„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აპრილს, 11:00-დან 16:00 საათამდე, მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ბიწმენდი, ახალსოფელი, არაშენდა, ჯიღაურა, შანკევანი, გალავანი და წინამძღვრიანთკარი, აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ამის შესახე
4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს.
ისინი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტიდან წასული, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის ადგილმონაცვლედ შევლენ.
ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს 4 აპრილის სხდომაზე ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.
პარტია ,,ქარ
რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესაზე თავდასხმა დრონების საშუალებით განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური კრუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრიუკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად დრონების ნაწილი ჩამოაგდეს.
საბრძოლო დრონების განადგურების შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ საჰაერო ძალებშიც ადასტურებენ.
„საერთო ჯამში, დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების 17-მდე გ
სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. კომიტეტის ცნობით, აფეთქება უკრაინის სპეცსამახურების მიერ იყო დაგეგმილი.
ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაში კიევის მონაწილეობა უარყო და მას „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა.
სანკტ-პეტ
ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი, - ამის შესახებ პროკურორმა ალინა კუკავამ „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ანზორ ლომიძის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მშობლის თქმით, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.
ამასთან, ალინა კუკავამ აღნიშნა, რომ „ბრალდებული ხანდახან აგრესიულად გამოიყურება“.
„მან არ მიიღო მედი
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა.
UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთრინ რასელის განცხადებით, ეს მხოლოდ გაეროს მიერ შემოწმებული ოდენობაა და „რეალური რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია“.
ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 467 ბავშვი მოკლეს, ხოლო 944-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
inter
საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაში, რომელიც კათედრალის მოედანზე ბუჩაში, ირპინში, ბოროდენკოსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სასტიკად ნაწამებ მსხვერპლთა პატივისაცემად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,მინდა ყველას მოგესალმოთ. ეს ნამდვილად სპონტანური შეხვედრაა, არ იყო სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი. უბრალოდ მსურდა ეს მომე
სპეციალური პენიტენციური სამსახური მარტის აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა "მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს ნების საწინააღმდეგოდ."
პენიტენიცური სამსახური ასევე „ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ ლაზარე გრიგორიადისთან ადვოკატი არ შეუშვეს.
„2023 წლის 31 მარტს 11:00
7 მარტს თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის ექსპერტიზის პასუხისთვის სამხარაულის ბიურომ მაქსიმალური ვადა, ერთი წელი მოითხოვა. ზაზა ბიღიაშვილს აქციაზე, სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თავის არეში, რის შედეგადაც ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, მიიღო ტვინის შერყევა და ამ დრომდე უჩივის ნევროლოგიურ გართულებებს.
რადიო თავისუფლებას სამხარაულის ბიუროში განუმარტეს, რომ დაშავებული დემონსტრანტის ექსპერტიზის პასუხ
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.
ქალთა თანასწორუფლებიანობის ნაწილში, ანგარიშში საუბარია სექსუალური შევიწროების შესახებ შესახებ და ნათქვამია, რომ გასულ წელს სახალხო დამცველს, აქტიურად მიმა
ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატისთვის რომ ცალსახად მიუღებელი და შეუთავსებელია ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი მოსამართლეები, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მომხდარი ფაქტი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე წერს.
მისი თქმით, ცნობილი გახდა, რომ პარტია "საქართველოსთვის" გუნდის პოლიტპატიმრების - აკაკი ბართაიას, გელა აბულაძისა და ნოდარ ავდალიანის სისხლის სამართლის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხს, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
„როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სეიმის ბოლო რეზოლუცია ხაზს უსვამს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ
რეგლამენტით გათვალისწინებულია ე.წ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შემოიტანოს, ჩვენ, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით, როდესაც განვიხილავდით რეგლამენტს, გაკეთდა ამ ინსტრუმენტის ანალიზიც და ჩანს, რომ, თუ არ ვცდები, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში 500 საკანონმდებლო წინადადება იყო შემოსული, საიდანაც გაზიარებული იქნა, საბოლოო ჯამში, სამი თუ ოთხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუ
ფინეთი ნატო-ს სამშაბათს, 4 აპრილს შეუერთდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც ფინეთს – უფრო უსაფრთხოს, ხოლო ალიანსს უფრო ძლიერს გახდის. ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას ნატო-ს შტაბ-ბინაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხო გახდება.
ავტორი - თამთა რუხაძე
თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება - რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ - ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, სამართალდამცველები დაკავების დროს აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ.
როგორც ადვოკატმა გრიგორიადისის გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ აღნიშნა, დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა.
„ვესაუბრეთ ლაზარეს და მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგვიყვა. მისი სურვილია, რომ გავაჟღერო ყოვე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან.
როგორც პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიტანას ნაუსედამ განაცხადა, მათ განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, ასევე, ქვეყნის ევროინტეგრაცია და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.
გიტანას ნაუსედას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართ
ეს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა. ე.წ. ჩვენი მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს თავად უწყობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ისეთ ადამიანებს, როგორიც ვიოლა ფონ კრამონია, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ.
„ეს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპ
ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე - „მოლოტოვის კოქტეილი" თავის ქვეყანაში ესროლონ ახალგაზრდებმა პოლიციელებს და შემდეგ მხარი დაუჭიროს, აბა რას უზამენ, დაჯდება თუ არა ევროპარლამენტში? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას განცხადებით, ფონ კრამონს „ამ ტონალობაში საუბარი შეეშალა და იმედია ბოდიშს მოიხდის".
„ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე, ასეთი მოუწყოს თავის ქვეყანა
ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას დღევანდელის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. ევროპის ერთიანობა, იმ დროს, ალბათ, დაგვაკლდა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუბრუნდეს თავის ტერ