Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სააპელაციოს მიმართა

7-8 მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის, შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ადვოკატის განმარტებით, მეორე ინსტანციის სასამართლომ უნდა შეაფასოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი, რა არსებითი გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოიკვლიეს და იმსჯელოს წინასწარი პატიმრობის მართლზომიერებაზე. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივ

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედიკოსები აქციას მართავენ

" რესპუბლიკური ჩვენი სახლია"- ამ ლოზუნგით რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, კლინიკის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს. როგორც მედიკოსი, ნინო ხაჭაპურიძე განმარტავს, ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება. "არის იმის შესაძლებლობა

ვიოლა ფონ კრამონი - „უფლება, რომელსაც არ იყენებენ, კვდება, თავისუფლება, რომელსაც არ იყენებენ, ქრება" - ქართველმა ხალხმა ეს ყველაზე კარგად იცის

გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ქართველი ხალხი ხშირად და ხმამაღლა იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. განცხადებასთან ერთად, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ევროდეპუტატი გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ გამართული აქციის ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელიც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად გაიმართა. “ჰაინრიხ ბიოლმა თქვა: "უფლება, რომელსაც არ იყენებენ, კვდება, თავისუფლება,

უკრაინის გეშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 174 550 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 560 ბოლო ერთ დღეში

ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 560 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, რუსული ძალების საერთო საბრძოლო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 2 აპრილამდე შემდეგნაირია: დაახლოებით 174,550 ჯარისკაცი, 3,618 ტანკი, 6,986 ჯავშანმანქანა, 2,687 საარტილერიო სისტემა, 527 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 279 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 306 თვითმფრინავი, 291 ვერტმფრენი, 2,249 ოპერატიულ-ტაქტიკ

ზურაბ აზარაშვილი - ონკომედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია, თავის გამართლების მცდელობები კი - არასწორი

ონკომედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია, ეს თავის გამართლების მცდელობები კი არასწორია, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს PSP-ს არგუმენტს, რომ „ონკოლოგიური პროდუქტი ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე სამჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა, ამიტომ ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოხდა და არა – გაძვირება“. „ჩვენ

ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე ხანში გვექნება საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა კლინიკა უნდა აშენდეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე ხანში გვექნება საბოლოო დასკვნა და, დიდი ალბათობით, წინასწარი დასკვნა რაც იყო, იგივე დასკვნა იქნება საბოლოოდ, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „მე ვთხოვდი მეგობრებს და კოლეგებს, რომ დაველოდოთ ამ დასკვნებს. წინასწარ ხმაურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ და

უკრაინა პოლონეთისგან დასავლეთის დახმარებით 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს - მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთისგან 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს. „Rosomak არის უმაღლესი კლასის ჯავშანტრანსპორტიორი. ეს შესყიდვა ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური დახმარებით მოხდება“, – წერს მორავიეცკი Twitter-ზე. Rosomak თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე დაცული მრავალმოდულური ჯავშანტრანსპორტიორია, მასზე შეიძლება განთავსებული იყოს სხვადასხვა კალიბრის ქვემეხი, ნაღმტყორცნები ან ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. რამდენიმე დღის წინ, სანამ

ზურაბ აზარაშვილი - ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის დასაქმებასა და ანაზღაურების გადახდაზე - იმ შემთხვევაში, კი თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით

ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს. „მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წ####ბის არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ

"ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება - ზუსტად ვიზუალის გამოა დაჭერილი" - ლაზარე გრიგორიადისის მამა

ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემ შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მა­მამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ბექ

ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ილია გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც დღეს, 1 აპრილს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. აქციაზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე. ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა. მასალა ახლდება… აქციის ორგანიზატორი „ევროპული საქართველო“ იყო, თუმცა ღონისძიებას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების გარდა საზოგადოების სხვა ჯგუფებიც ესწრებოდნენ. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის

არავის გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში „საქართველოს მწვანე ევროპული პერსპექტივა“. ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუ ჩაწერა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობს, მათი მოლოდინი მხოლოდ ისაა, რომ საქართველო ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს, თბილისი კი საწინააღმდეგოს აკეთებ

დმიტრო კულება - გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა სილის გაწვნაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა - სილის გაწვნაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს ახლანდელ წევრებს მოვუწოდებ შეეწინააღმდეგონ რუსეთის ნებისმიერ მცდელობას ბოროტად ისარგებლოს საკუთარი თავმჯდომარეობით. ასევე შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკანონოდ არის გაეროს უშიშროების საბ

ჯანდაცვის სამინისტრო - ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ იმყოფება. ასევ

„ვიცოდი, რომ ჩემთვის სამსახურის შოვნა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა...“ - სმენადაქვეითებული კონდიტერი უსაზღვრო შესაძლებლობებით

„დაახლოებით 10 წლის ვიყავი, მშობლებმა რომ კომპიუტერი მიყიდეს და ინტერნეტში ვუყურე საკონდიტრო გადაცემას. ძალიან მომეწონა და მიზნად დავისახე, ამ პროფესიას გავყოლოდი. რადგან სმენის პრობლემა მაქვს და მეტყველებაც მიჭირს, ვიცოდი, რომ ჩემთვის სამსახურის შოვნა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა გადავწყვიტე მესწავლა ხელობა და სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ დამწყებმა კონდიტერმა, აკაკი ცანკაშვილმა. აკაკი შეზღუდული შესაძლებლობებისაა, ის სმენადაქვეითებულია, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლებ

კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პაველი დაკითხვაზე დაიბარეს, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი პაველ ლებედი დაკითხვაზეა დაბარებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების არჩევის საკითხი დაკითხვის დასრულების შემდეგ გადაწყდება. მიტროპოლიტი პაველის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. უკრაინული მედია წერს, რომ პაველ ლებედი დაკითხვაზე დაიბარეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი ორი მუხლის საფუძველზე, რომელიც მოქალაქეთა თანასწორობის უფლების დარღვევასა და რუსე

მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს განცდა იმისა, თუ რა პოზიციაზეა, დაკარგული აქვს, ეს პოზიცია ტენდენციურია - მთავრობის მიმართ მისი კრიტიკული განცხადებები ღია კარის მტვრევას ემსგავსება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაკარგული აქვს განცდა იმისა, თუ რა პოზიციას იჭერს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები მთავრობის მიმართ „ღია კარის მტვრევას“ ემსგავსება. „მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ის ყველას პრეზიდენტია, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მსხდომი სხვა პოლიტიკოსებისაგან არაფრით განსხვავდება. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარეს მყოფი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული. განკარგულების თანახმად, პერსონალური სანქციები დაწესებულია ათი წლის ვადით და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტებზე ტექნოლოგიებისა და უფლებების გადაცემის აკრძალვას.

სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 15,6 მილიარდი დოლარის დახმარების საგანგებო პაკეტი დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ პარასკევს დაამტკიცა პაკეტი უკრაინისთვის დახმარების სახით, ოთხწლიანი ტრანშის, 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. Reuters-ის ინფორმაციით, ეს ტრანში 115 მილიარდი დოლარის მოცულობის უფრო დიდი საერთაშორისო პაკეტის ნაწილია. გამოყოფილმა თანხამ უნდა დააკმაყოფილოს გადაუდებელი საჭიროებები უკრაინისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტია იცავს თავს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ფონდის

ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის 15.6 მილიარდიან პროგრამაზე - ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას კიევისთვის 15.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის დამტკიცებისთვის. „მადლობას ვიხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კრისტალინა გეორგიევას უკრაინისთვის ახალი ოთხწლიანი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცებისთვის, რომლის ღირებულება, საერთო ჯამში 15.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - დაწერა ზელენსკ

ევროკომისია იხრება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ - წყაროები ბრიუსელში

არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია. ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს. წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშ

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის, ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გ

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამო

„ხავთასა“, „ლეკვი“, „მოლა“ და „ხონსკი“ - შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული გამოძიებით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. შსს-ს განცხადებით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებულებიი არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად „ხავთასა“), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ლეკვი“) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად „
×
×
  • შექმენი...