1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0143 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8547 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გაუგზავნოს, - ინფორმაციას TheBalticTimes-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პაკეტი ძირითადად შედგება დრონების, პირადი დამცავი აღჭურვილობისა და ზამთრის ფორმებისგან.
„უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგეს. ჩვენი დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინიდან მიღებულ თხოვნას დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს“, - განაცხადა ესტონეთის
გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორე მხრივ ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე შეფასებით, უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევებისა და შეცდომების, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაუშვა.
„ერთი რამ უნდა იცოდეთ - გპირდებით, დღეს საქართველოში არის ისეთი მომენტ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" ლიდერია, ევროინტეგრაციის ნაწილში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. გიორგი გახარიას ვიდეომიმართვა, რომელიც გორში თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს არის ჩაწერილი, მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
"უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევების და შეცდომების, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო 30-35 წელში დაუშვა. იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ იმიტომ, რომ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა შემთხ
გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან, პარტია “საქართველოსთვის” აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარტიის მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული იერიშის გარემოებებს იკვლევს, საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.
ამ დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალად ედება შეთქმულება, გაუქმებულიყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა შეიქმნას მექანიზმი, რათა ტრამპმა მომავალში ვეღარ შეძლოს პრეზიდენტობა.
კომისიას აქვს ასევე სხვა რეკომენდაციები. ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნ
საქართველოში მცხოვრები რუსეთის არაერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "საქართველოს ბანკი", მათ ანგარიშებს უუქმებს. ინფორმაცია თავდაპირველად ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ანგარიშის დახურვაზე შეტყობინება მიიღო მინიმუმ 36-მა ადამიანმა.
რადიო თავისუფლებას რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდა და ანგარიში დაახლოებით სამი თვის წინ გახსნა, უთხრა, რომ ფულადი გზავნილები მიიღო რუსეთიდან, თუმცა არ იცის, უკავშირდება თუ არა ანგარიშ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აკაკი იაშვილი უხელმძღვანელებს. ფედერაციის საანგარიშო – საარჩევნო ყრილობას 49 დელეგატი ესწრებოდა, ახალ პრეზიდენტს კი ხმა 48 დელეგატმა მისცა.
განვლილ პერიოდზე, განხორციელებულ პროექტებსა და წარმატებებზე ისაუბრა გია გიორგაძემ, რომელიც 14 წელი ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი მოღვაწეობა ყრილობის დელეგატებმა წარმატებულად შეაფასეს.
აკაკი იაშვილი ოთხი წელი ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამჟამად კი ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა
დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში, პარტია "საქართველოსთვის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა - ეს არსად გაქრება და მაგალითად ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რას
რუსი ბლოგერები და მუსიკოსები რომან კონოგრაი და რაილ არსლანოვი საჯარო ბოდიშს იხდიან კახეთში ნიახურის ციხეში გადაღებული ვიდეოსთვის.
"ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო, ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა", - ასეთი სათაურით სოციალურ ქსელ Youtube-ში მათ მიმართვა გაავრცელეს.
მანამდე კონოგრაი და არსლანოვი 15 დეკემბერს გამოჩნდნენ სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
თბილისში 45 წლამდე კაცი მოკლეს. როგორ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მამუკა გუგეშაშვილი. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგის პრეპარატებზე. შედეგად, პაციენტები ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ დაუცველები არიან.
სწორედ გლობალური პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც ანტიბიოტიკების ალტერნატიულ საშუალებებს აწარმოებს.
სულ ახლახანს, საწარმოში მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა. 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი ევროკ
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტი 34 480 000 ლარით განისაზღვრა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 6 მილიონ 666 000 ლარით მეტია.
ფინანსურ დოკუმენტს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – ორი. სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“.
როგორც საკრებულოს „ქართულ ოცნების“ წევრები აცხადებენ, ბიუჯეტი რეგიონის საჭიროებებსა და განვითარებაზეა მორგებული. მათივე ცნობით, პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური სფერო. მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ტურისტული, ს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების – შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც.
„დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. ს
რუსთავის საკრებულომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.
ახალი ბიუჯეტი 87 მილიონ 367 ათას 700 ლარით განისაზღვრა. საწყისი ბიუჯეტი წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 6 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებია. დამატებულია ასევე ჯანდაცვის ორი ახალი პროექტი.
ბიუჯეტის პროეტის განხილვა კომესიებსა და საკრებულოს გასულ სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
პირველ მოსმენაზე ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებუ
კრემლის ქმედებები მიანიშნებს რუსეთის გეგმებზე უკრაინაზე თავდასხმის განახლების შესახებ, ხოლო მოლაპარაკებებზე მიწვევა არის მხოლოდ მოსამზადებლად დროის გამოძებნის მცდელობა, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა.
სტოლტენბერგის მოსაზრებით, რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა სამხედრო ძალებს საშუალება მისცეს, გადაჯგუფდნენ, ხელახლა შეიარაღდნენ, რომ შეტევა განაახლონ.
„ომი სწორედ პუტინმა დაიწყო. მას შეუძლ
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წლის თებერვალში წარადგენს სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
„უოლ სთრით ჯორნალთან“ საუბარში დიპლომატები აცხადებენ, რომ ზელენსკის გუნდი ახლა კონკრეტულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს. მისი წარდგენა კი 2023 წლის 24 თებერვალს იგეგმება.
ამასთან, როგორც აშშ-ის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლები ამბობენ, უკრაინის პოზიცია, რა დროსაც კიევი მოსკოვისგან მნიშვნელოვან დათმობაზე წა
პენტაგონში Patriot-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის უკრაინელი სამხედროების შეერთებულ შტატებში მდებარე სამხედრო ბაზაზე გაწვრთნის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას გამოცემა Politico აშშ-ის თავდაცვის უწყების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წვრთნები ნატო-ს მიერ მიწოდებული იარაღის უამრავი სისტემის გამოყენებაზე გაიარეს, მათ შორის აშშ-ის წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემაზე, აღ
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა, რაც მისივე ვარაუდით, მარტამდე შენარჩუნდება.
როგორც სილაგავამ განმარტა, საქართველოში ხორბლის მარაგები არსებობს.
„მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გამოწვევები გაზაფხულზე იქნება,“ - აღნიშნა სილაგავამ.
მისივე თქმით, მდგომარეობა სტაბილურია ასევე პურის ფასის მიმართულებითაც.
ლევან სილაგავას განმარტები
გამოცემა Models.com-მა ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მკითხველის რჩეული ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი გახდა. „მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და მადლობა Modelsdot-ს ამ შესაძლებლობისთვის“ - დაწერა მატილდამ.
marao.ge
მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობდა მატი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს 19 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის სუმის ოლქის სოფელ ვისოკოესთან. ბოლო თვეების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინის არმიის სარდლობა ქვეყნის ამ რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედების შესახებ იუწყება. გენშტაბის ცნობითვე, შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 7 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებული პუნქტის რაიონშიც, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.
უკრაი
შეერთებული შტატების სენატმა 1.66 ტრილიონი დოლარის მოცულობის მთავრობის მომავალი წლის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა.
ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
ამასთან, სენატმა დაამტკიცა “რესპუბლიკელი” სენატორის, ლინდსი გრეჰემის მიერ შეთავა
პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ძმის ცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,