Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. მედვედევი: ტერიტორიული მთლიანობა ეს არის კონკრეტული ხალხის სურვილი იცხოვრონ ერთ სახელმწიფოდ "ტერიტორიული მთლიანობა ის ცნებაა, რომელსაც რეალობა განსაზღვრავს და არა კონსტიტუცია, ან რაიმე გაწერილი დოკუმენტები. ეს საკითხი არც მიტინგებზე, და არც პარლამენტებში არ წყდება. ეს არის კონკრეტული ხალხის სურვილი იცხოვრონ ერთ სახელმწიფოდ. სურთ თუ არა ოსებსა და აფხაზებს საქართველოსთან ერთ ქვეყნად ცხოვრება, ეს თავად მათ უნდა ვკითხოთ", - აღნიშნა მედვედევმა. კრემლის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას გასათვალისწინებელია ისტორიული ნიუანსები და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლებნები. http://itnexclusive.ge
  2. მედვედევი: კონფლიქტის ნორმალიზაციის გზა ღიაა. ახლა ყველაფერი თბლისზეა დამოკიდებული "დღეს ჩვენ მივიღეთ "მშვიდობის იძულების" ოპერაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება. თუ ქართული მხარე პირობებს შეასრულებს და ცეცხლს არ გახსნის, კონფლიქტის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზაციის გზა გახსნილი იქნება. ახლა ყველაფერი თბლისზეა დამოკიდებული", – აღნიშნა მედვედევმა. დიმიტრი მედვევევმა უარყო ქართული მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ფაქტი, რაზეც ქართული მხრიდან არაერთი ოფიციალური განცხადება გაკეთებულა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში სროლა არ შეწყვეტილა. კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი პატივს ცემს საქართველოს სუვერინიტეტს, მაგრამ აგრესია უნდა დასჯილიყო. "ჩვენ შევწყვიტეთ მშვიდობის იძულების ოპერაცია მას შემდეგ, რაც მივიღეთ შედეგი. დროებით მიღებულია ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც. რაც მთავარია, ჩვენ მოვახარხეთ საკუთარი მოქალაქეების დაცვა.სტატუს-კვო აღდგენილია. დავიცულია მართლწესრიგი, რაც 1992 წლის ხელშეკრულებებითა და მათგან გამომდინარე დოკუმენტებით იყო გათვალისწინებული. ბოლოსდაბოლოს, მოვახდინეთ სამშვიდობოთა მანდატის რეალიზება, ოღონდ გაფართოებულად, რაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარეობდა", - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. http://itnexclusive.ge
  3. მედვედევმა და სარკოზიმ საქართველოს კონფლიქტის რეგულირების პრინციპები შეათანხმეს რუსეთის ფედერაციამ და საფრანგეთმა საქართველოს კონფლიქტის რეგულირების პრინციპები შეათანხმეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და საფრანგეთის პირველი პირი ნიკოლა სარკოზი თბილისს 6 პირობას სთავაზობენ: 1) ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა. 2) სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა. 3) ჰუმანიტურალი დახმარების შეუფერხებლად მიწოდება. 4) ქართული სამხედრო შენაერთები უნდა დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს. 5) რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპეარციების დაწყებამდე არსებულ ზოლს დაუბრუნდებიან. 6) უნდა დაიწყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის პროცესი საერთაშორისო განსჯის საფუძველზე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით. http://itnexclusive.ge
  4. ან ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი ხდება, ან გბომბავთო... ნუ ასეთი დასკვნა გამოვიტანე მე... დასკვნა რა იყო და ასე თქვა პირდაპირ...
  5. "ტერარისტნი უბლიუდაკ" - ასე უწოდა მედვედევმა მიშას...
  6. მედვედევის 6 პუნქტი ნახეთ ამ წუთას? ეგენი კიდე პარლამენტთან ზეიმობდნენ რაღაცას... ფუუ...
  7. სააკაშვილს უკრაინისთვის დსთ-დან გამოსვლის წინადადება არ მიუცია უკრაინას საქართველოს პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან დსთ-ს შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ წინადადება არ მიუღია. განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა უწყებაში. შეგახსენებთ, 12 აგვისტოს, თბილისის ცენტრში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე სააკაშვილმა დსთ-დან გამოსვლის შესახებ განაცხადა, რომელსაც "რუსეთი მართავს". მიტინგის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას და სხვა დამოუკიდებელ ქვეყნებს თანამეგობრობიდან გამოსვლისკინ მოუწოდა, თუმცა, უკრაინის საგარეო უწყებას სააკაშვილის ოფიციალური განცხადება არ მიუღია. უკრაინის მთავრობა თბილისის გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. http://itnexclusive.ge
  8. რუსული ტანკები ხობიდან სენაკის მიმართულებით მოძრაობენ რუსული ტანკები ხობიდან სენაკის მიმართულებით მოძრაობენ. მათ წინააღმდეგობას არავინ არ უწევს და ჩვეულებრივად აწრამოებენ მიმოსვლას. ამის შესახებ ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს ხობის გამგეობის წარმომადგენელმა მიაწოდა. როგორც გამგეობაში "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს განუცხადეს, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ყველა უწყება მათ შორის სავაჭრო ობიექტებიც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მოსახლეობისთვის პროდუქტის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. http://itnexclusive.ge
  9. ანატოლი ნოგოვიცინი: "რუსეთს შეუძლია ჯარის ნაწილის გაყვანა კონფლიქტის ზონიდან" რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების შემდეგ, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მშვიდობისკენ "იძულების" ოპერაცია დასრულდა, რუსეთმა შესაძლოა კონფლიქტის ზონიდან ჯარის ნაწილის გამოიყვანოს, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სარდლის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა. "რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი გამოყვანილი იქნება. მაგალითად, 58-ე არმია კონფლიქტის ზონაში შემდგომი გაძლიერებისთვის იქნა შეყვანილი და რაღაც ნაწილები შეიძლება გაყვანილ იქნას", - განაცხადა ნოგოვიცინმა. გენშტაბის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, საქართველომ ცეცხლის შეწყვიტის შესახებ შეთაბხმება უნდა შეასრულოს. http://itnexclusive.ge
  10. აკაკი ბობოხიძე: საქართველოში არარსებულ სენს კურნავენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი უმრავლესობიდან აკაკი ბობოხოძე ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებს კონფლიქტების ისტორიაში ქვეყნის ყველაზე დიდ გამარჯვებად მიიჩნევს. "საქართველოში მსოფლიო არ არსებულ სენს მკურნალობდა - ეთნოკონფლიქტებს ოსებთან და აფხაზებთან. სინამდვილეში კი ეს პრობლემა საქართველოში არც ყოფილა, ამიტომ არ არსებული პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო. დღეიდან საქართველოში ნულიდან იწყება რეალური პრობლემის მოგვარების გადაჭრა - კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის", - განაცხადა ბობოხიძემ.
  11. ბარაკ ობამამ "რუსული აგრესია" განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ბარაკ ობამამ სამხრეთ ოსეთში რუსი ჯარისკაცების მოქმედებები განიხილა. იუწყება "CNN"-ი. "მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დაიწყო კონფლიქტი. მთავარია, რომ რუსეთის ფედერაცია გამოვიდა კონფლიქტის ზონიდან და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შევიდა. რუსეთის ქმედებებს გამართლება არ აქვს", - განაცხადა ილინოისის შტატის სენატორმა. ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე ობამამ ორივე მხარეს კარგად დაფიქრებისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ მოუწოდა. ობამას მეტოქე, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი კრემლის მიმართ მკვეთრად გამოხატული კრიტიკული მიდგომა დააფიქსირა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული განცხადებები ამერიკის სახელმწიფო მდივანმა-კონდოლიზა რაისმა, ვიცე-პრეზიდენტმა-დიკ ჩეინმა და ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა. http://itnexclusive.ge
  12. პარლამენტის თავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს პარლამენტის წინ მანიფესტაცია დაიშალა. მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, რომელმაც ხალხს პატრიარქის მოწოდებისამებრ სამებაში, მშვიდობის ლოცვაზე წასვლა ურჩია და სთხოვა, რომ რვა საათზე ისევ შეიკრიბონ პარლამენტის წინ და საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოსული ევროპის 5 ქვეყნის პრეზიდენტის შეეგებონ, დაანახონ ქართველი ერის მადლიერება. საქართველოს ჰიმნის შემდეგ, რომელიც სოფო ხალვაშმა ასიათასობით შეკრებილთან ერთად შეასრულა, იმპროვიზებულ ტრიბუნაზე ისევ ავიდა შესამჩნევად ფერმოსული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. დავით ბაქრაძე: - "1921 წელს ფოსტის შენობიდან კრემლში აფრინეს დეპეშა: საქართველოს თავზე წითელი დროპშა ფრიალებს. ჩვენ გავაგზავნეთ დეპეშა დღეს კრემლში: საქართველოს თავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს!"
  13. მიხეილ სააკაშვილი: "საქარათველო დსთ-ს ტოვებს" საქართველო "დსთ" ტოვებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ საააკაშვილმა, საქართველოს მოსახლეობას, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განუცხადა. პრეზიდენტმა მოუწოდა უკრაინას და სხვა წევრ ქვეყნებს დატოვონ "დსთ", ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთი დამოუკიდებლად მართავს. "მსოფლიოს თვალში ეს ბრძოლა არის დავითისა და გოლიათის ბრძოლა, დავითი კი ყოველთვის გაიმარჯვებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი შევწყვიტეთ, რუსული ავიაცია ამ წუთებამდე ისვრის. ცხინვალი მიწასთან გაასწორეს და აქციეს გროზნოდ. მათი სამიზნე იყო ხალხის სულისკვეთების, ღირსების და ჰუმანურობის ჩაკვლა. დღეს საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურთ. ცივილიზებული სამყაროს ბრძოლის წინა ხაზი ჩვენზე გადის. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქაართველო ერთად დგას და ვაგრძელებთ ბრძოლას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. http://itnexclusive.ge
  14. გიგი უგულავა: "ქართული სულის ერთსულოვნებას ვერავინ დაანგრევს" "ქართული სულის ერთსულოვნებას ვერავინ ვერ დაანგრევს", - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ. მისი თქმით, ჩვენს წინაშე არის უზარმაზარი დევი, რომელსაც ჩვენ დავუპირისპირდით. ჩვენ არ წაგვიგია - ჩვენ გამოვიფიტეთ, იმიტომ რომ პატარა ერი ვართ, მაგრამ ვიცით ბრძოლა. თითოეული სახლის უკან, მათ ჯოჯოხეთი და ზიზღი ელით. იქ სადაც ვერ გაჭრის ტყვია, გაჭრის სიტყვა. არ დავნებდებით, იმიტომ, რომ საქართველოა! http://itnexclusive.ge
  15. აფეთქება აგარაშიც მოხდა გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ბომბდაშენებმა იერიში აგარაზე მიიტანეს და დაბომბეს. ჭურვი ავტომანქანას დაეცა, არის მსვერპლი. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი ამ ეტაპზე უცნობია.
  16. გია ბარამიძე: ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა გახდა სიმბოლო ბოროტებასთან და თავისუფლებისთვის ბრძოლისა ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა გახდა სიმბოლო ბოროტებასთან და თავისუფლებისთვის ბრძოლისა, - განაცხადა გია ბარამიძემ. მისი თქმით, 9 აპრილსაც და დღესაც რუსეთს ჰქონდა ჩვენი ანექსიის მცდელობა, მაგრამ, მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ, რადგან სიმართლე და ღმერთი ჩვენთან არის. ჩვენ ერთად ვართ არა გათითოკაცებული, არამედ ერთიანი და საქართველო, თავის მრავალერიანი შემადგენლობით მიაღწევს და გაიმარჯვებს. დამარცხება არ გვიწერია.
  17. მამათა და ბეგლათი ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს სოფლების, მამათის და ბეგლათის მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფებისგან ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა. კუბლაშვილის თქმით, მოსახლეობა რუსი სამშვიდობოების ქმედების გამო, რომლებიც სოფლებში არიან მობილიზებულნი, დერეფნის ორგანიზებას ითხოვს, რათა დედაქალაქში ჩამოვიდნენ. "გურიაში სხვადასხვა რაიონიდან შესულია მოსახლეობა, რომლებსაც ჩვენ თვიოთონ ვაბინავებთ და საკვებითაც ვუზრუნველყოფთ, თუმცა ეს მოსახლეობა რამდენი ხანი დარჩება არ ვიცით და ამიტომ შესაძლოა დაგვჩირდეს ცეტრალუირ ხელისუფლების დახმარება", - განაცხადა ოზურგეთის გამგებელმა ვალერი ჩიტაიშვილმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთან საუბრისას. http://itnexclusive.ge
  18. სარკოზი: "კარგია, რომ რუსეთმა ცეცხლი შეწყვიტა" საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ, დადებითად შეაფასა. "რუსული მხარის მიერ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სიახლეა, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდებოდით. ეს კარგი ამბავია", - განაცხადა სარკოზიმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის ფარგლებში, რომელიც კრემლში გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც იმავე დროს ევროკავშირის თავმჯდომარეც არის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეხლა საჭიროა რეალურად განხორციელდეს ცეცხლის შეწყვეტა". http://itnexclusive.ge
  19. რუსეთი უარყოფს საქართველოში ნავთობსადენის დაბომბვას რუსულ ჯარებს "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენზე, რომლის მეშვეობითაც ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდება, იერიში არ მიუტანიათ. ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა. 12 აგვისტოს ნავთობსადენზე რუსული ჯარების იერიშის მიტანის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ლომაიამ გაავცრელა. მან აღნიშნა, რომ ეს რეგიონში უმსხვილესი ნავთობსადენის აფეთქების უკვე მეორე შემთხვევაა. ანატოლი ნოგოვიცინის თქმით, ავიადარტმების შესახებ გავრცელებული ყველა ინფორმაცია თურქეთის რეაქციაზეა გათვლილი, რომელიც აზერბაიჯანიდან ენერგომატარებლების მიღებით არის დაინტრესებული. ცნობისთვის, ნავთობსადენი რამდენიმე დღეა არ მუშაობს, თუმცა, ეს დე-ფაქტო სამხრეთ-ოსეთში საომარ მოქმედებებს არ უკავშირდება. შეგასენებთ, მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, რომელმაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. http://itnexclusive.ge
  20. რუსეთი მაღალი სიზუსტის იარაღს იყენებდა რუსული ჯარები საქართველოს მშვიდობისკენ "იძულების" ოპერაციაში მაღალი სიზუსტის იარაღს იყენებდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სარდლის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა.
  21. პოპოვი: რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიურ კონტაქტებს აუცილებლობიდან გამომდინარე გააგრძელებს რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიურ კონტაქტებს აუცილებლობიდან გამომდინარე გააგრძელებს, განაცხადა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა იური პოპოვმა უცხოურ მედიასთან საუბრისას. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რეგიონში არსებული სიტუაციის კომენტარისას, დიპლომატმა განაცხადა, რომ ის და საქარტველოში რუსეთის ელჩი მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან ქართველ წარმომადგენლებთან და "აუცილებლობიდან გამომდინარე ეს კონტაქტები გაგრძელდება". "გუშინ ჩვენ ვეწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შევხვდით მინისტრის მოადგილეს გრიგოლ ვაშაძეს. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ ვუკავშირდებით და აგრეთვე თვითონაც გვიკავშირდება პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი თემურ იაკობაშვილი, რომელთანაც ჩვენ ჰუმანიტარული ხასიათის სასწრაფო საკითხებს ვათანხმებთ", - განმარტა პოპოვმა. http://itnexclusive.ge
  22. თავდასხმა ქართულ სოფლებზე გრძელდება გავცელებული ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ თავდასხმა ქარელის რაიონის სოფელ რუისზე და კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოზე განახორციელა. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. დაბომბვა ახლაც გრძელდება.
  23. "კოდორში აფხაზური დროშა არ ფრიალებს" რუსული საინფორმაციოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზემო აფხაზეთში მთავრობის რეზიდენციის შენობაზე აფხაზური დროშა ფრიალებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქკიშბაიამ უარყოფს და პროვოკაციას უწოდებს. აქიშბაიამ ზემო აფხაზეთის მოსახლეობასა და მთლიანად საქართვლოს გამძლეობისკენ მოუწოდა. "ზემო აფხაზეთში ვითარება დაძაბულია, მაგრამ არანაირი აფხაზურ-რუსული ძალები არ შესულან. კოდორი დაცულია და იქ არანაირი აფხაზური დროშა არ ფრიალებს", - განაცხადა აკიშბაიამ. http://itnexclusive.ge
  24. აფეთქება სავარაუდოდ აგარაშიც მოხდა დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსულმა ბომბდაშენებმა იერიში აგარაზე მიიტანეს და დაბომბეს. შედგადა არის მსვერპლი. აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
×
×
  • შექმენი...