Jump to content
Planeta.Ge

Blogs

კანადამ სანქციები დაუწესა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი შეზღუდვები დაუწესდა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან. „შავ სიაში“ მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე – კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუნებელთან ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები. სანქციები შეეხო ტელეწ

იტალიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ტუნისიდან იტალიაში გადასვლას გასაბერი ნავით ცდილობდნენ. მაშველებმა ნავში ცხრა გარდაცვლილიც იპოვეს, რომელთა შორის ახალშობილი და ორსული ქალი იყო. მათივე ცნობით, მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა და ნავზე სასმელი წყლის არარსებობა გახდა. იტალიელი პოლიციელების ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმა ტუნისის ქალაქ სფაქსის პორტი რამდენიმე დღის წინ დატოვა და გზის

პენტაგონი - ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას GLSDB ჭურვებს მივაწვდით

პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს GLSDB ჭურვებს, რომელიც აშშ-ის მიერ დაანონსებულ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გამართულ პრესკონფერენციაზე პატრიკ რაიდერს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა GLSDB ჭურვების მიწოდების მიზანი ის, რომ უკრაინამ ისინი ყირიმში მოწინააღმდეგის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენოს, რადგან აღნიშნულ ჭურვებს ამის პოტენციალი აქვს. „დი

უკრაინა მიიღებს SAMP/T-Mamba საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების დაკავება შეუძლიათ

საფრანგეთი და იტალია უკრაინას გაზაფხულზე  MAMBA-ს თავდაცვით სისტემებს მიაწვდიან, რათა მათ რუსული საჰაერო თავდასხმები თავიდან აირიდონ. ამის შესახებ Twitter-ზე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სებატიენ ლეკორნუმ განაცხადა. „იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინას SAMP/T-MAMBA - ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ. ეს სისტემა მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან დაიცავს.“ - ნათქვამია

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა ოკუპანტებს სერიოზული დარტყმები მიაყენეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ და არტილერიამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მძლავრად იმუშავა. განადგურდა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და ოკუპანტების თავშეყრის რამდენიმე რაიონი. როგორც უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის დილის მოხსენებაშია ნათქვამი, თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს სერიოზული დარტყმები მიაყენა. გაანადგურებულია მოწინააღმდეგის „ორლან-10“ ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი. ,,ჩვენმა რაკეტებ

ბექა ლილუაშვილი: პოლიტიკურმა დღის წესრიგმა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებთან ბმა დაკარგა

პარლამენტის დეპუატატი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები შეიქმნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყველაზე დიდი „ფსონი“ მაგიდაზე უკვე დადო, შეთავაზების სახით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა,”- განაცხადა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში.“ მისი თქმით, „ნაციონალური მოძრა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგება ვაკისა და საბურთალოს რაიონში შეიზღუდება. „3 თებერვალს, „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რე

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსები ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს, მაგრამ ზოგიერთს უვლიან გვერდს - გვსურს, რეაგირება იყოს

აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ამ ომში ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში დაინტერესებულები არიან იმით, რომ რუსეთს სხვა სახელმწიფოების მეშვეობით არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება. “ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველო

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს - ვიბრძოლებთ

ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “უკრაინა-ევროკავშირი” სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. “ბახმუტში დანებებას არავინ აპირებს. ვიბრძოლებთ, რამდენ ხანსაც შევძლებთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის რევანში (წინსვლა) არ დაუშვან იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორებისგან გადმოცემული შესაბამისი იარაღით არ გაძლიერდ

შარლ მიშელი - კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია - თქვენი ბედი - ჩვენი ბედია

კრემლმა არ შეგვაშინა და არ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “ეს სამიტი ორ მკაფიო მესიჯს აგზავნის: ერთი - თქვენთვის და უკრაინის ხალხისთვის - ევროკავშირი ყველაფრით დაგიჭერთ მხარს, რაც შესაძლებელია… და მეორე მესიჯი - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასა

ბორის ჯონსონი - როცა უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინი უკან დაიხევს, მოვხსნით შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში - დავასრულებთ საბედისწერო გაურკვევლობას

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნება.   აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე მოიხსნება მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში. „როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როცა პუტინი უკან დაიხევს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში,

ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ შიმშილობა გამოაცხადა

ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ, რომელსაც შარშან ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, შიმშილობა გამოაცხადა. ის აპროტესტებს ციხეში მის გაჩერებას უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმატებით გაასაჩივრა მისი დაკავება. ფანაჰი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ირანელი კინორეჟისორია. მის ფილმებს მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების პრემიები, ლოკარნოს ფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“. შარშან მაისში ფანაჰიმ 300-ზე მეტ ირანელ ინტელექტუალთან და

გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ Leopard 1 ტანკებსაც გადასცემს უკრაინას

გერმანიამ მოიწონა უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების გადაცემა საკუთარი მარაგებიდან. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა. ლაპარაკია საერთო ჯამში 88 ერთეულზე. ისინი მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის საწყობებში ინახება. ჰებეშტრაიტის თქმით, ტანკების მიწოდება უახლოეს კვირებში შეიძლება დაიწყონ. მანამდე Süddeutsche Zeitung-ში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard 1-ების მიწოდებასაც აპირებს.   Leopa

გიორგი გახარია - მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შეფასებისთვის - მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისევე შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, როგორც ქართველი ხალხი

მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შეფასებისთვის - მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისევე შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, როგორც ქართველი ხალხი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნავს. გახარიას თქმით, ქვეყნის ტექნიკური წინსვლა საყურადღებოდა, თუმცა პოლიტიკური პროგრესი ჩამორჩება. „მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შ

პარტია "საქართველოსთვის" - ევროკომისიის ანგარიშს ვაფასებთ პოზიტიურად, თუმცა ძალიან დიდი სამუშაოა წინ შესასრულებელი

ევროკომისიის ანგარიშს ვაფასებთ პოზიტიურად! თუმცა ძალიან დიდი სამუშაოა წინ შესასრულებელი, არამხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, ამის შესახებ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.    "ევროკომისიის შეფასება გაკეთდა ქვეყნების მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე და ეყრდნობა არსებულ კანონმდებლობას/მარეგულირებელ ჩარჩოს და არა რეალურ ვითარებას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში. სწორედ ა

ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

მორიგი სიცრუე ვრცელდება ხელისუფლებისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სიმართლე არის შემდეგი - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის (და შესაბამისად კანდიდატის სტატუსის მიღების) წინაპირობაა ქვეყნის მიერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს. პოლიტიკური კრიტერიუმები თავის მხრივ მოიცავს ინსტიტუტების სტაბილურობას, კანონის უზენაესობა

გიორგი ხელაშვილი - რუსეთს შეუძლია მოხსნას ფრენების აკრძალვის სანქცია, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ გვეპარება ეჭვი, რომ ფრენები საერთაშორისო სანქციების დაურღვევლად აღადგინოს

რუსეთს შეუძლია მოხსნას ფრენების აკრძალვის სანქცია, ჩვენ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ძალიან გვეპარება ეჭვი, რომ მოხდეს რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენა საერთაშორისო სანქციების დაურღვევლად, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგე

დმიტრო კულება - უკრაინა მზად არის ნებისმიერ დროს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, ეს მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია

უკრაინა მზად არის ნებისმიერ დროს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ BBC News Україна-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით ირანმა „ხაზს გადააბიჯა“, როდესაც რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად კამიკაძე-დრონების მიწოდება დაიწყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს თეირანთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ წინადადება განსახილველად წარუდგინა.

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც წლის დასაწყისში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით კიევში, 3 თებერვალს კვლავ ჩავიდა უკრაინის დედაქალაქში, სადაც ევროკავშირ-უკრაინის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. "კიევში დავბრუნდი ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ევროკომისიის ხელმძღვანელ ურზულა ფონ დერ ლაიენთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელთან ერთად მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ნებისყოფა არ შესუსტდება! ჩვენ ასევე მხარს დ

ჯუანშერ ბურჭულაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა შერაზ გასრის ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავ

სალომე ზურაბიშვილი - მისასალმებელია ევროკომისიის პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომიის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს. მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევრ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა

რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა, თუმცა ტაქტიკურად მათ ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უნდა გააგრძელოს მუშაობა მდგრადობის გასაძლიერებლად და დარჩეს ერთიანი სწრაფვაში, რათა აღჭურვოს ჯარისკაცები საჭირო იარაღით. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, ყოველთვიურად მნიშვნელოვნად გაიზარდოს გლობალური ზ

საქსტატი - იანვარში ბოსტნეული და ბაღჩეული 26.5 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 22.8 პროცენტით გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 26.5 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.8 პროცენტით მოიმატა ფასებმ
×
×
  • შექმენი...