უმაღლესი რადა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის პერიოდს კიდევ 90 დღით გაახანგრძლივებს.
სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, გახანგრძლივება 2023 წლის 19 თებერვლის შემდეგ დაიწყება და დიდი ალბათობით 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„განკარგულების დამტკიცების შესახებ შესაბამის ორ კანონს პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში წარადგენენ, რის შემდეგაც, მომავალ კვირას მათ საბჭო დაამტკიცებს. ეს იქნება საომარი მდგომარეობის შესახებ მეექვსე კენჭისყრა ომის დაწყების შემდეგ”,
რუსული ძალები შეტევას ოთხი მიმართულებით ახორციელებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, განიცდის მძიმე დანაკარგებს", - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, კერძოდ, ხარკოვისა და მიკოლაივის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ 116 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება შეძლო.
„ტყვეების კიდევ ერთი დიდი გაცვლა. მოვახერხეთ 116 ჩვენიანის, მარიუპოლის დამცველების, ხერსონის პარტიზანების, ბახმუტის მიმართულებით მოქმედი სნაიპერების და სხვა ჩვენი გმირების დაბრუნება“, - განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, დღეს დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და ს
ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვეს ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდაშელმა. მათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირველ თებერვალს დაწერეს, როდესაც საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა. გაფიცულ ოპერატორებს შორის იყვნენ ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის მეუღლეები.
"ვადასტურებ, რომ არხის ვიდეო ოპერატორების გაფიცვის პირველ დღეს დავტოვე არხი. მიზეზი გახდა ხელმძღვანელების დამოკიდებულება გაფიცული თანამშრონლების მიმართ. სამართლიანი პროტე
სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშში, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, წერს, რომ პენიტენციურ სამსახურში კვლავ არაა დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. აუდიტმა გამოავლინა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის. აუდიტის სამსახურის განმარტებით, სხვაობას იწვევს ის გარემოება, რომ ვერ ესწრება მიღებული მედიკამენტების ბუღალტრული ასახვა, მ
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს არჩევნებში, რომელშიც სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა. ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, დღეს ჩატარდა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში.“
ლევან კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა.
ლევან კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს.
2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.
რადიო თავი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც პარასკევს უნდა დაწყებულიყო, გადადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემჩნეულ იქნა ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთი, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ABC News-ს მოჰყავს შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომ ბლინკენს არ სურს ვიზიტის მთლად გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ დატოვება. მაგრამ ამავე დროს მას არ სურდა, საჰაერო ბურთთან დაკავშირებული ინციდენტი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც მან უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგებზე ისაუბრა.
უკრაინის ლიდერის თქმით, სამიტზე განხილული იყო ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის მზადების საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას უკრაინის აღდგენის გეგმისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფისთვის
აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
მორიგი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებს GLSDB-ს, ასევე HIMARS-ისთვის საჭირო აღჭურვილობას და ჯავშანტექნიკას.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ახალი სარაკეტო სისტემები GLSDB-ი, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება, უკრაინელი სამხედროებისთვის ხელმისაწვდომს გახდის უკრაინის აღმოსავლე
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გერლენდმა განაცხადა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება. ამის შესახებ მან უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ვაცხადებ, რომ ავტორიზაციას ვაძლევ პირველად ისტორიაში ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მოხდა მას შემდეგ, რაც აპრილში რუს ოლიგარქს, კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავ
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი შეზღუდვები დაუწესდა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან.
„შავ სიაში“ მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე – კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუნებელთან ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები. სანქციები შეეხო ტელეწ
იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ტუნისიდან იტალიაში გადასვლას გასაბერი ნავით ცდილობდნენ.
მაშველებმა ნავში ცხრა გარდაცვლილიც იპოვეს, რომელთა შორის ახალშობილი და ორსული ქალი იყო.
მათივე ცნობით, მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა და ნავზე სასმელი წყლის არარსებობა გახდა.
იტალიელი პოლიციელების ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმა ტუნისის ქალაქ სფაქსის პორტი რამდენიმე დღის წინ დატოვა და გზის
პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს GLSDB ჭურვებს, რომელიც აშშ-ის მიერ დაანონსებულ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გამართულ პრესკონფერენციაზე პატრიკ რაიდერს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა GLSDB ჭურვების მიწოდების მიზანი ის, რომ უკრაინამ ისინი ყირიმში მოწინააღმდეგის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენოს, რადგან აღნიშნულ ჭურვებს ამის პოტენციალი აქვს.
„დი
საფრანგეთი და იტალია უკრაინას გაზაფხულზე MAMBA-ს თავდაცვით სისტემებს მიაწვდიან, რათა მათ რუსული საჰაერო თავდასხმები თავიდან აირიდონ.
ამის შესახებ Twitter-ზე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სებატიენ ლეკორნუმ განაცხადა.
„იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინას SAMP/T-MAMBA - ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ. ეს სისტემა მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან დაიცავს.“ - ნათქვამია
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ და არტილერიამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მძლავრად იმუშავა. განადგურდა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და ოკუპანტების თავშეყრის რამდენიმე რაიონი.
როგორც უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის დილის მოხსენებაშია ნათქვამი, თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს სერიოზული დარტყმები მიაყენა. გაანადგურებულია მოწინააღმდეგის „ორლან-10“ ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი.
,,ჩვენმა რაკეტებ
პარლამენტის დეპუატატი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები შეიქმნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყველაზე დიდი „ფსონი“ მაგიდაზე უკვე დადო, შეთავაზების სახით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა,”- განაცხადა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში.“
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგება ვაკისა და საბურთალოს რაიონში შეიზღუდება.
„3 თებერვალს, „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რე
აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ამ ომში ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში დაინტერესებულები არიან იმით, რომ რუსეთს სხვა სახელმწიფოების მეშვეობით არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება.
“ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველო
ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “უკრაინა-ევროკავშირი” სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
“ბახმუტში დანებებას არავინ აპირებს. ვიბრძოლებთ, რამდენ ხანსაც შევძლებთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის რევანში (წინსვლა) არ დაუშვან იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორებისგან გადმოცემული შესაბამისი იარაღით არ გაძლიერდ
კრემლმა არ შეგვაშინა და არ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“ეს სამიტი ორ მკაფიო მესიჯს აგზავნის: ერთი - თქვენთვის და უკრაინის ხალხისთვის - ევროკავშირი ყველაფრით დაგიჭერთ მხარს, რაც შესაძლებელია… და მეორე მესიჯი - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასა
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნება.
აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე მოიხსნება მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში.
„როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როცა პუტინი უკან დაიხევს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში,
ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ, რომელსაც შარშან ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, შიმშილობა გამოაცხადა. ის აპროტესტებს ციხეში მის გაჩერებას უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმატებით გაასაჩივრა მისი დაკავება.
ფანაჰი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ირანელი კინორეჟისორია. მის ფილმებს მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების პრემიები, ლოკარნოს ფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“.
შარშან მაისში ფანაჰიმ 300-ზე მეტ ირანელ ინტელექტუალთან და
გერმანიამ მოიწონა უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების გადაცემა საკუთარი მარაგებიდან. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა. ლაპარაკია საერთო ჯამში 88 ერთეულზე. ისინი მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის საწყობებში ინახება. ჰებეშტრაიტის თქმით, ტანკების მიწოდება უახლოეს კვირებში შეიძლება დაიწყონ.
მანამდე Süddeutsche Zeitung-ში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard 1-ების მიწოდებასაც აპირებს.
Leopa