აფხაზეთიდან გადმოსული რუსი სამხედროები სენაკსა და ცაიშთან განთავსდნენ აფხაზეთიდან გადმოსული რუსული საოკუპაციო ჯარების ნაწილი სენაკთან დანაბანაკდა, ხოლო ნაწილი ზუდიდის რაიონის სოფელ ცაიშთან განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატირის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. ახვლედაინის მტკიცებით, რუსი სამხედროები ზუგდიდში დისლოკაციის ადგილებს კვლავ ინარჩუნებენ და ჯერჯერობით არანაირ მარადიორობას ადგილი არ ჰქონია. ცნობისათვის, დღეს, 16 აგვისტოს, აფხაზეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, სოფელ ხურჩადან სამეგრელოში რუსეთის საოკუპაციო ჯარის კუთვნილი 60 ერთეული მძიმე ტექნიკა გადმოვიდა.