Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. რუსებმა ხობი, სენაკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიკავეს ამ წუთებში დასავლეთ საქართველოდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ხობი, სენაკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიკავეს. ადგილობრივი მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. საქართველოს შეიარაღაბულმა ფორმირებებმა ძალებმა სენაკი და ხობი წინააღმდეგობის გარეშე დატივეს. ამ დროისთვის რუსეთის არმია დასავლეთ საქართველოს ქალაქებს სენაკს, ხობს და ზუგდიდს აკოპნტროლებს. http://itnexclusive.ge
  2. იაკობაშვილი ზუგდიდში გაემგზავრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, 18 საათზე ქალაქ ზუგდიდში გაემგზავრა. კონკრეტულად ვისთან გამართავს მინისტრი მოლაპარაკებებს, რეინტეგრაციების სამინისტროს პრეს-სამსახურისთვის უცნობია. ცნობისათვის: ერთი საათის წინ, საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ, ზუგდიდის პოლიციის განყოფილებების უმეტესობაში რუსი ჯარისკაცები არიან განთავსებული, სოფელ ხურჩას კი შერეული, აფხაზურ-რუსული ჯარი აკონტროლებს. http://itnexclusive.ge
  3. რუსული სამშვიდობო ჯარები ზუგდიდს და ხურჩას აკონტროლებენ საქართველოს ხელისუფება ადასტურებს რუსეთის საჯარისო ფორმირებების მიერ ზუგდიდის რაიონისა და ქალაქ ზუგდიდის დაკავების ფაქტს, - ინფორმაცია საზოგადოებას საქართველოს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა მოაწოდა. უტიაშვილის თქმით, ზუგდიდის ქუჩებში რუსი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსი "სამშვიდობოები" პატრულირებენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტსს იწვევს, თუმცა ქალაქში ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. ასევე უტიაშვილის ინფორმაციით, 10 აგვისტოს ბრძოლების შედეგად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი ხურჩა დაიკავეს. სოფელს ახლა რუსულ-აფხაზური შერეული ფორმირებები აკონტროლებენ. http://itnexclusive.ge
  4. "მილსადენის ომი" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უცხოური მედიის წამყვანმა გამოცემებმა და ექსპერტებმა "ნავთობსადენის ომი" შეარქვეს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი სტრატეგიულ გათვლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ის ამერიკის შეერთებული შტატების მისწრაფების გამოვლინებად იქცა იქითკენ, რომ რეგიონში რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო გავლენა შეესუსტებინა, ეს მისწრაფება ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოთა ლიდერებისგანაც იქნა მხარდაჭერილი - წერს "გარდიანი". ანალიტიკოსი პოლ სტივენსი "დეილი ტელეგრაფში" აცხადებს, რომ კონფლიქტი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეაჩერებს. "კონფლიქტი ყველას დააფიქრებს, სანამ კასპიის რეგიონში ნავთობის სფეროში ინვესტიციებს ჩადებენ", - განაცხადა კვლევითი ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა". "თაიმსში” კომპანია "BP" საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას, რომ რუსული ავიაცია ნავთობსადენს ბომბავდა, არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კომპანია თავის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და თან საქართველოს პორტებიდან ნავთობის ექსპორტს აჩერებს, რამაც აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება დღეში 450 ათასი ბარელით დაწია. http://itnexclusive.ge
  5. საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გორი მოინახულეს საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბერნარ ქუშნერი და ალექსანდრ სტრუბი გორში ჩავიდნენ. ევროპელი დიპლომატები ქალაქის მოსახლეობას შეხვდნენ და დანგრეული ქალაქი მოინახულეს. "დაუჯერებელია, გაოგნებულები და შოკირებულები ვართ იმით რაც ვნახეთ და ეს 21-ე საუკუნეში ხდება. აუცილებლად უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა. დოკუმენტს ხელი მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოაწერა, ახლა ვეცდებით, რუსული მხარეც დავითანხმოთ იგივეზე", - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ სტრუბმა. http://itnexclusive.ge
  6. თბილისში ტერი დევისი ჩამოდის თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტერი დევისი საგანგებო ვიზიტით ჩამოდის. ტერი დევისი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ბილტთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გორში გაემგზავრებიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან. http://itnexclusive.ge
  7. ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების ჩამოყვანას მოსკოვი კონფლიქტის ზონაში რუსული ჯარების გაზრდით უპასუხებს 11 აგვისტოს, ერაყიდან 800 ქართველი ჯარისკაცის ჩამოყვანას რუსეთი "ადეკვატურ ზომებით" - კონფლიქტის ზონაში რუსული ჯარების გაზრდით უპასუხებს. ამ განცხადებას რუსულ მედიასთან რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცი აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ამერიკის საქციელი გააკრიტიკა. რადგან, ქართველი ჯარისკაცები ერაყიდან ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ჩამოიყვანა. "ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი არა თუ გვეხმარება, არამედ ხელს გვიშლის. ვგულისხმობ კონფლიქტის ზონაში ამერიკული სამხედრო ტრანსპორტით ერაყიდან ქართვლი სამხედროების გადაყვანას", - აღნიშნა პუტინმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების გამოწვევის შესახებ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს განაცხადა. http://itnexclusive.ge
  8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროები და სეპარატისტები დარჩენილი ქართული ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ დაპატიმრებებსახორციელებენ, რის შემდეგაც ხდება მათი სოფელ ქურთას ტერიტორიაზე კონცენტრაცია. საქართველო მიმართავს საერთაშორისო წითელ ჯვარს, სხვა ჰუმანიტარულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ მიიღონ გადამჭრელი და ქმედითი ზომები ამ მოსახლეობის კონფლიქტის ზონიდან გამოსაყვანად.
  9. გერმანიის კანცლერი საქართველოს მიმართ თანადგომას გამოხატავს 11 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის ფარგლებში გერმანიის კანცლერმა საქართველოს ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა გამოხატა და ქართულ-ოსური კონფლიქტის გადაწყვეტაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 12 აგვისტოს, საქართველოს საფრანგეთის ლიდერი და ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე, ნიკოლა სარკოზი ეწვევა. http://itnexclusive.ge
  10. ქართული საჯარისო შენაერთები პოზიციებს ინარჩუნებენ ქართული საჯარისო შენაერთები ცხინვალის მისადგომებთან პოზიციებს ინარჩუნებენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ განაცხადა. ზღულაძის თქმით, ამჟამად გორში სიმშვიდეა. ქართული პოლიციური ძალებისათვის იარაღის ჩაბარების თაობაზე რუსი სამშვიდობოების გენერლის, ჩაბანის, წამოყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის მიუხედავად, სიმშვიდეა ზუგდიდიშიც. ქართული პოლიციური შენაერთები, ზუგდიდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. http://itnexclusive.ge
  11. ეკა ზღულაძე: "ცხინვალის დაბომბვა დეზინფორმაციას წარმოადგენს" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ, 11 აგვისტოს, დილით, ცხინვალის დაბომბვის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ტელეკომპანია "CNN"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მისი განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები პოზიციებს აკონტროლებენ და ქალაქის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ზღულაძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს მოსახლეობაში პანიკას იწვევს, რაც ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ მოსახლეობას კიდევ უფრო ძაბავს. მან, როგორც ჟურნალისტებს, ასევე რიგით მცხოვრებლებს, არაზუსტი ცნობების გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, დეზინფორმაციის გავრცელება კი კანონით ისჯება და სამართალდამცავი ორგანოები ასეთ ფაქტებს მკაცრად გააკონტროლებენ, დამნაშავეები კი კანონის მიხედვით დაისჯებიან. http://itnexclusive.ge
  12. ქართული სამთავრობო საიტების მუშაობა მალე აღდგება ქართული ვებ-გვერდები, მათ შორის სამთავრობო საიტებიც, რომლების მწყობრიდან იყო გამოსული, უახლოეს მომავალში გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ განუცხადა. ზღულაძის თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ქართულ საიტებზე მუშაობა და მათი უსაფრთხოება და დაცვა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.
  13. ირაკლი ალასანია: "რუსეთს საქართველოს ოკუპაცია სურს" 11 აგვისტოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "CNN"-თან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. "რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპაცია სურს. ჩვენს ტერიტორიაზე ათასობით რუსი ჯარისკაცის შემოყვანა და სახედრო ტექნიკის განთავსება ქვეყნის მიმართ აშკარა და უხეში აგრესიაა. მსგავსი ქმედება საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს და ამას დროული რეაგირება უნდა მოჰყვეს", - მიიჩნევს ალასანია. http://itnexclusive.ge
  14. საქართველოს ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს. ამ დროისთვის უცნობია, როდის წარადგენს ქართული მხარე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ჰააგაში. http://itnexclusive.ge
  15. კონფლიქტის ზონიდან დევნილებს მთავრობა კვების პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს ურიგებს გორის ადმინისტრაცია ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლებიდან დევნილებს კვების პროდუქტებს და პირველადი მოხმარების საგნებს ურიგებს. ამის შესახებ შიდა ქართვლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად დროებით საცხოვრებლებში დევნილების განაწილება მიმდინარეობს. ვარძელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებენ და პირობა დადო, რომ მთავრობა საომარი მოქმედებების დროს დაზიანებულ მათ სახლებს გაარემონტებს. http://itnexclusive.ge
  16. კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. 800-მდე დევნილი მესამე დღეა ღამეს ჭუბერის ხეობაში ათევს ღამეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დევნილებმა დახმარეების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, მაგრამ დახმარებას ამ დღემდე უშედეგოდ ელიან. არის საკვების პრობლემაც. დევნილებს ძირითადად ჭუბერის მოსახლეობა უწევს დახმარებას. აი-ტი-ენ ექსკლუზივი კომენტარისთვის "აფხაზეთის მედია ცენტრის" ხელმძღვანელს, რაულ ქირიას დაუკავშირდა. ქირიას განცხადებით, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ამჟამად ჭუბერში იმყოფება და თავად კურირებს დევნილთა პრობლემების მოგვარებას. ღესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა ამ წუთებშიც მუშაობს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს დევნილთა რეგისტრირება და დროებით საცხოვრებელში განთავსება. "ქუჩაში არავინ მიგვიტოვებია, დევნილების უმეტესობას ჭუბერში ჰყავთ ნათესავები, შეიქმნა საკვების პრობლემა და მოვაგვარეთ და ახლაც თბილისიდან უკვე გავიდა მანქანები საკვები პროდუქტებით. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, ყველანაირად ცდილობს ეს პრობლემები მოაგვაროს", - აცხადებს რაულ ქირია. http://itnexclusive.ge
  17. სააკაშვილმა ორმხრივი მოლაპარაკების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროპელი ლიდერების მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტს, მოაწერა ხელი. დოკუმენტის შინაარსი ჯერჯერობით ცნობილი არა არის, თუმცა ევროპელი დიპლომატების თქმით, მისი მიზანია სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტა და ორმხრივი მოლაპარაების გამართვა. პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ევროპელი დიპლომატები დოკუმენტის შინაარსს 1 საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. საქართველოს შემდეგ დოკუმენტს რუსულმა მხარემაც უნდა მოაწეროს ხელი. ევროპელი დიპლომატები საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გორში გაემგზავრებიან, 3 საათის შემდეგ კი მოსკოვში გაფრინდებიან და შეხვდებიან რუსეთის პრემიერ მინისტრს, ვლადიმერ პუტინს. საართველოს პრეზიდენტი ამჟამად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ ბუშნერს ხვდება. http://itnexclusive.ge
  18. "ცეცხლი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს" ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სასწრაფოდ, პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა, ევროპელ ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ტყეშელაშვილის თქმით, ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საქართველოს ინიციატივის მიუხედავად, რუსეთი მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს აცხადებს. "საქართველოს მხრიდან იყო მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა გუშინდელი ღამის განმავლობაში მაინც იქნა დაბომბილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები. აუცილებელია საკითხი სასწრაფოდ, პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გადაწყდეს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა. http://itnexclusive.ge
  19. ლიტვის ავიაკომპანიამ თბილისში ფრენები გადადო ლიტვის კერძო ავიაკომპანია FLYLAL Lithuanian Airlines-მა თბილისში დაგეგმილი ფრენები გადადო. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი". გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია მიმდინარე კვირაში დაგეგმილ რეისებს არ განახორციელებს, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. "FLYLAL"-ის გენერალური დირექტორის, ვიტატაუს კაიკაირისის განცხადებით, თბილისში რეისების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ორშაბათს, დილით მიიღეს. http://itnexclusive.ge
  20. სარკოზსა და მედევედევს შორის სატლეფონო საუბარი გაიმართა 11 აგვისტოს, დილით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც იმავე დროს ევროკავშირის თავმჯდომარეცაა, მედვედევთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის მოგვარების გზა მალე გამოინახება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებენ. დიმიტრი მედვედევმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ცხინვალიდან ქართული ჯარების გაყვანაა. სატელეფონო საუბრის ბოლოს რუსეთის პირველმა პირმა კოლეგა პრეზიდენტი რუსეთში მიიწვია. სავარაუდოდ, სარკოზი მოსკოვში უახლოეს დღეებში ჩავა. http://itnexclusive.ge
  21. მოიერიშე თვითმფრინავებმა ხელვაჩაურის სამხედრო ბაზა დაბომბეს რუსულმა სამხედრო ავიაციამ პირველი ჭურვები დღეს გამთენიისას აჭარაშიც ჩამოჰყარა. მოიერიშეები ბათუმისა და ხელვაჩაურის თავზე 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ. სამხერდო თვითმფრინავები დასახლებულ ტერიტორიებსაც მიუახლოვდნენ. მოიერიშეებმა ჭურვები ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე ჩამოყარეს. დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ არის. http://itnexclusive.ge
  22. ხვალ ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრა გაიმართება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ, 12 აგვისტოს "ნატოს" შტაბ-ბინაში. ბრიუსელში ხვალ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე გაემგზავრებიან. ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრა "ნატო + საქართველოს" ფორმატით გაიმართება. http://itnexclusive.ge
  23. საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპელი დიპლომატები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდნენ. ტყეშელაშვილმა ევროპელ დიპლომატებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული აგრესიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებაა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარ კუშნერის თქმით, დიპლომატები პირდაპირ მოლარარაკებს აწარმოებენ ვლადიმერ პუტინთან და კონფლიქტის მშვიდობიან ფაზაში გადასაყვანად ყველაფერს გააკეთებენ. ევროპელი დიპლომატები დღეს გორში გამგზავრებასაც აპირებენ. http://itnexclusive.ge
  24. ბუშმა კონფლიქტურ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მოსკოვსა და თბილისს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. "ვაშინგტონი გმობს სქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ქმედებებს და კრემლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ამერიკის ადმინისტრაცია, კონფლიქტის ზონაში არსებული საომარი ვითარების განმუხტვის მიზნით, კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარესთან აქტიურად მუშაობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი არ დაიღვაროს. ორივე მხარეს ცეცხლის შეწვეტისკენ და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოვუწოდებ", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა 11 აგვისტოს, ტელეკომპანია "CNN"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. http://itnexclusive.ge
  25. ანაკლიას რუსული ბომბდამშენები კვლავ ბომბავენ რუსული ავიაციის თვითმფრინავები სოფელ ანაკლიაში კვლავ შეიჭრნენ. ჭურვების აფეთქების შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლი არ არის, დაჭრილია 1 მშვიდობიანი მოსახლე. ადგილობრივი მოსახელობის თქმით, საჰაერო თავდასხმა, დილის 7 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
×
×
  • შექმენი...