ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას Starlink-ის სატელიტური კავშირის კიდევ 10 000 ტერმინალი გადაეცემა.
“ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. როდესაც ელექტროენერგიის გათიშვები გვქონდა, იმ დღეს მივწერე მას მესიჯი და მას იმწამსვე ჰქონდა რეაქცია და უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები. მ
აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება 44.9 მილიარდი აშშ დოლარი, ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი - 40.6 მილიარდი აშშ დოლარი.
დაფინანსების მიზანია დაეხმარონ აღნიშნულ ქვეყნებს ბუნებრივი კატაკლიზმებით ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაზე უკრაინისთვის კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.
"პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა კიდევ ერთი ცეკვაა მათი შესრულებით. იმ ინფორმაციის თანახმად, რაც ახლა გვაქვს, ამ შეხვედრაზე კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედე
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6667ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6682 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8368 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8320 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში.
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებ
[ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე] მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით, ეს არის გრძელვადიანი გზა. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, არ იყო ადვილი, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თომას მიულმანიმ ავსტრიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე გამართულ საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ბევრი სამუშაო,
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტის ქალაქში ვიზიტი არ დაანონსებულა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინდელ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე.
მისი თქმით, ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ დაქირავებულ მეომრებსაც.
IPN
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.
„16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” გაერთიანებულ შტაბს ეწვია. პუტინი გადაიღეს რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, მათ შორის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვი
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ორშაბათს, 19 დეკემბერს, შეთანხმდნენ, რომ შემოღებულ იქნას გაზის ფასის ზედა ზღვარი. შეზღუდვები 15 თებერვლიდან ამოქმედდება, თუ TTF-ში (ნიდერლანდის უდიდესი ვირტუალური სავაჭრო პუნქტი) გაზის ღირებულება სამი დღის განმავლობაში 180 ევროს გადააჭარბებს.
შეზღუდვის შემოღებამდე ევროკავშირის წევრები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუ როგორ გამკლავებოდნენ ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს.
წინა ორ შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხ
ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე - აქტიური საომარი მოქმედებების 1300 კმ-ზე მეტი. მაისიდან მოყოლებული ოკუპანტები ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ დაქირავებულ მეომრებსაც, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოილოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსული ძალების მსხვერპლი მალე 100 000-ს მიაღწევს და ადამიანები მხოლოდ იმისთვის იღუპებიან, რომ კრემლში მყოფ ჯგუფს არ შეუძლია შეცდომის აღიარება და საშინლად ეშინია რეალობი
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - Airbus Helicopters-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ მოაწერეს.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა უკიდურესად რთულია და უსაფრთხოების ძალებმა „ახალ რეგიონებში“ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უსაფრთხოების უწყებების ქვედანაყოფები, რომლებმაც მოქმედება რუსეთის ახალ რეგიონებში დაიწყეს. დიახ, ახლა თქვენ რთულ მდგომარეობაში ხართ. მდგომარეობა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რეს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებები საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების დასრულების და სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც რუსეთს აგრესორად წარმოაჩენს, რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატმა დავით სანაკოევმა რუსულ სააგენტო TASS-ს განუცხადა.
„ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ამ ფორმით ახლა დასრ
სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს 19 დეკემბრის სხდომაზე დაინიცირდა.
კანონის პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას - 100 ლარის
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ახალ ათონში, ზღვისპირას მდებარე ხელოვნურ ტბაში მობინადრე 24 გედიდან ცოცხლად მხოლოდ 6 გადარჩა, აქედან 1 თეთრი და დანარჩენი - შავი. სამწუხაროდ, 19 გედი ქუჩის ძაღლებმა დაგლიჯეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აფხაზური ჯგუფი იუწყება.
იქვე წერენ, რომ ახალი ათონის პარკის ადმინისტრაცია მალე ახალი გედების ყიდვას გეგმავს.
ინფორმაციას მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილო და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთნი უპატრონო ძაღლების დახოცვას და მათგან პარკის გათა
ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვანთა ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის
ამ პროექტის ინიციატორიც, იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ წარადგინა ეს პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში. საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ სამუშაოების დაფინანსება, შემდგომ ამას შემოუერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
როგორც მინისტრმა აღნ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ევროპოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ ოპერაციაში Shield – მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და 28 ქვეყნის სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან ერთად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, გენერატორების შესყიდვის პროცესი დაწყებულია და უკრაინელი მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სიმძლავრის საიმედო გენერატორებს.
„გენერატორებთან დაკავშირებით, იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ქრონოლოგიურად რომ მი
უკრაინის პრეზიდენტი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს (JEF) თხოვნით მიმართავს, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდება გაზარდონ.
შეხვედრა, რომელსაც, გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით, ნატო-ს ათი მოქმედი და ორი მომავალი წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის ერთგვარი სამხედრო გაერთიანებაა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმართა და პრემიერ რიში სუნაკს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაოდენობ
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, რომელსაც დღეს უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა, ამბობს, რომ თავდასხმის უკან სუს-ი დგას.
ფაქტთან დაკავშირებით კირთაძე პოლიციაში გამოკითხვაზე აპირებს მისვლას, თუმცა ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
„ორგანიზებული იყო სუს-ის მიერ, თორემ ეს კაცი ქუჩაში ჯიბეებში კვერცხებით დადის? მომაყენეს შეურაცხყოფა, მეც, ჟურნალისტსაც, სრულიად უმიზეზოდ. რას ვერჩი იქ მოსულ პოლიციელებს, მაგრამ ეგენი რას გამოიძიებენ“, – განაცხა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – ბ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მო
რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება აბსოლუტურად უაზროა არსებულ ვითარებაში, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან რიგის სამიტზე გააკეთა.
„რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, საკუთარი ჯარების გაძლიერებისთვის. ვიდრე ისინი არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სუნაკის თქმით, საერთაშორისო ს