Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინის გენშტაბი - ხერსონში 200-მდე რუსი სამხედროა ლიკვიდირებული, ზაპოროჟიეში კი, მტრის 115 ჯარისკაცი დაიჭრა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლებულ პუნქტში 200-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განხორციელდა. „მოწინააღმდეგე აგრძელებს დანაკარგების განცდას. მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის ფედოროვკას დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე 200-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ზაპორო

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმია ზოგიერთ მონაკვეთზე წინ მიიწევს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევის ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ფრონტზე შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დონბასში გრძელდება სასტიკი ბრძოლები, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს და ცალკეულ მონაკვეთზე წინაც მიიწევენ. „ბახმუტი, სოლედარი, კრემინა...მთლიანობაში პოზიციებს ვინარჩუნებთ. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთები, სადაც ნელ-ნელა წინ მივიწევთ. და მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლისა, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ“, - განა

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში არსებულ მოხუცთა თავშესაფრებს ესტუმრა და მოხუცებს შობა-ახალი წელი საახალწლო ნობათით ​​​​​​​მიულოცა

წინასაახალწლოდ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში არსებულ მოხუცთა თავშესაფრებს ვესტუმრე და ჩვენს მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი საახალწლო ნობათით მივულოცე, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ხოჯევანიშვილი. მისი თქმით, მოხუცებს განსაკუთრებული ყურადღება და დაფასება სჭირდებათ. "ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლე მინდა ვუსურვო თითოეულ მოხუცს, მათ განსაკუთრებული ყურადღება, დაფასება და გაფრთხილება სჭირდებათ ჩვენგან.", - წერს ხოჯევანიშვილი. 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 დეკემბრისთვის - დოლარი - 2.7020 ლარი, ევრო - 2.8844 ლარი, ფუნტი - 3.2581 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7020 ლარი ეღირება, ევრო – 2.8844 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2581 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7103 ლარი ღირდა, ევრო – 2.8832 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2621 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 დეკემბერს ამოქმედდება.    

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა ვერ გაბედოს იმის გამეორება, რასაც დღეს „რაშისტები“ აკეთებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელები არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან. მისი თქმით, ეს ბრძოლა მარტივი არ არის, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ. “ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო. ეს არ არის ადვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავუმკლავდებით და რუსულ

პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფეხბურთო ლეგენდის, პელეს, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მოეწყობა მსვლელობა, რა დროსაც, ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში ჩაატარებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს. "ინტერპრესნიუსი"

1-ელი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ

1-ელი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კომერციული ბანკების საზედამხედველო ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადასვლა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიით იყო გათვალისწინებული. „ფასს-ზე გადასვლით საბანკო სექტორის საჯარო და საზედამხედველო ანგარიშგებ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა ATACMS-ის ბალისტიკურ რაკეტებს და თანამედროვე დრონებს მიიღებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა მიიღებს ATACMS-ის ბალისტიკურ რაკეტებს 300 კმ-მდე დიაპაზონით და თანამედროვე დრონებს, მაგრამ მისი თქმით, ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა РБК-Украина-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ უკრაინა მიიღებს საჭირო იარაღს, მათ შორის, ტანკებსა და ATACMS-ს, კულებამ უპასუხა: „მომავალ წელს, დიახ

ახალი წლის დღეებში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0,+5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ფინჰალს გოლდშმიდტმა ებრაელებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთი, სანამ ისინი „განტევების ვაცად“ არ აქციეს უკრაინის ომით გამოწვეული გაჭირვებისთვის. "თუ გადავხედავთ რუსეთის ისტორიას, დაინახავთ, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვისა და უკმაყოფილების გადატანას ებრაულ საზოგადოებაზე ცდილობდა. ასე მოხდა ცარიზმის დროს და სტალინური რეჟიმის ბოლოს", - აღნიშნა გოლდშმიდტმა The Guardian-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, რუ

მაია სანდუ - ხელისუფლებაში მოსვლისას განვაცხადეთ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვსურდა, ომის დაწყების შემდეგ რა ურთიერთობები შეიძლება იყოს აგრესორთან, რომელიც მეზობლებს კლავს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ აგრესორ სახელმწიფოსთან განსახილველი არაფერი აქვს. მოლდოვური მედიის ცნობით, ასე უპასუხა მაია სანდუმ მოლდოვური ტელეარხის Moldova 1-ის ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას, გეგმავს თუ არა ის მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან. როგორც სანდუმ აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლისას ამჟამინდელ მთავრობას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება სურდა, თუმცა ომმა უკრაინაში და მეზობლების მკვლელობამ ეს შეუძლებელი გახადა. მოლდოვის ლიდერმა ასევე კომ

იენს სტოლტენბერგი - შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მისაღწევად უმოკლესი გზაა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხდა. მან გერმანიას და ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. „ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუს

კიევის მერი - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით გაშვებული შვიდი კამიკაძე დრონი ჩამოაგდო

30 დეკემბრის ღამით უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით რუსეთის ძალებმა შვიდი კამიკაძე დრონი გაუშვა, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი ცნობით, დრონების ნამტვრევებმა დააზიანა ორი შენობა კიევის გოლოსეევსკის რაიონში. „ჩვენი თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კიევის მიმართულებით შვიდი კამიკაძე დრონი მიემართებოდა, ორი მათგანი ჩამოაგდეს დედაქალაქის მისადგომებთან, ხუთი – კიევის თავზე. ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად,

მისაქციელში თერმულად დამუშავებული ინგრედიენტების საწარმო ამოქმედდა

მისაქციელში თერმულად დამუშავებული პირველადი ინგრედიენტების საწარმო Georgian Greens-ი ამოქმედა. როგორც საწარმოს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-თან განაცხადა, უკვე 13 სახის პროდუქტს, მათ შორის ნივრის, ჯინჯერის, კამის და ქინძის პასტას აწარმოებს. მისივე თქმით, პროდუქცია საქართველოს მარკეტებში 2023 წლიდან გამოჩნდება. "ყველაფერი თერმულადაა დამუშავებული, არ შეიცავს არანაირ დანამატებს და ყველას შეუძლია სამზარეულოში გამოიყენოს. ჯერ-ჯერობით ადგილობრივ ბაზარზე არ ვართ წარმოდგენილი, თუმცა

სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. „მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა. „ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკ

საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, წლის განმავლობაში, დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს. პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 80 ათასი ლარიდან 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, რაც დაახლოებით, 60 ათასი ლარია. პარლამ

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების დეფიციტზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და განმარტავს, რითაა გამოწვეული რიგი მედიკამენტის უკმარისობა

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების დეფიციტზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და განმარტავს, რითაა გამოწვეული რიგი მედიკამენტის უკმარისობა. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დროებით შექმნილი დეფიციტი დაკავშირებულია მწარმოებლების მხრიდან მოწოდების და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებასთან. მათივე თქმით, დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნას დადანაშაულებული ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა.   ნოდარ შეროზიამ საკრებულოში თავისი საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პროგრამებზე, რომელსაც მხარი დაუჭირა. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 183 ბრძანება, 118 განკარგულება და 54 დადგენილება იქნა მიღებული.   რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ააიპ „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს“ შო

მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა

უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა. მისი თქმით, რაკეტების გაშვების მიზანი რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო პირის მოკვლა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა. „29.12.2022. მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა. ველით

მედიის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ არსებობს უკრაინაზე საჰაერო იერიშების განხორციელების საფრთხე და მოქალაქეები იღებენ გაფრთხილებას, რომ თავშესაფრებში გადავიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ოპერატიული სარდლობის, „სამხრეთის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია წერს, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით,

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, აფეთქებების ხმა ისმის კიევშიც

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს. განცხადების თანახმად, ასევე მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა. ნოკილაევის მუნიციპალური ხელმძღვანელების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო

კახა ქემოკლიძე - უნდა უფრთხილდნენ მდუმარე ადამიანს, გახარია აანონსებს პოლიტიკურ ბრძოლას

მარნეულიდან და სხვა რეგიონებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები პოლიტიკურად ლურჯ ფერში გამოწყობილები, ზურაბიშვილს მიუგზავნეს და აძახებინეს: „მიშა არ შეიწყალო“, ადამიანები, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ კაბინეტში გამოკრული სააკაშვილის ფოტოს წინ, ამის მომსწრე მე თვითონ ვიყავი , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ,

ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის ტრანსლაცია არ მიმდინარეობდა. დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თანახმად, პრეზიდენტის გარდა გამოსვლას ესწრებოდა მთავრობა სრული შემადგენლობით, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, უცხოელი დიპლომატები, სამხედროები და გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები. გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდა და დაეხმარა დასავლეთს თავიდან აღმოეჩინა საკუთარი
×
×
  • შექმენი...