აგენტი [ლათ. Agens (Agentis) მოქმედი] - 1. სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის წარმომადგენელი, რწმუნებული. 2. ამა თუ იმ სახელმწიფოს დაზვერვის ორგანოების საიდუმლო თანამშრომელი, რომელიც აწყობს დაზვერვას, დივერსიებს და სხვა. 3. სამეცნიერო ტერმინოლოგიაში: მოქმედი მიზეზი, რომელიც იწვევს სხვადასხვა მოვლენას ბუნებაში, ადამიანის ორგანიზმში და სხვა. მაგ: ფიზიკური აგენტი, ქიმიური აგენტი. სააგენტო - 1) რაიმე ცენტრალური დაწესებულების ან საწარმოს ადგილობრივი განყოფილება. 2) ზოგი საინფორმაციო ან სხვა ფუნქციების მქონე დაწესებულების სახელწოდება.