
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
პოლონური ექსტრაკლასის ოფიციალურმა გვერდმა დღის გოლი დაასახელა და ნიკა ძალამიძის საკმაოდ ლამაზი გოლი გაიხსენა. ძალამიძეს პოლონეთში – “იაგელონიაში”, “ვიძევში” და “გორნიკში” უთამაშია. ნიკა ბოლოს “შუქურაში” იყო და ახლა მალტის “იუნაიტედში” გადავიდა. Pamiętacie Nikę Dzalamidze? Były zawodnik trzech klubów #Ekstraklasa kończy dziś 30 lat! pic.twitter.com/Pma0pSV0KZ — PKO BP Ekstraklasa (@_Ekstraklasa_) January 6, 2022 The post პოლონეთში ნიკა ძალამიძის ელეგანტური გოლი გაიხსენეს (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს: "საქართველოს უნიათო მთავრობა, რა გგონია, გავჩუმდები?! მგონი არც იცით, ვინ გადაგეკიდათ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის, თქვენ მაიძულეთ, ეს ნაბიჯები გადამედგა.. ხომ არ გგონიათ, რომელიმე პოლიტიკური პარტია ამოვიყენო გვერდზე და თქვენ სალაპარაკო მოგცეთ, ეს მღვდელი იმართებაო… სამართავები გვერდით გყავთ, მაგრამ ვერც მათ მართავთ… უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდით, ისევ თქვენი ,,გამჭრიახი” გონების წყალობით… არც იფიქროთ, თქვენი ტროლების, ბოტების და ზომბების შემეშინდეს… გვერდით ისევ თქვენი ამომრჩევლები მეყოლება და ისე მოგადგებით… ის ხალხი, ვისაც უკანასკნელი იმედი გადაუწურეთ, ვისაც ყველა ოცნება წაართვით და მხოლოდ ერთი ბელადის გარშემო ტრიალებთ… ჩვენი, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნაწილის მოთხოვნა არის ერთი-გააუმჯობესეთ სოციალური ფონი, გადახედეთ კომუნალურებს და თქვენ მიერ დახარჯულ დენს და გაზსაც ჩვენ ნუ გვახდევინებთ… შეიცოდეთ ემოგრანტები, ის წელში გადაწყვეტილი ხალხი და მიეცით არსებობის უფლება… თუ ეს ქვეყანა ფეხზე დგას, მხოლოდ მათი დამსახურებაა, თქვენი წყალობით, ერთი წელი ვერ გავძლებდით… ღარიბაშვილო, შენი ძალიან პრიმიტიული ზღაპრები, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, საკუთარ შვილებსაც არ მოუყვე, მომავალი თაობა მაინც არ მოწამლო ტყუილებით და ბოდვებით… თუ ასე ძალიან მოგწონს ილუზიაში ცხოვრება, სარკის პირისპირ ისაუბრე, რომ საკუთარი ჭია მაინც გამოკვებო… საქართველოს მთავრობა, (თუკი ასეთი დეფინიცია არსებობს), დაინახეთ, რომ ქაქში ხართ და ხალხს ძალიან შია… საკუთარი სახლის კედლებზე გაიკარით, სიცოცხლის, სინათლის და სიყვარულით სავსე ქალაქების ტრაფარეტები, ჩვენ ასეთ ქვეყანაში კარგა ხანია აღარ ვცხოვრობთ… თქვენ ყველაფერს ხაზი გადაუსვით, ყველა წითელი ხაზი დაარღვიეთ… თქვენ გაანადგურეთ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა და გენოციდი მოუწყვეთ საკუთარ ხალხს… თქვენ მეასედ და მეათასედ აქციეთ დევნილებად, 250 ლარზე დარჩენილი ადამიანები… შიმშილს აიტანს კაცი, მაგრამ სულიერი შიმშილი, სულში ჩაფურთხება და ღირსების შელახვა გაუსაძლისია… იმ დონეზე დაეცით და ძირს ფორთხავთ, იმას გეხვეწებით, რომ ამ ზამთარს არ გაგვყინო, თქვენი გაუმაძღრობის და უსამართლობის გამო… არავინ გაბედოს, არ შემეხმიანოს და მორალის კითხვა არ დამიწყოს… არავის გაქვთ უფლება, ასე მოიქცეთ… მე მხოლოდ მას ,,ვემორჩილები” ვინც ჩვენზე-ხალხზე, ჩემს შვილებზე ზრუნავს და ადარდებს, როგორ ვცხოვრობთ, რა გვაწუხებს, რა გვიხარია, რა გვწყინს… დანარჩენებმა კარი მიიხურეთ და დადუმდით… ისეთს არაფერს ვითხოვთ- ,,შუქს ნუ ჩამიქრობ”-თ!..", - წერს პეტრე კოლხი. tia.ge
-
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, რატომ რჩებოდა პარტია აქამდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში. “ჩვენს ბოიკოტს თავისი ახსნა ჰქონდა – ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი იდგა დღის წესრიგში და ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევიდოდით პარლამენტში, მორალური უფლება არ გვქონდა უბრალოდ, ვერ შევძლებდით იქ მუშაობას, თუნდაც მნიშვნელოვან თემებზე, როდესაც საკითხი ასე იდგა – გადარჩებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ახლა, ალბათ დადგა ის დრო, როდესაც სწორედ საპარლამენტო კომისებიდანაც უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები”, – ამბობს უდუმაშვილი. ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ნაციონალურ მოძრაობას არ გაუჭირდება იმ კომისიისთვის 50 სადეპუტატო ხმის შეგროვება, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. “ვფიქრობ, რომ საპარლამენტო კომისიების მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას უკავია ხელში. ორი კომისიის შექმნა გვაქვს ჩვენ ინიცირებული და ვფიქრობ, რომ ეს კომისიები იქნება ძალიან ეფექტური, გააჩნია, როგორ შევჯერდებით ოპოზიციური პარტიები. ვფიქრობ, რომ არ იქნება არანაირი პრობლემა სააკაშვილის კომისიაზე 50 ხმის მოგროვების”, – აღნიშნავს უდუმაშვილი. tia.ge
-
თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. „თბილისი ენერჯიის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში დაგირავებულ ბინაში ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ სახლში დამონტაჟებული იყო ღია წვის გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი, რაც დაუშვებელია. გარდაცვლილი გოგო სამტრედიაში მცხოვრები ნანო ახობაძეა, რომელიც თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული. „როგორ შევცვალო ეს რეალობა?! ნაა... გასკდა გული, მეწვის ყველაფერი... რა უძლური ვარ.“ „ვერ მოგინელებ, სანამ ვიარსებებ... ვიარსებებ და არა ვიცოცხლებ, იმიტომ რომ სიცოცხლე უკვე წამართვი.“ წყარო -digest tia.ge
-
მადრიდში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ტენორი ვალერიან გამგებელი დისშვილის, ნიკა ქაცარიძის მოულოდნელ გარდაცვალებაზე წერს: ,,ვაიმე, ნიკუშ, ჩემო ვაჟკაცო ბიჭო! ეს რა დილა გამითენდა, შვილო! რით ვანუგეშო ჩემი დაიკო ან რა ვუთხრა? რით ვანუგეშო შენი უსაყვარლესი ნინიკო, ოჯახი და ორი ანგელოზი შვილი, რომლებზეც მზე ამოგდიოდა? უფალო, შენ მიიღე ნათელში ჩემი ნიკუშას სული”. tia.ge
-
ჭყონდიდის ეპარქიის ღვთისმსახური, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მოსე ჯანელიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს. „მამა მოსე დასვენებულია ხუნწის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. დაკრძალვა: 2022 წლის 8 იანვარს, 14:00 საათზე. მწუხარებას გამოვთქვამთ მამა მოსეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი მოსე“, - ნათქვამია ინფორმაციაში. tia.ge
-
ამერიკული “ნიჭიერის“ კონექტიკუტის გამარჯვებული, ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში მსახიობ ნიკა ქაცარიძის შესახებ წერს. „არ მჯერა. დღეს გავიგე ეს ტრაგედიული ამბავი, ამ უნიჭიერეს მსახიობზე, მინდა მივუსამძიმრო მთელს საქართველოს ასეთი ადამიანის დაკარგვა. დღეს შევედი მის გვერდზე რომ ფოტო ამეღო პოსტის დასადებად და ერთერთი ბოლო პოსტი იყო ჩემი სიმღერა გაზიარებული. არ ვიცი სიტყვები არ მაქვს, მთელი ჩემი ბავშვობა მის ყურებაში გავიზარდე მოგვენატრები…“ – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი. მსახიობი ნიკა ქაცარიძე გუშინ, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. tia.ge
-
ყაზახეთშ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები საგარეო საქმეთა სამინისტროს ტყუილში ამხელენ. ანსამბლ "ილორის" წევრი, ბაჩანა მელაშვილი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ ალმათიდან უსაფრთხო ადგილას ისინი არა საკონსულოს ძალისხმევით, არამედ ებრაელი ოჯახის დახმარებით გადავიდნენ. "ქალაქიდან გამოვაღწიეთ და გამოგვიყვანეს ებრაელების ოჯახმა თავიანთთან სახლში. დღეს დაგვიკავშირდნენ, საკონსულო შეგვეხმიანა, ელჩიც მელაპარაკა და მითხრეს, რომ ვიყო აქ ამ ეტაპზე, რახან თავშესაფარი ვნახე. ისე ახლოს ვიყავით, რომ სროლები, ერთამნეთის ცემა, მანქანების დაწვა, არ ვიცი... ისე საშინლად მიდიოდა ეს ყველაფერი ფანჯარასთან ახლოს ვერ მიხვიდოდი რომ გადაგვეხედა, შუქსაც ვერ ვანთებდით. საკვები არ იყო. დილით მოვახერხეთ გასვლა მარტო, მაღაზიაში არაფერი იყო, არც პური, არაფერი. დაკეტეს. საჭმლის გარეშე ვიყავით, ჩვენს თვალწინ რამდენიმე ადამიანი მოკვდა, იქ ახალგაზრდები. არ ვიცი ვინ ვის ესროდა", - თქვა მელაშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ყაზახეთში ჩარჩენილი 5 მოქალაქე საქართველოს საკონსულომ უსაფრთხო ადგილას საკუთარი ძალისხმევით გადაიყვანა. tia.ge
-
პატარა სოსი ამჟამად თურქეთის კლინიკაში იმყოფება და მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანრი ტლაშაძე ავრცელებს. „მოგესალმებით ყველას! ძალიან მიჭირს ამის დაწერა მაგრამ სხვა გზა აღარ გვაქვს. 3 თვე ვიმკურნალეთ საქართველოში, სხვადასხვა კლინიკებში ბოლოს სადღაც 2 თვემდე ვიწექით იაშვილის კლინიკაში, მაგრამ ვერ მოხერხდა საქართველოში ზუსტი დიაგნოზის დასმა. მიუხედავად ამდენხნიანი მკურნალობისა გვეგონა რომ შედეგი იქნებოდა, მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონია. ამჟამად ვიმყოფებით თურქეთში სამკურნალოდ კლინიკა აჩინბადენში ჩემ პატარა შვილს აქვს მრავლობითი აცესები ტვინზე და ესაჭიროება ძვირად ღირებული ოპერაციები, ახლა უტარდება ოპერაცია იმ აცეცსზე, რომელიც ახლოს არის ტვინთან და საზიანოა სიცოცხლისთვის. ასეთი რამდენიმეა. გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე რამდენიმეს ერთად […] REZONANSI
-
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობამ საზღვარზე აუცრელობის გამო არ გადაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობისგან უფლება ჰქონდა მიღებული აცრის გარეშე გამოსულიყო ტურნირზე. ჯოკოვიჩი მესაზღვრეებმა შეაჩერეს და თუ სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიიღო, სერბეთში დაადეპორტებენ. “დღეს მათ შეუძლიათ ის საპყრობილეში ჩააგდონ, შემდეგ ბორკილები დაადონ. სიმართლე ისაა, რომ ნოვაკი, როგორც წყალი ისეა და წყალი კი თავის გზას ყოველთვის მოძებნის. ჯოკოვიჩი ახალი სამყაროს სპარტაკია, რომელიც არ შეურიგდება უსამართლობას, კოლონიალიზმს და ფარისევლობას”, – განაცხადა მსოფლიოს ნ1 ჩოგბურთელის მამამ, სდრიან ჯოკოვიჩმა. საინტერესოა, რომ ATP-ის რეიტინგის პირველი 5 ჩოგბურთელი(ჯოკოვიჩი, მედვედევი, ზვერევი, ციციპასი, რუბლევი) კოვიდ ვაქცინის გაკეთებას ეჭვით უყურებენ. The post ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: “ჩემი შვილი თავისუფალი სამყაროს სპარტაკი გახდა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვის შედეგად 1995 წელს დაბადებული ნანო ახობაძე გარდაიცვალა. 26 წლის ქალი სავარაუდოდ სტუდენტი იყო და აღნიშნული ბინა დაგირავებული ჰქონდა. როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი. REZONANSI
-
ალექსანდრე ზაზარაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ახალგარზდა მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. „ასე დაიწყო ჩემი 2022! კოვიდი დამიდასტურდა“. ცნობისთვის, 15 წლის ალექსანდრე საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული მოზარდია. ის სულ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში, შტატ კონექტიკუტის „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა. მას თითქმის მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. REZONANSI
-
კატალონიის “ბარსელონამ” ძალიან ბევრჯერ ეცადა უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებაში დაერწმუნებინა, მაგრამ ჯერ კვლავაც უშედეგოდ. დემბელემ “ბარსას” 45 მილიონის ჰონორარი და დამატებით, 45 მილიონის ბონუსი მოსთხოვა. დემბელე დღეში 31 ათას დოლარს გამოიმუშავებს, კვირაში 218 ათასს, თვეში 943-ს. Soccer Times-ს 6 მიზეზს წარმოადგენს, რატომ ითხოვს უსმანი ამდენს. 1) ფერან ტორესი – მაშინ, როცა “ბარსელონა” ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს და მათ შორის, ტორესს, “ბარსა” “მანჩესტერ სიტის” 60 მილიონ დოლარს აძლევს ესპანელის ტრანსფერისთვის. თან, ტორესი სწორედ დემბელეს პოზიციაზე თამაშობს. 2) ლაპორტა ფერანის პრეზენტაციისას შემდეგ რამეს ამბობს: “ყველა დიდ ფეხბურთელს “ბარსაში” გადმოსვლა სურს, ჩვენ დავბრუნდით”. გარდა ამისა, ლაპორტა მინი რაიოლას შეხვდა და ჰალანდის ტრანსფერთან დაკავშირებით იანვარში კიდევ ერთხელ გამართავს შეხვედრას. დემბელესთვის ესაც გაუგებარია. 3) ფრანგის აგენტი მუსა სისოკოაა, რომელმაც “დორტმუნდისთვის” გადახდილი 120 მილიონიდან 5% წამოიღო, ახლა კი მოთხოვნილი 45 მილიონიდან – 30 უსმანს ერგება, თვითონ კი 15. 4) დღეს დემბელე “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. გუშინ, სანამ ჩავი მოედანზე მას არ შემოიყვანდა, გუნდი “ლინარესთან” აგებდა. 63-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებაში გარდამტეხი როლი შეიტანა. 1 თვეა ტრავმა არ მიუღია და ყველა მატჩში 90 წუთს თამაშობს. 5) ლაპორტას ძველი განცხადება: “მე მჯერა, რომ ის მბაპეზე უკეთესია”. მბაპე “პსჟ”-ში 45 მილიონს იღებს, თუ “ბარსასთვის” უსმანი უფრო ძვირფასია, მაშინ მან მინიმუმ 45 მილიონი უნდა მიიღოს. 6) დემბელე დაქორწინდა. “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა არც კი იცოდნენ, რომ უსმანს შეყვარებული ჰყავდა ან დაქორწინებას აპირებდა. ორ ადამიანს უკვე მეტი ფინანსები სჭირდება. დემბელე “ბარსელონაში” 2017 წელს 120 მილიონად გადავიდა, დღეს კი 30 მილიონად არის შეფასებული. The post 6 მიზეზი, თუ რატომ ითხოვს დემბელე “ბარსელონასგან” ასტრონომიულ ხელფასს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ყაზახეთში მყოფი ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში საუბრობს. ბაჩანა მელაშვილის თქმით, მასთან ერთად კიდევ 3 ქართველი იმყოფება. მისივე თქმით, მათ არ აქვთ საკვები და ქუჩაში არასტაბილური ვითარების გამო სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ. „ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმათში. 9 იანვარს უნდა გამოვფრენილიყავით, მაგრამ თვითმფრინავის რეისები გადაიდო. აქ ყველაფერი ჩაკეტილია. ფაქტიურად „გავიჭედეთ“ 4 ადამიანი. რა შეიძლება გავაკეთოთ ვინმემ თუ იცით, ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან ვინმეს თუ ნაცნობი გყავთ ალმათში გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მაღაზიებში არაფერი იყო, რომ გვეყიდა. საკვების მხრივ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. ერთი სიტყვით ყველანაირად ძალიან გვიჭირს და ვერაფერს ვახერხებთ. თუ ვინმეს […] REZONANSI
-
ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. იქ მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ყაზახეთში არსებულ ვითარებაზე საუბრობდა. მისი თქმით, ყაზახეთში 4 ქართველი იმყოფება, საქართველოს მიმართულებით გამოფრენას კი ვერ ახერხებენ, რადგან აეროპორტი დაკეტილია. „ძალიან ცუდი სიტუაციაა, ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმა-ათაში. რეისები გადაიდო, 9-ში უნდა გამოფრენილიყავით, ყველაფერი ჩაკეტილია, აეროპორტი დაკეტილია, მაღაზიები დაკეტილია, გავიჭედეთ 4 ადამიანი აქეთ. რა შეიძლება გავაკეთოთ, ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ? მაღაზიებში არაფერი არ იყო, საკვების მხრივაც ცუდ სიტუაციაში ვართ. ძალიან გვიჭირს, გარეთაც ვერ გავდივართ, სროლებია, ხალხს ხოცავენ“, – აცხადებენ ყაზახეთში მყოფი ქართველები. The post ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „31 დეკემბრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 335 შემთხვევა“, – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 41 პაციენტი კი გარდაიცვალა. The post საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები 335-მდე გაიზარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მიერ, პენიტენციური სამსახურისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ექს-პრეზიდენტმა 3 იანვარს მიმართა პენიტენციურს და სახელმწიფო კონსილიუმის ექიმების, „ემპათიას“ კონსილიუმისა და სახალხო დამცველის ექიმების ციხეში შეშვება მოითხოვა. გარდა ამისა, სააკაშვილი ითხოვს, რომ ადვოკატებთან დაცული კომუნიკაციის უფლება აღუდგინონ. 3 დღე გავიდა ულტიმატუმის წაყენებიდან, თუმცა პენიტენციურს მოთხოვნებისთვის არ უპასუხია. დღეს სააკაშვილს რუსთავის მე-12 ციხეში ადვოკატები მოინახულებენ. შესაბამისად, შესაძლოა მოგვიანებით გახდეს ცნობილი, რა ნაბიჯს გადადგამს ყოფილი პრეზიდენტი. მანამე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავდა. გუშინ მედიასთან კომენტარი გააკეთა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელსაც ციხეში შესვლის უფლება რამდენიმე დღეა არ ეძლევა და მოუწოდა მას, რომ კვლავ შიმშილობა არ დაიწყოს. The post ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
გაერო-ს პრესსპიკერი, სტეფან დიუჟარიკი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, გაერო ყაზახეთში წარმოქმნილ ვითარებას შეშფოთებით აკვირდება. „ბუნებრივია, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ყაზახეთში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, მოერიდოს ძალადობას და წამოჭრილი საკითხები დიალოგის საშუალებით მოაგვაროს“, – განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა. The post გაერო ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში, რომელიც ღირებული პარტნიორია. „ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტსერვისის აღდგენის გზით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იპოვონ საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტა“,- ნათქვამია განცხადებაში. The post სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 პირი გარდაიცვალა, 2 105 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ დაფიქსირებულია ვირუსის 949 176 შემთხვევა, საიდანაც 908 813 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 082 კი გარდაიცვალა. The post როგორია კოვიდსტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა მცირეა და სრულად კონტროლდება. ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით კორონავირუსის ახალი ვარიანტთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მათივე ცნობით, „კოვიდ-19“-ის B.1.640.2 ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა ოქტომბერში გამოვლინდა, თუმცა ბოლო 2 თვის განმავლობაში ფართოდ არ გავრცელდა. The post ჯანმო კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
"დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუკმა დაბლოკა, ამიტომ მე ვდებ მის სტატუსს" წერს მამა ბასილ კობახიძე: ''გუშინ კიდევ ერთხელ იზეიმა ერმა და ბერმა კულტად ქცეული პატრიარქ ილია მეორის შობის დღე (უზუსტესად უწოდა გუშინ შალვა ნათელაშვილმა "სამთავრობო პატრიარქი"), პირფერობა-ვაზელინობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა ბევრი, განსაკუთრებით ხელისუფალნი და მღვდელმთავარნი, მაგრამ: პატრიარქი, რომელიც დანიშნა საბჭოთა ათეისტურმა სისხლიანმა, კოლონიალისტურმა, კომუნისტურმა ხელისუფლებამ; პატრიარქი, რომელმაც აკურთხა და განადიდა ძმათა მკვლელი ომის გამჩაღებელი და ეროვნული ხელისუფლების დამამხობელი ჯაბა იოსელიანი და სხვა პუტჩისტები, თავისთავად მისი გამპატრიარქებელი შევარდნაძე; პატრიარქი, რომელიც ზ. გამსახურდიას დიდი თხოვნის მიუხედავად, არ მივიდა 1991 წლის 9 აპრილს უზენაეს საბჭოს სხდომაზე, სადაც უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელსაც ნატრობდა თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი 70 წლის მანძილზე და თაობები შეეწირნენ ამ ბრძოლას, ხოლო ილია მეორემ სხდომაზე მისვლა და აქტზე ხელის მოწერა არ ინება, ანუ გაემიჯნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც არ იყო ნებადართული საბჭოთა მოსკოვის მიერ; პატრიარქი, რომელიც არ მივიდა 1991 წლის ძმათამკვლელი ომის დროს 22 დეკემბერ-6 იანვარის შუალედში მთავრობის სასახლეში ზვიად გამსახურდიას არაერთგზისი თხოვნის და მუდარის მიუხედავად, იმიზეზებდა მოგონილ ავადმყოფობას და არ ინება მისვლა. და განა სულაც რომ მართლა ავად ყოფილიყო, არ უნდა წამომდგარიყო საწოლიდან?! თუ გვერდები გაუცივდებოდა და დეკემბრის ცივი ნიავი მის ფერ-ხორცს ავნებდა?! მაგრამ პუტჩის ერთერთი მთავარი გულშემატკივარი და კულისებიდან დირიჟორი რას მივიდოდა პუტჩის ჩასაშლელად?! განა თავად არ აღიარებს ცნობილ ვიდეო მიმართვაში, რომ ჯაბას "დიდი საქმეები" უნდა აღესრულებინა და ჯაბა მას უჯერებდა?! მაგრამ მოკლე მეხსიერების და უვიც ხალხს ეს არ ახსოვს, უფრო სწორად არ უნდათ ახსოვდეთ. პატრიარქი, რომელმაც არ უჭირისუფლა მისი უახლოესი პირების მიერ (იოსელიანი, შევარდნაძე და სხვა) მოკლულ ზვიად გამსახურდიას ცხედარს 1994 წელს, არ გადაუხადა პანაშვიდი, არ დაასვენა ეკლესიაში, საქართველოდან გროზნოში გადასვენებულ ცხედართან არც თავად წავიდა და არც ოფიციალურად არავინ გააგზავნა (გროზნოში ზვიადის გასაპატიოსნებლად თვითნებურად ჩავიდნენ იმ დროს უკვე მღვდელმოქმედებაშეჩერებული და ზვიადისტობის გამო საქართველოდან განდევნილი მთავარეპისკოპისი ამბროსი ქათამაძე და თბილისიდან მღვდ. კონსტ. კოღუაშვილი, რომელიც ამის გამო აითვალწუნა პატრიარქმა და ისე გარდაიცვალა დიდი ხნის შემდგომ ხანდაზმული, რომ არანაირი საეკლესიო ჯილდო (დეკანოზობა და სხვა) არ აღირსა ათწლეულების მანძილზე და ამ რამდენიმე წლის უკან მღვდელმონაზნის ხარისხში აღესრულა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბერად აღკვეცილი, თითქმის სამი ათეული წლის მღვდლობის სტაჟის მქონე პიროვნება); პატრიარქი, რომელიც არასოდეს არ იმაღლებს ხმას სხვადასხვა მოქმედ ხელისუფლებათა უკანონო და ანტიადამიანურ ქმედებებზე, და მუდამ მოქმედი ხელისუფლებებთან შეხმატკბილებულია ამორალურ ალიანსში, საკუთარი ფუფუნების და ძალაუფლების გაძლიერების მიზანდასახულობით; პატრიარქი, რომელიც მიეცა უზომო ფარაონულ სატანურ დიდებას, ფუფუნებას, მეშჩანიზმს, ქვეყანაში სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილით იხოცებიან, აგროვებს მილიონებს და ანტიკვარიატს; პატრიარქი რომელმაც აავსო საქართველოს ეკლესია გარყვნილი, ნარკომანი, უწიგნური და ფანატიკოსი სამღვდელოებით და ბერ-მონაზვნებით; პატრიარქი, რომელიც ხელს აფარებს და უწყობს პედოფილიას და სექსუალურ ძალადობებს ეკლესიაში, ხოლო მსხვერპლ მომჩივნებს აიძულებს გაჩუმებას შენდობა-პატიების ქრისტიანული ლოზუნგებით ("რატომღაც" ეს შენდობა-პატიება პირადი კრიტიკოსების და მამხილებლების მიმართ არასოდეს გამოუვლენია, მაშინ ახსენდება ხოლმე საეკლესიო კანონები შურის საძიებლად); პატრიარქი, რომელმაც არაფერი გააკეთა მღვდელ-მონაზონ თეოდორე ჩიხლაძის სიცოცხლის გადასარჩენად, არ მივიდა ციხეში თავისი ყოფილი ფავორიტი მღვდლის, დეკ. გიორგი მამალაძის მოსანახულებლად; არც მისი გათავისუფლებისთვის ხმას არ იღებს; პატრიარქი, რომლის კარი ღია მხოლოდ "მაღალი საზოგადოებისათვის", უფრო ზუსტად ბობოლებისთვის, ხოლო უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის 1990-იანი წლების შემდგომ მასთან მისვლა და საუბარი ფაქტობრივად აკრძალულია და ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონია დაზომბირებულ ერს; პატრიარქი, რომელმაც თავისი პასიურობით და მეზღაპრეობით ხელი შეუწყო ანტივაქსერობას და 14 000 აუცრელი ქართველის სიკვდილს, და ერის 65 პროცენტი ჯიუტად არ იცრება. პატრიარქი, რომელმაც თავისი პატრიარქობის ჟამს ქართული ეკლესიაში არნახულად ააღორძინა რუსული პრავასლავნიკური კრემლისტური იდეოლოგია, მღვდლებისა და ეპისკოპოსების მიერ ამბიონებიდან დაუფარავად იქადაგება რუსეთის და პუტინის ქება-დიდება, დღეს რუსი წმინდანები (სერაფიმე საროველი, იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ოჯახით, მატრონა, ქსენია, პელაგია …) უფრო მშობლიური გახდა ჩვენი ზომბირებული მრევლისათვის ვიდრე ისტორიული ქართველი დიდი წმინდანები, რომელთა სოლიდური ნაწილი არც კი იცის ქართველი მრევლის სრულმა უმრავლესობამ, მაგალითად გამოკითხეთ თუ იციან წმ. გობრონი, წმ. ევსტათი მცხეთელი, წმ. ილარიონ ქართველი, წმ. პროხორე ქართველი და ა.შ. იციან კი არა, არც კი გაუგონიათ. მატრონიზირებულ-პელაგიზირებული ჩვენი გამოთაყვანებული მრევლი იმეორებს ათას რუსულ ზღაპარს, რომელიც უხვად მიეწოდებათ საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტ პორტალებიდან, ბროშურებიდან და სისხლიანი რუსი დიქტატორი, ათიათასობით ეკლესია-მონასტერთა მნგრეველი და ათასობის სამღვდელოს დამხვრეტი სტალინი კი წმინდანი ჰგონიათ, კრემლისტური რუსეთი მართლმადიდებლობის გადამრჩენი, ხოლო დემოკრატიული ცივილიზაციური სამყარი კი დემონური. ეს იწვევს რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიური გავლენების არნახულ ზრდას საქართველოში და ცივილიზაციის კრახს. ისე დააჩლუნგეს ერის უმრავლესობა, რომ გულწრფელად სჯერათ რომ მთელი მსოფლიოში ყველაზე ბრძენი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი პატრიარქი ილია მეორეა, პატრიარი რომელიც სიონის საკურთხეველში აზიარებდა არამართლმადიდებლებს, ანუ საეკლესიო ტერმინოლოგიით ერეტიკოსებს, არაერთხელ უქადაგია ერესები ანუ მწვალებლობები, პრაქტიკულად გააუქმა ეკლესიაში დიდი სჯულისკანონი და არ დარჩა საეკლესიო კანონი რომელიც მას არ დაურღვევია, მაგალითად, აგერ განვლილ 2021 წელსაც, 2019 წლის მსგავსად არ მოიწვია სინოდის მეორე კანონიკურად სავალდებულო სხდომა, რითაც დაარღვია საეკლესიო კანონები: მოციქულთა 37-ე, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-5, ანტიოქიის მე-20, ქალკედონის მეოთხე მსოფ. კრების მე-19 და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეორე თავის მეორე მუხლი: "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას." ილია მეორის კერპის მადიდედებლები რომ აღტაცებულნი გაიძახიან, ერი რწმენისკენ მოაბრუნა და უამრავი ტაძარი აგვიშენაო, დიდი სიყალბეა, რადგან ერი ეკლესიისკენ ზვიად გამსახურდიას და სხვა დისიდენტების აქტიური მოძრაობით მოტრიალდა ეკლესიისკენ 1970-იანი წლების ბოლოდან და 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, თავად ილია მეორის ავტორიტეტიც მათ შექმნეს მაშინდელ საქართველოში, თორემ საბჭოთა ადამიანების 99 პროცენტი პატრიარქს და მღვდელს ვერ ასხვავებდა ერთმანეთისგან და არც იცოდნენ რას ნიშნავდა სიტყვა პატრიარქი და ვინ იყო იგი. ხოლო ეკლესია-ტაძრები მორწუნე ხალხის და სახელმწიფოს შეწირულობებით აღდგა, არცერთი კაპიკი საპატრიარქოს თავისი შემოსავლებიდან არ დაუხარჯავს ეკლესია-მონასტრების რესტავრაციაზე და მშენებლობებზე, პირიქით კი ხდება: მოქმედი ეკლესია-მონასტრები საპატრიარქოსათვის ფულის საკეთებელ სტანოკებადაა ქცეული, რომელი ფულიც საპატრიარქოს ჩინოსნების და ილია მეორის შავ ხვრელად ქცეულ უძირო ჯიბეებში მიდის და მომკითხავი არავინ არაა. აი, ამ სისხლიან, უსჯულო, ანგარ და ფარისეველ ცრუ პატრიარქს 44 წელია გუნდრუკს უკმევს ჩვენი საცოდავი ერი და შედეგიც პირდაპირ პროპორციულად ეტყობა საქართველოს... დეკანოზი ილია ჭიღლაძე 5.01.2022''. tia.ge
-
საპატრიარქოს ინფორმაციით, საშობაო ალილო ისევ ხალხის მსვლელობის გარეშე ჩატარდება და ამის ნაცვლად სასულიერო პირები კვლავ მანქანებიდან დალოცავენ მრევლს. მიზეზად საპატრიარქოში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვას ასახელებენ. “სამღვდელოება მოსახლეობას დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით მიულოცავს შობას. მანქანებით მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს 14 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში 16 საათზე ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით”, — აცხადებენ საპატრიარქოში. მათივე თქით, ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება. The post საშობაო ალილოზე სასულიერო პირები მრევლს ისევ მანქანებიდან დალოცავენ appeared first on [/url]. ALIA.GE