Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მხოლოდ მაშინ იქნება სამყარო მშვიდობიანი, თუ რუსეთი უარს იტყვის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე - ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოვიდა და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს

რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „სიგნალი, რომ რუსეთი განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე, მიუთითებს ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე. საჭირო იყო რაიმე სახის სუბიექტურობის ჩვენება, რომელიც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთმა სრულიად დაკარგა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა მოლდოვის

მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი 5 აპრილს პეკინში გაემგზავრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება. „მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ომის ვითარების შეცვლა ორივე მიმართულებით.

ბერდია სიჭინავა - გელა აბულაძისა და აკაკი ბართაიას საქმის განხილვას ჩამოაშორეს კეთილსინდისიერი მოსამართლე, რაც პირდაპირი მინიშნებაა - პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულება სისტემის მორჩილებაში მყოფ მოსამართლეებს ჩააბარონ

პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი და გელა აბულაძის უფლებადამცველი ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, გელა აბულაძისა და აკაკი ბართაიას საქმის განხილვას ჩამოაშორეს კეთილსინდისიერი მოსამართლე, რაც პირდაპირი მინიშნებაა - პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულება სისტემის მორჩილებაში მყოფ მოსამართლეებს ჩააბარონ.    ,,ჩვენი გუნდის პოლიტპატიმრების: გელა აბულაძის, აკაკი ბართაიას და ნოდარ ა

„თბილისი ენერჯი“ - გზის კეთილმოწყობის გამო ისანში 7 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ისნის რაიონში, მეტრო სადგურ „ისანთან“ თბილისის მერიის მიერ გზის კეთილმოწყობის, უსაფრთხოების ბილიკების მოწყობითი სამუშაოების გამო 2 აპრილის 10:00 სთ-დან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 7 500-მდე აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: ქ. წამებულის გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-შიმდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 11), 3 (ბერი გ

ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისმა წარმომადგენელმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს. „სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღ

სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს სიტყვით მიმართა. ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარდგა. „პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა,

ბუჩას სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებზე​ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს

ოკუპანტებისგან უკრაინის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით სამიტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბუჩას დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. დეკლარაციას ხელი 50-მდე სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მოაწერა. სამიტის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულები, მათ შორის ბუჩაში განვითარებული მოვლენები, რომელიც რუსული აგრესიის სიმბოლოც გახდა. დეკლარაცია ასევე მხარს უჭ

უპირობო სოლიდარობა ლაზარე გრიგორიადისის! - მაისის სტუდენტური მოძრაობა

მაისის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ლაზარე გრიგორიადისის სოლიდარობას უცხადებს. „სისტემამ საპოლიციო დევნის მანქანა აამუშავა. ჯერ, აქციის მონაწილეებს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდა რობოკოპებით. შემდეგ, მათი სახალხოდ დასჯა გადაწყვიტა საკუთარი საცეცებით, პოლიციითა და სასამართლოთი. ბრჭყალები ჯერ სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის უსამართლოდ შესვლით გამოაჩინეს და ლაზარეს დაკავებით გააგრძელეს. დევნა ჯერ არ დასრულებულა! გისოსებს მიღმა შესაძლებელია, სხვებმაც ამოვყოთ თავი! ლაზარე რ

სანამ ძალიან ბევრი გაგიხდებით დასაჭერი, ვინც ჩვენი გასაკეთებელი ითავა გამოუშვით! - თამადა

–  წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”. ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ორგანიზაციებმა, პარტიებმა, მოქალაქეებმა. დღეს პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო. დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყე

სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელმაც სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გააჩინა

სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

Reuters - აშშ უკრაინისთვის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საწვავმზიდ სატვირთო მანქანებს. დახმარების პაკეტში ასევე შევა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალები, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალები და დამატე

ბექა ლილუაშვილი - "ოცნება" ხალხისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს პოლიტიკური ნიშნით თვეობით აჭიანურებს

პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ხალხისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს პოლიტიკური ნიშნით თვეობით აჭიანურებს. "იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს ქართული ოცნება ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ნიშნით თვეობით გაჭიანურებას. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში, პარტია საქართველოსთვის საპარლამენტო გუნდის მიერ დაინიცირდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი, საქართველოს მოქალაქეე

ანა ბუჩუკურმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ინფორმაცია მიაწოდა

პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. "ამ წუთას გამოვედი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის შენობიდან, სადაც შეხვედრა მქონდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში. ერთ-ერთი მთავარი, რაზეც პარტნიორებს ველაპარაკე ხელისუფლების მიერ იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ უბინძურესი მეთოდებით ბრძოლაა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის თავისუფალ ევროპულ მომავალს იცავენ - მათ შორის, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მივაწოდე ლაზარე გრიგორიადისის

პაველ ჰერჩინსკი - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, ჯერ კიდევ არის დრო ამისთვის

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ძლიერი, ემოციური გამოსვლა ჰქონდა, რომელიც ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებაზე იყო ორიენტირებული. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირის წევრობის გზაზე. „პირადად ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. ეს იყო ძალიან ძლიერი, ემოციური გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოს მისწრაფებაზ

შსს სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. „თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. მათივე ცნობით, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან. „საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფარ

აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის სახელწოდებაა „2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“. მის ავტორები არიან რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, მათ შორის ჯინ შაჰინი, მიტ რომნი, ბენ კარდინი, დიკ დურბინი და სხვები. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ას

პროკურორი - ბრალდებული ადასტურებს, რომ მისი მხრიდან ორჯერ განხორციელდა სამართალდამცავების მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტი და ასევე ადასტურებს პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას

ბრალდებული ადასტურებს ფაქტს, რომ მისი მხრიდან ორჯერ განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი და ასევე ადასტურებს პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა. პროკურორის თქმით, საქმეზე მოპოვებულია ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, ჩატარებულია ს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ ნამდვილი რუსული ბოროტება დაინახა - რუსული ბოროტება სწორედ აქ, უკრაინაში დაემხობა და ვეღარ აღდგება

რატომ კლავს რუსეთი, რატომ დასცინის, აწამებს, ატერორებს? ის ცდილობს ხალხის ღირსების მოსპობას, იმისთვის, რომ კრემლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვეულებრივი ადამიანი მხოლოდ მტვერი იყოს მათ ფეხქვეშ, ვინც ძალაუფლებას ფლობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში განაცხადა. მისი თქმით, ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ ნამდვილი რუსული ბოროტება ნიღბის გარეშე დაინახა. „ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ დაინახა რუსული ბოროტება, ბოროტება შენიღბვის გარეშე. დაინახა ის, რის მოტანას ცდილობდა

ბექა ლილუაშვილი - პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა

პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი. ლილუაშვილის შეფასებით, სახელისუფლო შტოთა შორის პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა ერთადერთი, რომელიც ძალიან მკაფიოდ პროევროპული კურსის მხარდაჭერით გამოირჩევა. „პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბები

ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ უნდა შეაფასოს როგორ და რატომ სარგებლობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ისეთი ახალგაზრდებით, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული

როდესაც კონკრეტული მოძალადეები ე.წ. „მოლოტოვის“ კოქტეილებითა და ქვების დაშენით უპირისპირდებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს არა უცხოელი აგენტების, არამედ სახელმწიფო ინტერესების კარნახით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მოძალადე ახალგაზრდები დაკავშირებულები
×
×
  • შექმენი...