Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Post ავრცელებს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში თანამდებობაზე დაინიშნა. France 24-ის რეპორტიორის ცნობით კი, ლეკორნუ, სავარაუდოდ, დღეს ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვევა. ამასთან, მედია იუწყება, რომ ლეკორნუ კიევს ემანუელ მაკრონის იმ განცხადების შემდეგ სტუმრობს, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყან

გიორგი გახარია - ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია ყველა, ნახევარი საქართველო ყვირის - თავისუფლება მიშას! მეორე ნახევარი - გაუმარჯოს ბიძინას!

ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია ყველა. ნახევარი საქართველო ყვირის - თავისუფლება მიშას! მეორე ნახევარი საქართველო ყვირის - გაუმარჯოს ბიძინას! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გახარიას თქმით, 2023 წელი იქნება ისეთი ბრძოლების წელი, რომ ბევრი ადამიანის ღირსება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. „ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია ყველა. ნახევარი საქართველო ყვირის - თავისუფლება მიშას! მეო

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებები, ხოლო ჯანდაცვისა და

სალომე ზურაბიშვილი - რას ერჩოდნენ სააკაშვილს, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდითო, ან ქართულ ხასიათზე თამაშით რომ ეუბნებოდნენ, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდიო, ორივე მხარეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა, მე რა შუაში ვარ, არ ვიცი

ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. „დღევანდ

სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. პრეზიდენტის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს. მათი ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც პრ

სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა - აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, მიშას შტაბში ან „ქართუ ბანკში“ იყვნენ მოკალათებული

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს რეზიდენციის ეზოდან მიმართა. „ძალიან მაინტერესებს, ჯერ მე მაქვს კითხვები – აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ? მე გეტყვით, სად იყვნენ – ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ კარგად მოკა

ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ურუმჩი-თბილისი -ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შ

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. როგოც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის. მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა, ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნესვიზი

ირაკლი ხმალაძემ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარდგენა. „დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს მილიარდ 632 მილიონ ლარს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ, 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია 326 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი 2023 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების და პროექტების ფარგლებში განახორციელებს

კოსოვოს ადმინისტრაციამ სერბეთთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა

კოსოვოს ადმინისტრაციამ სერბეთთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა. „როიტერის“ ინფორმაციით, „მერდარეს“ სასაზღვრო პუნქტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც გამშვებ ცენტრთან მიმავალი გზა სერბეთის მხარეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჩაკეტეს. საპროტესტო აქციების გამო 10 დეკემბრის შემდეგ სერბეთის საზღვარზე კიდევ ორი გადასასვლელი დაიხურა. მხარეებს შორის მხოლოდ სამი შესასვლელი პუნქტი რჩება ღია. სერბებმა, გზის ბლოკირების მიზნით, სატვირთო მანქანები და ტრაქტორები გამოიყენეს კოსოვოს აღმოს

კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ე.წ. მეგობრების კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები, გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაულები ქვეყნისა და ხალხის წინაშე

კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები კანონსაწინააღმდეგოდ მოგვიწოდებენ, პატიმრობიდან გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარი, თუ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ არ მოგეცემათ კანდიდატის სტატუსი, არ არის ნორმალური. „წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რ

„ეფ-ეს-ბე“ - რუსეთის ორი მოქალაქე უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩეგემში უკრაინის მიერ დაფინანსებული ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში ნასამართლევი რუსეთის ორი მოქალაქის ქმედებების შეჩერება შეძლო, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს ქალაქ ჩეგემში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ისინი უკრაინაში

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები - „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც, ბანკისთვის სარგებლის მიღებას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. ყოფილი პრემიერის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებით, „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გავიდა და პოლიტიკური გახდა. მათივე ინფორმაციის მიხედვით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო და მარტის თვიდან უკვე ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ასევე, ხელოვნ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს კითხვის ნიშნები არ აქვს - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება

ცესკო სტაბილურ განვითარებას საჭიროებს, ამისთვის საჭიროა მას გრძელვადიანი თავმჯდომარე ჰყავდეს არჩეული - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მსხილაძემ განმარტა, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს არანაირი კითხვის ნიშნები არ აქვს, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს ორჯერ წა

სამოქალაქო აქტივისტებს საკრებულოს სხდომაზე ბანერის „კორუფცია კლავს“ გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს, ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს" მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს. თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის

პროკურატურა - მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა და ვალდებული იყო მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო დახმარება და კლინიკა დატოვა

პროკურატურის განცხადებით, ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, ექიმი ვალდებული იყო, მეგი ბაქრაძისთვის დაუყოვნებლივ, შესაბამისი მკურნალობა გაეწია. ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხ

ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანია „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებულ 20-მდე პროექტს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებულ 20-მდე პროექტს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება. როგორც ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, თბილისში არსებული ყველა შადრევნის უსაფრთხოება შემოწმდება და ამის შემდეგ მოხდება სეზონის მოახლოებისას მისი ექსპლუატაციაში გაშვება. „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებული, დაახლოებით, 20 პროექტი უკვე განმეორებით ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რომელიც მომდევნო წლის მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, უკვე დასრულდება და მოხ

ინტიმური სახის ვიდეოების გავრცელებაზე 7 პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა. "45 წლის ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალურ

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება დეპუტატებს შორის დაიწყო მაშინ, როდესაც გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე კოლეგის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძის გამოსვლას აფასებდა. "გიორგი იანტბელიძე იცი ვინ არის? ვისაც ესენი ზონდერს ეძახიან? იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული. ნამდვილად არ ეკუთვნის ა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ ,,ახალციხის კლინიკა იმედის" ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. გამოძიების ინფორმაციით, მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 18 მარტს ჩაუტარდა. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დრ

GIPA-ს სტუდენტური პოლიტიკის კლუბში გიორგი გახარია სტუდენტებს შეხვდა

პოლიტიკოსებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, ოთხშაბათს, 21 დეკემბერს GIPA-ს სტუდენტური პოლიტიკის კლუბში სტუმრად იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” თავჯდომარე გიორგი გახარია.     შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/gipa.ge/videos/6359308654097269

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უნგრეთის პრემიერის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის“. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს პათოლოგიურ უპატივცემულობას უკრაინისა და უკრაინელ

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კი კონკურსი გამოაცხადა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველ
×
×
  • შექმენი...