის დანაკარგი ასეთია -15 ათასი ჯარისკაცი, 498 ტანკი და 1535 ჯავშანტექნიკა appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. თელავში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ყვება, რომ გარდაცვლილმა დანა ჩაარტყა, იარაღი კი შიშის გამო გამოიყენა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ჰყვება. მისი მტკიცებით, ურთიერთშელაპარაკების დროს გარდაცვლილმა მამაკაცმა ხელში დანა ჩაარტყა, რასაც მისი მხრიდან იარაღის გამოყენება მოჰყვა. ბრალდებულისათვის ხელში დანის ჩარტყმის ჩვენებას მოკლული ცოლ- ქმრის არასრულწლოვანი ქალიშვილი აძლევდა, თუმცა ბრალდებულმა გოგონას მხრიდან დანის გამოყენების ფაქტი უარყო. მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, ლეილა გარსევანიშვილი ადასტურებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა და ხელზეც ჭრილობა ნამდვილად აქვს. ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების არასადაოდ ცნობას აპირებს. „აქ საუბარი არ არის თავდაცვასა ან […] REZONANSI
  14. იტალიაში კალაბრიის რეგიონში, 5 წლის უკრაინელი გოგონა დაიღუპა. ის იტალიაში, ოჯახთან ერთად, რამდენიმე დღის უკან ჩავიდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 5 წლის უკრაინელი გოგონას სიცოცხლე, რომელიც იტალიაში, რამდენიმე დღის უკან ჩავიდა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, გოგონა, ასაკით უფროს ბიძაშვილთან ერთად გზაზე მიდიოდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა. ლტოლვილი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბიძაშვილმა მცირე დაზიანებები მიიღო The post 5 წლის უკრაინელი გოგონა რომელიც იტალიაში ამ დღეებში ჩავიდა, ავარიას ემსხვერპლა appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. "უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, შპს "თბილსერვის ჯგუფი" მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისის მერიის ცნობით, თბილისის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. "დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება ყველა მიმართულებით, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია და ავტობუსები ვერ ახერხებს ბოლო გაჩერებამდე მისვლას. ამ დროისთვის, ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N107, N301, N316, N318, N324, N326, N329, N332, N347, N364, N368, N374, N380, N382, N390, N398. თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. tia.ge
  16. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას რუსული გემებისთვის ყველა პორტის დაკეტვას სთხოვს. "თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთში ფული აღარ იქნება. თქვენ ვალდებულები ხართ ადამიანები დაიცვათ. როდესაც მოსკოვმა გერმანიისთვის გაზის მიწოდებაზე და მასზე ფასის დაწესებაზე მსჯელობა დაიწყო, თქვენი პოლიტიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე გავაფრთხილე. სანქციების აუცილებლობაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი. ევროპელები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ რომ უკრაინელების მოსმენა აუცილებელია, როდესაც ნატოს საზღვრიდან 20 კილომეტრში რუსული ბომბი ჩამოვარდა და როდესაც ოკუპანტებმა ევროპის უდიდესს ატომურ ელექტრო სადგურს ცეცხლი გაუხსნეს. მხარი დაგვიჭირეთ, რადგან თქვენი სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ აფინანსებთ ოკუპანტს. გევედრებით, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას, რუსული გემებისთვის ყველა პორტი დაკეტეთ, არ მიიღოთ რუსული საქონელი, უარი თქვით რუსულ ენერგო რესურსებზე, მოუწოდეთ რომ უკრაინის ტერიტორია დატოვონ. იმოქმედეთ იმისთვის რომ ჩვენი ქუჩები ისევ უსაფრთხო გახდეს. იმოქმედეთ იმისთვის რომ ბავშვების კისკისი მოვისმინოთ და მათი ღიმილიანი სახეები დავინახოთ. დაგვეხმარეთ რომ ბავშვებმა თავშესაფარში არ ითამაშონ. გვერდზე დაგვიდექით რომ ეს განგაშის ხმა საბოლოოდ გამოვრთოთ. დაგვეხმარეთ რომ კიევი ისევ გახდეს ახალი ბერლინი", თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. tia.ge
  17. უკრაინელმა მომღერალმა ანასტასია პრიხოდკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა: „მძულხარ! ჯანდაბა! შენი შვილები, შენი ხალხი, შენი ქვეყანა! მინდა შენი სული სამუდამოდ იტანჯებოდეს ჯოჯოხეთში!” – წერს მომღერალი. ანასტასია პრიხოდკომ არაერთხელ დაგმო პუტინის ქმედება და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. The post “მძულხარ! შენი შვილები, შენი ხალხი, შენი ქვეყანა” – პრიხოდკო პუტინს მიმართავს appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის საცოლე, ნინიკო ნაცარიშვილი დედა გახდა. წყვილს გოგონა შეეძინა. მოდელმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, უცნობია, რა დაარქვეს ჩვილს. „მოდით, ჩემს მეორე ნახევარზე არ ვისაუბროთ. ყველაფერი ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, რაც მას უკავშირდება“, – დაწერა ნაცარიშვილმა ერთ-ერთი კითხვის პასუხად. გამომწერების კითხვაზე, ჰქვია თუ არა ცოლი, ის პასუხობს: „მინდა ვიყო ცოლი“ მქვია“. ცნობისთვის, ბათუმელი ლამაზმანი, ნინიკო ნაცარიშვილი, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნინიკომ და კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ ფარულად იქორწინეს. The post ლავას ოღლის საცოლე, ნინიკო ნაცარიშვილი დედა გახდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი Boeing-737, რომელშიც 133 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ ჩინეთის გუანქსის რეგიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავში მყოფი ადამიანების მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. სოციალური მედიის პოსტების თანახმად, China Eastern Airlines-ის რეისი MU5735, რომელიც კუნმინიდან გუანჯოუში მიფრინავდა, დილით გაუჩინარდა. tia.ge
  20. წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს. "მეგობრებო, ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა, იურისტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, სულ 140-მა კაცმა, რომელთა შორის ასევე არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები გორდონ ბრაუნი და სერ ჯონ მეიჯერი, ახალი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვეს, რომელიც ვლადიმირ პუტინის უკრაინაში ქმედებებს გამოიძიებს. საამისოდ მათ სპეციალური პეტიცია გაავრცელეს, რომელსაც ერთ დღე-ღამეში 1 500 000 კაცმა მოაწერა ხელი. https://secure.avaaz.org/campaign/en/prosecute_putin_loc/ პეტიციის ავტორების თქმით, ეს უნდა იყოს ნიურნბერგის პროცესის მსგავსი სასამართლო ორგანო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოუწყვეს ნაცისტ სამხედრო დამნაშავეებს. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ამონარიდს გაგახსენებთ ქალბატონ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან — მხოლოდ რამდენიმეს. 2009 წელი, 24 ივნისი მსოფლიო კიდევ უფრო მეტად დაიძაბება. ყველგან დაძაბულობაა, მესამე მსოფლიო ომის პირასაა ყველაფერი მისული. ასეა, ბედისწერას ვერავინ აცდება, ვერც ადამიანები და ვერც ქვეყნები. ერთი რამ მიკვირს: რატომ ჰგონიათ რუსებს, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები არიან? მათი ოცნებაა, აღადგინონ საბჭოთა კავშირი ძველი თხუთმეტი რესპუბლიკითა და საერთო დედაქალაქ მოსკოვით. ვხედავ, ეს არ მოხდება, მაგრამ ასეთი პოლიტიკა გამოიწვევს სხვა ქვეყნების გათამამებას, ირღვევა ბალანსი და იწყება მესამე მსოფლიო ომი. ეს ჯერ კიდევ 1987 წელს აღვწერე, 1993 წელს კი გამოვაქვეყნე. ფრთხილად! წინასწარმეტყველებაში მკაფიოდ ჩანს რუსული პოლიტიკის მხრივ მუსლიმთა ხელშეწყობა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიაც ოფიციალურად აღებს ევროპის კარს და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მცირე ერები ფაქტებით ამტკიცებენ გენოციდს რუსეთის მიერ. არსებობს საშინელი დოკუმენტური მასალები, ფოტოები... ‼️ მოკლედ, მომავალში ვხედავ, ევროპა მზადაა, მეორე ნიურნბერგის პროცესი მოუწყოს რუსეთს, მაგრამ ვერ ბედავს, როგორც ყოველთვის. ‼️ თუმცა ეს ყველაფერი იმ „სასამართლოსთან“ შედარებით, რომელიც რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დროს ელის მუსლიმებისგან, საერთოდ არაფერია. გასაკვირია პირდაპირ, რუსეთი საკუთარი ხელით ითხრის სამარეს! და ამას მთელი მსოფლიო იხილავს. 2010 წელი, 20 მარტი ვხედავ, ამერიკა მოულოდნელ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს და ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის. საქართველოს არ შეეხება არაფერი. ეს მხოლოდ ამერიკა-რუსეთის ინტერესების შეჯახებაა. ვხედავ, ეს მართლაც სერიოზული, ძალზე სერიოზული, მართლა პოლიტიკური ომია. ამერიკა იმ საკითხებს, რომელთაც აქამდე არ წყვეტდა საქმიანად (ეს საქართველოსაც შეეხება), მოულოდნელად გადაწყვეტს. აქ მოლაპარაკებები და შეხვედრები, ვხედავ, არაფრის მომტანია. რუსეთი თავის გეგმებს ანხორციელებს და უკან არ იხევს, საქმიანად მოქმედებს და თუ შეერთებული შტატები მყარ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ გადაგამს, ანუ არ დაიწყებს მოქმედებას, იგი წააგებს! თუმცა მომავალში ამერიკას თვითონ რუსეთი აიძულებს, გადაწყვეტილებები განახორციელოს. ასევე ევროპაც, რომელიც რუსეთს უძვრება, მოულოდნელად უარყოფითად შეუბრუნდება და დიდ დარტყმას მიაყენებს მას. უბრალოდ ევროპის ქვეყნებში მთავრობები იცვლებინ, მოდიან მთავრობები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში არ შევლენ. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები რუსეთს უძვრებიან და მათი ვითომ მკაცრი მოთხოვნები — ეს თამაშია, რაც რუსეთმა კარგად იცის. ისინი ყოველდღე არღვევენ კანონებს ძალისმიერი მეთოდებით და არავინ უწყის, თუ რა სიურპრიზებს მოაწყობენ და რით გააკვირვებენ მსოფლიოს კრემლის ბინადარნი. თუმცა, ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც რუსეთზე დავინახე 20-25 წლის წინ, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება მთელი სიზუსტით და რუსეთს უდიდესი დარტყმა ელის უკვე ახლო მომავალში. ‼️ რუსეთის სახელმწიფოს კოსმოსი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობს და ამას ვერავინ შეაჩერებს. ‼️ ყველაფერი მოეკითხებათ კრემლის ბინადართ! 2010 წელი, 16 აპრილი ვხედავ, დიდი პოლიტიკური ომი, ღია ომი იწყება [რუსეთთან დაკავშირებით], რაშიც ევროპა და ამერიკაც ჩაერთვება. რუსეთი, როგორც ყოველთვის, აგდებულად შეხედავს ამ ომს მაგრამ ვხედავ, ზუსტად აქ წაიმტვრევს რუსული პოლიტიკა ფეხს. მათი პოლიტიკა მთელ ევროპას გააღიზიანებს და არა მარტო ევროპას. ‼️ ფრთხილად, რუსებო! ეს იქნება საუკუნის სასამართლო და აქ ბევრი უცხო რამ ამოტივტივდება, რაც ღრმად იყო დამალული. ვხედავ, ხალხს არ ეშინია რუსული დათვისა. ეს ნიურნბერგის პროცესს ჰგავს. ‼️ ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება ასი პროცენტით! 2015 წელი, 24 იანვარი ვხედავ, რუსეთს თავისი გასჭირვებია, მსოფლიო პოლიტიკაში დამარცხდება. ‼️ევროპამ იგი უკვე ოკუპანტად ცნო იურიდიულად, როგორც ვიწინასწარმეტყველე, პუტინს კი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ! ‼️", - წერს კაკულია. tia.ge
  21. მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “დღეს კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობის შესახებ შევიტყე. კი არ გარდაიცვალა, მოკვდა. მოკლულია ღალატით. რა მნიშვნელობა აქვს ბომბით მოკლავ, თოფით თუ ღალატით. მკვდარი მკვდარია და გაცოცხლებას აღარ ექვემდებარება. სასტიკად უნდა ისჯებოდეს ღალატი, რადგან ის სამუდამოდ ართმევს ადამიანს ნდობისა და სიყვარულის უნარს, ანუ იმას, რისთვისაც სიცოცხლე ღირს.” The post “სასტიკად უნდა ისჯებოდეს ღალატი” – მარიამ კუკუნაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. კრიმინალური ავტორიტეტი, მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი და მოდელი, ნინიკო ნაცარიშვილი მშობლები გახდნენ. ნინიკო ნაცარიშვილი შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მათ გოგონა შეეძინათ. შეგახსენებთ, ბათუმელი მოდელი, ნინიკო ნაცარიშვილი, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნინიკომ და "კანონიერმა ქურდმა" ლავასოღლიმ ფარულად იქორწინეს. tia.ge
  23. სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროფესიის დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლებს. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი სალექციო თემა „ენერგეტიკული ბიზნესი“, რომელსაც სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია წაიკითხავს. კურსი მოიცავს რეგულირების ძირითადი პრინციპების საკანონმდებლო ჩარჩოს, რეგულირებადი სექტორების ძირითად სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ პარამეტრებს, სატარიფო პოლიტიკის საკითხებს, ენერგეტიკულ ბაზრებსა და მათი ლიბერალიზაციის პროცესს, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის სტანდარტებს. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები. კურსი უფასოა, დაიწყება 11 აპრილს და ჩატარდება კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) 19:00 საათზე. მონაწილეებს შეეძლებათ შეხვედრაზე როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური დასწრება. კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2022 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე. რეგისტრაციის შემდეგ ჩატარდება გასაუბრება. რეგისტრაცია https://zoom.us/meeting/register/tJcrdeqgqzIrGtZ77F9z7smORwsLV0ZzeoEE The post სემეკის სასწავლო ცენტრი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ახალ კურსს იწყებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. გორის მუნიციპალიტეტის მერია 225 685 ლარიან ტენდერს აცხადებს კომბინატის დასახლებაში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებებისთვის.სამუშაოების შესრულების ვადა 90 კალენდარული დღით განისაზღვრება. შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT) განცხადების ნომერი NAT220005444 წინადადებების მიღების ბოლო ვადა 30.03.2022 14:30 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 225 685 ლარი სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე საგარანტიო თანხა 2257 ლარი REZONANSI
  25. ნიკოლოზ წულუკიძე სციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "რომ იცოდეთ რა ბედნიერი ვარ, სადაც კი საქართველოს დროშით გვხედავენ მოდიან და მადლობას გვეუბნებიან, ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად უყვართ საქართველო და ქართველები. გთხოვთ ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს სოლიდარობის გამოსახატად, ვისაც მართლა დახმარება გინდათ გადარიცხეთ თანხა. ზოგიერთ ქალაქში ხალხი შიმშილობს. არ იშოვება საწვავი, წყალი, არ არის ელექტრო ენერგია... p.s.ეს მოლდაველი ქალი ჩერნევცის საერთო საცხოვრებლის დირექტორია, 300 კაცი შეიფარა და წითელი ჯვრის დახმარების მიღებამდე ქუჩა-ქუჩა აგროვებდა დევნილებისთვის საკვებს. მესამე დღეა სირენა არ ჩართულა და ბუნკერში არ ჩავსულვართო", - წერს წულუკიძე. tia.ge
×
×
  • შექმენი...