პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ყველა მექანიზმი იმის დასადასტურებლად, რომ ამ ქვეყანას სურს და შეუძლია ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ მექანიზმებს, ასევე შეწყალების მექანიზმს, - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებთან კომუნიკაციაში მუდმივად ჩანს კითხვები გვარამიას ქეისთან დაკავშირებით და მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების კომპონენტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და დააზი
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში თათია სამხარაძის საქმეზე (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით (ადევნება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე) გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციაში განუცხადეს, დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
„განცხადება დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწ
ამერიკული Cargill-ის შემდეგ კანადური Viterra - რუსეთის მარცვლეულის ბაზარს კიდევ ერთი უმსხვილესი ტრეიდერი ტოვებს.
რით არის განპირობებული კომპანიების გასვლა რუსეთიდან, რომელიც მარცვლეულის კომპანიებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ დაუტოვებიათ და როგორ აისახება ტენდენცია საქართველოზე, „ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ტრენდი ყალიბდება. ეს უკვე ცალსახად ჩანს, რომ ისე
ევროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა Der Standard-ს განუცხადა.
"საკუთარი თავის დასაცავად და რუსი აგრესორის მოსაგერიებლად, უკრაინას არა მხოლოდ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, რადგან იარაღი უსარგებლოა ჭურვების გარეშე", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მის
ფინეთი ნატო-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ნატო-ს 30-ვე მოკავშირემ განახორციელა, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინეთი ბევრ სარგებელს მოუტანს ალიანსს.
ამასთან, სტოლტენბერგმა ოპტიმიზმი გამოხატა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შანსებთან დაკავშირებით.
„ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის განაცხადის რატიფიკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესში იქნება. მოუთმენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს არ შეურთდება.
“ეს თემა, როგორც მოსკოვში, ასევე ერევანზე მაღალ დონეზე განხილვის საგანია. ვფიქრობთ, ეს საკითხი სამოკავშირეო და ურთიერთგაგების ჭრილში მოგვარდება”, – თქვა ზახაროვამ 30 მარტის ბრიფინგზე.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
„მოლოტოვის“ სროლაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პაიტმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს, 31 მარტს მიიღო.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას უკამყოფილა მოჰყვა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, აქტივისტების მრიდან. წინასწარი პატიმრობის შესახებ ცნობას ისინი შეძახილებით „რუსებო“ დახვდნენ.
სასამართლოს გარეთ მობილიზებულია პოლიციის კორდონი.
გრიგორიადისი 29 მარტს, თბილისში, მეგობრის სახლში დააკავეს. გაჩხრიკეს იგივე სახლი.
შსს ლაზარე გრიგორიადისს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას აფასებს, როგორც „უკიდურესად ტენდენციურს, რომელსაც თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა“.
პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას მოუსმინა, რომლის შემდეგაც ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა რეგლამენტით გათვალისწინებული 10-წუთიანი გამოსვლებით ისარგებლეს და მისი მოხსენება შეაფასეს.
პრეზიდენტის მოხსენებით, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დარჩა ოპოზიცია, რადგან მათი პოზიციები ხელისუფლების
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
„ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – განაცხადა მან.
ის დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე –
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტში „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ გამოთქმულ მის ბრალდებებთან დაკავშირებით ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა. კობახიძე ამბობს, რომ „პალიტრა მედიას“ დავით კეზერაშვილთან აქვს კავშირი.
„მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ ამ ჰოლდინგის პროგრამის შინაარსსა და მის ცვლილებას გასული 3 თვის განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ცვლილებებია განხორციელებული დაფინანსების ნაწილში. თუ ადრე „პალიტრა“ ცდილობდა პოზ
ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი მასობრივ საფლავებსა და წამების კამერებში იპოვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე წერს, სადაც ქალაქ ბუჩას ოკუპაციიდან გათავისუფლების წლისთავს ეხმაურება.
„რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 9 000 ფაქტი. 365 დღე მას შემდეგ, რაც ის კვლავ თავისუფალი უკრაინული ქალაქი გახდა. ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაში ბევრი გაუგებარი განცხადება იყო და ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუ
32 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ რეფერენდუმზე დასმულ კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა” ერთსულოვნად გასცა დადებითი პასუხი, რასაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება მოჰყვა.
სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, 84 წლის წინ დაიბადა ამ გამარჯვების ავტორი, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია.
გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით 18 აპრილს მიმართავს. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენების დასასრულს აღნიშნა.
„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ.
პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზ
რაც არ უნდა ეცადოთ, რომ მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი "მეორე ფრონტის "თემაზე ერთ ენაზე საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ რამდენსაც არ უნდა ეცადონ, გაავრცელონ "მეორ
„ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს, - ასე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.
პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ხელისუფლება გააკრიტიკა იმისთვის, რომ მათ არ განახორციელეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა და საგარ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა „მეორე ფრონტის“ კონსპირაციულ თეორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს“.
31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა.
მან საკუთარი მოხსენების დაწყებამდე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხად
ახლა არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მ
უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ხელისუფლებამ თავის 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალა ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს გადაუხვია.
„დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაერო-ში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური
იაპონია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების ფარგლებში, ქვეყანაში ფოლადის, ალუმინისა და თვითმფრინავების, მათ შორის დრონების ექსპორტს კრძალავს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები იაპონიის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სანქციები იაპონურ ორგანიზაციებს უკრძალავს რუსეთში სხვადასხვა სამრეწველო ნივთების, როგორიცაა სამშენებლო მანქანები, გემების ძრავები და ოპტიკური მოწყობილობები, ექსპორტი განახორციელონ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აკრძა
გვიხარია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე. ჩვენ, დაახლოებით, ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატო-ს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ანტიკორუფციული
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებიან: - პრემიერი და მთავრობის წევრე